გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ვარდების დაავადებების შესახებ?

თანამედროვე სელექცია ახალი ჯიშების გამოყვანისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გვარცელებული დაავადებებისადმი მდგრადობაზე,მაგრამ დაავადების ალბათობა მაინც რჩება.

დაავადებების მიმართ განსაკუთრებით მიდრეკილია ჩაის ჰიბრიდი ვარდის ჯიშები.ადრე გამოყვანილ ჯიშებს მუდმივად ესაჭიროებათ იმუნიტეტის ამაღლება,სხვადასხვა ბიო-კოქტეილების მიწოდება (‘’ეკობერინი’’, ‘’Здоровый сад’’).

შავი ლაქიანობა ფოთლების და ახალგაზრდა ყლორტების სოკოვანი დაზიანება შავი და მონაცრისფრო-ყავისფერი ლაქების სახით.

ბრძოლის მეთოდები: დაზიანებული ფოთლების მოცილება,მონაცვლეობითი სამჯერადი შეწამვლა მანკოცების/მაგ.პროფიტ გოლდი/  და ტრიაზოლის /მაგ. სკორი ან ტოპაზი/შემცველი პრეპარატებით,ერთი კვირის ინტერვალით /სულ 6 შესხურება/
ვარდების შავი ლაქიანობა/

ნაცროვანი სოკოები ახალგაზრდა ფოთლებზე ჩნდება მოწითალო ლაქები,რომელიც გამოწვეულია სოკოსაგან.დაზიანებული ყლორტები,კვირტები და ფოთლები იფარება მოთეთრო ნაფიფიქით,ფოთლები ცვენას იწყაბს.დაავადების ხელსაყრელი ფაქტორებია: მაღალი ტენიანობა +18-20 გრადუს ტემპერატურის პირობებში,ასევე მისი მკვეთრი ცვალებადობა.

პრპოფილაქტიკა: ნერგები უნდა დაირგას კარგად განიავებად ადგილზე,დამუშავდეს ნაკელის და ნაცრის სუსტი ხსნარებით.

ბრძოლის მეთოდები: შეასხურეთ ფუნგიციდები და ტრიაზოლები /ტოპაზი,სკორი/
ნაცრის სოკო/

ცრუ ნაცრის სოკო ფოთლებზე ჩნდება მოწითალო-მოყავისფრო კუთხოვანი ლაქები,რომლებიც ზომაში იმატებს,ფოთოლი დეფორმირდება.დაავადებული კვირტები შავდება და ხმება.შავი ლაქიანობისაგან განსხვავებით,რომლის დროსაც ფოთლების ცვენა ქვემოდან იწყება,ნაცროვანი სოკოს შემთხვევაში ფოთლები ზემოდან იწყებს ცვენას.

პროფილაქტიკა: მიაწოდეთ კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები.

ბრძოლის მეთოდები: შეაჭერით დაავადებული ყლორტები,დაამუშავეთ მცენარე ფიტოფტორის საწინააღმდეგო ფუნგიციდებით/მაგ.პროფიტ გოლდი/
ცრუ ნაცრის სოკო/

ინფექციური სიდამწვრე ღეროებზე ჩნდება შავი ლაქები წითელი ორეოლებით,რომლებიც გაზაფხულზე სწრაფად მატულობს ზომაში.

ბრძოლის მეთოდები: მოაჭერით დამწვარი ტოტები ჯანმრთელ ქსოვილამდე.შეიძლება ამოჭრათ ნაწილობრივაც,ბასრი დანის საშუალებით,ჭრილობებზე წაუსვით ბაღის მალამო ან ‘’რან ნეტი’’
ინფექციური სიდამწვრე/

ჟანგი სოკოვანი დაავადება,რომლის დროსაც გაზაფხულზე,ფოთლის ზედა მხარეზე ჩნდება ნარინჯისფერი ამობურცული ადგილები.მოგვიანებით ყალიბდება ყვაითელი და წითელი ლაქები,ყლორტები სქელდება,დეფორმირდება და უჩნდება ნახეთქები.ჟანგის გამომწვევი ხელსაყრელი ფაქტორებია: მაღალი ტენიანობა,განსაკუთრებით გაზაფხულზე.

პროფილაქტიკა: მთელი მცენარე ყვავილობამდე უნდა დამუშავდეს კალიუმის ნიტრატის 0,3%-იანი ხსნარით და 0,3%-იანი სუპერფოსფატის ნაწურის ხსნარით.

ბრძოლის მეთოდები: დაზიანებული ყლორტების შეჭრა და დაწვა.ძლიერი დაზიანების შემთხვევაში უნდა ამოძირკვოთ და დაწვათ ყველა მცენარე.
ჟანგი ვარდზე/

ვარდია ვირუსული ინფექციები - სიმპტომები და მკურნალობა ვარდი საკმაოდ ჭირვეული მცენარეა.არასწორი მოვლის შემთხვევაში ისინი ხშირად ავადდებიან,რომელთაგან ყველაზე საშიშია -  ვირუსული დაავავდებები.

ამ ვირუსული დაავადებების უმრავლესობის ამოცნობა ადრეულ სტადიაში პრაქტიკულად შეუძლებებლია.იმისათვის რომ დაავადების რისკი შემცირდეს,აუცილებელია  პროფილაქტიკური ზომების მიღება,მათგან უმთავრესია ბუჩქების ვიზუალურად დათვალიერება რეგულარულად.

ვარდის ზოლიანობის ვირუსი ამ დაავადების გამომწვევია - ვირუსი Rose streak virus.მისი გარეგნული ნიშანია ფოთლის ფირფიტების კონტურებზე მუქი არშიის გაჩენა.მოგვიანებით მუქ ფერს იღებს ფოთლის ძარღვებიც.ყლორტებზე ჩნედება გადღაბნილი ყავისფერი ლაქები.სამწუხაროს ეს დაავადება არ იკურნება.მის გავრცელებას ხელს უშლის დაზიანებული ადგილების მოჭრა.

ვარდის ბუჩქის ძლიერი დაზიანებისას მას თხრიან და წვავენ,ასევე იწვება ყველა მოჭრილი ტოტი.სამუშაოს შემდეგ ინსტრუმენტები რეკომენდებულია დეზინფიცირდეს სპირტით ან კალიუმპერმანგანატის ხსნარით./2.ვარდის ზოლიანობის ვირუსმა შესაძლოა დაღუპოს მცენარე/

პომიდვრის ბრინჯაოს ვირუსი ეს დაავადება გადააქვთ მწერებს - ტრიფსებს.ჩნდება მოთეთრო ლაქები ფოთლებზე და მათ ძარღვებზე.მცირე ხნის შემდეგ ასეთი ფოთლის ფირფიტები კვდება.მკურნალობის მეთოდი არ არსებობს.მისი აღმოჩენის შემთხვევაში იჭრება დაზიანებული უბნები და იწვება.

თუ დაავადებულია მთელი მცენარე,აუცილებელია მისი სრული განადგურება.რადგან ვირუსი ტრიფსების მეშვეობით ვრცელდება,მისი დაავადების საშიშროების შემცირება ამ მწერების წინააღმდეგ ბრძოლით შეიძლება.მცენარე ინსექტიციდით რამდენჯერმე უნდა დამუშავდეს.

ვარდის ვირუსული ჭკნობა ვირუსული ჭკნობის დროს დეფორმირდება ბუჩქი.ჯერ ფოთლები კარგავს ფორმას: ხდება ვიწრო და თხელი,ბოლოს ძაფისებური.შემდეგ ავადდება ტოტები,წყდება კვირტების წარმოქმნა,რაც ამ დაავადების ერთ-ერთი ნიშანია.რამდენიმე თვეში ვარდის ბუჩქი მთლიანად ხმება.

მცენარის ვირუსისაგან განკურნება შეუძლებელია.პირველივე ნიშნებიდან აუცილებელია მოიჭრას დაავადებული ყლორტი.შემდეგ განაგრძეთ ბუჩქზე დაკვირვება,თუ დაავადება ისევ გავრცელდება,აუცილებელია ბუჩქის ამოთხრა და დაწვა.არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მცენარე,იმ იმედით რომ ახალ ყლორტებს ამოიყრის.საშიშროებაა რომ სხვა ბუჩქებზე დაავადება გავრცელდება.

ვირუსული ჭკნობა არ იკურნება/

თამბაქოს ნეკროზის ვირუსი ეს ვირუსი აზიანებს არა მხოლოდ ვარდებს ,არამედ 40-მდე სახეობის მცენარის ოჯახს.იგი გადაეცემა ზოოსპორების მეშვეობით და დაზიანებული ყლორტების წვენით.დაავადება ვლინდება ნეკროზული ლაქების სახით ფოთლებზე.გარკვეული ხნის შემდეგ ფოთლის ფირფიტები სრულიად შავდება და ცვივა.

დაავადებული ვარდები წყვეტენ ყვავილობას.პროფილაქტიკისათვის ვარდებს უნდა შეესხუროს ინსექტიციდები ტრიფსების წინააღმდეგ.

მოზაიკური მჭრელის ვირუსი ეს ვირუსი გადაეცემა მცენარის წვენით,ასევე ნემატოდებით.ვარდების ამ ვირუსით დაავადების პირველი ნიშანია - ფოთლებზე მრგვალი ნეკროზული ლაქების გაჩენა,რომელიც მალევე მოიცავს მთელ ფართობს.

დაავადების სუსტი მიმდინარეობისას ჩნდება არა შავი-არამედ ქლოროზისათვის დამახასიათებელი ლაქები.მოჭრილი ტოტები და დაავადებული ბუჩქი მთლიანად უნდა დაიწვას.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

 

16 June 0 23 017

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно