ვებრძვით ქინქლებს ოთახის მცენარეებზე

ოთახის მცენარეების მორწყვისას ზამთარში ხშირად ჩნდება პატარა მწერები, რომლებიც დახოხავენ მიწაზე ან მცენარეზე, დაფრინავენ ქოთნების სიახლოვეს და თუ ბევრია, მერე ოთახშიც. თავად მწერი მცენარეს არ აზიანებს, მაგრამ მისი მატლები დიდ ზიანს აყენებს მათ. მათთან ბრძოლისთვის დაგჭირდებათ: დიხლოფოსი, გოგირდი, ასანთი, ახალი მიწა, „მარგანცოვკა“.
მოქმედების თანმიმდევრობა:  მწერი ჩნდება ნესტიან ნიადაგზე, ამიტომ უნდა შეწყვიტოთ რწყვა რამდენიმე დღით. ისედაც, ზამთარში მათ კვირაში ერთხელ რწყავენ დაახლოებით. მიწას მოაყარეთ ხის ნაცარი, ასე ქინქლები კვერცხებს ვერ დადებენ მიწაში და გამოჩეკილი მატლებიც დიდხანს ვერ გაძლებენ. გარდა ამისა, ნაცარი მშვენიერი სასუქიცაა.
მცენარის გარშემო ქოთანში ჩაარჭეთ ასანთის ღერები თავით მიწაში. გოგირდი მომწამლავია მატლებისთვის. მფრინავ ქინქლებს კი დიხლოფოსით ებრძვიან, მერე კი ოთახი აუცილებლად უნდა განიავდეს. მიწის მორწყვა „მარგანცოვკითაც“ შეიძლება.
თუ მერე ისევ გაჩნდა ქინქლა,  მცენარე უნდა გადაირგას ახალ მიწაში. ქოთანი კარგად უნდა გარეცხოთ, რომ კვერცხები და მატლები  არ დარჩეს მასზე. მისი დარგვის მერე კი მიწას მაშინვე მოაყარეთ ნაცარიი, რომ შემთხვევით გადარჩენილმა ქინქლამ ისევ თავიდან არ დადის შიგ კვერცხები.
მაგრამ ყველაზე სწრაფ და ეფექტურ მეთოდს მაინც ინსექტიციდები წარმოადგენს.  იყიდეთ და გულდასმით გაეცანით მისი გამოყენების წესს, მერე კი ასევე გულმოდგინედ შეასრულეთ ეს წესები, მწერი აღარ შეგაწუხებთ.
ოთახის მცენარეების მოვლა არც ისე იოლი საქმეა. მაგრამ ქინქლები კიდევ უფრო ართულებენ საქმეს, ისინი ქოთანში მიწაზე დებენ კვერცხებს, მომავალში კი იკვებებიან ფესვებით, მცენარე სუსტდება და ჭკნება. თუ ქინქლებს დაინახავთ ოთახში, ნუ იჩქარებთ მცენარის გადაგდებას, ჯერ გაარკვიეთ მათი გაჩენის მიზეზი. მწერები შეიძლება შემოფრინდნენ ღია ფანჯრიდან, ზაფხულობით, როცა ცხელა, ბევრი დიასახლისი რწყვას უმატებს იმის შიშით, რომ მცენარეს მიწა არ გამოუშრეს. წყალი მიწაში თუ დაგუბდა, მიკროკლიმატი იცვლება და ხელსაყრელი პირიბები იქმნება ქინქლებისთვის.ზოგჯერ მიწაში რჩება ნეშომპალის გაუხრწნელი ნაწილები, ასეთი მიწაც შესანიშნავი გარემოა ქინქლების გასამრავლებლად.
მწერი შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს, ხშირად ეს თეთრი პატარა ბუზია - ფეხკუდა, რომელიც ქოთნის ძირში ან ზედმეტად მორწყული მიწის ზედაპირზე  შეიმჩნევა.  სულ 1მმ მდე ზომის, აქტიური მწერია. თეთრი ან მურა ყვითელი ფერის,   ხტუნავს მცენარეზე ან მის სიახლოვეს. კვერცხებიდან გამოჩეკილი მატლები იკვებებიან მცენარის ფესვებით. ეს მწერი ჩნდება გაზაფხულზე ან ზამთარში, როცა აორთქლება საკმაოდ შემცირებულია.
კიდევ სხვა სახეობაა შავი ქინქლა - სციარიდები. ისინი მომაბეზრებლად დაფრინავენ ქოთნის თავზე, 2-5მმ ზომის ნახევრადგამჭირვალე ჭიები მიწაში - მისი მატლია. იგი მავნე არაა, მაგრამ ძალიან მომაბეზრებელია ადამიანისთვის - დაფრინავს მთელ სახლში, ვარდება საკვებიან ჭურჭელში, ეს ქინქლა მცენარსთვის და მიწისთვის ძალიან სშიშია. მათი დიდი რაოდენობა ოთახში ნიშნავს მცენართა ფესვების მძიმე დაზიანებას. მიწა კი მკვრივი და ჰაერგაუმტარი ხდება. ისინი ჩნდება ქოთანში, თუ უპირატესობას ანიჭებთ შინაურ სასუქს და არა ნაყიდს და ქოთანში ყრით ჩაის, ყავას, მცენარეულ ნარჩენებს, ორგანიკას. ასევე მათ გაჩენას იწვევს მცენარის გადარგვა გაუსტერილებელ ნიადაგში. ქინქლებს ებრძვიან ინსექტიციდებით - აქტელიკი, გრომ-2, აქტარა, ინტა-ვირი, კარბოფოსი, ფიტოვერმი. დიხლოფოსი კი უნივერსალური საშუალებაა, მომენტალურად კლავს მწერსაც და მატლებსაც, თეთრსაც და შავ ქინქლასაც. გამოყენებამდე კარგად გაეცანით ინსტრუქციას, შესხურების მერე მცენარეს სამი დღე არ უნდა მორწყათ, მათთან მუშაობისას პირადი უსაფრთხოებაც უნდა დაიცვათ.
მათ ასევე ებრძვიან შინაურული მეთოდებითაც - პერიოდულად რწყავნ საპნიანი ხსნარით, ნივრის კბილებს ჭრიან დ აწყობენ მიწაზე, ქოთნის კიდესთან მიწაზე ყრიან ტარაკნების დაფხვნილ ცარცს და ხატავენ კიდევ ქოთნის პირზე, ფცქვნიან ფირთოხალს და ქერქს ალაგებენ მიწაზე. თუ ეს მეთოდები არ ამართლებს, მაშინ საჭირო ხდება მიწის შეცვლა, ახალი მიწა გასტერილებული უნდა იყოს, მას წინასწარ გამოწვავენ ქურაში, რომ თავიდან აიცილონ განმეორებით მწერის გაჩენა.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

23 June 0 9 555
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно