გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

რომულეა - ზაფრანას (შაფრანის) კონკურენტი

ლამაზადმოყვავილე მცენარეებს შორის, რომლებიც ალამაზებენ ალპინარიუმს ან როკარიუმს, რამდენიმეა ულამაზესი ყვავილებით. ერთერთი მათგანია რომულეა - არც ისე დიდი, მაგრამ ეფექტური ყვავილებით. ყვავილობით და აგროტექნიკით ჰგავს შაფრანს - კროკუსს, თუმცა შედარებით ნაკლებად გამძლეა და ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება გაზრდისთვის. იგი ძალიან უხდება ქვიან კომპოზიციებს.
მცენარე საკმაოდ იშვიათია, კოლექციური. მინიატურული მცენარე პატარა მწვანე მასით და ეფექტური ყვავილებით ცოტა რთული გასაზრდელია, ამიტომ გამოცდილი მეყვავილეებისთვის გამოდგება ალპინარიუმის და როკარიუმის მოსაწყობად.
სახელი ეწოდა რომის დამაარსებლის რომულის პატივსაცემად. იგი ბოლქვიანი მცენარეა. ბუნებაში მხოლოდ 2 განსხვავებულ ადგილზე გვხვდება - ტროპიკულ ს. ამერიკასა და ხმელთაშუაზისპირეთის ქვეყნებში.
სიმღლით 10-20სმ ია, აქვს დატოტვილი ღერო, რომლის ბოლოებშიც ლამაზი ყვავილები აქვს. ბოლქვები ბრტყელია, 1,5სმ დიამეტრის, აპკისებრი ქერცლებით. ფესვთან ახლოს გრძელი ძაფისებრი ფოთლები როზეტადაა შეკრული, საყვავილე ღეროს ყვავილთან ახლოს 2 ფოთოლია. ყვავილი თითო-თითო იშლება, სულ 3სმ დიამეტრით, მაგრამ მაინც დიდად ჩანს, ყვავილსაჯდომი ფართოდაა გაშლილი, ლანცეტისებრია 6 ად დაყოფილი და ლამაზ ჯამს ქმნის. მტვრიანები და ბუტკო ცენტრში მკვეთრ ლაქას ქმნიან. ყვავილები უმეტესად მეწამული, იისფერ-იასამნისფერია, მაგრამ გვხვდება ვარდისფერი და ყვითელი ყვავილებითაც. ისინი მხოლოდ მზიან ამინდში იშლება. პირველმოყვავილეა და აპრილში იწყებს ყვავილობას, იშვიათად შეიძლება მეორედაც იყვავილოს სექტემბერში.
გვარში 90 სახეობაა, ბაღის კულტურად კი სულ რამდენიმეა: რომულეა ბულბაკოდიუმი - ყველაზე გამძლე გვარში, 15სმ ფესვახლო წვრილი ფოთლებით, საყვავილე ღერო განუვითარებელია და თითქმის მიწაზე დევს  მკვეთრად ლილისფერი ყვავილები ყვითელი გულით. ყვავილობს აპრილში.
ვარდისფერი რომულეა - ყველაზე ლამაზია, ძაბრისებრი ერთეული მკვეთრად სიმეტრიული ყვავილებით, მუქი ძირით, ვარდისფერ-ლილისფერი გვირგვინის ფურცლებით. მცენარე ძალიან თვალშისაცემია.
რომულეა მონადელფა - შედარებით ხშირად იყიდება თესლად, წვრილი ფოთლები როზეტადაა შეკრული ფესვთან. ცენტრიდან ამოდის დაბალი საყვავილე ღერო, ზედ დიდი მუქი წითელი ყვავილებია, მუქი ძირით, ფორმით ტიტას ჰგავს გადმობრუნებული გვირგვინის ფურცლებით.

 
გაზრდა მკაცრი ზამთრის პირობებში: მას ადვილად ზრდიან სამხრეთ რეგიონებში თბილი ზამთრის პირობებში, ჩრდილოეთით კი მისი მოვლა ჭირს, რადგან ფოთლები ზამთარში ამოსდის. მთლიანად სითბომოყვარული მცენარეა და ბუნებაში ვერ ძლებს სიცივეში, მაგრამ ეგზოტიკის მოყვარულები მაინც ახერხებენ მის მოვლას ცივ რეგიონშიც, თუმცა მოვლის პრინციპები ცოტა განსხვავებულია.
მათ ზრდიან ქოთნის მცენარედ, თბილ სეზონს იგი გარეთ ატარებს, სიცივეში კი შეაქვთ გრილ ოთახში. შეიძლება მისი გარეთ გაზრდაც, თუ ზამთარში დავაფარებთ და ასე დავიცავთ ყივნისგან. შეიძლება ზამთარში მის ამოღებაც და ქოთანში გადატანა, აპრილში კი კვლავ გრუნტში დაბრუნება.
ბაღში მას იყენებენ: როკარიუმების და ალპინარუმების გასაფორმებლად, ადრემოყვავილე საგაზაფხულო მცენარედ, ეგზოტიკურ კოლექციაში. მას კარგ პარტნიორიბას უწევს სუმბული, პუშკინია, ყაზახა, ედელვეისი, ცისთვალა, ზაფრანა.
პირობები რომულეასთვის: მას 2 ფაქტორი სჭირდება ზრდისთვის: მსუბუქი, კარგად დრენირებული მიწა და მზიანი განათებული ადგილი, დაცული ქარისგან. ბაღში მას მხოლოდ ქვიან ადგილზე ზრდიან, ჩვეულებრივი მიწა არ მოსწონს.  ბოლქვი უნდა დაირგას 5სმ სიღრმეზე. იქ, სადაც წყლის დაგუბების საშიშროებაა, თოვლის ან წვიმის გამო, სჯობს ბოლქვებქვეშ კარგი დრენაჟის ჩადება.
მოვლა: მორწყვა და კვება არ სჭირდება, ზოგჯერ უკუნაჩვენებიც კია, თუ მას ბაღში  ზრდით. ქოთანში თუ ზრდიან, ძალიან ფრთხილად, ქოთნის კედლის  გაყოლებაზე ასხამენ წყალს, კვება კი 2 კვირაში ერთხელ უნდა. მას დაცვა სჭირდება ჭარბი ტენისგან ადრე გაზაფხულზე და მოსვენების პერიოდში ზაფხულში.
გამოზამთრება: სამხრეთ რეგიონში ღია გრუნტში მყოფ მცენარეს ზამთარში მულჩირება სჭირდება, რომ ცივ დღეებში მცენარის ძირი დაიცვან გაყინვისგან. თუ ცივ რეგიონშია დარგული, მას მულჩის გარდა კიდევ სრული დაცვა სჭირდება გაუმტარი ნაჭრის დაფარებით. თუმცა უმჯობესია მისი ამოღება გრუნტიდან და 10-15 გრ ზე გრილად შენახვა განათებულ ადგილას ფრთხილი მორწყვით
გამრავლება: მიუხედავად მისი პრეტენზიულობისა, ძალიან ადვილად მრავლდება. ახალი მცენარე მიიღება შვილეული ბოლქვების მოშორებით, თესლით, კვირტი-ბოლქვებითაც. იშვიათ ჯიშებზე გამოდგება ვეგეტატიური მეთოდი. მაგრამ ყველა კარგად ხარობს თესლიდან და მერე  სწრაფად ყვავილობს, რადგან არ სჭირდება დიდი ბოლქვების ზრდა და ამაზე დროის ხარჯვა. ითესება შემოდგომაზე რბილი ზამთრის რეგიონში და გაზაფხულზე  ყინვებიან ადგილზე, ბუჩქის გაყოფა კი მხოლოდ მოსვენების პერიოდში ხდება - ზაფხულში.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

18 June 0 6 053

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно