ვარდების მოვლა გაზაფხულზე
ვარდების საგაზაფხულო სხვლა და პირველი დამუშავება - მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ღონისძიებაა,რომელზეც დამოკიდებულია თქვენი ყვავილნარის სილამაზე.როგორ უნდა მოიქცეთ რომ არ ავნოთ მცენარეებს,მოგითხრობთ ამ ასტატიაში.
ვარდს ტყუილად არ უწოდებენ ყვავილების დედოფალს.ეს ლამაზმანი ასწლეულების განმავლობაში განდიდებული იყო არ მხოლოდ მეყვავილეების,არამედ პოეტებისა და მხატვრების მიერაც.რთულია მოძებნო ისეთი ბაღი,სადაც ერთი ვარდის ბუჩქი მაინც არ იზრდება.
ეს ყვავილი სულაც არაა ისეთი ჭირვეული,როგორადაც ბევრს მიაჩნია,მაგრამ მაინც - ის სწორად მოვლას მოითხოვს.ერთ ერთი მთავარი პროცედურა ვარდისათვის არის - საგაზაფხულო სხვლა და მავნებლებზე დამუშავება.მოდით გავერკვეთ,როგორ უნდა ჩატარდეს ეს სამუშაოები სწორად.
ვხსნით საფარველს ვარდებს ისეთი კლიმატის პირობებში,სადაც ზამთარში ტემპერატურა -5 გრადუსზე დაბლა ეშვება,ვარდის ბუჩქებს შეფუთვა ესაჭიროება,გამონაკლისის გარეშე.საფარველის დროულად მოხსნა - ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც მისი დროულად დაფარება.საკმარისია შეაგვიანოთ - მცენარე დაიწყებს ჩახურებას.გაზაფხულის დასაწყისში ვარდებს ნელ-ნელა აკაჟებენ,ხდიან მათ საფარველს ჩრდილოეთის მხრიდან,რომ დაიცვან დამწვრობისგან.ზამთრის საფარველს ბოლომდე აცილებენ მას შემდეგ,რაც ყინვები მოსალოდნელი აღარ იქნება.
ვარდის პირველი სგაზაფხულო სხვლა ვარდი - ერთ-ერთი იმ მცენარეთაგანია,რომელთა გასხვლაც აუცილებელია მინიმუმ ორჯერ წელიწადში: გაზაფხულზე და შემოდგომაზე.სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ჩაატაროთ საზაფხულო სანიტარული სხვლა.
იმაზე,თუ როგორ გაართმევთ თავს ბუჩქის პირველ სხვლას,დამოკიდებულია მისი ყვავილობის სიუხვე.საგაზაფხულო კრეჭვა შემოდგომისაზე უფრო მნიშვნელოვანია.თუ ძირითად სამუშაოებს სეზონის დასაწყისში ჩაატარებთ და არა დასასრულს,მცენარე უკეთ გამოიზამთრებს
სეკატორი,რომლითაც გასხვლას აპირებთ,სუფთა უნდა იყოსმაშ ასე, თქვენ აიღეთ სეკატორი.რა უნდა გააკეთოთ შემდეგ? პირველ რიგში დაუნდობლად მოიშორეთ ყველა დაზიანებული,მოყინული და გამხმარი ტოტი. შემდეგ მოაჭრით ყველა ყლორტი და ტოტი,რომელიც ბუჩქის შიდა მხარესაა მიმართული.
ყველა დანარჩენი ‘’პერსპექტიული’’ ტოტი,ჯანმრთელი,ძლიერი კვირტის ჩანასახებით,აუცილებელია შეიკრიჭოს.ცენტრალური ტოტები იჭრება კვირტის ჩანასახიდან 2 სანტიმეტრით ზემოთ.დანარჩენები - ისე, რომ ლამაზი,ჰარმონიული ფორმა მიიღოთ.
ვარდის ბუჩქის ფორმირების სქემა/ რამდენად საჭიროა ვარდის ბუჩქისათვის ტოტების შეჭრა,დამოკიდებულია კლიმატზე.რაც უფრო სამხრეთშია - მით ძლიერად ესაჭიროება გასხვლა.ეს იმიტომ,რომ შუა სარტყელში ვარდები უფრო მელა იზრდება.
რა სიმაღლეზე გადავჭრათ?
ვარდის სახეობა | გრილი კლიმატი | სამხრეთის კლიმატი |
ბუჩქოვანი | 30 სმ | 10 სმ |
ტანმაღალი,ფლორიბუნდა | 70 სმ | 50 სმ |
ჩაის ჰიბრიდი | 100 სმ | 80 სმ |
გახსოვდეთ! შტამბოვანი და მხვიარა ვარდები არ საჭიროებენ მაშტაბურ სხვლას.გაზაფხულზე აჭრიან მხოლოდ ავადმყოფ,შესქელებულ და შიგნით მზარდ ტოტებს.
ვარდის დამუშავება მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ვარდებს მიდრეკილება აქვს სოკოვანი დაავადებებისადმი,ხშირად ავადდებიან მავნებელი მწერებით,ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად ჩავუტაროთ მათ დამუშავება.
ადრე გაზაფხულზე,ვიდრე ვარდები ზრდას დაიწყებენ,მათ ამუშავებენ მიკროორგანიზმების, მწერების კვრცხების და ლარვების საწინააღმდეგოდ.კონკრეტული ვადები დამოკიდებულია ამინდზე და კლიმატურ ზონაზე.ჩვენს კლიმარურ ზონაში ეს პერიოდი თებერვალ-მარტს ემთხვევა.
სოკო,რომელიც ვარდებს აზიანებს,იზამთრებს მცენარეზე და ნიადაგში,ამიტომ საჭიროა არა მხოლოდ ვარდის,არამედ გარშემო ნიადაგის დამუშავება.
გასხვლისთანავე ბუჩქებს და მათ გარშემო ნიადაგს ამუშავებენ სპილენძის სულფატის 1%-იანი ხსნარით.ეს ხელს შეუშლის ღეროების კიბოს განვითარებას /ინფექციური სიდამწვრე/.
ნაცრის სოკოს განვითარების,შავი ლაქიანობის,რუხი სიდამპლის წინააღმდეგ ვარდებს ამუშავებენ რკინის სულფატის 3%-იანი ხსნარით.ასეთი პროფილაქტიკური სამუშაოები მინიმუმ ერთხელ უნდა ჩატარდეს ზაფხულის განმავლობაში,ყვავილობის პირველი ტალღის შემდეგ.
დაიმახსოვრეთ! თუ ვარდი ძლიერად არის დაზიანებული სოკოთი/დაზიანებულია ორზე მეტი ტოტი/,ის უნდა ამოითხაროს და დაიწვას.ასეთი მცენარის გადარჩენა სამწუხაროდ შეუძლებელია.
სულფატით პირველი დამუშავებიდან ორი კვირის შემდეგ მცენარეს უნდა შეასხუროთ უნივერსალური პრეპარატი,რომლის შემადგენლობაში შედის ინსექტიციდები და ფუნგიციდები.ვარდი დაცული იქნება ჟანგით,ნაცრის სოკოთი,ბუგრით დაზიანებისაგან.ასეთი პროცედურა უნდა გაიმეოროთ 2 კვირაში/აუცილებელი მიმდევრობით - ყვავილობის პირველი ტალღის შემდეგ და მეორე ტალღის დასაწყისში/.
დაიმახსოვრეთ!თუ თქვენ გეგმავთ ვარდის ფურცლების კულინარიული ან კოსმეტიკური მიზნებით გამოყენებას,რათქმა უნდა ‘’ქიმიისაგან’’ თავი უნდა შეიკავოთ.გამოიყენეთ მხოლოდ მცენარეული ფუნგიციდები.
ვარდის ახვევა ვარდების ჯიშების უმეტესობა არ მოითხოვს დამატებით საყრდენს.ახვევა ხდება შეწამვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში,როდესაც კვირტებს ზრდა დაეტყობათ.ოპტიმალური ვარიანტია - ვარდები რბილი ბაღის მავთულით მიამაგროთ საყრდენზე,რომ არ დაზიანდეს ის.
არსებობს ვარდების ახვევის მრავალი საინტერესო ვარიანტივარდების კვება გაზაფხულზე ვარდისთვის მთავარი მინერალებია - აზოტი,კალიუმი,ფოსფორი და მაგნიუმი.თუმცა არ უნდა დაივიწყოთ,რომ თუნდაც აზოტის სიჭარბის დროს ვარდს უფრო ადვილად აზიანებს სოკოვანი დაავადებები.ამიტომ სასურველია მცენარეს მიაწოდოთ კომპლექსური სასუქები,რომლებიც ვარდებისთვისაა განკუთვნილი და ზუსტად მიყევით ინსტრუქციას.
ვარდების საგაზაფხულო კვება - ძირითადია.მასზეა დამოკიდებული მცენარის ჯანმრთელობა და სილამაზე.პროლონგირებული/ხანგრძლივი მოქმედების/ სასუქის გამოყენების შემდეგ,ვარდების ყვავილობის პირველი ტალღის დასასრულს,სასუქი განმეორებით უნდა მიაწოდოთ.
მნიშვნელოვანია! არ ღირს შემოდგომით სასუქის მიწოდება,განსაკუთრებით შუა სარტყელის პირობებში.მცენარე ვერ მოასწრებს მოსვენების პერიოდში გადასვლას და ცუდად გამოიზამთრებს.
იმაზე,თუ რამდენად სწორად მიაწოდებთ პირველ სასუქს,დამოკიდებულია ვარდის ყვავილობის სიუხვე.
იმისათვის,რომ თქვენი ვარდები კარგად გამოიყურებოდეს,მათ არა მხოლოდ მინერალები,არამედ ორგანული სასუქებიც ესაჭიროებათ: საქონლის გადამწვარი ნაკელი ან ქათმის სკინტლი.ქათმის სკინტლი მინერალებთან ერთად უნდა მისცეთ 1:1 შეფარდებით.ნაკელი ერთ ბუჩქს ეყრება ქვეშ ერთი ნიჩაბი.
მნიშვნელოვანია! ყველა სახის სასუქი ტენიან ნიადაგში უნდა შეიტანოთ.კვების წინ ვარდები კარგად უნდა მოირწყას.
ვარდის მულჩირებისათვის იყენებენ ხის ქერქებს,ხრეშს,გამხმარ წიწვებს.
ვარდების მულჩირება სასუქის მიწოდების შემდეგ აუცილებელია ვარდის მულჩირება.ეს დაეხმარება ნიადაგის ოპტიმალური მიკროკლიმატის შენარჩუნებას და ხელს შეუშლის მისგან საკვები ნივთიერებების გამორეცხვას.
მულჩირების წინ თვითოეული ბუჩქის ქვეშ ერთი ვედრო კომპოსტი უნდა დაიყაროს,შემდეგ კი მცენარის გარშემო ნიადაგს ეყრება მულჩა.
მნიშვნელოვანია! მულჩა არ უნდა ეხებოდეს ღეროს ძირს.
რასაკვირველია,ყველა ეს სამუშაო ერთ დღეს არ ტარდება,ამიტომ რეკომენდებულია გაანაწილოთ ვარდების საგაზაფხულო მოვლის ყველა ეტაპი რამოდენიმე დღეზე.მთავარია- არ გაუშვათ მომენტი,ვიდრე მცენარე ზრდას დაიწყებს.