საგველა ჰორტენზია

მას შემდეგ, რაც მსხვილფოთოლა ჰორტენზია გამოჩნდა, შედარებით ჩრდილგამძლე  და უნიკალური ჯიშები მივიწყებას მიეცა. მათ შორის საგველა ჰორტენზიაცაა, ნაკლებად მომთხოვნი, თუმცა ძალიან ლამაზი მცენარე დღეს თითქმის არავის ახსოვს. მიუხედავად ამისა, ვინც პირველად ხედავს, ყველა გაოცებული რჩება და თანდათან ისევ  შეაქვთ ბაღში.
მეე 20 ს შუა პერიოდში  აგარაკებზე ეს მცენარე ძალიან პოპულარული იყო, სავალდებულოდაც კი ითვლებოდა ლამის, ბაღში ჰქონოდათ ეს ლამაზი მცენარე. ახალ საუკუნეში კი იგი მიივიწყეს და შედარებით გამძლე და უპრეტენზიო მცენარეებმა ჩაანაცვლეს. მაგრამ მასაც აქვს  კიდევ სატრაბახო რაღაც.  ეს ახალი პერიოდი მისი პოპულარობის აღზევებისა უკავშირდება მისი, როგორც ფონური მცენარის  როლს.
იგი ერთერთი დიდი ბუჩქია ხშირი ტოტებით. 10მ მდე სიმაღლის, სფერული ფორმის ვარჯით. თუმცა ბაღში მისი სიმაღლე არ სცდება 3მ ს. მცენარე სწრაფადმზარდია, წლიური ნამატი 25-30სმ ია. მისი მთავარი სილამაზე ხშირი პირამიდის ფორმის საგველა ყვავილედებია, 25სმ სიგრძის,  ნაზი მოვარდისფრო-თეთრი ფერის. ყვავილები 2 ნაწილიანია- პატარა ნაყოფისმომცემი შეუმჩნეველი და დიდი მკვეთრი სტერილური. მათი განლაგება და თანაფარდობა სხვადასხვაა, რაც ჯიშების მრავალფეროვნებას იწვევს.
მცენარე ყვავილობას იწყებს 4-5 წ დან. ყვავილობის მერე რჩება 3მმ იანი კოლოფები, შიგ წვრილი თესლით. თესლი მწიფს ოქტომბერში, მაგრამ საჭიროა მისთვის ხელსაყრელი ამინდი იყოს.მისი ჯიშების უმეტესობას სასიამოვნო სურნელი აქვს, ყველა საგველა ჰორტენზია სათაფლე მცენარეა.
თანამედროვე სელექციამ და ჯიშების გამრავალფეროვნებამ  იგი ისევ პოპულარულ მცენარედ აქცია , მაგრამ ეს პოპულარობა არაა საზეიმო, ტრადიციული, როგორც ადრე საბჭოეთის დროს ბაღის აუცილებელ ატრიბუტად ქცეული მცენარის პოპულარობა. იგი ფონური მცენარიდან ვარსკვლავად გადაიქცა და დღეს ულამაზესი, ფუშფუშა, დამყოლი ხასიათის, გაფორმებაში ახალი პერსპექტივების გამღები მცენარეა, რომელიც გამოდგება როგორც ცოცხალ ღობედ, ასევე კლუმბებში, მიქსბორდერებისთვის და მარტოხელა მცენარედაც კი. ყველა ბაღისთვის მოიძებნება შესაფერისი ჯიში. ზოგჯერ ისინი იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ხშირად რომელიმე სხვა სახეობის ჰორტენზიას უფრო აკუთვნებენ ხოლმე.
ბაღის გასაფორმებლად მას იყენებენ: ხეივნებში, ცოცხალ ღობედ, ეზოს ზონირების და შენიღბვისთვის,  მაღალ ცენტრალურ ბუჩქად ორმხრივი მიქსბორდერებისთვის ან უკან ცალმხრივი კლუმბებისთვის. დღეს მისი უამრავი ახალი ჯიში არსებობს: სადღესასწაულო კომპოზოციებისთვის -«Phantom», «Vanille Fraist», აზიური სტილისთვის - «Unique», «Floribunda», «Brussels Lace». ფერის მიხედვითაც მრავალი ახალი ჯიშია დღეისთვის. ძირითადად თეთრ-ვარდისფერ ტონალობაში, ყვავილს ფერი ისედაც ეცვლება გაშლის და ჭკნობის პროცესში. ფერის მიხედვით არსებობს კრემისფერი ჯიშები -„გრანდიფლორა“, „სილვერ დოლარ“ ; ვარდისფერი - „Renhy» ან «Vanille Fraise»; ღია ვარდისფერიდან მუქამდე - «Pinky Winky» და „ფინქ დაიმონდ“; უნიკალური სალათისფერი -  «Limelight». კიდევ ერთი ღირსება ამ მცენარითვის მისი არასტანდარტულ ვადებში ყვავილობაა- იგი მაშინ იწყებს. როდესაც სხვა მრავალწლიანებს არც კი უფიქრიათ ჯერ ყვავილობის დაწყება, ერთწლიანებმა კი უკვე მოიყვავილეს. იგი ავსებს პერიოდს ზაფხულში მოყვავილე და შემოდომაზე მოყვავილე მცენარეებს შორის და ასე ბაღი მუდმივად მოყვავილე რჩება - მისი ყვავილობა გვიან შემოდგომამდეც გრძელდება. ოქტომბერში ყვავილობს შედარებით ახალი და უხვადმოყვავილე ჯიშები, ყველაზე ბოლოს - «Pink Diamond», «Tardiva», «Limelight».

 
ეს მცენარე ნებისმიერი ბაღის მოყვავილე ბუჩქის ან ხის შესანიშნავი პარტნიორია. კარგად ეწყობა ადრემოყვავილე ბუჩქებს - უცვეთელას, ფორზიციას და იასამანს, მაგრამ ასევე კარგად გამოიუყურება როდოდენდრონთან, ნაძვთან, ტუიასთან, ძახველთან ჭანჭყატსა და კოწახურთან. ადვილად აირჩევა მისი პარტნიორი მრავალწლიანი      ბალახოვნებიდანაც. ჩრდილისამტანი ჰორტენზია ეგუება ბაღის კუთხეებში მზარდ ჰოსტას, ასტილბას, გვიმრას, წყალიკრეფიას.
მას ზედაპირული ფესვები აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბუჩქის ძირას შეიძლება ნიადაგმფენი მცენარეების დარგვაც, რომლებიც მულჩასაც ცვლიან და ფესვს გადახურებისგან იცავს. ასეთია - ქვატეხია, სედუმი, და სხვ.
პირობები: მცენარე ყინვაგამძლე და ზოგადად, ამტანია, მაგრამ დაცვა სჭირდება ორპირისგან. შედარებით დაცულ კუთხეებში მისი გაზრდის შემთხვევაში კი მშვენივრად უძლებს მკაცრ ზამთარსაც. სხვა მხრივ იგი უპრეტენზიოა, ეფექტურად ყვავილობს ნახევრადჩრდილში, მაგრამ კარგად ხარობს მზეზეც და მეტ ჩრდილშიც. უბრალოდ, შედარებით ნაკლები და უფრო პატარა ყვავილედები ექნება. მცენარე კარგად იტანს ქალაქსაც - ხმაურს, დაბინძურებულ ჰაერს, არ ეშინია გზისპირის.
იგი უკეთ ვითარდება ნოყიერ, ნამიან სუგლინურ ნიადაგზე. დადებითად რეაგირებს სასუქზე, მოსწონს შედარებით მჟავე ნიადაგი. დარგვამდე ორმოში ყრიან წიწვებს ან წიწვოვან მიწას, რაც ხელს უწყობს ფერების სიმკვეთრეს. ნეიტრალური რეაქციის ნიადაგზე მზარდ მცენარეს ყვავილები ფერმკრთალი ექნება
დარგვა: მუდმივ ადგილზე მცენარეს რგავენ გაზაფხულზე შედარებით ცივ რეგიონებში და შემოდგომაზე უფრო თბილ სარტყელში. ნერგი უნდა იყოს 4-5 წლის. ორმოს თხრიან 40სმ სიღრმეზე, 60სმ დიამეტრით. ცოცხალი ღობისთვის მის ნერგებს აწყობენ 1მ სიგანის თხრილში, ოპტიმალური დაშორება ერთმანეთიდან - 2,5 მ. დარგვამდე მცენარეს უმოკლებენ გრძელ ფესვს, ტოტებს , დარგვის მერე უხვად რწყავენ და მულჩირებას უკეთებენ ტორფით, კომპოსტით. პირველივე წელს შემოდგომაზე დამატებით აძლევენ აზოტიან სასუქს ზრდის ტემპის მოსამატებლად.
მოვლა: ერთადერთი, რაც მას სჭირდება, განსაკუთრებოთ გვალვაში, მორწყვაა, ასევე უხვად რწყავენ მას კოკრობისას, კვების მერე და ყვავილობის დროს, სჯობს შედარებით იშვიათი, მაგრამ  უხვი მორწყვა.
ასევე ესაჭიროება საკმაოდ მაღალ ფენად მულჩირება - 5-8სმ, მულჩას ადრე გაზაფხულზე აახლებენ.  სეზონზე რამდენჯერმე უფხვიერებენ მიწას. უხვი ყვავილობისთვის რეგულარულად სჭირდება სასუქიც - ტრადიციულად ადრე გაზაფხულიდან. იყენებენ კომპლექსურ ან აზოტიან სასუქს. მეორედ შეაქვთ კოკრობისას. მესამედ და მეოთხედ - ყვავილობისას და  მის შემდეგ - ეს ბოლო ფოსფორ-კალიუმიანი უნდა იყოს. თუ უხვ ყვავილედებს მის ტოტები ვერ უძლებს და ტყდება, დამატებით დასჭირდება კალიუმიანი სასუქი.

მცენარეს გასხვლაც ესაჭიროება. ეს ხდება ადრე გაზაფხულზე, კვირტების დაბერვამდე. მთავარია სანიტარული გასხვლა - აშორებენ სუსტ გამხმარ ტოტებს, საღ ტოტებს კი უმოკლებენ 3-4 კვირტამდე. შეიძლება ფორმირებისთვისაც გაისხლას და ნებისმიერი ფორმა მიეცეს ბუჩქს. თუ ყვავილედები ზომაში შემცირდა და ნაკლებად გამოაქვს, მაშინ უფრო კარდინალურად ისხვლება.
გვიან შემოდგომაზე აშორებენ მოყვავილებულ ნაწილებს, როდესაც ტოტები წვრილი და სუსტია, რომ თოვლმა არ გადატეხოს, მაგრამ თუ ტოტები მსხვილია, უტოვებენ ზამთრის ბაღის გასალამაზებლად. ყვავილობისას ზოგჯერ სჭირდება საყრდენიც.
გამძლეობა: მცენარის ერთერთი მთავარი უპირატესობაა. იგი ყინვაგამძლე, ზამთარმედეგი, სწრაფად აღდგენის უნარის მქონე მცენარეა. ამ თვისებით იგი სჯობს მსხვილფოთოლა, ხისებრ და სხვა ჯიშებს. უძლებს - 25 გრ საც და უფრო დაბალ ტემპერატურასაც, თუ სწორ ადგილს შეურჩევთ. მას შეუძლია ანომალურ სიტუაციასაც გაუძლოს და თუ ტოტები მოეყინება, სწრაფად აღიდგენს და კარგად იყვავილებს მიმდინარე წელსვე. ეს ბუჩქი დიდხანს ცხოვრობს, თითქმის 50 წელი იყვავილებს და გაალამაზებს ბაღს, თუ ადგილს შეურჩევთ სწორად და კარგ პირობებს შეუქმნით.
დაავადებები: მცენარე საკმაოდ მედეგია დაავადებების და მავნებლებისადმი.
გამრავლება: იგი ადვილად მრავლდება გადაწვენით, - ტოტს ამაგრებენ მიწაზე და მუდმივად ატენიანებენ. ასე ტოტი სწრაფად დაფესვიანდება. შეიძლება მისი გამრავლება კალმითაც - საგაზაფხულო გასხვლის შემდეგ დარჩენილი ტოტებით, რომლებზეც 4-5 კვირტია დარჩენილი. ტოტს ავლებენ ზრდის სტიმულატორში, რგავენ მჟავე ფხვიერ მიწაში მოჩრდილულ ადგილზე  სითბოში, და ხშირად რწყავენ.
ზაფხულში დაკალმება ცოტა რთულია - ამისთვის მხოლოდ 5 დღეა  - 10-15 ივნისის პერიოდი. ჭრიან გახევებულ ტოტებს ბუჩქის ქვედა მხრდან, რომლებზეც არაა საყვავილე კვირტები. მათაც ავლებენ ზრდის სტიმულატორში, ქვედა ფოთლებს აცლიან, ზედა ფოთლებს უმოკლებენ. დაფესვიანებას 1 თვე სჭირდება  ჩრდილში სათბურის პირობების შექმნისას.

https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/226-hortenzia.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის

17 June 0 5 548
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно