რძიანას მოვლა სახლის პირობებში

დღეს რძიანების მოუქნელი სილამაზე ძალიან პოპულარული გახდა და იშვიათია ყვავილების მოყვარული,ვისაც თავისი ფანჯრის რაფა არ შეუმკია ამ უცხო შეხედულობის ყვავილით.

რძიანა / ლათ. Euphorbia/ - ერთწლიანი და მრავლწლიანი მცენარეების მრავალრიცხოვანი გვარი /სხვადასხვა მონაცემებით 800-დან 2000-მდე სახეობა/.ეს მცენარეები წარმოშობით აფრიკის სუბტროპიკული რაიონებიდან,ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან,არაბეთიდან,კანარის კუნძულებიდან და მადაგასკარიდანაა. სახელწოდება ‘’ეუფორბია’’ რძიანამ მიიღო ძველიბერძენი ექიმობის მიმდევარის დიოსკარიდისაგან,რომელმაც მცენარეს სახელი თავისი კოლეგის ლეგენდარული ევფორბის პატივსაცემად უწოდა,რომელიც რძიანასაგან წამლებს ამზადებდა,რაც მოხსენიებულია პლინიუსის შრომებში.

რძიანას საერთო სახის აღწერა რთულია,რადგან ერთი სახეობა მეორისაგან ძალიან განსხვადება: ზოგს შეფოთლილი ღერო აქვს,ეკლების გარეშე,ზოგს პირიქით ეკლიანი უფოთლო ღეროები აქვს.ასეთივე განსხვავებულია ღეროებიც - კუთხოვანი ან ხორციანი,კოლონისებური ან ბურთისმაგვარი... რძიანებს მხოლოდ ერთი საერთო აქვთ - რძისებური  წვენი.

მოვლის თავისებურებები გარეგნული განსხვავების მიუხედავად,მოთხოვნები და ხასიათი რძიანას სხვადასხვა სახეობას მაინც საერთო აქვს.აი მიახლოებითი აგროტექნიკური  პირობების ჩამონათვალი,რომელთა დაცვითაც კარგი შედეგების მიღება შიძლება რძიანას მოვლის დროს.

ყველა რძიანა,გამონაკლისის გარეშე,საჭიროებს მკვეთრ განათებას,ამიტომ მათთვის საუკეთესო ადგილი იქნება სამხრეთის,სამხრეთ დასავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის ფანჯარა.

ჰაერის ტენიანობას რძიანებისათვის მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ უპირატესობა ენიჭება მშრალ ჰაერს,ამის გამო რძიანას რძის პროცედურები არ ესაჭიროება.ჰიგიენური პროცედურები კი მტვრის მოსაშორებელი ფუნჯით ჩაუტარეთ.

რძიანასათვის ოპტიმალური ტემპერატურაა +22-30 გრადუსი გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში და არანაკლებ +10 გრადუსი ზამთარში.

რძიანა კაქტუსი გამოირჩევა თავისი შხამით,ამიტომ ეცადეთ დაიცვათ თავი მისი ეკლების ჩხვლეტისაგან.მის წვენში ავლებენ ბუშმენები თავისი ისრის წვერებს.

რძიანა თქვენს ფანჯრის რაფაზე. ოთახის რძიანა იზრდება ქოთანში,უმრავლეს შემთხვევაში მის მოვლასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქმნება.თუმცა ძალიან ცხელ ზაფხულის დღეებში ეს სიცხის მოყვარული მცენარე მაინც საჭიროებს პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცვას.გარდა ამისა,ზაფხულის პერიოდში კარგი იქნება თქვენი რძიანა ბაღში,ტერასაზე ან აივანზე გაიტანოთ.რძიანას ზომიერი მორწყვა ესაჭიროება,როგორც ყველა სუკულენტს.ზაფხულის პერიოდში მორწყვა კვირაში ერთხელ დასჭირდება,გაზაფხულსა და შემოდგომაზე - ორ კვირაში ერთხელ,ზამთარში - თვეში ერთხელ,ნიადაგის ზედა ფენის გაშრობის მიხედვით.ეს მცენარე წყლის შესხურებას არ საჭიროებს,ზამთარში შეეცადეთ დადგათ ის ნათელ და გამათბობელისაგან მოშორებულ ადგილას.მცენარეს სასუქი ორ კვირაში ერთხელ უნდა მიეწოდოს,გამოიყენეთ კაქტუსებისათვის განკუთვნილი სასუქი ვეგეტატიურ პერიოდში/გაზაფხულიდან შემოდგომამდე/,რადგან საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო რძიანას უყვითლედება და სცვივა ფოთლები.

რძიანას დარგვა. რძიანას მოვლა მოიცავს მის დარგვას ან გადარგვას უფრო მოზრდილ ჭურჭელში.რძიანას გადარგვა ხშირად არ ესაჭიროება - მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ,გაზაფხულზე,ვეგეტაციის დაწყებამდე.ნიადაგის ნარევი უნდა შედგებოდეს ტორფისგან,ქვიშისგან,კორდის და ფოთლოვანი ტყის მიწისგან თანაბარი პროპორციებით,მისი მომზადება თქვენც შეგიძლიათ,ან შეგიძლიათ შეიძინოთ სუკულენტური მცენარეებისათვის განკუთვნილი გრუნტი.არ დაგავიწყდეთ დრენაჟიც.თუ თქვენ უნდა გადარგათ რძიანა ახლა ქოთანში,ის ორი სანტიმეტრით განიერი აიღეთ ვიდრე წინა ქოთანი.

რძიანას გასხვლა. ზაფხულის შუა პერიოდში,როდესაც რძიანა მილი და რძიანა მბრწყინავი ამთავრებენ ყვავილობას,საჭიროა მათი კენწეროების შეჭრა,ვარჯისათვის ფორმის მიცემა.მოაცილეთ გამხმარი ტოტები,ძლიერი ტოტები,რომლებიც მომავალ წელს იყვავილებს,არ მოაჭრათ,მაგრამ თუ გსურთ რომ თქვენი რძიანა დაიბუჩქოს,შეაჭერით ყლორტები ზამთრის დასარულს ან ადრე გაზაფხულზე: მცენარე იმ წელს არ იყვავილებს,მაგრამ მომდევნო წელს თქვენ გექნებათ ლამაზი,ხშირი და უხვად მოყვავილე ბუჩქი.

რძიანას გამრავლება კალმებით. რძიანას ამრავლებენ ღეროს კალმებით,გაზაფხულზე.ისინი ზედა ნაწილიდან უნდა აიჭრას,სიგრძით დაახლოებით 12 სანტიმეტრამდე,რამდენიმე ფოთლით.ჩაუშვით კალამი თბილ წყალში,რომ შეწყდეს რძისებური წვენის გამოყოფა,შემდეგ გადაჭრის ადგილს დააყარეთ დანაყილი ნახშირი ან წიწაკა და გააჩერეთ რამოდენიმე დღე,ვიდრე გადაჭრის ადგილზე დამცავი ფენა არ გაჩნდება.შემდეგ კალამი დაამუშავეთ კორნევინით და ჩარგეთ ტორფისა და ქვიშის ნარევში,უხვად მორწყეთ და გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი.დადგით ნათელ და თბილ ადგილზე /+20 გრადუსი/.კალმები დაახლოებით 2 კვირაში უნდა დაფესვიანდეს.

ფოთლის კალმებით გამრავლება. ზრდასრულ მცენარეს უნდა მოაწყვიტოთ /არ მოაჭრათ/ ფოთოლი,დააცადეთ რომ გამოვიდეს თეთრი წვენი,მოაყარეთ კორნევინი ან სხვა ფესვების სტიმულატორი,ჩარგეთ მინერალური ბამბის კუბში და მოათავსეთ  მსხვილმარცვლოვან ქვიშაში.მორწყეთ და დააფარეთ პოლიეთილენის პარკი,რომელიც ყოველდღიურად უნდა მოხსნათ, რომ გაანიავოთ ფოთლები,რათა არ დაუშვათ სოკოვანი დაავადების წარმოშობა.ერთი თვის შემდეგ ფოთლები დაფესვიანდება.ეს მეთოდი გამოიყენება სამწახნაგოვანი რძიანას და თეთრძარღვოვანი რძიანას შემთხვევაში.

რძიანას გამრავლება თესლით. თესლით მრავლდება ბურთისმაგვარი რძიანები /ფუშფუშა და თეთრძარღვოვანი/: ახლადაღებული თესლი ითესება წინასწარ ღუმელში გაცხელებულ მიწის ნარევში,რომელიც შედგება ფოთლოვანი ტყის მიწის და ქვიშისაგან,კონტეინერს დააფარეთ პარკი,დადგით სინათლეზე +25 გრადუს ტემპერატურაზე.ნათესი ყოველდღიურად გაანიავეთ,ისე რომ ნიადაგი ყოველთვის ოდნავ ნესტიანი იყოს და არ გამოშრეს.როდესაც ჩითილი ამოიზრდება,ეს კი 2-4 თვის შემდეგ მოხდება,დაელოდეთ ფოთლების ორ წყვილს და გადარგეთ ნერგები მუდმივ ადგილზე.

რძიანას გამრავლება ბუჩქის დაყოფით. ასეთი მეთოდით მრავლდება რძიანა მილი,ან მბრწყინავი რძიანა.ამ მეთოდისათვის საუკეთესო დროა ადრე გაზაფხული ან ადრე შემოდგომა.რძიანა ფრთხიალად ამოიღეთ ქოთნიდან,დაუთვალიერეთ ფესვები,მოაცალეთ დაზიანებული და გაფუჭებული ფესვები და შეეცადეთ ფრთხილად გაყოთ მცენარე ნაწილებათ,ეცადეთ არ გამოიყენოთ მჭრელი ინსტრუმენტები.თუ ‘’ქირურგიული ჩარევის’’ გარეშე ვერაფერს გახდებით,ინსტრუმენტი წინასწარ გაასტერილეთ,გადაჭრის ადგილი კი ჩამორეცხეთ თბილი წყლით,რომ რძისებური წვენი გამოყოფა შეწყდეს.გადაჭრის ადგილზე მოაყარეთ ნახშირი და გადარგეთ ბუჩქის ნაწილები სხვადასხვა ქოთნებში,წინასწარ მომზადებული გრუნტით და დრენაჟით.რადგან ეს მეთოდი მცენარისათვი სტრესს წარმოადგენს,ნუ ელით მიგან პირველივე წელს აქტიურ ზრდას და ყვავილობას.მცენარე ორიოდე წლის შემდეგ აღიდგენს ძალას.

რძიანას თვისებები - ზიანი და სარგებელი

რძიანების გამყარებული წვენი - ეუფორბიუმი,ხასიათდება სამკურნალი თვისებების ფართო სპექტრით: მედიციანაში მას იყენებენ კუჭში გამხსნელ და ღებინების გამომწვევ საშუალებად სხვადასხვა სახის ინვაზიების და მოწამვლის დროს.არატრადიციულ,ხალხურ მედიცინაში ეუფორბიუმს ანიჭებენ სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს.ინდუსები რძიანას დანაყილი ფესვის და წიწაკის ნარევით გველის ნაკბენს მკურნალობენ.ჩვენს განედებში რძიანას მეშვეობით იკურნებოდნენ მეჭეჭებისა და კოჟრებისაგან,ასევე სახეზე ლაქებისა და ჭორფლისაგან.რძიანას იყენებდნენ ჯადოს მოსახსნელად და წყლის შიშისაგან განკურნებისათვისაც კი.

რძიანას უამრავი სახეობის მიუხედავად ყველა მათგანი შეიცავს კაუჩუკს,ფისს,ამორფულ სფილენძს,გუმს,მინერალურ მარილებს,კუმარინებს,ფლავონიდებს,ალკალოიდებს და სხვა ფასეულ ნივთიერებებს.სამწუხაროდ მეცნიერების მიერ რძიანას სასარგებლო თვისებები შესწავლილი არ არის ბოლომდე. მეორე მხრივ,რძიანას წვენს სერიოზული დამწვრობის,ჭრილობების,ძლიერი ქავილის და კანის გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია,თუ მასთან სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ.უფრო მძიმე შემთხვევებში კი მხდველობის დაკარგვის საფრთხე და კანზე ღრმა წყლულების გაჩენა.ამიტომ რძიანას სახლში გაჩენის შემდეგ შეისწავლეთ უსაფრთხოების წესები: ჩაიცვით ხელთათმანები როდესაც მას უვლით და მოარიდეთ ეს მცენარე ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს.

რძიანას სახეობები ერთწლიანები. რძიანას 2000-მდე სახეობის აღწერა შეუძლებელია,მაგრამ რამდენიმე პოპულარულ წარმომადგენელს გაგაცნობთ.ერთწლიან რძიანებს,ან მრავალწლიანებს,რომლებსაც ზრდიან როგორც ერთწლიანებს,შორის ყველაზე ცნობილია:

მოარშიებული რძიანა (Euphorbia marginata) - სწორი ღეროები სიმაღლით 80 სანტიმეტრამდე აქვს,ღია მწვანე ფერის ოვალური ფოთლები სიგრძიათ 4 სანტიმეტრამდე,რომლებსაც ყვავილობის დროს ნაპირებზე თეთრი არშია უჩნდება.
 სხვადასხვაფოთოლა რძიანა  (Euphorbia heterophylla) - სიმაღლე 80-90 სანტიმეტრი,ზედა ფოთლები მოწითალო აქვს,მოზრდილი თანაყვავილედები კი სექტემბრისთვის იღებს კარმინის ფერს/მუქი მოწითალო/
მრავალწლიანი სახეობები.სახლის პირობებში უფრო მეტად გავრცელებულია რძაიანას მრავალწლიანი სახეობები.აი რამდენიმე ყველაზე პოპულარული მათგანი:

რძიანა მილი  (Euphorbia Milii) ანუ ბრწყინვალე,არ არის სუკულენტი,ის მოზრდილი,ეკლოვანი ბუჩქია,ყლორტების ბოლოებში კი მცირე ზომის ფოთლები აქვს,წვრილი ყვავილები შეკრულია წითელი,ხანდახან ყვითელი ფერის ყვავილედებად.
 თეთრძარღვოვანი რძიანა  (Euphorbia leuconeura) მუქი მწვანე ფოთლებზე თეთრი ძარღვები ეტყობა მხოლოდ ახალგაზრდა მცენარეს,თეთრი ფერი თანდათან იკარგება ასაკთან ერთად,დროთა განმავლობაში ფოთლები მხოლოდ კენწეროზე რჩება,რის გამოც იგი ეგზოტიკურ პალმას ემსგავსება.
სამწახნაგიანი რძიანა (Euphorbia trigona) - ღეროვანი სუკულენტი,ბუჩქიან მომცრო ხე,სამწახნაგიანი ღეროებით.რომელზეც გამოსულია მოწითალო-ყავისფერი ეკლები.სახლის პირობებში ორ მეტრზე მეტი სიმაღლის იზრდება.ფოთლები ლანცეტისებური აქვს.არის ჟოლოსფერფოთლიანი სახეობაც,მოწითალო ღეროებით და ჟოლოსფერი ფოთლებით.სახლის პირობებში ეს რძიანა არ ყვავილობს.

კიპარისისებური რძიანა  (Euphorbia cyparissias) - ეს მცენარე უფრო ბაღებისთვისაა გამოსადეგი,რადგან სარეველასავით იზრდება.კიპარისისებური რძიანა უმჯობესია კონტეინერში დაირგას,დროულად მოეცალოს თავისით ჩათესილი ნერგები.ეს ბალახი-რძიანა ყინვაგამძლეა და შესანიშნავად იტანს გვალვასაც,არ არის მოვლის და მორწყვის მიმართ მომთხოვნი./6/

თითისებური რძიანა,ანუ ტირუკალი - ძალიან საინტერესო სახეობაა.ის  ხისმაგვარი სუკულენტია,აქვს მრავალი უფოთლო ტოტი,ფოთლები სწრაფად სცვივა ისე რომ გაზრდას ვერ ასწრებს.ყვავის ძალიან იშვიათად,უფერული წვრილი ყვავილებით.სწორედ ამ რძიანას ძლიერ შხამიანი წვენისაგან იღებდნენ კაუჩუკს.
ფიშერის რძიანა (Euphorbia fischeriana) ანუ კაც-ფესვა - დაბალი მცენარე წვნიანი.სქელი და დატოტვილი ფესვით,რომელიც ჟენშენის ფესვს მოგვაგონებს,მას ხშირად ეძებენ ინტერნეტით.მაგრამ მისი მეშვეობთ მკურნალობის მეთოდები უმჯობესია სპეციალისტთან იქნას განხილული.

რძიანა ‘’მედუზას თავი’’ (Euphorbia caput medusae) - მცენარე,რომელსაც ღეროები შესქელებული აქვს ზედა ნაწილში და ტოტები სხვადასხვა მხარეს გაშლილი.მართლაც საზარელი სანახავია: ეს სახეობა იმდენად უჩვეულოა,რომ მეყვავილეები მას ხშირად ამპელური სახით ზრდიან დაკიდულ ქოთანში,საიდანაც ჩამოეშვება ‘’მედუზას საცეცები’’

ერთ ერთი ყველაზე ეფექტური რძიანებს შორის არის პუანსეტია (Euphorbia pulcherrima) - ხალხში მას ‘შობის ვარსკვლავს’’ უწოდებებნ.ბუნებრივ პორობებში ეს სახეობა სიმაღლეში სამ მეტრს აღწევს.ოთახის პირობებში კი ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ყვავილია,რომელიც შუა ზამთარში ყვავილობს,ამიტომ ძალიან პოპულარულია ის შობის და ახალი წლის დღეებში.პუანსეტია სიმაღლით 40-50 სანტიმეტრია,აქვს სწორმდგომი ღეროები და დიდი ფოთლები რომლებიც ნეკერჩხლის ფოთლებს წააგავს,მაგრამ უფრო წაგრძელებული ფორმისაა და ბოლოში წამახვილებული.მოზრდილი თანაყვავილედები,რომლებიც ფორმით ფოთოლს გავს,შეფერილია წითელ,ვარდისფერ ან თეთრ ფერებად.პუანსეტია ყვავის 2-დან 6 თვემდე,შემდეგ თანაყვავილედები თანდათან უმწვანდება და სცვივა.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

               

18 June 0 5 379
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно