როგორი პეტუნია შეგეფერებათ: სწორად შეარჩიეთ ყვავილი

პეტუნიას მრავალფეროვან ჯიშებს შორის,ისევე როგორც სხვა დეკორატიულ მცენარეებში,ადვილია დაბნევა.გთავაზობთ ყველაზე ლამაზ პეტუნიებს,რომ ადვილად შეძლოთ გარკვევა და იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი.

ამ ყვავილის სახელი ითარგმნება როგორც -‘’თამბაქო’’,რაც სავსებით ლოგიკურია,რადგან პეტუნია,ისევე როგორც თამბაქო - ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელია.გარეგნული იერის,ზომის და მცენარის თავისებურებებიდან გამომდინარე გამოყოფენ პეტუნიების რამოდენიმე ჯგუფს.თვითოეული ჯგუფი წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი ჯიშებით და ჰიბრიდებით,რომლებიც გაერთიანებულია ჯიშის სერიებად.აქ მოცემულია ყველაზე საინტერესო ჯიშები თითოეული სერიიდან - გაეცანით და შეარჩიეთ ‘’თქვენი’’ ყვავილი!

1.მსხვილყვავილა პეტუნია /გრანდიფლორა/ ეს პეტუნიების ყველაზე ძველი ჯგუფია,მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული.როგორც სახელწოდებიდან ჩანს,მისი თავისებურებაა - ძალიან დიდი ზომის ყვავილები /8-13 სმ. დიამეტრი/.გადაშლილი /ზოგიერთ ჯიშს კომპაქტური/ ფორმის ბუჩქი,სიმაღლით 75 სანტიმეტრამდე აღწევს.ყვავის დათესვიდან 80-95 დღის შემდეგ.

  გრანდიფლორას ჯგუფის პეტუნიებს ერთი არსებითი ნაკლი აქვს: ისინი ცუდად იტანენ წვიმიან და ქარიან ამინდს.წვიმის წვეთები აზიანებს ყვავილის ნაზ ფურცლებს,ყვავილები ჭკნება და დროებით კარგავს დეკორატიულობას.

ამ ჯგუფის პეტუნიები კარგად იზრდება კლუმბებზეც და კონტეინერებშიც.თუ თქვენ გაქვთ საშუალება დარგათ ეს მცენარეები ოდნავ მყუდრო,წვიმისა და ძლიერი ქარებისაგან დაცულ ადგილას,თქვენ გახდებით ამ დიდებულ ყვავილებიანი მცენარის ბედნიერი მფლობელი.

დიდყვავილა პეტუნიას ჯიშის პოპულარული სერია:

პიკოტი  (Picotee): გამოყვანილია ამერიკაში,წარმოდგენილია ოთხი F1 ჰიბრიდით. ‘’იზიუმინკა’’- ფართო თეთრი კანტი/1,5 სმ/,გადის გოფრირებული ყვავილის ფურცლების ნაპირზე.ბუჩქის სიმაღლეა-25 სმ.შეფერილობის ვარიანტები: ვარდისფერი,იისფერ-ლურჯი,წითელი,მელნისფერი,ჟოლოსფერი.

დედდი (Daddy): გამოყვანილია ამერიკაში,წარმოდგენილია ექვსი F1 ჰიბრიდით.თავისებურება - ყვავილის ფურცლების ძარღვები უფრო მუქი ფერისაა და კონტრასტულია ძირითად ფერთან.ბუჩქის სიმაღლე - 30 სმ.შეფერილობის ვარიანტები: ვარდისფერ-იასამნისფერი,ღია იისფერი,მკრთალი ლილისფერი,ვარდისფერი,წითელი.

შტორმი (Storm): გამოყვანილია ამერიკაში,გამოირჩევა უამინდობის მიმართ მომატებული გამძლეობით.სერიის ყველაზე პოპულარული ჰიბრიდია შტორმ F1 ლავანდა  (Storm F1 Lavender): ბუჩქის სიმაღლეა 30 სმ.ყვავილების შეფერილობა მოცისფრო-იასამნისფერია.

ულტრა (Ultra): გამოყვანილია ამერიკაში,წარმოდგენილია F1 ჰიბრიდებით.გამოირჩევა წვიმის და ქარიანი ამინდის მიმართ გამძლეობით.ჰაბიტუსი ძალიან კომპაქტური აქვს/40 სმ-მდე/,ბუჩქის სიმაღლე 35 სმ.ყვავილების შეფერილობის ვარიანტები: ტრადიციული/ვარდისფერი,იისფერი,თეთრი და სხვა/ ან ვარსკვლავისებურია /ორფეროვანი/.

2.პეტუნია ფლორიბუნდა /უხვადმოყვავილე/

პეტუნიების ეს ჯგუფი შუალედურად ითვლება დიდყვავილა და მრავალყვავილა ჯიშებს შორის.ყვავილები ისეთი მოზრდილი არაა,როგორც გრანდიფლორა პეტუნიასი /7-10 სმ/,მაგრამ მეტად მდგრადია ამინდის სხვადსხვა ჭირვეულობების მიმართ.კომპაქტური ბუჩქები სიმაღლით 20-35 სანტიმეტრია,შესანიშნავია ბორდიურების გასაფორმებლად,განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებია მასიურ ნარგავებად.ყვავილობას იწყებს დათესვიდან 80-90-ე დღეზე.

ფლორიბუნდას ჯიშის პოპულარული სერიები: სონია (Sonja): ძალიან პოპულარული ჯიშსერია,წარმოდგენილია 11 ჰიბრიდით.ბუჩქის სიმაღლე  25 სანტიმეტრი.ყვავილების შეფერილობის ვარიანტები: ჟოლოსფერ-ბორდოსფერი თეთრი ვარსკვლავით,მოვარდისფრო-იასამნისფერი იასამნისფერ-ბორდოსფერი ძარღვებით,ღია იასამნისფერი იისფერი ძარღვებით,ჟოლოსფერ-ვარდისფერი თეთრი ვარსკვლავით,წითელი თეთრი კანტით,ტრადიციული ფერები/ჟოლოსფერი,ვარდისფერი,იისფერი და სხვა/.

სელებრითი  (Celebrity): წარმოდგენილია F1 ჰიბრიდებით,გამოირჩევა მომატებული გამძლეობით სიცხისა და წვიმიანი ამინდების მიმართ.ბუჩქის სიმაღლე 25 სმ,ყვავილის ფურცლებზე გამოხატულია კონტრასტული ფერის ‘’ბადე’’,რომელის ცენტრისკენ უფრო მუქია.ყვავილის შეფერილობის ვარიანტები: თეთრი-ცისფერი ძარღვებით,ვარდისფერ-იასამნისფერი ბორდოსფერი ძარღვებით,ნარინჯისფერ-წითელი მუქი ძარღვებით,ჟოლოსფერ-ვარდისფერი მოყვითალო თეთრი ცენტრით და სხვა.

3.მრავალყვავილიანი პეტუნია /მულტიფლორა/

მრავალყვავილიანი პეტუნიების ჯგუფმა სახელი მიიღო მომცრო/5-8სმ.დიამეტრი/ ყვავილების სიუხვის გამო,რომლებიც ერთ ბუჩქზე იშლება.მცენარის სიმაღლე 20-35 სმ-ია,ბუჩქის ფორმა კომპაქტური აქვს.ყვავილობას იწყებს დათესვიდან 70-90-ე დღეს.

მრავალყვავილიან პეტუნიებს მხოლოდ მათი დეკორატიულობის გამო არ აფასებენ,არამედ მათი არაპრეტენზიულობის გამოც.სწორედ ამ ჯგუფის ყვავილები გამოირჩევა მნიშვნელოვანი,უფრო მაღალი მდგრადობით ქარიანი,წვიმიანი ან ცხელი ამიდების მიმართ,სხვა ჯგუფის პეტუნიებთან შედარებით.

მრავალყვავილიანი პეტუნიას პოპულარული ჯიშური სერიებია:

პრაიმ თაიმი  (Prime Time): გამოყვანილია ამერიკაში,წარმოდგენილია F1 ჰიბრიდებით.ბუჩქი კომპაქტურია,სიმაღლით 25-30 სმ,ყვავილების დიამეტრი 5-6 სმ.ზოგიერთი ჰიბრიდის ყვავილის ფურცლებს აქვს ნატიფი ტალღოვანი ნაპირები.ყვავილების შეფერილობის ვარიანტები: ტრადიციული/წითელი,ვარდისფერი,მოლურჯო-იისფერი/ვარსკვლავიანი /თეთრი ვარსკვლავი წითელ ფონზე/,კონტრასტული ძარღვებით.

მერლინი (Merlin): გამოყვანილია იაპონიაში,წარმოდგენილია ცხრა F1 ჰიბრიდით.ბუჩქის სიმაღლე 25 სმ,ყვავილების დიამეტრი 5-7 სმ.შეფერილობის ვარიანტები: კარმინისფერ-ვარდისფერი,ღია ვარდისფერი,წითელი თეთრი კანტით,ორაგულისფერი და სხვა.

კარპეტი  (Carpet): გამოყვანილია ამერიკაში,წარმოდგენილია თოთხმეტი F1 ფიბრიდით.ეს სერია გამოირჩევა დაავადებების მიმართ მდგრადობით /მაგალითად,რუხი სიდამპლე/ ადრეული ყვავილობით,კარგად იტანს სიცხეს.ბუჩქი კომპაქტურია,სიმაღლით 25 სმ.ყვავილის შეფერილობის ვარიანტები: ლიმონისფერ ყვითელი,მკვეთრი წითელი და სხვა.

მირაჟი (Mirage)გამოყვანილია ამერიკაში,წარმოდგენილია ცამეტი F1 ჰიბრიდით.თავისებურება - ხუჭუჭა ფურცლები დიამეტრით 6-9 სმ.ბუჩქი კომპაქტურია,სიმაღლით 30 სმ.ყვავილის შეფერილობის ვარიანტები: მარჯნისფერი,ვარდისფერ-იასამნისფერი მუქი ძარღვებით,მოლურჯო-იისფერი,ღია იასამნისფერი იისფერ-ბორდოსფერი ძარღვებით,ვარდისფერი ჟოლოსფერ-წითელი ძარღვებით.თუ თქვენ ხუჭუჭა პეტუნია მოგწონთ,დათესეთ ამ ჯიშური სერიის მცენარეები.

4.ამპელური პეტუნია/პენდულა/

ამპელური ანუ აივნის პეტუნიების ჯგუფი გამოსადეგია დაკიდულ კაშპოებში და კონტეინერებში მცენარეების მოყვარულთათვის.მიხვედრა არ არის რთული,მთავარი განსხვავებაა - უფრო მოქნილი და გრძელი/80-150სმ/ ღეროები,ვიდრე სხვა ჯგუფების წარმომადგენლებს.გარდა მისა,ამპელური პეტუნიები კარგად იტანენ უამინდობას და სწრაფად იზრდებიან,რაც საშუალებას იძლევა სწრაფად გავალამაზოთ ცარიელი ადგილები აგარაკზე და მოსასვენებელ ადგილებში.

ამპელურ პეტუნიას მომცრო ყვავილები აქვს/4-9 სმ/,ამ ჯგუფის წარმომადგენლების უმრავლესობა მრავლდება მხოლოდ ვეგეტატიურად.

ამპელური პეტუნიის პოპულარული ჯიშური სერიებია:

ვონდერვეივი (Wonderwave): ცნობილია ასევე სახელით - ფორტუნია,ადრე ამ სერიას ეწოდებოდა ვეივ (wave).წარმოდგენილია შვიდი F1 ჰიბრიდით.ყვავილების დიამეტრი 5-7 სანტიმეტრია.შეფერილობის ვარიანტებია: იასამნისფერ-ვარდისფერი,ორაგულიფერი,ჟოლოსფერ-ვარდისფერი,მუქი ჟოლოსფერი,იისფერი და სხვა.

სურფინია (Surfinia)ამ სერიის ყვავილები 5-დან 9 სანტიმეტრამდეა,შეფერილობის ვარიანტები: ნაზი იასამნისფერ-ვარდისფერი,ლილისფერ-ჟოლოსფერი,იისფერი,ვარდისფერი და სხვა.ბევრი სურფინიად მოიხსენიებს ყველა ამპელურ პეტუნიას,მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ჯიშია.

სუპერტუნია (Supertunia): მთლიანობაში ეს სერია წინამდებარეს გავს,მაგრამ ყვავილები უფრო დიდი ზომის აქვს/10 სმ-მდე/.კარგია ვერტიკალური გამწვანებისათვის,შედარებით გამძლეა ქარიანი ამინდის მიმართ.ყვავილის შეფერილობის ვარიანტები: ღია ვარდისფერი მომწვანო ნაპირებით,ჟოლოსფერ-ვარდისფერი,იისფერი,თეთრი და სხვა.

კასკადიასი (Cascadias): ამ სერიის პეტუნიები კარგად იტანენ არახელსაყრელ ამიდის პირობებს,ყვავილების დიამეტრი 5-8 სანტიმეტრია,შესაძლოა გააჩნდეთ საინტერესო შეფერილობა: ყვავილის ფურცლების კანტზე ფერი არათანაბრადაა განაწილებული,წარმოიქმნება მეორე ყვავილის  ‘’დადების’’ეფექტი.ყვავილის შეფერილობის ვარიანტები: ვარდისფერი თეთრი კანტით,მელნისფერი,მკვეთრი ვარდისფერი და სხვა.  თუ თქვენ გსურთ კასკადური პეტუნია,მიაქციეთ ყურადღება ამ სერიის ჯიშებს.

კალიბრაჰოა - პეტუნიას ნათესავი

ზედმეტი არ იქნება მოვიხსენიოთ მცენარე რომელიც 1990 წლამდე პეტუნიის სახეობად ითვლებოდა /დეკორატიული სახეობა - Calibrachoa parviflora/.მაგრამ სხვადასხვა რაოდენობის ქრომოსომების გამო კალიბრაჰოა ‘’გადაანაწილეს’’ და სამართლიანად ჩარიცხეს კალიბრაჰოას გვარში.

გარეგნულად ეს მცენარე მცირედ განსხვავდება პეტუნიასაგან: კალიბრაჰოას უფრო წვრილი ფოთლები აქვს,ღერო უფრო დატოტვილი,რომელიც მიდრეკილია გახევებიდაკენ.ყლორტები 1,5-2 მეტრს აღწევს,ყვავილების დიამეტრია 3 სმ.ყვავილის შუაგული,როგორც წესი,განსხვავებული ფერისაა,ძირითადი ფერისგან გამორჩეული.ზრდიან როგორც ამპელურ მცენარეს.

ყველაზე პოპულარული ჯიშური სერიაა - მილიონბელსი (Million Bells) რომელიც ცნობილია ასევე მინი პეტუნიას სახელით.სერია წარმოდგენილია 18 ჯიშით.შეფერილობის ვარიანტები: ჟოლოსფერ-ვარდისფერი,მოყავისფრო-ყვითელი,იასამნისფერ- იისფერი,თეთრი და სხვა.

იმედს ვიტოვებთ,რომ ეს მასალა დაგეხმარებათ გაერკვეთ პეტუნიების კლასიფიკაციაში და თქვენთვის შესაფერისი მცენარის შერჩევაში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

18 June 0 10 574
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно