ბანანის კანი ოთახის მცენარეებისთვის
მცენარეთა მოყვარულები ხშირად იყენებენ სხვადასხვა საკვებს მცენარეებისათვის. ფართოდაა გავრცელებული შაქარი, კვერცხის ნაჭუჭი, ყავის ნალექი, ბანანის ქერქი. ეს უკანასკნელი კი ძალზე მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. კანონით, ქერქი უნდა გადაიყაროს. თუმცა, ვისაც ყვავილები აქვს სახლში, მათ ბანანის ქერქი ძალიან გამოადგებათ.
სასარგებლო ნივთიერებები: ბანანი მაღალენერგეტიკული პროდუქტია. მისი კანი მთელი მასის 40 % ია. იგი იმავე ნივთიერებებს შეიცავს, რასაც თავად ხილი: აზოტი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, სპილენძი, რკინა. ეს ყველაფერია კანშიც. მათ გარდა, ქერქში კიდევ ვიტამინებიც ბევრია. ისინიც აუცილებელია მცენარეებისთვის. ამიტომ ქერქი კარგი საკვები იქნება მცენარისთვის და მშვენივრად ჩაანაცვლებს კალიუმიან-ფოსფორიან სასუქს. მას იყენებენ როგორც ოთახს, ისე ბაღის მცენარეებისთვის.
ბანანის ფხვნილი: კარგად დაფხვნილი ქერქი დიდხანს ინახება და კარგად დაბალანსებულ საკვებს წარმოადგენს. ქერქი უნდა იყოს შავი წერტილების გარეშე. მისი გაშრობა უნდა მოხდეს სპეც საშრობში ხილისთვის. კანს კარგად რეცხავენ, წვრილად ჭრიან, მერე აწყობენ ლანგარზე და აშრობენ მზეზე, კარგად გამომშრალ ქერქს ფხვნიან ყავს საფქვავში და ინახავენ მშრალ ქილაში ან პაკეტში. იგი მიწაში მშრალი სახით შეაქვთ - 1 ჩ კ ერთ მცენარეზე. ეს ძალიან მოსწონს პომიდორს. გადარგვისას მცენარისთვის ამოთხრილ ორმოში შეაქვთ 1 ს კ სასუქად.
კომპოსტი ბანანისგან: იგი კარგია ბოლქვიანი მცენარეებისთვის. კომპოსტი რთული გასაკეთებელია, მაგრამ საბოლოოდ მშვენიერი სასუქი გამოდის მცენარეებისთვის. იგი შემდეგნაირად მზადდება: ბანანის ქერქს და ნოყიერ ნიადაგს ურევენ 1:1. შიგ ამატებენ „ბაიკალს“. 4 კვირის მერე კარგად ურევენ. 8 კვირის მერე კი კომპოსტი უკვე მზადაა.
ბოლქვიან მცენარეებს ზედმეტი ტენი არ მოსწონთ და დადებითად რეაგირებენ სწორ კვებაზე. ტროპიკული კომპოსტი მიწას აუმჯობესებს როგორც ქოთნებში, ისე ღია გრუნტში.
ტროპიკული კოქტეილი: ერთი ბანანის ქერქს და 250მლ წყალს ასხამენ ბლენდერში და კარგად ურევენ ერთგვარ მასამდე. ამ მასას იყენებენ მცენარის ყვავილობის სტიმულირებისთვის. ერთ კვებაზე საჭიროა 1 ს.კ, სასუქი. იგი შეაქვთ თვეში ერთხელ. მის მერე მცენარე უხვად და ხანგრძლივ ყვავილობს. მაგრამ მის გამოყენება მსხმოიარე მცენარეებისთვის ცოტა ფრთხილად უნდა მოხდეს. ნაყოფის გამოტანა და დამწიფება ხანგრძლივდება.
კოქტეილს გადარგვის დროსაც იყენებენ: 1ლ გრუნტზე 2 ს.კ. კარგად ურევენ და მერე რგავენ მცენარეს. ასე ჩარგულ მიწაში მცენარისთვის დამატებითი კვების შეტანა საჭირო აღარაა.
ფოთლოვანი კვება: 4 ბანანის ქერქი გამშრალი და კარგად დაფქვილი, 20 გრ მაგნიუმის სულფატი, 2 ჩ კ კვერცხის დაფქვილი ნაჭუჭი, 1 ლ წყალი, კარგად ურევენ და ამ მასით ფოთლებს და მიწას ნამავენ. გამოდგება ყოველკვირეული კვებისთვის.
რჩევები: ბანანის ქერქს ყრიან ორმოში პომიდვრის ან ვარდების დარგვის წინ.
იის მორწყვაც შეიძლება ბანანიანი ხსნარით 2 კვირაში ერთხელ
ქერქის თეთრი შიგა ნაწილით შეიძლება ფოთლების გაპრიალება.
ეფექტის გასაძლიერებლად უმატებენ მწვანე ჩაის ნაყენს.
ეს ნაყენი უხდება ყოჩივარდას და ბეგონიებს.
მშრალი ქერქის შენახვა შეიძლება შემოდგომა- ზამთრის სეზონზე. გაზაფხულზე კი მას მულჩირებისთვის იყენებენ ბოსტანში.
ასეთი შინაური საშუალებები უსაფრთხოა და ეკონომიური მცენარეების მოვლისთვის, არ შეიცავს ქიმიკატებს და მისი მომზადება ადვილია სახლის პირობებში.
თარგმანი თ. სუპატაშვილის