ვაკალმებთ ვარდებს - 7 სასარგებლო რჩევა
ივლისი შესაფერისი თვეა ვარდების გასამრავლებლად,დაკალმების მეშვეობით.ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ პროცედურის სწრაფად და უპრობლემოდ ჩატარებაში
ვიდრე რომელიმე კულტურის დაკალმებას დაიწყებთ,ჯერ უნდა გაარკვიოთ როდის ჯობს მისი გამრავლება.ვარდების შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: მათი კალმების მეშვეობით გამრავლება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება.
1.კალმები ძალიან გრძელი არ უნდა იყოს
დასაკალმებლად რეკომენდებულია ნახევრად გახევებული ტოტები შეარჩოით.საუკეთესო კალამს ორი-სამი კვირტი უნდა ქონდეს.მაგრამ თუ მუხლთაშორის დაშორებები გრძელია,უმჯობესია კალამი ერთი კვირტით იყოს,როგორც წესი გრძელი კალმები ცუდად და დიდხანს ფესვიანდება.
2.კალმები უნდა დაიჭრას ისე რომ კვირტიდან გარკვეული მანძილი დარჩეს
კალმის ზედა მხარე სწორად უნდა გადაჭრათ.გადაჭრა უნდა მოხდეს კვირტის ზემოდან,მისგან 0,5- 1 სანტიმეტრის დაშორებით.ქვედა მხარე ირიბად იჭრება,კვირტის ქვემოთ 1,5- 2 სანტიმეტრის დაშორებით.კალამს დაუტოვეთ მხოლოდ ორი ფოთოლი.მეტი ფოთოლი ტენს მეტად აორთქლებს,რაც არასასურველია კალმისთვის,რომელიც ისედაც დიდ სტრესს განიცდის.
ვარდის კალმები: ზედა მხარე სწორად,ქვედა კი ირიბად იჭრება/
3.დარგვის წინ მნიშვნელოვანია ტენის აორთქლების შემცირება
იმისათვის რომ კალამს დაეხუროს ფორები და შემცირდეს ტენის კარგვა,დარგვის წინ ისინი 20 წუთით მოათავსეთ წყალში.
4. კალმები ოდნავ უნდა ჩაიფლას მიწაში
კალმები უნდა დაირგას კარგად დატენიანებულ და ფხვიერ ნიადაგში.მიწის დეზინფიცირებისათვის ის წინასწარ მორწყეთ კალიუმპერმანგანატის/მარგანცოვკა/ ღია ფერის ხსნარით.ამის შემდეგ ნიადაგი ოდნავ დატკეპნეთ და ჩარგეთ კალმები,ისე რომ ქვედა კვირტი ნიადაგში დაიმალოს დაახლოებით 1 სანტიმეტრის სიღრმეზე.კალმების დასარგავი ადგილი ისე შეარჩიეთ,რომ მზე დილით ან საღამოს ანათებდეს,შუადღის მზე სასურველი არაა.
5. ვარდის კალმები აუცილებლად უნდა დასათბურდეს
თუ დასაკალმებლად სპეციალურ მოწყობილობას არ იყენებთ,მაშინ აუცილებელია მათ დააფაროთ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი /თვითოეულს ცალ-ცალკე/. უმჯობესია დიდი ზომის ჭურჭელი შეარჩიოთ,2 ან 5 ლიტრიანი.ერთი თვის განმავლობაში სათბური არ უნდა მოხსნათ.მათ შიგნით იქმნება განსაკუთრებული მიკროკლიმატი,რომელშიც კალმები კარგად ვითარდება და ფესვიანდება.
დარგვის შემდეგ კალმები დაასათბურეთ/
6. გადარგვამდე ვარდები დასათბურებული უნდა იყოს
როდესაც კალმებს ფოთლების ზრდა დაეწყება,სათბური პერიოდულად უნდა განიავდეს - მოხადეთ ბოთლებს თავსახურავები.თუმცა კალმები სათბურის ქვეშ მომავალ ზაფხულამდე უნდა იყვნენ.როდესაც ახალგაზრდა ვარდების მუდმივ ადგილზე გადარგვის დრო მოვა,სათბური შეიძლება მოხსნათ.
7. ზამთარში კალმები უნდა შეფუთოთ
ზამთარში ვარდებს დააფარეთ ნაძვის ტოტები დააფარეთ/პირდაპირ სათბურებზე/.ამ მიზნით ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გასხვლის დროს დარჩენილი წვრილი ტოტები.
ამ მეთოდით ჩაის ჰიბრიდი ვარდები შესანიშნავად ფესვიანდება,ასევე მხვიარა,ბაღის და ნიადაგმფარავი ვარდებიც.გახსოვდეთ ეს რჩევები და თქვენ აუცილებლად გექნებათ მთელი როზარიუმი. როგორ გავზარდოთ ვარდი თაიგულიდან?