გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სპატიფილუმის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემები

ეს მცენარე არც ისე პრეტენზიულია, მაგრამ ხანდახან თავსატეხსაც უჩენს პატრონს. მოვლაში შეცდომები კი მისი ფოთლების მდგომარეობაზე აისახება: ფოთლები შავდება, ყვითლდება, უფრულდება, კარგავს ტურგორს. ეს ყველაფერი აგროტექნიკის პრობლემაზე მიუთითებს, რაც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას, რომ მცენარის დეკორატიულობა სწრაფად აღდგეს და გამოჯანმრთელდეს.
1. ფოთლის წვეროები ხმება და შავდება: ამის მიზეზი რამდენიმეა.
- მშრალი ჰაერი: წვეროებზე ძალიან მცირე ნაწილია გამხმარი, სულ 1-2 მმ, სხვა დანარჩენი ნაწილი კი მწვანეა. ასე ხშირად ხდება  მცენარის სახლში ზრდისას და ეს პრობლემა თავს იჩენს უფრო ზამთარში, ჩართული გათბობისას.
ამ პრობლემას აგვარებენ ჰაერის ტენიანობის გაზრდით, ამისთვის  მცენარეს ასხურებენ დღეში 2ჯერ თბილი წყლით, მის გვერდზე დებენ წყლიან ჭურჭელს. ქოთანს დებენ სველკერამზიტიან სადგამზე. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი - ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
 - ზედმეტი მორწყვა:  ფოთლები აქ სხვაგვარად შავდება და ხმება: დეფექტი მეტ ფართობს მოიცავს -თითქმის ფოთლის ნახევარს. ნორმალური ფერი გამოყოფილია წვრილი ყვითელი არშიით.

ეს მიუთითებს მცენარის ხშირ რწყვაზე, თუმცა ფესვები დამპალი ჯერ არაა. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება მორწყვის დარეგულირებით. ზოგი მცენარეს მაშინ რწყავს, როცა იგი ფოთლებს დახრის და ზოგადად, მოიწყენს. თუმცა მცენარე არ უშინდება მიწის სრულ გამოშრობასაც, მორწყვიდან ერთ საათში, მისი ფოთლები ტურგორს აღიდგენს და ისევ სწორდება. ასე ზოგჯერ შეიძლება მოიქცეთ, მაგრამ არა სისტემტიურად- ეს მერე ცუდად აისახება გრუნტის მდგომარეობაზე, წვრილ ფესვებზე, ისინი კვდება. იდეალური ვარიანტია მორწყვა მიწის ქოთნის 1/3-1/4ზე გაშრობის მერე.
2. ფოთლის კიდეები ხმება, ცენტრში კი შავი ლაქები ჩნდება:

- ზედმეტი მორწყვა: ასე ემართება ფოთლებს ზედმეტი მორწყვისას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, თუ მას ხშირად რწყავენ, ფესვებში წყალი გუბდება, მიწა ჭაობდება. ფესვები ულპება , ფოთლები კი უშავდება. 

თავდაპირველად უნდა დარეგულირდეს მორწყვა. თუ ლაქები ბევრ ფოთოლს აქვს ან ზომაში იზრდება, უნდა ამოიღოთ ქოთნიდან და დაათვალიეროთ ფესვები, საჭიროებისას მათ უნდა უმკურნალოთ. ეს შემდეგნაირად ხდება:
ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან; გარეცხეთ ფესვები ფრთხილად და გაათავისუფლეთ მიწისგან. დაათვალიერეთ , ხომ არაა დამპალი. ყვითელი ან ყავისფერი, რბილი ფესვები ლპობაზე მიუთითებს.  მოაჭერით დამპალი ნაწილები საღ ადგილამდე.გადანაჭერს მოაყარეთ დაფხვნილი ნახშირი ან დარიჩინი. დადეთ მცენარე 2-3 სთ ჰაერზე. მერე კი ჩარგეთ ახალ  მიწაში, სადაც გააქტივებული ნახშირია. მორწყვა არაა საჭირო თავიდანვე. 2-3 დღის მერე, როცა ახალი მიწა კარგად შეშრება, მორწყეთ თბილი მადგამი წყლით, სადაც კორნევინია დამატებული.
 - ფესვების გადაციება: სველი სიცივეც იწვევს ფოთლის გაშავებას. ასე ხდება, როცა მორწყავთ მცენარეს საღამოს, ღამით კი სიცივეა  და ფესვები შეიძლება მოეყინოს.

უნდა გადადგათ  ქოთანი ცივი რაფიდან, ნუ მორწყავთ საღამოობით.  შეასხურეთ ეპინი, იგი მიეხმარება მცენარეს გადალახოს პრობლემები და აამაღლოს იმუნიტეტი.
 - ზედმეტი სასუქით დამწვრობა:  ასე ლაქები ფოთლებზე სწრაფად ვითარდება - ერთ ღამეშიც კი, ფოთლებზე ჩნდება დიდი ზომის ყავისფერი ან შავი ლაქები. ფოთოლი მთლიანად ყვითლდება და კვდება.
მოქმდება სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ. ამოიღეთ ქოთნიდან, გარეცხეთ ფესვები და მერე ახალ მიწაში ჩარგეთ.

3. მცენარე ყვითლდება: ზოგჯერ ფოთლები მასიურად უყვითლდება, მცენარეს დეკორატიული შესახედაობა უფუჭდება. მიზეზი აქაც რამდენიმეა:
 - მზით დამწვრობა: მას ნახევრადჩრდილი მოსწონს,  მზის პირდაპირი სხივების გარეშე. თუ ქოთანს მზიან ფანჯრის რაფაზე დადებთ, ფოთლები მაძღარ მწვანე ფერს დაკარგავს, გაფერმკრთალდება, გაყვითლდება, მერე კი თეთრ ფერს მიიღებს. თუ მზე მწველიცაა,  დამწვრობა გარდაუვალია - სიყვითლე ზოლებად ან ლაქებად ვრცელდება ფოთლებზე, გაყვითლებული ადგილები თხლია, პერგამენტისებური. 

თუ მცენარე ასეთი მიზეზით გაყვითლდა, იგი უნდა გადადგათ უფრო ჩრდილიან ადგილში. მისთვის გამოდგება ჩრ. მხარე. მაგრამ თუ ბინის ყველა ფანჯარა სამხრეთით გადის, არც ეგაა საგანგაშო - მოაშორეთ რაფას მცენარე და  დადეთ ოთახის სიღრმეში მაგიდაზე.
 - ქლოროზი, მიკროელემენტების ნაკლებობა: შიმშილობისას მცენარეს ფოთლები არათანაბრად უყვითლდება- იქმნება მოზაიკური სურათი - ყვითელ ფოთოლზე ჩანს მწვანე ლაქები ან პირიქით. ძარღვები ან უფერულდება, ან პირიქით, მუქდება. ფოთლის გაყვითლება მუქი ძარღვებით რკინის ქლოროზის ნიშანია. ყველა სხვა დანარჩენი არათანაბარ გაყვითლება მიუთითებს სხვადასხვა მიროელემენტის ნაკლებობაზე - ბორის, კალციუმის.

ასეთი სიყვითლის მკურნალობა ადვილად შეიძლება ნიადაგის გამდიდრებით მიკროელემენტებით.: მცენარე უნდა გადაირგას ახალ, ნოყიერ, სუსტადმჟავე მიწაში. უნდა დაინამოს რკინის ქელატით. თუ დადგინდა  რკინის ქლოროზი,  სჭირდება კომპლექსური სასუქი, მიკროელემენტებთან ერთად. გადარგვიდან 2-3 კვირაში ისევ სჭირდება კომპლექსური სასუქი. ამ პერიოდში რწყავენ თბილი ნადგამი წყლით და ნამავენ  დღეში 2ჯერ.
 - ფოთლების დაბერება: ქვედა ფოთლების გაყვითლება - ბუნებრივი პროცესია და ჩარევა არ სჭირდება. ძველი ფოთლები კვდება და ახლით იცვლება.
 4. ფოთლების ჭკნობა: თუ ფოთლები უჭკნება და ჩამოეკიდა, ფესვები წყალს ვერ იღებს და სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო - მიწის გამოშრობა: ეს ყველაზე ხშირი პრობლემაა. 

მცენარე უნდა მოირწყას. თუ მიწა ძალიან მშრალია, ან მიწად გამოყენებულია ტორფი, მხოლოდ ზემოდან მორწყვა უეფექტოა. ჯერ ზემოდან რწყვენ, მერე კი ქოთანს დებენ წყლიან სათლში 15-20 წთ ით.
 - არათანაბარი გრუნტი: ზოგჯერ მორწყვის მერეც ვერ აღიდგენს ფოთოლი ტურგორს, მიწა კი სველია. ეს ნიშნავს, რომ ფესვები ძალიან მკვრივ, არაჰიგროსკოპულ ნიადაგშია, რომელსაც წყალი კარგად არ ასველებს. ასე ხდება, თუ მცენარე მაღაზიიდან მოტანის მერე ახალ ქოთანში ძველი მიწითაა გადარგული, სადაც მეტ წილს ტორფი შეადგენს.ზემოდან მოყრილი ახალი მიწა სველდება, მაგრამ წყალს ფესვებამდე  ძველი ტორფი არ უშვებს.
ამის თავიდან ასაცილებლად მაღაზიის მიწა მთლიანად უნდა მოშორდეს ფესვებს, ფესვები უნდა გარეცხოთ კარგად, რომ ტორფი მოშორდეს და მერე თავიდან უნდა ჩარგოთ ახალ ერთგვაროვან მიწაში.
 - ფესვების ლპობა: ზედმეტი მორწყვისას ფოთლები ისევე ჭკნება, როგორც გამოშრობისას. მაგრამ იქ  მდგომარეობის გამოსასწორებლად საკმარისია მორწყვა. ამ შემთხვევაში კი ეს უფრო გააუარესებს სიტუაციას. დამპალი ფესვები ვერ ითვისებს წყალს, მცენარე ავადმყოფობს, პატრონი კი, როცა მოწყენილ ფოთლებს ხედავს, კიდევ უფრო მეტად რწყავს სიტუაციის გამოსწორების იმედით და ეს საბოლოოდ ღუპავს მცენარეს.

ასეთ შემთხვევაში: უნდა ამოიღოთ ქოთნიდან, გარეცხოთ ფესვები, გააათავისუფლოთ ძველი მიწისგან. დამპალი ფესვები უნდა გადაჭრათ საღ ადგილამდე და მოაყაროთ დაფხვნილი ნახშირი ან დარიჩინი. დადოთ ჰაერზე 2-3 სთ.  მერე ჩარგოთ ახალ მიწაში, ქოთნის ძირში დრენაჟიც აუცილებელია, კარგია რამდენიმე სადრენაჟე ნახვრეტიც ჰქონდეს ქოთანს, მორწყვა გადარგვისთანავე არ სჭირდება. 2-3 დღის მერე მორწყეთ თბილი ნადგამი წყლით, სადაც კორნევინია დამატებული.
5. არ იზრდება: მცენარეს არ ამოაქვს ახალი ფოთლები, არც ამონაყარი აქვს.
 - დიდი ქოთანი.: მცენარე ჯერ ივითარებს ფესვებს და მერე იწყებს მწვანე მასის ზრდას. ამიტომ თუ ქოთანი დიდია, დროც დიდი დასჭირდება ფესვების ზრდისთვის, სანამ მიწას არ აავსებს კარგად.
გადაიტანეთ მცენარე პატარა ქოთანში.

-  შეუფერებელი განათება: მის ზრდას აჩერევბს როგორც ზედმეტი, ისე მწირი განათება.
გადადგით მცენარე ნახევრადჩრდილში, სადაც  პირდაპირი მზის სხივები არ ხვდება.
6. არ ყვავილობს: კარგ პირობებში იგი წელიწადში 2-3 ჯერ ყვავილობს. თუ ასე არ ხდება, აქაც რამდენიმე მიზეზია:
 - დიდი ქოთანი: მცენარე იყვავილებს მას მერე, რაც ფესვები მთლიანად აითვისებს მიწას ქოთანში. ამიტომ საჭიროა შესაფერისი ზომის ქოთნის შერჩევა მცენარის ფესვების შესაბამისად.
 - კვების უკმარისობა: თუ იგი დიდხანს არ გადარგულა, მიწა გამოფიტულია ან თავიდანვე არ შეიცავდა საკმარის სასარგებლო ნივთიერებებს, იგი არ იყვავილებს და შესახედაობაც არადეკორატიული ექნება.  ან პირიქით- გარეგნულად ძალიან ეფექტურია, ბევრი ამონაყარიც აქვს, მოიხმარს ბევრ აზოტს, რაც მწვანე მასას ზრდის,  ყვავილი კი არ ამოაქვს.  ასეთ მიწაში ბევრია აზოტი, მაგრამ აკლია ფოსფორი და კალიუმი. 

მიეცით მცენარეს სასუქი კალიუმის და ფოსფორის შემცველობით. შეასხურეთ   სტიმულატორები - „ბუტონი“,“დომოცვეტი“.
 -  განათების უკმარისობა:  იგი ჩრდილისამტანია-ეს ნიშნავს, რომ არ სჭირდება მზის პირდაპირი სხივები. მაგრამ არც მთლად სიბნელეში არ უნდა დადგათ ქოთანი.  სიბნელეში იგი არ იყვავილებს.
დადეთ ქოთანი გაბნეულ სინათლეზე ან ნახევრადჩრდილში.
7. ყვავილები უმწვანდება:  გარკვეული პერიოდის მერე მისი თეთრი ყვავილი ფერს იცვლის და მწვანდება. ეს საშიში სულაც არაა. ყვავილი მოჭკნობას რომ იწყებს, ფერსაც იცვლის. ამიტომ აქ არაფრის შესწორება არაა საჭირო.

YVAVILEBI.GE https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/157-spatifilumis-movla-saxlis-pirobebshi.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის

23 June 0 38 460

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно