რით ავადდებიან ვარდები
ლამაზი ეზო წარმოუდგენელია ვარდების გარეშე, მაგრამ ყოველწლიურად მათთან ურთოერთობისას ბევრ პრობლემას აწყდებიან. ვარდი, ზოგადად, საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა. და თუმცა ბაღის დედოფალს ეძახიან, დედოფლებსაც სჭირდებათ ხანდახან დახმარება.
1. შავი ლაქოვნება: ეს ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ვარდებში.სელექციონერები ცდილობენ უფრო მედეგი მცენარეები გამოიყვანონ, თუმცა ბოლომდე მედეგი მცენარე ჯერჯერობით მაინც არ არსებობს. შედარებით გამძლე ჯიშებია: American Pillar):(Saint-Exupery):(La Rose de Molinard):(Chantal Merieux):(James Galway) სხვები კი, განსაკუთრებით ძველი ჯიშები მეტნაკლებად ავადდებიან ამ დაავადებით, მას სოკო იწვევს, რომლის გამრავლებისთვისაც საუკეთესოა ნესტიანი თბილი ამინდი. მისი სპორები კი გამძლეა და ასეთ ამინდს ელოდებიან, რომ მცენარეს შეუტიონ მთელი ძალით. სულ 6-7 სთ ია საჭირო, რომ მისი სპორები გამოფხიზლდნენ და ზრდა დაიწყონ. პირველ დღეებში ეს შეუმჩნეველი რჩება, მერე კი უკვე ლაქები ჩნდება და ამ დროიდანვეა საჭირო მოქმედება, სოკოს სპორები ყოველ 3 კვირაში მრავლდება. დაზიანების ნიშნები ასე ვითარდება: ჯერ პატარა შავი ლაქებია ფოთლებზე, ისინი თანდათან იზრდება, ფოთოლი კიდეებზე ყვითლდება, მერე ბოლომდე გაყვითლებული ფოთოლი ცვივა და მცენარე კვდება.
მას ებრძვიან ფუნგიციდ მანკოცებას საფუძველზე დამზადებული პრეპარატებით, ან ტოპაზით, სკორით. ზამთარში მის ფოთლებს აგროვებენ და წვავენ, ნიადაგს ამუშავებენ სპილენძშემცველი პრეპარატებით, რადგან სპორები კარგად იზამთრებენ მიწაში და გაზაფხულზე ყველაფერი თავიდან იწყება.
2. ცერკოსპოროზი: ესეც სოკოვანი დაავადებაა: ფოთოლზე ჩნდება მრავლობითი მუქი ლაქები, მათ გარშემო მოგვიანებით იისფერო რგოლები ჩნდება, შუაში კი ნაცრისფერდება,ფოთლის ქსოვილები კვდება.
დაავადებას ებრძვიან სისტემური ფუნგიციდებით, აშორებენ დაზიანებულ ფოთლებს. ზამთარში კი ისევე ამზადებენ, როგორც შავლაქოვნებისას.
არ გამოიყენოთ დაავადებული ვარდის მოჭრილი ტოტები კომპოსტისთვის. სასარგებლოა მულჩირებაც ბუჩქის ირგვლივ.3. ჟანგა: ამ სოკოვან დაავადებასაც ნესტიანი თბილი ამინდი განაპირობებს.
სხვადასხვა სტადიაზე დაავადება განსხვავებულად მიმდინარეობს:
სეზონის დასაწყისში ფოთლებსა და ტოტებზე მოყვითალო-ნარინჯისფერი წანაზარდები ჩნდება, ღერები იგრიხება და მერე ხმება. შუა სეზონზე ფოთლის ქვედა მხარეს ჟანგისფერი მუქი ბუშტებია, ფოთოლი თანდათან მოწითალო ყვითელი ფერის ხდება, ღერები სკდება და შიგნიდან სპორები იყრება. სეზონის ბოლოს ბუშტულებში ზამთრის სპორები ვითარდება, ფოთლები შავი ლაქებით იფარება, ყვითლდება და ცვივა. ებრძვიან დაზიანებული ფოთლების და ტოტების მოჭრით და განადგურებით. თუ ჯერ გავრცელებული არაა, ვარდს ამუშავებენ ფუნგიციდებით4. ნაცარა სოკო: დაავადების გამომწვევი თავს კარგად გრძნობს ცხელ, მშრალ დღეებში და გრილ, ნესტიან ღამეებში. ფოთლები იჭმუჭნება, ეხვევა, ღერებზე კი თეთრი ობის ნადები ჩნდება.
დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად მის დასარგავად არჩევენ მშრალ, კარგად ვენტილირებად ადგილს, მას არ სჭირდება ბევრი საკვები. 2-3 ჯერ შეაფრქვიეთ ნაცარი, დაავადების დაწყებისას დაამუშავეთ ბორდოს 1 % ხსნარით, და ფუნგიციდებით.5. ბაქტერიული კიბო: ეს საშიში დაავადებაა, მას ბაქტერია იწვევს. ასე დაზიანებული მცენარე ვერ ითვისებს ტენს და საკვებს, მერე ვეღარ იზრდება და კვდება. ბაქტერია შედის მცენარეში ჭრილობიდან, მოტეხილი ტოტის ადგილიდან ან ცუდად გადარგვის შემდეგ. ფესვის ყელთან ჩნდება წანაზარდები, მერე ზომაში მატულობს, მუქდება, უხეშდება და გადადის ღერზეც. ისინი შეიძლება დალპეს, მაგრამ მერე ისევ თავიდან ჩნდებიან.
მკურნალობა არ არსებობს.ვარდს თხრიან და წვავნ. იმ ადგილზე კი 5 წელი არ რგავენ ახალ ვარდს. გასხვლა დეზინფიცირებული ინსტრუმენტებით ხდება, რომ დაავადება ბაღში არ გავრცელდეს.6. მოზაიკური დაავადება: მას ვირუსი იწვევს და ვრცელდება ვარდის ვეგეტატიური გამრავლების გზით. დაინფიცირებული შეიძლება იყოს წყალი, მიწა, სამყნობი, საძირე, ბუჩქი სუსტდება და ხმება. ფოთლებზე ჩნდება წვრილი ყვითელი წერტილები.რაც მოზაიკურ სურათს ქმნის თანდათანობით. მკურნალობა არც აქ არსებობს.
7. ბაღის ხოჭო ფილოპერთა: გავრცელებული მავნებელია, აზიანებს არა მარტო ვარდებს. თავიდანვე ადვილი შესამჩნევია ეს დიდი ხოჭოები პრიალა ზურგით, რომლებიც ანადგურებენ კოკრებს და ფოთლებს.
თუ ხოჭოები არც ისე ბევრია, ხელით აგროვებენ. მეტი რაოდენობისას კი ებრძვიან კონტაქტური ინსექტიციდებით.8. მწვანე ბუგრი: ეს პატარა მწერი მხოლოდ ვარდს კი არა, მთელ ბაღს აზიანებს.იგი მცენარეს წვენს სწოვს და ინფექციაც გადააქვს. მისი კოლონიები შეუარაღებელი თვალით ჩანს, ესევა ახალგაზრდა ტოტებს, ფოთლის ქვედა მხარეზეა თავმოყრილი, კოკრებიც დაფარულია ამ მწერებით. მცენარე თანდათან დეფორმირდება.
ებრძვიან მექანიკურად - აგროვებენ ხელით. მაგრამ თუ მწერი ბევრია, მცენარეს ინსექტიციდი სჭირდება - აქტარა, ფუფანონ-ნოვა,., კარგია ეზოში ჭია-მაიების არსებობაც -ის ბიოლოგიური მტერია ბუგრებისთვის.9. ხოჭო გრძელცხვირა: მას საკმაოდ დიდი რაოდენობის ბუჩქის გაფუჭება შეუძლია. ვარდის ფოთლები დახვრეტილია, აზიანებს ფესვებსაც, ღრღნის კოკრებს, კვირტებში კი დებს კვერცხებს,
ებრძვიან მექანიკურად - აგროვებენ მატლებს, ზრდასრულ ხოჭოებს, თუ ძალიან ბევრი არაა ან იყენებენ ფართო სპექტრის ინსექტიციდებს, თუ მწერი ბევრია.10. ვარდის ხერხა: ეს მწერი კვერცხებს დებს ვარდის ფოთლებზე დაჭრილ ადგილებში. იკვებება ახალი ყლორტებით, ღერები მუქდება და ხმება. მწერი ჭამს ფოთლებს და მხოლოდ ჩონჩხი რჩება. მცენარე ზრდას აფერხებს, დეფორმირდება, სუსტდება. ებრძვიან დაზიანებული ფოთლების მოშორებით, ბუჩქს ამუშავებენ კონტაქტური ინსექტიციდებით. პროფილაქტიკისთვის კი შემოდგომაზე მიწას გადაბარავენ. ასე მიწაში გამოსაზამთრებლად ჩასული მწერები მალე იხოცება,
თუ სათანადო ყურადღებას მიაქცევთ, და სწორად მოუვლით, ვარდები დიდხანს შეინარჩუნებენ კარგ შესახედაობას, დიდხანს და უხვად იყვავილებენ. YVAVILEBI.GE
თარგმანი თ. სუპატაშვილის