გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სარაცენია

 ამ მცენარეს დახვეული ფოთოლი - ხაფანგი აქვს, რომელიც ფესვიდან იზრდება, ულამაზესია და არავის ტოვებს გულგრილს. ფერები, ფორმა გასაოცარია და ფანტასტიკურ არამიწიერ მცენარეს ჰგავს. სარაცენია - კიდევ ერთი მტაცებელი მცენარეა, ეგზოტიკური  და ექსტრავაგანტური გარეგნობის. ოჯახში სამი გვარია - დარლინგტონია, ჰელიამფორა და სარაცენია, რომელშიც 11 სახეობაა.
იგი მრავალწლიანი ფესურიანი ჭაობის მცენარეა და ყველაზე დიდ მწერიჭამია მცენარეს წარმოადგენს. ქვედა ფოთლები  ქერცლისებურია, ზედა კი როზეტებადაა შეკრული .მოკლე ყუნწზე გრძელი ფოთლებია მილისებრი ფორმის,ზემოთ განიერდება და ფართო ხვრელი აქვს.
იგი ენდემურია ჩრ ამერიკული ფლორისტული რეგიონისთვის. ერთერთი სახეობა კი - მეწამული სარაცენია ცენტრ ირლანდიაშიც ხარობს.
დიდი მკვეთრი ფერის ყვავილები ორმაგი ყვავილსაჯდომით  მილის ფორმის ფოთლებს ზემოთაა მაღალ საყვავილე ღერზე თითო- თითოდ განლაგებული, იშვიათად 2-3. ზოგი სახეობა საკმაოდ სწრაფად მრავლდება და ბუჩქდება. მაგ: ყვითელ სარაცენიას ჰორიზონტალური ფესვიდან ვერტიკალურად ეზრდება კუთხოვანი მილისმაგვარი ფოთლები, 70-80სმ  სიმაღლის.
ზოგ სახეობას კი უფრო პატარა ფოთლები აქვს - 40სმ მდე. უმეტესობა ჭრელია - მეწამულ- მწვანე. უფრო მკვეთრი სურათია ნახვრეტის გარშემო. ზემოდან კი  სახურავივით ეფარება ფოთლის ფრთისებრი ნაწილიც, რაც წვიმის ჩასვლისგან იცავს  მცენარის ღრუსებრ ნაწილს.
 მცენარის სასიამოვნო სურნელი იზიდავს მწერს. იგი ჯდება ფოთოლზე და მიცოცავს დაბლა არომატული ნექტარისკენ. მისი ფოთლები დაფარულია ბეწვებით, რაც ხელს უწყობს მწერის მოძრაობას შიგნით. მაგრამ უშლის მის გამოსვლას გარეთ. მწერი ვარდება  წვენში და თანდათან იხსნება მასში, მცენარე კი გადაამუშავებს მას და შთანთქავს აზოტს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს.
ზოგჯერ ფრინველებიც სარგებლობენ ამ მცენარეში ჩავარდნილი ჯერ კიდევ ცოცხალი მწერებით და ნისკარტით ამოკენკავენ მათ. ზოგჯერ კი შიგნით მეცნიერები წვრილ ბაყაყებსაც პოულობენ,ზოგი მწერი შეეგუა მცენარეს და შიგნით ცხოვრობს კიდეც - ღამის ჩრჩილი, ბზიკი სფექსი, ხორცის ბუზის მატლები.ისინი ხშირად ჭამენ და აზიანებენ ფოთლებს იმგვარად, რომ მათ უკვე აღარ შეუძლიათ წვენის გამოყოფა და ხმებიან.

რამდენიმე სახეობა დეკორატიულია და კულტივირებულია. ყვითელი სარაცენია - ეფექტური მრავალწლიანი მცენარეა დიდი მოყვითალო ნარინჯისფერი ყვავილებით და მკრთალი მწვანე წვნიანი მილისებურად დახვეული ფოთლებით. კარგი მორწყვით და შესაფერისი მოვლით ეს მცენარე საერთოდ არ საჭიროებს მწერებს.  ასევე პოპულარულია მეწამული სარაცენიაც  ძალიან სურნელოვანი  ყვავილებით. ფოთლები შეიცავს ალკალოიდ სარაცენს, რასაც მედიცინაში იყენებენ.
მოვლა:  - ნიადაგი: ბუნებაში იგი ჭაობში ხარობს, ტბებთან, მდინარეებთან, ეზოში შეიძლება მისი ჩარგვა ხელოვნურ გუბურასთან. კონტეინერში კი ესაჭიროება ტორფის, პერლიტის და ქვიშის ნარევი 4:2:1 თანაფარდობით.
სასუქი:  მცენარეს არ სჭირდება. პირიქით, მისი გამოყენებით შეიძლება მოკვდეს.
მორწყვა: გუბურასთან დარგულს მორწყვა არ სჭირდება. კონტეინერში კი უხვად უნდა მორწყათ. მიწა მუდამ სველი უნდა ჰქონდეს. ზამთარში მოსვენების პერიოდში ამცირებენ მორწყვას- ოქტომბრიდან აპრილამდე მას კვირაში ერთხელ რწყავენ. მერე კი ყოველდღიურად.
განათება:  უხვი, 8-10 სთის განმავლობაში სჭირდება. მას დებენ ს. ფანჯრის რაფაზე ან უმაგრებენ დღის სინათლის ნათურებს ახლოში. 

ქოთანი: გამოდგება შუშის ან პლასმასის ქოთნები  სადრენაჟე ნახვრეტით. თიხის ქოთნები არ გამოდგება, რადგან მისი ფორები ბევრ წყალს იწოვენ. 
გადარგვა: კარგი მოვლით მცენარე სწრაფად იზრდება და მალე ფესვების ადგილი აღარაა ქოთანში. მას რეგულარული გადარგვა სჭირდება უფრო დიდ ჭურჭელში. გადარგვა ხდება გაზაფხულზე.
გამრავლება: კარგად მრავლდება თესლით. მას თესავენ ტორფში, მერე კი პიკირება ხდება ქოთნებში. თესლის წინასწარი სტრატიფიკაციაა საჭირო 4-8 კვირის განმავლობაში. ისე მცენარე არ ამოვა.
ყვითელი სარაცენია კარგად მრავლდება ფესურის გადანაჭრითაც. მაგრამ ასე შეიძლება გამრავლდეს მას მერე, რაც დიდ ზომას მიაღწევს. ხშირი გაყოფისას კი ფოთლები უწვრილდება და შეიძლება მოკვდეს კიდეც.
დაავადებები: მცენარეს ემტერება აბლაბუდა ტკიპა, ზამთარში ზოგჯერ ემართება ლპობაც - ბოტრიტის სოკო.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

27 June 0 4 703

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно