გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ცოცხანა ბაღში

 დიდი ხნის წინ ამ მცენარეს საცხოვრებლის გასაწმენდად იყენებდნენ. ადრე სწამდათ, რომ  მას სურვილების ასრულებაც შეეძლო, კელტი ქურუმები მისგან სასმელს ამზადებდნენ, რომელიც ავი თვალისგან იცავდა ადამიანს. მას მედიცინაშიც იყენებდნენ. დღეს კი ძალიან დაფასებული ბაღის მცენარეა.
 ცოცხანა ერთ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, დაახლოებით 1 მ სიმაღლის. დღეს ცნობილია მისი 150 მდე სახეობა, უმეტესობა ხარობს ამერიკაში, ზოგიც აზია-ევროპაშია. მისი ფოთლები მუქი  მწვანე, დაკბილული და ოვალურია. ყვავილები პატარა, სხვადასხვა ფერის, შეკრული თავთავა ან მტევნისებრ ყვავილედად. პოპულარული ფერებია იისფერ-იასამნისფერი, ვარდისფერი, თეთრი, მათ სასიამოვნო სურნელი აქვთ, რაც განსაკუთრებით ძლიერდება საღამოს. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. თუ მოყვავილებულ ნაწილებს დროულად მოაშორებთ, ყვავილობა პირველ ყინვებამდეც გაგრძელდება.
მას ზრდიან ერთწლიან მცენარედ, რადგან იგი ზოგადად, ვერ უძლებს ყინვას და მხოლოდ სამხრეთით ძლებს გარეთ ზამთარში. დღეს პოპულარულია მისი ჰიბრიდები. ყველაზე გავრცელებული ჯიშებია - ეტნა, კარდინალი, კრისტალი და სხვ.
ადგილი ცოცხანასთვის: ნებისმიერ ადგილზე შეიძლება დაირგას ბაღში, თუმცა უკეთ ხარობს მზიან ნათელ ადგილზე, იგი კარგად უძლებს გვალვას და სიცხეს, მისი გაზრდა ასევე შეიძლება ჩამოკიდებულ კაშპოებში, პატარა კონტეინერებში, რადგან შედარებით პატარა ფესვები აქვს. მისი კომბინაცია შესაძლებელია სხვა მცენარეებთან,  მიქსბორდერებში, კლუმბებში, ალპინარიუმში,
მცენარეს რგავენ ნოყიერ მსუბუქ ნიადაგში. ასეთი ფხვიერი მიწა მის ფესვებს იცავს ზედმეტი ტენისგან. ღია გრუნტში  მის ჩითილებს რგავენ მას მერე, რაც ჰაერის ტემპერატურა ღამითაც მაღალი დარჩება, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მას არ მოსწონს და შეიძლება მოკვდეს კიდეც.
დათესვა:  ყველაზე ადვილი  მეთოდია გამრავლების. ამისთვის თესლს წინა დღით ალბობენ და მერე თესავენ კონტეინერებში, მაგრამ არა ღრმად. რამდენიმე დღეში ნათესი ამოიწვერება, თუ თბილა, მერე კონტეინერი გადააქვთ შედარებით გრილ ადგილზე   ერთი  კვირით. დაახლოებოთ 3 კვირაში  უკვე ძლიერი ღერები ამოვა. 

 
გამრავლება ტოტით: გვიან შემოდგომაზე ჯანმრთელ ბუჩქებს იღებენ მიწიანად და გადააქვთ სიგრილეში. სადაც დაახლოებით 10 გრ ია. ადრე გაზაფხულზე ირჩევენ საღ ტოტებს და აჭრიან ზედა ნაწილს, რომელზეც მინიმუმ 5 წყვილი ფოთოლია. გადანაჭერს ამუშავებენ ნახშირით, ქვედა ფოთლებს აშორებენ.
მოვლა: მოსავლელად ძალიან ადვილი მცენარეა, სჭირდება მხოლოდ მიწის დამუშავება, დროული მორწყვა, კვება. იგი საკმაოდ მედეგია დაავადებებისადმი და მავნე მწერებისადმი. საჭიროა ასევე მცენარის გარშემო სარეველების დროული მოთხრა, ეს - სანამ ახალგაზრდაა მცენარე, მაგრამ მოზრდილი ბუჩქი უკვე აღარ უშინდება სარეველებს და აღარც მიწის ხშირი გაფხვიერება იქნება საჭირო. მცენარეს კვებავენ გაზაფხულზე და ზაფხულში მინერალური ან ორგანული სასუქით 2 კვირაში ერთხელ, რწყავენ უხვად, განსაკუთრებით გვალვაში, მისი დანამვა კი არასასურველია - ეს იწვევს ყვავილედების ლპობას.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

14 June 0 5 515

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно