გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ მოვუაროთ ოთახის ვარდს სახლის პირობებში

სახლის პირობებში ძირითადად ზრდიან რემონტატულ, ჰიბრიდულ, პოლიანტურ ან პერნეციანულ ვარდებს. ისინი გარეგნულად ჰგავს ეზოს ვარდს, ოღონდ უფრო პატარა ზომისაა. მათ სასიამოვნო სურნელი, სხვადასხვა ფერის და ფორმის ყვავილები აქვთ. სწორი მოვლით იყვავილებენ ადრე გაზაფხულიდან გვიან ზაფხულამდე.
ტემპერატურა: მას ზომიერი ტემპერატურა მოსწონს, 14-20გრ. ოქტომბრიდან თებერვლამდე მოსვენების პერიოდში კი -  5-8 გრ.
განათება: სინათლის მოყვარულია და საუკეთესო ადგილი - მზიანი რაფაა. არასაკმარისი განათებისას კი ზრდის პერიოდში ამატებენ განათებას დღის ნათურებით.
მორწყვა: მას უხვად რწყავენ, მაგრამ ზედმეტ წყალს ვერ იტანს. ყვავილობის დროს მიწის შეშრობისთანავე რწყავენ.
ჰაერის ტენიანობა: მას ტენიანი ჰაერი სჭირდება, ამიტომ დღეში 2ჯერ ასხურებენ.
მოვლის თავისებურებანი: ვარდს ზრდიან ნოყიერ ნიადაგში სუფთა ჰაერზე, ხშირად უფხვიერებენ მიწას. ყვავილობისას კვირაში ერთხელ კვებავენ. მისი მორწყვა არ შეიძლება ცივი წყლით. ზამთრის დადგომამდე მას სხლავენ, თითო ტოტზე ტოვებენ 5 ცოცხალ კვირტს. ისხვლება მზარდ მთვარეზე.
ზრდა: სახლის პირობებში ვარდი იზრდება 50 სმ მდე. ყვავილობა გრძელდება 30-170 დღე.
გადარგვა: შემოდგომაზე ვარდი უნდა გადაირგას საჭიროებისას, თანაც მიწიანად და საკმაოდ ფრთხილად, რომ ფესვები არ დაზიანდეს.
გამრავლება: ვარდი მრავლდება გაზაფხულზე კალმით, ან შემოდგომაზე  გასხვლისას დარჩენილი ტოტებით. სეკატორით ტოტებს ჭრიან 15 სმ ზომის ნაწილებად 3 -4 ცოცხალი კვირტით თითოზე, უტოვებენ 3-4 ფოთოლსაც, დებენ წყალში დასაფესვიანებლად. 2კვირაში მას ფესვი გამოუვა, მაგრმ რგავენ მას მერე, რაც ფესვები კარგად დაიტოტება.
დაავადებები: მას სხვა ოთახის მცენარეების მსგავსად ემართება სხვადასხვა დაავადება ან უჩნდება მავნებლები. თუ ვარდს დამეართა ნაცარა სოკო ან ნაცრისფერი ლპობა, მას ამუშავებენ სოდიანი ხსნარით - 2 ჩ.კ. 1ლ წყალზე რამდენჯერმე, სანამ დაზიანებული ფოთლები არ დასცვივა. ქოთანს აფარებენ პოლიეთილენს. თუ ვარდის ფოთლებზე გაჩნდა ყავისფერი ლაქები, ასეთ ფოთლებს ტოტიანად აშორებენ.  მოყვავილებულ ნაწილებს აცლიან, რომ ყვავილობა გახანგრძლივდეს.
სასარგებლო თვისებები:  ვარდს სამკურნალო თვისებები აქვს, ძველად ვარდის წყლით მკურნალობდნენ ნერვულ დაავადებებს. ფილტვების დაავადების დროს კი ურჩევდნენ ვარდის თაიგულის სურნელით დამტკბარიყვნენ. ეთერზეთებს იმუნური სისტემის მასტიმულიტრებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას, აახალგაზრდავებს და აღადგენს უჯრედებს, არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემის მუშაობას. ვარდის ფურცლებში მთელი მენდელეევის პერიოდული სისტემის ელემენტებია. წყლიანი ექსტრაქტები დაზიანებულ კანს აღადგენს, აქრობს ანთებას და აქერცვლას.
რჩევა:  თუ გაჩუქეს ოთახის ვარდი, არ იჩქაროთ მისი გადარგვა - ჯერ უნდა შეეგუოს ახალ მიკროკლიმატს დაახლოებით 2 კვირა, თუ მცენარე ყვავილობს, მაშინ კიდევ უფრო იქეთ სწევენ ვადას. ახალი ქოთანი ცოტათი დიდი უნდა იყოს ძველზე - 2-4 სმით დიამეტრში და 5-7სმ ით სიმაღლეში. თუ ქოთანი კერამიკულია და სულ ახალი,  მას დარგვამდე ალბობენ თბილ წყალში 2 სთ ით, თუ ქოთანში ადრე სხვა მცენარე იყო ჩარგული, მას კარგად რეცხავენ თბილი წყლით და უხეში ჯაგრისით სარეცხი საშუალებების გარეშე.   https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/86-otaxis-vardebis-adaptacia.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

 

14 June 0 28 581

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно