რატომ არ ყვავილობს ბალბიფოთოლა
ოთახის მცენარეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ბალბფოთოლა, მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ იგი დიდხანს არ ყვავილობს. მისი სამშობლო ს. აფრიკაა, სადაც საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობებია,იგი პრაქტიკულად მთელი წელი ყვავილობს იქ. მაგრამ ზოგჯერ პრობლემები იჩენს თავს და მუხედავად მისი ჯანსაღი შეხედულებისა, არ ყვავილობს. რატომ ხდება ასე? მცენარის ყვავილობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ყველა კავშირშია მისი მოვლის წესსთან. ბალბიფოთოლას ბევრი სახეობა არსებობს, მხოლოდ სამეფოს სჭირდება გადამეტებული ყურადღება, იგი საკმაოდ პრეტენზულია, სხვები კი კარგად იზრდება სახლში რაფაზეც და ასევე: ზაფხულში ბაღში, პარკებში კლუმბებზე, ჩამოკიდებულ კაშპოებში აივანზე ან ლოჯიებში. ბევრმა დიასახლისმა იცის, რომ იგი არაპრეტენზიულია და მხოლოდ მორწყვით შემოიფარგლებიან, მაგრამ იმისთვის, რომ მცენარემ უხვად იყვავილოს, მხოლოდ მორწყვა საკმარსი არაა, მასაც აქვს პატარა საიდუმლო ხერხები, რაც საჭიროა იცოდეთ, თუ ეს მცენარე თქვენც გაქვთ.
ძირითადი შეცდომები და მიზეზები: მიუხედავად მცენარის ჯანსაღი შესახედაობისა, იგი ზოგჯერ არ ყვავილობს. ამას თავისი მიზეზები აქვს:
ქოთანი არ შეესაბამება ზომით მცენარეს. იგი ახალ ტოტებს, მწვანე მასას ივითარებს, მთელი ძალები აქეთაა მიმართული, და არა ყვავილობისკენ. საჭიროა მისი გადარგვა უფრო პატარა ქოთანში. ზოგჯერ რამდენიმე ძირსაც რგავენ ერთად. ასე იქმნება კონკურენცია და ყველა აყვავდება. მის ჩასარგავად გამოდგება სუბსტრატი, რომელიც შედგება: 2წილი ბაღის მიწის, 1წ. ქვიშის, 1წ. ნეშომპალისგან. წელიწადში ერთხელ საჭიროა მიწის გამოცვლა, უფრო ნოყიერ მიწაში მისი გადარგვა.
მცენარეს განათებული ადგილი სჭირდება, თუმცა პირდაპირი მზეც არ უნდა. განსაკუთრებით შუადღეზე,იგი ცუდად რეაგირებს მიწის ტენიანობაზე- ეს იწვევს ფესვების ლპობას. იგი უნდა მოირწყას მხოლო მიწის ზედა ფენის შეშრობის მერე, მას არც შესხურება სჭირდება და არც ტენისმოყვარე მცენარეებთან დადება. ეს ცუდად აისახება ფოთლებზე.
სწორი კვება: მარტიდან სექტემბრამდე აქტიური ვეგეტაციის პერიოდი დგება და ამ დროს სჭირდება მინერალური სასუქი. მასში აზოტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 11 %ს. სხვაგვარად იგი მხოლოდ მწვანე მასას გაივითარებს, მაგრამ არ იყვავილებს. ამიტომ სჯობს კალიუმიან-ფოსფორიანი სასუქის გამოყენება.
როცა გარეთ დათბება, შეიძლება მისი გატანა აივანზე - მასზე კარგად მოქმედებს ტემპერატურის დღეღამური ცვლილება. ასე მას ბევრი კოკორი ექნება. მოყვავილებულ ნაწილებს მაშინვე ატეხენ. ასე იზრდება ყვავილობის პერიოდი. ყვავილიან ქოთანს არ ატრიალებენ და არც გადაადგილებენ, ეს ცუდად აისახება ყვავილობის პროცესზე.
გასხვლა და გადარგვა: სწორი გასხვლა და ძველი ტოტების დროული მოშორება აუცილებელია მათი ნორმალური ზრდისთვის. მხოლოდ ერთი-სამეფო ბალბიფოთოლა რეაგირებს ამაზე ნეგატიურად. მცენარეები ისხვლება საშემოდგომოდ. ზამთრის ბოლოს კი ყვავილებს აჭრიან, ეს მომავალ უხვ ყვავილობას გამოიწვევს.
კარგად მოქმედებს მცენარეზე ღია გრუნტში გადარგვაც, როდესაც არაა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. ეს მცენარეს მოკლავს.
ღია გრუნტში მცენარის ყოფნის მერე მას კვლავ ძველ ადგილზე აბრუნებენ, დაბალზე სხლავენ და გრილ ადგილზე დებენ, ეს დადებითად იმოქმედებს მცენარეზე და ადრე გაზაფხულზე უხვად იყვავილებს.
YVAVILEBI.GE თარგმანი თ. სუპატაშვილის