თესლის მომზადება დასათესად

სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული თესლი აქვს. არსებობს მცენარეები, რომელთა თესლი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, მასში ჩანასახი კონსერვდება და მერე დიდხანს ამოდის. ასე ხდება, მაგალითად სტაფილოს ან კამას შემთხვევაში, დავთესავთ და ველოდებით, მცენარე კი არ ჩანს და 2 - 3 კვირის მერე ამოდის. მაგრამ შეიძლება მათი სტიმულაცია, რომ უკვე ერთ კვირაშიც ამოიწვეროს. ამისთვის დათესვამდე რამდენიმე საათია საჭირო.
დაგჭირდებათ სააფთიაქო სპირტი ერთი კოვზი და იგივე ოდენობის წყალი, აურიეთ კარგად და შიგ ჩაყარეთ თესლი, დაახლოებოთ 2 გრ. ამდენი იყიდება დაფასოებულ პაკეტებში. ეს საკმარისია, რომ 20 წთ ის განმავლობაში თესლი კარგად დასველდეს, შიგნითაც ცხიმი რბილდება და ჩანასახს საშუალება ეძლევა უფრო სწრაფად წამოიზარდოს.
20 წთ ის შემდეგ თესლი ჩაძირულია. სითხეს გადაასხამთ სხვა ჭურჭელში, ეს ხსნარი კიდეც სტიმულაციაა ზრდისთვის და კიდეც დეზინფიცირებას უკეთებს თესლს. მერე მას უნდა გადაავლოთ წყალი და დადოთ მშრალ ტილოზე, სველი თესლის დათესვა ცოტა მოუხერხებელია. ცოტა რომ შეშრება გარედან, მერე შეიძლება დათესვაც.
თუ თესლი წვრილია, ურევენ სილას და ისე მოაყრიან მიწას. სჯობს მდინარის ქვიშის გამოყენება ამისთვის. თუმცა კანონით კვლებში დათესვა სჯობს. კვალი სიღრმეში 1,5 სმ უნდა იყოს, მერე ირწყვება და მერე იყრება სილაგარეული თესლი ამ ზოლის გაყოლებით.
მიწას ზემოდანაც აყრიან, მერე კი ოდნაც ტკეპნიან, რომ მიწასთან კარგი შეხება ჰქონდეს თესლს. ასე მცენარე უფრო ადვილად და სწრაფად ამოვა. დასათესად მიწაც მზად უნდა იყოს - ნამიანი, ფხვიერი და განოყიერებული, განსაზღვრული მჟავეობის.                 ზემოხსენებული კულტურებისთვის საჭიროა ph - 6-6,5. მჟავეობის დასადგენად იყენებენ ხელსაწყოებს, ან უფრო მარტივად, ლაკმუსის ქაღალდს. მათი საშუალებით ადვილი დასადგენი ხდება ნიადაგის მჟავიანობა.

 
 https://yvavilebismovla.ge/movla/271-dasafesvianebeli-naturaluri-stimulatorebi.html
 თარგმანი თ. სუპატაშვილის                                                                                               

15 June 0 3 255
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно