გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

წვეთი იოდი ბალბიფოთოლასთვის

მცენარის გაზრდა თესლიდანაც შეიძლება, თუმცა უმჯობესია დაკალმება, ეს თებერვალ-მარტში ხდება, როცა ბალბიფოთოლას სხლავენ. იგი სინათლისმოყვარულია, ზამთარში კი განათება მცენარეს აკლია, იგი იწელება და არც ისე დეკორატიული შესახედავი ხდება. ამიტომ მას გაზრდილ ტოტებს აჭრიან, მერე გადანაჭრიდან ახალი ტოტები გაეზრდება.
შეიძლება მისი ყოველწლიური განახლება ახალდაფესვიანებული ტოტებით. გასამრავლებლად გამოდგება წვეროს ტოტების 7 სმ იანი გადანაჭერი, 3-5 ფოთლით. ტოტს ირიბად ჭრიან, ქვედა ფოთლებს აცლიან, აშრობენ, გადაჭრილ ადგილზე აპკის გაკეთების მერე 2-3 სთ ში კი რგავენ ქოთნებში.
იმისთვის, რომ მცენარე კარგად დაიბუჩქოს, ტოტებზე ზედა კვირტებს აცლიან, მცენარეს დებენ ნათელ, მაგრამ არა მზიან ადგლზე. შეიძლება ტოტების წყალში დაფესვიანებაც, სადაც გააქტივებულ ნახშირის აბს აგდებენ, რომ მცენარე არ დალპეს. ფესვები სწრაფად გამოსდის, მერე კი რგავენ ქოთანში.
ქოთანი არ უნდა იყოს დიდი, რაც უფრო სწრაფად შემოეხვევა ფესვები მიწას, მით მალე იყვავილებს, რაც უფრო უჭერს ქოთანი, მით მეტი ყვავილი ექნება. შეიძლება ერთ ქოთანში რამდენიმე ტოტის დარგვაც. ლამაზი ბუჩქის მისაღებად მცენარეს ცენტრალურ ტოტებს აწყვეტენ 8-10 ფოთოლზე, გვერდითა ტოტებს კი 6-8 ფოთოლზე და ქოთანსაც სულ ატრალებენ. ასე ბუჩქი თანაბრად გაიზრდება.
ბალბიფთოლას უყვარს: მზე, სითბო, არც ისე ხშირი, მაგრამ უხვი მორწყვა, კარგი დრენაჟი, ზომიერად ნოყიერი, უფრო ღარიბი მიწა, რეგულარული კვება, მოყვავილებული ნაწილების მოშორება უხვი ყვავილობისთვის.
მცენარეს ძალიან მოსწონს იოდიანი წყალი. 1 წვ იოდი იხსნება 1ლ წყალში. ამ ხსნარის 50 მლ ით რწყავენ მცენარეს ქოთნის კიდეზე. ასეთი მორწყვის მერე იგი განუწყვეტლივ და უხვად იყვავილებს.
ზოგჯერ მცენარეს ფთოლი უყვითლდება. მიზეზი რამდენიმეა: თუ ფთლებს კიდეები უხმება, მიზეზი წყლის დაკლებაა, თუ ფოთლები ჭკნება და ლპება - ზედმეტი მორწყვის გამო ემართება ასე.
ზაფხულში მას სუფთა ჰაერზე ყოფნა განსაკუთრებით მოსწონს - იგი გააქვთ აივანზე, თავიდან ადგილის შეცვლის გამო შეიძლება მოიწყილნოს, გაყვითდეს და დასცვივდეს ფოთოლი, მაგრამ შემდეგ გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით.
გარეთ იგი დიდხანს ყვავილობს და ბუჩქიც კარგად იზრდება, მზეზე ზოგჯერ მისი ფოთლები მოწითალო ფერს იღებს, ეს „რუჯია“- ნორმალური მოვლენაა, მისგან მცენარე არ ფუჭდება.
ყველაზე მეტად მცენარეს შემოდგომის ტემპერატურა მოსწონს - 10-12 გრ ზე ბალბიფოთოლა „გიჟდება“. მისი გარეთ დატოვება ყინვებამდეა შესაძლებელი, სანამ ტემპერატურა არ დაეცემა 2-5გრ მდე. მერე მცენარეს გადაჭრიან, გადარგავენ და დგამენ გრილ ადგილას 10-12 გრ ზე, მცენარე მოსვენების პერიოდში გადადის, ან თანდათან აჩვევენ მაღალ, ოთახის ტემპერატურას და მაშინ იგი ისევ გააგრძელებს ყვავილობას.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

19 June 0 36 224

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно