ეონიუმი

მსუქანისებრთა ოჯახის მცენარე.სამშობლო - ხმელთაშუაზღვისპირეთი,არაბეთის ნახევარკუნძული,ჩრდილოეთ აფრიკა/ეთიოპია და სხვა/.

ეონიუმი სუკულენტური მცენარეა,ბუნებაში  ითვლიან 40-მდე სახეობას.მათ ყველას მომრგვალებული ფორმის ფოთლები აქვს,როზეტად შეკრული.ზოგიერთი მათგანი მცირე ზომისაა,იზრდება მიწის ზედაპირთან ახლოს,ზოგი კი სიმაღლეში 1 მეტრამდე აღწევს,აქვს სქელი,გახევებული ღეროები.ეონიუმის შეფერილობა მრავალფეროვანია,ყვითელი ფერიდან მუქ იისფრამდე - თითქმის მოშავო.მრავალი სახეობა იმდენად გავს ერთმანეთს,რომ მათი გარჩევა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.კულტურული სახეობების უმეტესობას აქვს არა მხოლოდ ფორმის რამდენიმე ვარიაცია,არამედ ჯიშიც.

ბუნებაში ეონიუმების უმრავლესობას ახალგაზრდა ასაკში როზეტის ფორმა აქვს,მაგრამ ასაკთან ერთად ღერო გრძელდება,იტოტება და მცენარე ემსგავსება ბუჩქს,რომელსაც ფოთლები მხოლოდ კენწეროებში აქვს შერჩენილი,ღეროების უმეტესობა შიშველია,გახევებული ქერქით.ზოგიერთი სახეობა,მაგალითად ლინდლეის ეონიუმი,მცირე ასაკიდანვე პატარა ხეს წააგავს.

ხისებური ეონიუმი Aeonium arboreum - ყველაზე გავრცელებული სახეობაა.ეს არის სუსტად დატოტვილი ბუჩქი,სიმაღლით 90 სანტიმეტრამდე /ბუნებრივ პირობებში/.ღეროები სწორმდგომია,მოყავისფრო.ხორციანი ფოთლები სიგრძით 6-7 სანტიმეტრია,შეკრულია მკვრივ როზეტებად,რომელთა დიამეტრი 20 სანტიმეტრამდეა.ფოთლები შიშველია,კიდეებზე აქვს ნაზი ბუსუსები.ფოთლები შესაძლოა მრავალი ფორმის იყოს,მაგალითად ნიჩბისებური ან მომრგვალო,ბლაგვი ან მკვეთრად წამახვილებული.ფოთლები წვანე ფერისაა,საბაღე ფორმებს ნაპირები იისფერი აქვთ.ყვავის მკვეთრი ყვითელი ფერის ყვავილებით,რომლებიც შეკრებილია ქოლგისებურ ყვავილედებად.ხისებური ეონიუმის ფართოდ გავრცელებული სახესხვაობაა - შვარცკოფი - მუქი ბორდოსფერი,თითქმის შავი ფოთლებით.

იარუსიანი ეონიუმი Aeonium tabuliforme - აქვს მოკლე,მიწასთან ახლოს განლაგებული ღერო და მკვრივი როზეტი,თითქმის მიწაზე გართხმული.ეონიუმის ამ სახეობის როზეტი დიამეტრით 40-50 სანტიმეტრს აღწევს,სიმაღლით კი 10 სანტიმეტრამდეა.

ეონიუმის მოვლა

ტემპერატურა: ზაფხულში ზომიერი,ძლიერი სიცხეების დროს ღეროები ძლიერად უშიშვლდება.შემოდგომა-ზამთრის ანუ მოსვენების პერიოდში ესაჭიროება +10-12 გრადუსი,მინიმუმ +8 გრადუსი - მშრალ პირობებში ყოფნის დროს.ზაფხულში უმჯობესია დადგათ ღია ცის ქვეშ აივანზე ან ბაღში.გამოზამთრების დროს სითბოში ყრის ფოთლებს, კარგავს დეკორატიულობას და მიმზიდველ სახეს.

განათება: მკვეთრი,ინტენსიური განათება,მზის პირდაპირი სხივების ჩათვლით,მაგრამ სამხრეთის ფანჯარაზე შესაძლოა დაჭირდეს მოჩრდილვა 12-დან 15 საათამდე,თხელი ფარდით.ეონიუმებს უყვართ ბევრი სინათლე და მზე,ზაფხულშიც და ზამთარშიც.

მორწყვა: გაზაფხულზე და ზაფხულში ზომიერი მორწყვა ესაჭიროება,მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ როდესაც ნიადაგი ბოლომდე გაუშრება.შემოდგომიდან მცირდება მორწყვა,ზამთარში კი იშვიათად უნდა მორწყათ.მას შემდეგ რაც მიწის ზედაპირი გაშრება,მოიცადეთ კიდევ 6-7 დღე.ორიენტირება უნდა მოხდეს ნიადაგის გამოშრობაზე.ნიადაგი კი მალე უნდა შრებოდეს.ეონიუმებისა და სხვა მსუქანისებრები ირწყვება მაშინ ,როდესაც ნიადაგი სრულიად შრება.თუ მიწა დიდხანს უნდება გაშრობას/ორ დღეზე მეტ ხანს/,ესე იგი ან უხვად მორწყეთ ან ზედმეტად მკვრივი გრუნტია.

სასუქი: მაისიდან აგვისტოს ჩათვლით მიეწოდება კაქტუსებისათვის განკუთვნილი სასუქი თვეში ერთხელ,კალიუმის მაღალი შემცველობით.

ჰაერის ტენიანობა: ეონიუმი მდგრადია მშრალი ჰაერის მიმართ,შესხურებას არ საჭიროებს.

გადარგვა: ნიადაგი - 1 წილი კორდის მიწა,1 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა,1 წილი ქვიშა, 1/2 წილი წვრილი კერამზიტი /ან ქოქოსის სუბსრტატი/.ზრდასრული და ასაკიანი მცენარეებისათვის კორდის მიწა 2 წილი უნდა აიღოთ.ახალგაზრდა მცენარეები ირგვება ყოველწლიურად,ასაკიანი ორ წელიწადში ერთხელ.გადარგვის შემდეგ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოირწყას - რომ არ გამოიწვიოთ ფესვების ლპობა.კარგია ნიადაგში არყის ხის ნახშირის შერევა.აუცილებელია კარგი დრენაჟი.

გამრავლება: ეონიუმი მრავლდება ღეროს კალმებით რომელსაც აქვს ფოთლების როზეტი. ღერო ან თუნდაც ერთი ფოთოლი უბრალოდ უნდა ჩაირგას მშრალ გრუნტში,აუცილებლობის შემთხვავაში ამაგრებენ საყრდენით ან კენჭებით.არ უნდა მორწყათ,უნდა მოუჩრდილოთ ან ჩრდილში დადგათ.იმ შემთხვევაში თუ ძალიან ცხელი ამინდია,შესაძლოა დაინამოს ერთხელ,დილით ან საღამოს.პირველი მორწყვა ხდება 7-10 დღის შემდეგ მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი წყლით.ახალი ფოთლების გამოჩენა გვამცნობს რომ კალამი დაფესვიანდა.როზეტიანი ღეროს შემთხვევაში კი შეიმჩნევა ზრდის განახლება.ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდა მცენარე გადაიტანეთ ნათელ ადგილზე.

შესაძლო პრობლემები:

ფოთლები წვრილია,ღეროს ქვედა ნაწილი კი ძლიერად შიშვლდება -არასაკმარისია მორწყვა,ან ქოთანი ემჭიდროვება და საჭიროა გადარგვა.თუ ღეროები აწოწილია - არ ყოფნის სინათლე.

როზეტი მეჩხერია,ფოთლები წაგრძელებული,არამჭიდროდ განლაგებული,მცენარე გადახრილია ცალ მხარეს /სინათლის წყაროსაკენ/ - მზის სინათლის ნაკლებობა.

თუ მწვანე ფერი მქონე მცენარემ გაწითლება დაიწყო - საჭიროა მოჩრდილვა სიდამწვრის თავიდან ასაცილებლად.

ფოთლები შავდება და კვდება,ღეროებს შავი ფერი აქვს და რბილდება - ჭარბი მორწყვის შემთხვევაში,ჰანსაკუთრებით გრილ შენობაში.

ზამთარში უშრება და სცვივა ფოთლები - ზედმეტი სიმშრალი და სიცხის დროს.

იისფერფოთლიან ჯიშებს ფოთლები უმწვანდება - არ ყოფნის სინათლე.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

09 July 0 4 547
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно