წყალბადის ზეჟანგი მცენარეებისათვის


H2O ბუნებრივი პესტიციდი,ფუნგიციდი და ნიადაგის აერატორია,აძლიერებს ფესვთა სისტემას და ასტიმულირებს ზრდას.წყალბადის ზეჟანგის თვისებები ნებისმიერი სახის მებაღეობისთვის სასარგებლოა,მათ შორის სახლის მცენარეებისათვისაც.

როგორ მოქმედებს მცენარეებში წყალბადის ზეჟანგი

H2O2  გარეგნულად არ განსხვავდება წყლისაგან,წყლის მსგავსად ისიც ჟანგბადისა და წყალბადისაგან შედგება,მაგრამ გააჩნია ჟანგბადის დამატებითი ატომი /როგორც ოზონით გამდიდრებულ წვიმას/. H2O2  არასტაბილური მოლეკულაა,რომელიც სწრაფად კარგავს ჟანგბადის ერთ ატომს.ეს ატომი მოქმედებს როგორც დამჟანგველი,ანადგურებს მავნებელ ქსოვილებს - მრავალი პათოგენური ორგანიზმები და სპორები იღუპებიან თავისუფალი ჟანგბადის მოქმედებით.გარდა ამისა,გათავისუფლებული ჟანგბადი მოქმედებს როგორც ნიადაგის აერატორი. ჟანგვის კარგი ეფექტის დამსახურებით მებაღეები იყენებენ წყალბადის პეროქსიდს სარწყავი წყლის თვისებების გასაუმჯობესებლად - ონკანის წყლიდან სწრაფად ხდება ქლორის გამოდევნა,პესტიციდები და ორგანიკა იჟანგება.

წვიმის წყალი ასევე შეიცავს H2O2 -ს, ეს ნიადაგის ‘’სისტემური გასუფთავების’’ ნაწილია. არასტაბილური ოზონი O3 ადვილად უერთდება წყლის მოლეკულებს, ასევე სწრაფად იშლება და ამ პროცესში ჟანგავს ატმოსფეროს სხვადასხვა დაბინძურებას.

წყალბადის ზეჟანგი თესლისა და ჩითილებისათვის

თესლი სწრაფად გაღვივდება,ფესვთა სისტემა კი უფრო ძლიერი და დატოტვილი იქნება,თუ თესლს ჩაალბობთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარში: 30 წვეთი 3%-იანი პეროქსიდი დაუმატეთ ერთ ჭიწა წყალში.არსებობს მეთოდი როდესაც თესლს 30 წუთით ალბობენ გაუზავებელ 3%-იან წყალბადის ზეჟანგში.ის უფრო სწრაფად არბილებს თესლების გარსს და ანადგურებს პათოგენურ მიკრო ორგანიზმებს,რომლებიც თესლის ზედაპირზე მდებერეობენ.

ჩითილს რწყავენ ასეთივე კონცენტრაციის ხსნარით ფესვთა სისტემის განვითარებისა და გაძლიერებისათვის. H2O2 -ით მორწყვა შესაძლოა სისტემატიური იყოს,მაგრამ კვირაში ერთზე მეტად არა.

წყალბადის ზეჟანგი როგორც სასუქი

წყალბადის პეროქსიდი ინარჩუნებს მცენარის ფესვების ჯანმრთელობას.დამატებითი აერაცია ეხმარება ფესვებს მიკრო და მაკრო ელემენტების შეთვისებაში.გამოთავისუფლებული ჟანგბადი ‘’შთანთქავს’’ მკვდარ ფესვებს და არ აძლევს გამრავლების საშუალებას პათოგენურ მიკრობებს.დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი ერთ ლიტრ წყალს და მორწყეთ მცენარეები კვირაში ერთხელ.ამ ხსნარით მცენარის ფოთლების დანამვა არ არის საჭირო.

დაავადებების და მავნებლების პროფილაქტიკა

H2O2 -თი შესაძლებელია მომზადდეს ყოველკვირეული პროფილაქტიკური სპრეი აივნის მცენარეებისა და ბაღის ყვავილებისათვის.

50 მლ. 3% -იანი წყალბადის ზეჟანგი

2 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი

3 წვეთი ჭურჭლის სარეცხი სითხე

900 მლ. წყალი

ნარევი მხოლოდ გამოყენების წინ უნდა მოამზადოთ.დანამეთ ღეროები და ფოთლები ამ ხსნარით.მცენარეები განთავისუფლდებიან ბუგრების,ფარიანების და ფქვილოვანი ცრუფარიანასაგან.

წყალბადის ზეჯანგში ჟანგბადის დამჟანგველი თვისებები მოქმედებს ‘’შავი ფეხის’’ და ფესვეფის სიდამპლის წინააღმდეგ. ფესვების ლპობა ერთ დღეში ვითარდება,თუ მცენარის მორწყვა ზედმეტი მოგივათ და ფესვებში წყალია ჩაგუბებული: მორწყეთ უხვად  ფოსფორის შემცველი სასუქით და + 3%-იანი ზეჟანგით /2 ს/კ H2O2 ერთ ლიტრ სასუქიან ხსნარზე/ კვირაში ორჯერ.

ჟანგბადის აქტიური გამოთავისუფლება ამცირებს ნიადაგში ანაერობულ პირობებს,ამისათვის შესაძლოა 2-3 მორწყვაც საკმარისი იყოს.მორწყეთ უხვად,რომ წყალი გამოვიდეს ქოთნის ქვემოდან და გამოდევნოს ინფექციები,ნუ ჩადგამთ ქოთანს სადგამში სადაც გამონადენი ‘’მკვდარი’’  წყალი ჩაგუბდა.

ერთერთი კანადური საიტი წყალბადის ზეჟანგს პანაცეად აღიარებს ფესვების სიდამპლის წინააღმდეგ.ორქიდეების მოყვარულები ზეჟანგს იყენებენ გადარგვის დროს,ფესვების დასამუშავებლად.შეგიძლიათ ქოთნებიც კი გაწმინდოთ გადარგვის წინ.

მებაღეები წყალბადის ზეჟანგით ამუშავებენ სათბურებს,რომ შეაჩერონ ობის წარმოქმნა. H2O2 -ს ხსნარში კალმები უფრო ადვილად და სწრაფად ფესვიანდება.
YVAVILEBI.GE https://yvavilebismovla.ge/mavneblebi/

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

26 June 0 35 949
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно