მეტი მცენარე რაფაზე

თანდათანობით თქვენს სახლებში მატულობს ოთახის მცენარეების რაოდენობა - კოლექციას ახალი მოდური მცენარე ემატება, ან ძველის დაყოფის დრო დგება და ერთხელაც საჭირო იქნება ფართის მოძიება. თუ ინტერიერში მყოფ მცენარეებს კიდევ მოუძებნით სადმე ადგილს, რაფები არც ისე ფართო და ბევრია სახლში. ეს ყველაზე ნათელი ადგილია სახლში და საჭიროა ამ ადგილის რაციონალურად გამოყენება, რომ აქ რაც შეიძლება ბევრი მცენარე დაეტიოს.
ოთახის მცენარეების ფართო ასორტიმენტის მიუხედავად, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს ჩრდილსა თუ ნახევრადჩრდილში, არც ისე ცოტაა „ვარსკვლავი“ მცენარე მზის მოყვარულიც, რომელსაც კარგი მზიანი ადგილი სჭირდება სახლში. ეს კი ფანჯრის რაფებია მხოლოდ, სადაც მცენარის მოთხოვნილება განათებაზე მეტადაა დაკმაყოფილებული. ჩრ, დას ან აღ. მხარეს გამავალ ფანჯრებიან ოთახში მცენარის სიღრმეში დადება არასასურველია, რადგან სიღრმეში  ბუნებრივი განათება მკვეთრად კლებულობს, ზამთარში მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რაფები თითქმის ყველა მცენარისთვის, და თუ კოლექცია დიდია, ყველა მცენარე რაფებზე არ დაეტევა.
მაგრამ ნუ შეწუხდებით და ნურც უარს იტყვით კოლექციის გაზრდაზე, არსებობს უამრავი საშუალება ფანჯრის რაფების ფართობის გაზრდისა, ვარიანტები მართლაც ბევრია.. შეიძლება ვერტიკალური ფართის ათვისება სცადოთ და მცენარეები ფანჯრის ზედა ნაწილში განათავსოთ. ამ სტატიაში რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:
თაროები: ეს კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც ნათესი ამოჰყავს, ვისაც პიკირებული მცენარეებისთვის სჭირდება ნათელი  ადგილი. . 2-3 დროებითი თარო სრულიად საკმარისია. რაფის ჰორიზონტალური ფართი დუბლირებულია და მშვენივრად შეასრულებს თავის მოვალეობას. არაა აუცილებელი თაროს სიგრძეც რაფისოდენა იყოს, შეიძლება მოკლე თაროს დადება ფანჯრის კუთხეში, უკეთესია თარო მინისა იყოს. ასე ქვედა მცენარეებზე ჩრდილი კიდევ უფრო ნაკლები იქნება. ასეთი თაროების გაკეთება დღეს საკმაოდ ადვილია, უამრავი მასალაა ასაწყობი ავეჯის მაღაზიებში და არჩევანი საკმაოდ დიდია.
სადგამი  და ლარნაკები მაღალ ფეხზე: ამ ვარიანტს ბევრი არც არაფერი უნდა.-  მაღაზიიდან მოიტანთ ინტერიერის შესაბამის სადგამს ან ლარნაკს თქვენი მცენარეების შესაფერისი ზომით და სულ ესაა. ზოგ სადგამს ფეხის ზომაც ეცვლება სიმაღლეში  თქვენი სურვილის შესაბამისად. იგი გამოდგება მაღალი ფუშფუშავარჯიანი მცენარეებისთვის, რომლებსაც რაფაზე დიდი ადგილი უჭირავთ, ან კიდევ დიდფოთოლაა  ან კასკადურად ძირს დაშვებული ტოტები აქვთ და ხელს უშლიან მეზობლად მდგარ სხვა მცენარეებს.
ვერტიკალური თარო: დღეს ასეთი თაროების დიდი არჩევანია, მათზე დაახლოებით 12 მცენარის დადგმაა შესაძლებელი. ისიც ასაწყობი კონსტრუქციაა. შედგება ერთმანეთზე დასადგამი ლითონის სექციებისგან, მას უკავია სივრცე იატაკსა და ჭერს შორის. სიმაღლის დარეგულირება შესაძლებელია.შეიძლება ნაწილის გამოყენება და ასეთი თაროს  ფანჯრის კუთხეში დადება რაფასა და ფანჯრის ზედა ჩარჩოს შორის.  მასზე საკმაოდ ბევრი ქოთნის დადება შეიძლება. თავად თარო კი რამდენიმე ქოთნის ადგილს იჭერს მხოლოდ.
ჩამოსაკიდი კალათები: ამპელური მცენარეები ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ეფექტურია ჩამოკიდებულ ქოთნებში, ამავდროულად ასე ადგილიც თავისუფლდება რაფაზე სხვა მცენარეებისთვის. კაშპოს შერჩევა ინტერიერის შესაბამისად ადვილად შეიძლება. ამპელური მცენარეები უამრავია და ყველა ეფექტურად და ელეგანტურად  გამოიყურება, მაგრამ აქ გადამლაშება არ ივარგებს: 3 საშუალო ზომის კაშპო სრულიად საკმარისია. თუმცა ერთიც კი უკვე ახალი მცენარისთვის ათავისუფლებს ადგილს რაფაზე.
ზიგზაგი: ესეც ძალიან ადვილი მეთოდია, -  რაციონალურად გამოყენება ფართის ისე, რომ მაქსიმალურად განთავსდეს ფანჯრის ჭრილში მცენარეები, საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა. ერთ რიგად მცენარეთა განთავსება არამომგებიანია. მათ შორის ბევრი ადგილი იკარგება ტყუილუბრალოდ. შესაძლებელია მცენარეთა ჭადრაკული განლაგება- ასე ფართის ეკონიმიაც იქნება და მეტ მცენარესაც მოუნახავთ ადგილს. ამისთვის მცენარეები უფრო გულმოდგინედ უნდა აარჩიოთ:- ერთ რიგში უფრო ფუშფუშა მცენარეები, მეორეში მაღალი და წვრილი, მნიშვნელოვანია ქოთნის ზომაც. ბალანსი საკმაოდ რთული მისაღწევია და შეიძლება რამდენჯერმე მოგიწიოთ მცენარეთა გადანაცვლება, სანამ იდეალურ მომენტს არ მიაგნებთ.
დადებითი და უარყოფითი  მომენტები: სანამ საქმეს შეუდგებით, ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ.
მცენარეების მეტი ოდენობა ფანჯარაში იწვევს:
- ოთახში განათების შემცირებას, რითაც ზარალდება ოთახის შიგნით დადებული მცენარეები, იტვირთება ატმოსფეროც, მნიშვნელოვანია ოთახში მყოფი ადამიანების შეგრძნებებიც.
-  რაფაზე ბევრი მცენარე ოთახს ამძიმებს. ვიზუალურად აპატარავებს, მასიურ ავეჯს კიდევ უფრო დიდს აჩენს, ირღვევა აღქმის ჰარმონიულობა და რაც უფრო მეტია მცენარე, რაც უფრო იზრდებიან ისინი, მით უფრო მძიმდება სიტუაცია.
- პატარა ფართზე ბევრი მცენარე ცვლის ჰაერის ცირკულაციას, იზრდება მათი დაავადებების რისკი, კოლექციას მეტი ყურადღება სჭირდება, რომ მავნე მწერები არ გამოგეპაროთ. უფრო ხშირად უნდა დათვალიერდეს მცენარეები, გაიწმინდოს მათი ფოთლები, განათება ასე უკვე მნიშვნელოვნად მცირდება თითოეული მცენარისთვის, რადგან ერთი მცენარის ვარჯი შეიძლება მეორის ჩრდილში მოხვდეს, რაც სინათლის მოყვარული მცენარისთვის არც ისე კარგი ვარიანტია.

09 July 0 6 988
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно