გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ანთურიუმის გადარგვა სახლის პირობებში

ანთურიუმი გადარგვას კარგად იტანს, ეს ყვავილობის დროსაც შესაძლებელია, ამიტომ მისთვის გადარგვის სეზონს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მისი გადარგვა შეიძლება ახალნაყიდი მცენარის სახლში მოტანის მერეც, ან თუ ზედმეტადაა მორწყული, ან მიწა არ უვარგა,მაგრამ ზოგადად, სჯობს აკლიმატიზაცია გაიაროს და  მერე გადაირგას.
გადარგვა სჭირდება: - როცა ფესვები მთლიანად ავსებს მიწას, ძველი ქოთანი ვიწროა, მცენარე ასეთ დროს ზრდას აჩერებს. გადარგვა კი სტიმულს აძლევს მას გავითარებისთვის. ახალგაზრდას ყოველ წელს რგავენ. მოზრდილს კი 2-3 წელიწადში ერთხელ, უფრო გაზაფხულზე. სასურველ ზომას როცა მიაღწევს, მერე ქოთნის ზომას აღარ ცვლიან.
- როცა გრუნტი ღარიბდება ან თავიდანვე უვარგის მიწაში იყო ჩარგული.
- დაავადების დროს: ფესვების ლპობა, დამწვრობა, მოყინვა.
გაზაფხულზე დაზიანებული ფესვები სწრაფად აღდგება, მცენარე ნაკლებად ისტრესება, ამიტომ უმჯობესია მისი გადარგვა გაზაფხულზე მოხდე
გადარგვა თუ მიწიანად გადატანა? გადარგვა ორგვარია: კლასიკური - მიწის მთლიანი შეცვლით და მიწიანად გადატანა ზემოდან ახალი მიწის დამატებით. კლასიკური გადარგვა სჭირდება ფესვების დაავადების დროს, როცა არის ალბათობა მიწაც დაინფიცირებული  იყოს; ასევე გრუნტის სრული გაღარიბებისას.
მიწიანად გადატანა უფრო მარტივი და ნაკლებად სტრესული პროცედურაა მცენარისთვის.
გადარგვის ინსტრუქცია:
ქოთანი: პირველ რიგში ვარჩევთ ქოთანს. მისი ზომა ფესვისას უნდა შეესაბამებოდეს, +1-3 სმ. ეს ახალგაზრდა მცენარეებისთვის, მოზრდილებს კი ზომას აღარ უცვლიან. ქოთანს უნდა ჰქონდეს სადრენაჟე ხვრელი საკმაოდ დიდი. მისთვის გამოდგება პლასმასის ქოთანი.
თუ მცენარეს თავიდანვე დიდ ქოთამში ჩარგავთ, იგი ფესვების ზრდას დაიწყებს  და სანამ მიწას არ აავსებს, არც იყვავილებს. ასეთ ქოთანში წყლის გადაჭარბების ალბათობაც მეტია და შესაბამისად ფესვების ლპობისაც. მის ფესვებს ჰაერი სჭირდება, ამიტომ ქვევიდანაც უნდა ჰქონდეს საჰაერო, სადრენაჟე ხვრელი დიდი უნდა იყოს. მისთვის უმჯობესია პლასმასის ქოთანი. თიხის ქოთანს ერთი ნაკლი აქვს: ზამთარში ცივ რაფაზე დებისას ისიც ძალიან ცივდება, ფესვები შეიძლება მოეყნოს. გარდა ამისა, თიხის ქოთანს ერთი ხვრელი აქვს და ეს ხშირად ხდება მიწის დაჭაობების მიზეზი.
გრუნტი ანთურიუმისთვის: სუბსტრატი უნდა შედგებოდეს ფიჭვის ქერქში არეული ტორფიანი გრუნტისგან, თანაბარი პროპორციით. ზოგჯერ უმატებენ გამაფხვიერებელს,  ხის ნახშირის ნამტვრევებს, აგურის ან კერამზიტის ნამტვრევებს, მსხვილ ქვიშას.
მცენარის ამოღება ქოთნიდან: ანთურიუმს რწყავენ, მერე ფრთხილად ამოაქვთ ქოთნიდან და ამოწმებენ ფესვების მდგომარეობას. თუ ფესვები თეთრია, საღი და სუბსტრატიც კარგია, მიწის მთლიანი შეცვლა არ დასჭირდება და მიწიანად გადააქვთ ახალ ქოთანში. მისამატებელი ახალი მიწა კი ძველის მსგავსი უნდა იყოს შემადგენლობით. 

თუ ფესვებს პრობლემა აქვს, ან მიწა უხარისხოა, მცენარეს ათავისუფლებენ ძველი მიწისგან. ფესვები უნდა გაირეცხოს - მას დებენ წყლიან თასში, მერე ფესვებს ხელით აცლიან მიწას. მერე კი რგავენ ახალ მიწაში. დაავადებულ ნაწილებს აჭრიან საღ ნაწილამდე და გადანაჭერს აყრინ დაფხვნილ ნახშირს ან დარიჩინს.
ახალი ქოთანი: ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟის ფენას 1/3 -1/4 ზე - კერამზიტი, დაფხვნილი აგური, პენოპლასტი. მიწიანად გადატანისას ძირშიც ყრიან ცოტა ახალ მიწას, მერე დებენ მცენარეს  და გვერდებზე დარჩენილ ადგილებსაც ავსებენ ახალი მიწით. მას საჰაერო ფესვებიც აქვს, რომლებსაც სუფთა ჰაერი და ტენი სჭირდება, ამიტომ მიწაზე აფენენ ხავსს, რომელიც დანამვისას ტენს დიდხანს ინარჩუნებს.

 
გადარგვის შემდეგ: გადარგულ მცენარეს თავიდან მეტი ყურადღება  სჭირდება. რაც მეტი იყო დაზიანებული ფესვები, მით მეტი მოვლა უნდა მას. მიწიანად გადატანისას კი პრაქტიკულად არაფერი იცვლება. გადარგულ მცენარეს არ რწყავენ. დაზიანებული ფესვები ასე ადვილად ლპება. მას რწყავენ, როცა მიწა ქოთნის ნახევარზე გაშრება, წყალს უმატებენ ფიტოსპორინს ან რაიმე სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს. YVAVILEBI.GE https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/94-anturiumi.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

23 June 0 11 464

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно