მოჭრილი ყვავილები თაიგულისთვის

თაიგულისთვის ყვავილების შერჩევა გემოვნების საკითხია, მაგრამ გარკვეული ცოდნაც საჭიროა. გასათვალისწინებელია პიროვნების ასაკი და გემოვნება, ვისთვისაც მზადდება თაიგული, ასევე  მისი ზოდიაქოს ნიშანიც.
 იმისთვის, რომ მოჭრილი ყვავილი დიდხანს ძლებდეს, რამდენიმე წესია საჭირო, მოჭრისას მცენარე სტრესს განიცდის. ყვავილის ჭკნობის მიზეზი მცენარის გაუწყლოება და მისთვის საკვები ნივთერებების მიწოდების შეფერხებაა. მცენარე თაიგულისთვის უნდა მოიჭრას ბასრი ინსტრუმენტით, სჯობს ბაღის სეკატორით.
პირველი ეტაპი - ადაპტაცია. იმისთვის რომ მცენარე სწრაფად გამოვიდეს სტრესული სიტუაციიდან, იგი უნდა შეეგუოს ახალ გარემო პირობებს. ნუ იჩქარებთ მისთვის შესაფუთი მასალის მოხსნას.
ნელა შეცვალეთ ტემპერატურა. მისი მკვეთრი ცვლილება დამღუპველია მცენარისთვის. ცივი ქუჩიდან უცებ სითბოში ნუ შეიტანთ ყვავილებს. დატოვეთ მცირე ხნით შესასვლელში, შემნულ აივანზე, სააბაზანოში. ასვე არ ვარგა მისი სწრაფად გატანა სითბდან სიცივეში ან კონდიციონერის ცივ ჰაერზე  დადგმა.
მეორე ეტაპი - ყვავილის მომზადება ლარნაკისთვის - ღეროს ათავისუფლებენ ზედმეტი ფოთლებისგან. თუ ფოთოლი დარჩება ღერზე ლარნაკში წყლის დონემდე, წყალიც სწრაფად გაფუჭდება და ფოთოლი და ღეროც სწრაფად დალპება. დამპალ ფოთლებს კი ცუდი სუნი აქვთ, შესახედაობაც. იმითვის, რომ მცენარე დიდხანს იდგას, ღერებს გადაჭრიან ირიბად გამდინარე წყლის ქვეშ, რომ ჰაერის ბუშტები არ შევიდეს ქსოვილში და არ დაახშოს ქსოვილის სადინრები, რითაც გართულდება მცენარის წვენის გადაადგილება.
ტოტეს ჭრიან დანით. თუ სეკატორს ან მაკრატელს გამოიყენებთ, ღეროს ქსოვილები დაზიანდება.
მერე კიდევ იცდიან და 30-40 წთ ტოტები უდევთ თბილწყლიან ჭურჭელში ისე, რომ ყვავილიც დაფარული იყოს წყლით.
მესამე ეტაპი - ყვავილი ლარნაკში - კიდევ ერთხელ უნდა დათვალიერდეს თაიგული, მომჭკნარი ფოთლები და ყვავილები მოშორდეს. რადგან ისინი დიდ რაოდენობა წყალს ითვისებენ, რაც საღ ნაწილს აკლდება. ლარნაკში ასხამენ თბილ ანადუღარ წყალს.
მეოთხე ეტაპი - თაიგული ხანგრძლივად -  სასურველია წყალს დაამატოთ:
დასაკონსერვებელი საშუალებები - ასპირინი: შაქარი: მარილი: სადეზინფექციო საშუალებები- „მარგანცოვკა“ სპირტი: ძმარი. - ამათგან ნებისმიერი ერთი.
ლარნაკში მუდამ უნდა იყოს სუფთა წყალი. მღვრიე და მცენარის ნარჩენებიანი წყალი თაიგულს სწრაფად გააფუჭებს. ამიტომ:
ხშირად ცვალეთ წყალი. პერიოდულად გადაჭერით ტოტები. ნუ დადებთ თაიგულს მზის ქვეშ, გათბობის ოთახში, მოარიდეთ ორპირს. ეცადეთ, ახლოს არ იდოს ხილი. პერიოდულად დანამეთ.
ასე შესძლებთ მოჭრილი ყვავილებით  შექმნილი თაიგულისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

09 July 0 1 850
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно