გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

აფთიაქი მცენარეებისთვის:

  • ვიტამინი B 1: ასტიმულირებს ფესვთა სისტემის ზრდას: ზრდის ყვავილის ზომას: აჩქარებს ყვავილობას: ხელს უწყობს მცენარეული წვენის ცირკულაციას: მონაწილეობს გოგირდის წარმოქმნაში: იცავს ორქიდეას ნაადრევი სიბერისგან.
    გამოუენება - 1 ამპულა იხსნება 1 ლ წყალში და მცემარეებს რწყავენ თვეში 2ჯერ.
    ვიტამინი B 3: ორქიდეის რეანიმაციისთვის კარგი საშუალებაა: აჩქარებს ყვავილობას: ახალი ტოტების ზრდას უწყობს ხელს;
    გამოყენება- 1 ამპულა 1ლ თბილ  წყალში, მცენარეს რწყავენ ან ნამავენ 2 ჯერ თვეში. შეიძლება დაამატონ ორქიდეის კოქტეილებში.
    ვიტამინი B 6: ზრდის მცენარეთა იმუნიტეტს: აღადგენს ორქიდეის მდგომარეობას პრეპარატების გამოყენების შემდეგ: ხელს უწყობს მცენარეთა ადაპტაციას.
    გამოყენება - 1 ამპულა 1 ლ წყალზე. რწყავენ ან ასხურებენ მცენარეს 2ჯერ თვეში
    ვიტამინი B 12: მონაწილეობს ქლოროფილის წარმოქმნაში: ორქიდეის უჯრედებს ამარაგებს ჟანგბადით; მცენარის ზრდას უწყობს ხელს.
    გამოყენება - 1 ამპულა 1 ლ წყალზე. მცენარეს რწყავენ და ნამავენ თვეში 2 ჯერ.
    ვიტამინი C: აღადგენს ქლოროფილს: წარმოადგენს წყალბადის დონორს: ზრდის დაავადებებისადმი მედეგობას: იცავს მცენარეს ულტრაიისფერი გამოსხივების და გვალვისგან: ანტიოქსიდანტია.
    გამოყენება - 1 ამპულა 1ლ წყალზე. მცენარეს რწყავენ ან ნამავენ 2 ჯერ თვეში.
    ორქიდეის კოქტეილში შეიძლება 2 ან მეტი ვიტამინიც გამოიყენოთ. გლუკოზის დამატება კოქტეილის ეფექტს ზრდის.
    დასუსტებული მცენარისთვის მათი გამოყენება შეიძლება თვეში ერთხელ. გლუკოზის და ქარვის მჟავის გამოყენება კი უფრო ხშირად შეიძლება.
    წყალი ზომიერად თბილი უნდა იყოს.
    არსებობს სხვადასხვაგვარი კოქტეილი განსხვავებული შემადგენლობით:
    B1+ PP+C - ფესვების და ფოთლების ზრდისთვის 2-4 კვირაში ერთხელ.
    B 6  ან B 12+ ცირკონის წვეთები უხდება სტრესგადატანილ, ახალგადარგულ, დაყოფილ მცენარეებს ან ზამთარში, თვეში ერთხელ. ცირკონი შედარებით იშვიათად სჭირდება.
    B1+B3+ 1 აბი ქარვის მ/ჯავა + 1 აბი გლუკოზა -ტურგორის დაქვეითებისას.

    თარგმანი თ. სუპატაშვილის
09 July 0 27 699

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно