ეონიუმი

იგი მსუქანასებრთა ოჯახიდანაა. სამშობლო - ხმელთაშუაზღვისპირეთი, არაბეთის ნ/კ, ჩრ აფრიკაა. მიეკუთვნება სუკულენტებს. ბუნებაში მისი 40 მდე სახეობაა. ყველას მომრგვალებული ფოთლები აქვს როზეტად შეკრული. ზოგი დაბალია, ზოგიც 1 მ ს აღწევს და მსუქან, გახევებულ ღერზე დგას. ფოთლებს სხვადასხვა  ფერი აქვს - ყვითლიდან მუქ იისფრამდე, თითქმის შავიც კი. ბევრი სახეობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს, უმეტესობას ბევრი ჯიში და განსხვავებული ფორმები აქვს.
სანამ მცენარე პატარაა, როზეტის ფორმა აქვს, მაგრამ თანდათან ღერო იზრდება, იტოტება და ბუჩქდება, სადაც ფოთლები მხოლოდ წვერზეა,  ღერო კი შიშვლდება.
ყველაზე გავრცელებული სახეობაა ხისმაგვარი ეონიუმი - პატარა, 90სმ დატოტვილი  სწორმდგომი ბუჩქი, სქელი ხორციანი ფოთლებით, რომლებიც როზეტადაა შეკრული, დიამეტრი 20 სმ ია.  ფოთლები სხვადასხვა ფორმისაა - მრგვალი, ნიჩბისებრი, ბლაგვკიდეებიანი ან წაწვეტებული. აქვთ პატარა ყვითელი ყვავილები შეკრული ქოლგა ყვავილედად.
მოვლა: ტემპერატურა: ზაფხულში ზომიერი. ძლიერ სიცხეში ღერი სწრაფად შიშვლდება ქვემოდან, შემოდგომა-ზამთარში მოსვენების ეტაპია და 10-12 გრ საკმარისია, ზაფხულში იგი გარეთ გააქვთ. თუ თბილად გამოიზამთრებს, დეკორატიულობა ეკარგება ფოთოლცვენის გამო.
განათება: სჭირდება პირდაპირი მზე. კარგად  გრძნობს თავს სამხ ფანჯარაზე, მაგრამ შუადღეზე სჭირდება ჩამოფარება. სინათლე უნდა ზამთარშიც.
მორწყვა: ზომიერი გაზაფხულ-ზაფხულში, მიწის სრული გაშრობის მერე, შემოდგომაზე მცირდება, ზამთარში კი სჭირდება მხოლოდ 6 -7 დღის მერე მიწის სრული გაშრობიდან.თუ მიწა 2 დღეზე მეტ ხანს შრება,  ან მიწაა ზედმეტად მკვრივი, ან უხვად იყო მორწყული წინა ჯერზე.
სასუქი: მაის-აგვისტოში თვეში ერთხელ კვებავენ კაქტუსების სასუქით, სადაც კალიუმის მაღალი შემცველობაა.
ჰაერის ტენიანობა: დანამვა არ სჭირდება.

 
გადარგვა: მიწა უნდა  შედგებოდეს - 1წ კორდის, 1წ ფოთლოვანი მიწის, 1 წ ქვიშის, ½ წ წვრილი კერამზიტისგან, უნდა გადაირგას ახალგაზრდა მცენარე ყოველ წელს, მოზრდილი - 2 წელიწადში ერთხელ. გადარგვის მერე ფრთხილად რწყავენ, რომ ფესვები არ დალპეს. საჭიროა კარგი დრენაჟიც.
გამრავლება:  მრავლდება ფოთლის როზეტებიანი ღეროვანი კალმებით ან ფოთლით, მათ არჭობენ მშრალ გრუნტში, არ რწყავენ  და უჩრდილავენ. თუ ძალიან ცხელა, დილაობით ნამავენ. 10 დღის მერე რწყავენ 1ჩ. კ. წყლით. თუ ახალი ფოთოლი ამოუვა, ესე იგი მცენარე დაფესვიანდა. ხსნიან საჩრდილობელს და უფრო ნათელ ადგილზე გადააქვთ.
პრობლემები:  ფოთლები წვრილია  და ღერო ძალიან შიშველი - არასაკმარისი მორწყვის გამო ან ქოთანი უჭერს და გადარგვა სჭირდება.
როზეტი არაა უხვფოთლიანი, ფოთლები კი გრძელი აქვს და ღერი გადახრილია სინათლისკენ - არ ჰყოფნის განათება.
მწვანე ფოთლიანი მცენარე წითლდება მზეზე- სჭირდება ჩამოფარება, რომ არ დაიწვას.
ფოთოლი უშავდება და კვდება, ღეროც შავდება და რბილდება - ზედმეტი მორწყვის გამო, ხშირად სიგრილეში.
ზამთარში ფოთლები ცვივა -  როდესაც ცხელა და მშრალია ჰაერი.
ფოთლის ფერი მუქი იისფერიდან იცვლება მწვანედ- არ ჰყოფნის განათება.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

27 June 0 4 697
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно