მცენარეების დაცვა ჭინჭრის, შვიტას და გვიმრის ნაყენით

 მცენარეთა დაცვისთვის დღეს უამრავი საშუალება არსებობს და მათი შერჩევა გამოცდილ მებაღეებსაც უჭირთ. არსებობს კლასიკური, ახალი ბიოტექნოლოგიური პრეპარატები, ხალხური საშუალებებიც ბევრია, საუკუნეებით გამოცდილი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო. ასეთ ხალხურ საშუალებებს შორის გამოირჩევა ჭინჭრის, შვიტას და გვიმრისგან დამზადებული პრეპარატები. სხვა საშუალებებისგან განსხვავებით ისინი არ აზიანებენ მცენარეებს, მოქმედებენ რბილად, აძლიერებენ მათ და ზრდიან მედეგობას სამომავლოდ. ამ მცენარეების შემადგენლობაში საკმაოდ სასარგებლო ნივთიერებებია, რომლებიც იცავენ კულტურულ მცენარეებს, მათი მომზადება საკმაოდ მარტივია, ინახება დიდხანს, მომდევნო წელსაც კი შეიძლება გამოყენება, თუ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში გრილ ბნელ ადგილას შეინახავთ. 1 ჭინჭრის ნაყენი: ჭინჭარი, ზოგადად სარეველაა და იშვიათად სამკურნალო ბალახეულადაც იყენებენ, ეს საკმაოდ აგრესიული მცენარე ძალიან სასარგებლოა ბაღისთვისაც. მისი ნაყენი უნივერსალური დამცავი საშუალებაა დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისთვი, იგი შესანიშნავი სასუქიცაა, ბევრ სასარგებლო ბიოაქტიურ ნივთიერებებს სეიცავს, მავნებლების წინააღმდეგ იყენებენ მის მწვანე მასას ყვავილობამდე, გაზაფხულზე კრეფენ ან მასიურად კრეჭენ. მისი გამოყენებით იზრდება მცენარის იმუნიტეტი, წინააღმდეგობის უნარი დაავადებებისადმი. კარგად მოქმედებს ფიტოფტორაზე, ქლოროზზე. სოკოვან დაავადებებზე, ეფექტურია ბუგრის და აბლაბუდა ტკიპას საწინააღმდეგოდ, შესანიშნავია ვარდებისთვის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
- 1კგ დაქუცაცებულ ფოთლებს ასხამენ 10ლ ცივ წყალს.12 სთ შემდეგ წურავენ.
ფიტოფტორას ებრძვიან მისი ნახარშით, რისთვისაც 2ჯერ ნაკლებ წყალში ხარშავენ და გაციებისთანავე იყენებენ. ნაცარა სოკოს წინააღმდეგ მას ხარშავენ 30 წთ, იმავე თანაფარდობის წყალში.
სასუქად, მიწის დასამუშავებლად მომზადებულ ნაყენს უმატებენ 1 ჭ კირის ფქვილს და დებენ 1 კვირა, ხსნარი დადუღდება და მუქდება, მიღებულ ხსნარს აზავებენ 1:10. და იყენებენ


2. შვიტა: ეს მცენარეც ნაკლებ დაფასებულია, თუმცა სილიციუმის მჟავის შემცველობით რეკორდსმენ მცენარედ მიიჩნევა, სეზონზე მასში მჟავის რაოდენობა იცვლება. პიკს აღწევს ზაფხულის ბოლოს. მისი ნაყენი ებრძვის სოკოვან დაავადებებს და მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან, კარგად მოქმედებს, როგორც პროფილაქტიკური საშუალება და  გამოიყენება ყველაზე მგრძნობიარე მოყვავილე და ნაყოფის მომცემ მცენარეებთან სამუშაოდ, კარგად იცავს მოცხარს, ვაშლს და კომბოსტოს მავნებლებისგან.
 - 1კგ ტოტებს ალბობენ 10 ლ წყალში, დებენ 12 სთ, მერე წამოადუღებენ, აციებენ. წურავენ, აზავებენ 1:5 და იყენებენ
ჟანგასთან ბრძოლისთვის მის ტოტებს ხარშავენ 20 წთ, მერე კარგად აზავებენ - 1: 20. თვეში ერთხელ მის ნაყენს ასხურებენ სეზონზე სოკოს წინააღმდეგ პროფილაქტიკისთვის, თუ დაზიანება ახალდაწყებულია, საკმარისია კვირაში 1-2 ჯერ, თუ შორსწასულია, ყოველდღეც კი, მისი გამოყენება სასურველია დღისით - მზეზე მისი მოქმედება უფრო ეფექტურია, ვიდრე დილით. 

 
3. გვიმრა: მცენარე მეტად ეფექტურია მიწის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მის ფოთლებს იყენებენ ლოქორების წინააღმდეგ .  ადრე გაზაფხულზე ხეხილის და კენკროვნების ბაღში იყენებენ მის ნაყენს. იგი ეფექტურად ებრძვის ბუგრს, მცენარის გარშემო ამუშავებენ მიწასაც ამ ხსნარით. - მერე მცენარეს აღარ აწუხებს ლოკოკინა და ლოქორა.
- 1კგ დაქუცმცებულ ფოთლებს ასხამენ 10 ლ წყალს, ახურავენ თავზე და დებენ დასადუღებად. პროცესის დასრულების მერე წურავენ, აზავებენ 1:10 და ამ ხსნარით რწყავენ  ან ვარჯს ასხურებენ , ბუგრით ძლიერ დაზიანებულ მცენარეებს უფრო კონცენტრირებული ან გაუზავებელი ხსნარით ნამავენ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/221-winwari-sasuqad.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

15 June 0 3 473
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно