ნაცარი სასუქად

ოთახის მცენარეებისთვის სასუქად შეიძლება გამოიყენოთ ჩაის, ყავის ნარჩენები, კვერცხის ნაჭუჭი, ბანანის კანი ,გამოდგება ნაცარიც, რაც რჩება ხის, ტორფის, ნაკელის  დაწვის მერე, მაგრამ ნაცრის შემადგენლობაც სხვადასხვა იქნება. საჭიროა დადგინდეს, რა ელემენტები ესაჭიროება მცენარეს კარგი ზრდა-გავითარებისთვის. ხის ნაცარი დაუწველი ნარჩენებია, რომელიც წყალში კარგად იხსნება. მცენარე კი კარგად ითვსებს თხევად სასუქს. ძირითადი კომპონენტები ამ სასუქში კალციუმი, ფოსფორი, რკინა, გოგირდი, მაგნიუმი და სხვ. შედარებით მცირე რაოდენობის ელემენტები შედის.
ნაცრის სასარგებლო თვისებები: იგი მთლიანად ცვლის კალიუმიან სასუქს, მზა სასუქი კიდევ ქლორსაც შეიცავს, რაც ცუდად მოქმედებს მცენარეზე. ნაცარი მიწის მჟავეობას ანეიტრალებს, კალიუმის ქლორიდი კი პირიქით, ამჟავებს, რაც მცენარეს აზიანებს. ასტრას, უკადრისას, ბეგონიას ეს სასუქი ძალიან გამოადგება.ფოსფორი, მანგანუმი, ბორი, ადვილად მისაღები ფორმითაა მასში მცენარისთვის, იგი ოპტიმალური ვარიანტია ოთახის მცენარეებისთვის  და სრულფასოვან სასუქს წარმოადგენს. იორდასალამის და შროშანას დარგვისას მიწაში ნაცარს ამატებენ. კარგია ვარდისთვისაც, რადგან იცავს მავნებლებისგან.
როგორ გამოვიყენოთ სასუქი: ეს საკმაოდ მარტივია, ნაცარი შეაქვთ თხევადი ან მშრალი სახით. 50-100გრ ს ხსნიან ერთ სათლ წყალში, ურევენ და მერე შეაქვთ მიწაში. ასე ნიადაგი მდიდრდება ფოსფორით. ამ მეთოდს იყენებენ მჟავე ნიადაგის გასატუტიანებლად, რადგან მასში 18-36 % კალციუმის კარბონატია.მის გამოყენებას რამდენიმე უკუჩვენებაც აქვს: მას არ ურევენ ორგანულ სასუქს, არც აზოტშემცველ სასუქთან ერთად იყენებენ. მათი შეტანა მხოლოდ ერთი თვის მერე შეიძლება. არც ფოსფორიან სასუქთან ივარგებს - ასე ფოსფორს ათვისება ქვეითდება. მისი გამოყენება ბაღშიც შეიძლება მცენარეებისთვის.თუ ბაღში კატაბარდა ან ხმალაა დარგული, მათი ზრდის პირველ წლებში საუკეთესო სასუქი ნაცარია.
საჭიროა მისი შენახვის წესებს სრული დაცვაც. პაკეტები მშრალ ადგილზე უნდა დადოთ, რომ სისველე არ მიიღოს, თორემ სასარგებლო თვისებებს მალე დაკარგავს,. მასთან მუშაობისას უნდა დაიცვათ ხელები, თვალები და სასუნთქი გზები.
ნაცარი მავნებლების წინააღმდეგ: ეს არა მხოლოდ სასუქია, არამედ მავნებლებთან ბრძოლის საშუალებაც. 300გრ ნაცარს ხსნიან ცხელ წყალში, ადუღებენ 20 წთ, აყენებენ,წურავენ. კიდევ აზავებენ 10ლ მდე წყლში და ხსნარს იყენებენ რწყილის, კოლორადოს ხოჭოს, ბუზის, ბუგრის წინააღმდეგ.. ზოგჯერ მასში დახეხილ  სარეცხ საპონსაც ამატებენ.
სასარგებლო ინფორმაცია: ნაცარი გამოდგება ლოქორების, ნემატოდების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომლებიც აზიანებენ არა მხოლოდ დეკორატიულ მცენარეებს, არამედ ჟოლოს, მოცხარს, კიტრს.
სასარგებლოა, იცოდეთ რომ: 1 ჩ,კ. შეიცავს 2გრ მშრალ ნივთიერებას; 1ს.კ. – 6გრ ს; 1 ჭ. – 100გრ ს: ლიტრიანი ქილა - 500გრ. ნაცარი მრავალფუნქციური საშუალებაა, როგორც მავნებლებთან ბრძოლისთვის, ისე სასუქად. 

YVAVILEBI.GE


Loading the player...
21 June 0 15 089
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно