გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

საფუარი - სასარგებლო და ადვილად მოსამზადებელი საკვები მცენარეებისთვის

საფუარი მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროდუქტია. იგი შედის პურის, ბურახის და სხვა პროდუქტების შემადგენლობაში, საკმაოდ პოპულარული და გავრცელებულია, რაც აიხსნება მისი შემადგენლობით. იგი წარმოადგენს სოკოს, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ცილებს, ამინომჟავებს, სხვადასხვა მიკროელემენტებს, იგი სასარგებლოა არა მარტო ადამიანისთვის, არამედ მცენარეებისთვისაც. ქოთნის მცენარე ვიწრო ჭურჭელში იზრდება, მიწა ცოტაა და საკვები ნივთიერებებიც სწრაფად ილევა მასში. ზოგჯერ მცენარეები არც ისე კარგ პირობებში იზრდებიან - მათ დებენ მზეზე, ან ორპირში, ან სიმშრალეში, ჩრდილში. ამ პირობების კომპენსირება შესაძლებელია საკვების სწორი და დროული გამოყენებით.
ისტორია: საფუარის სასუქად გამოყენება დიდი ხნის წინ დაიწყეს. მას იყენებდნენ პომიდვრის და კიტრისთვის,მერე კი სხვა მცენარეებისთვისაც სცადეს. ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე 20 ს ის 70 იანებში. შემდეგ თანდათან ახალი სასუქებიც გამოჩნდა და საფუარი ისე პოპულარული აღარ იყო. დღეს მას კვლავ იყენებენ მცენარეთა საკვებად, ნიადაგის გასამდიდრებლად და გასანოყიერებლად.
სასარგებლო თვისებები: საფუარი ეფექტური სასუქია ოთახის მცენარეებისთვის. დადებითად მოქმედებს მათ ზრდასა და ყვავილობაზე. მცენარის მედეგობა დაავადებების მიმართ იზრდება. უკეთ ფესვიანდება, მიწისზედა ნაწილიც აქტიურად იზრდება, ფესვებიც ძლიერი ხდება. ფოთლები უფრო წვნიანია, კოკრებიც სწრაფად ყალიბდება და ყვავილობაც ხანგრძლივდება.
როდესაც ეს სოკო მიწაში ხვდება, მასში მცხოვრები მიკროორგანიზმები იღვიძებენ და ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას ორგანიკის გადამუშავებას იწყებენ.  მიწა მდიდრდება აზოტით და ფოსფორით. ასე მიწა  ნოყიერდება და ჩარგული მცენარე კარგად ხარობს.
მომზადება:  ეს სასუქი ადვილად მოსამზადებელი და ხელმისაწვდომოა ყველასთვის. ბევრს სამზარეულოში ისედაც აქვს იგი. გამოდგება მშრალიც. მის მომზადებას დამწყები მეყვავილეც ადვილად შესძლებს - საჭიროა მხოლოდ - 10 გრ მშრალი საფუარის გახსნა 10 ლ წყალში. ეფექტის გაძლიერებისთვის კიდევ უმატებენ 3 ს. კ. შაქარსაც. ზოგი მიღებულ ხსნარს აჩერებს რამდენიმე სთ სითბოში, რომ იგი დადუღდეს, მერე კი აზავებენ 1:5 ზე და ასე რწყავენ მცენარეებს.
 - შეიძლება 1 ლ წყალში გახსნათ 200გრ საფუარი, აურიოთ, მერე დაამატოთ კიდე 9 ლ წყალი და ასეთი ხსნაით მორწყათ .
- ასევე შესაძლებელია მიწაში  ჩაყაროთ 2 ს კ შაქარი, 2 გრ ასკორბინის მჟავა, კარგად აურიოთ, დაამატოთ 10 გრ საფუარიც. დაასხათ ამ მასას 10 ლ წყალი და დააყენოთ ცოტა ხნით.
ზოგი იყენებს საფუარს სითხის მდგომარეობაში - 100გრ 10ლ თბილ წყალზე. მიღებულ ხსნარს აჩერებენ ერთი დღით.  ეს ყველაზე კარგი ვარიანტია ოთახის მცენარეებისთვის.
საფუარი კარგად მოქმედებს სახლის მცენარეებზე, ყვავილობა ხშირი და ხანგრძლივია, მისი გამოყენება ნებისმიერი მცენარისთვის შეიძლება - კულტურული, ბაღის, ბოსტნის. შედეგი ძალიან მალე ჩანს - სულ რამდენიმე დღეში გამოყენების მერე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის


Loading the player...
09 July 0 45 765

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно