ოთახის მცენარეების ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ოთახის მცენარეები მხოლოდ სასიამოვნო სურნელით და დადებითი ემოციებით კი არ გვავსებენ,მათ შეუძლიათ უარყოფითი ენერგიის წყაროც იყვნენ.როგორ შევარჩიოთ სახლისათვის მცენარეები სწორად,რომლებიც პოზიტიური ენერგიით დაგვმუხტავენ?
რით შევქმნათ სილამაზე ჩვენს გარშემო? ყველაზე საუკეთესო ვარიანტი - ეს არის ყვავილები.ჩვენ ვტკბებით მათი სურნელით, ცქერით და რაც მთავარია ისინი სიცოცხლის მატარებელნი არიან, ყველა ყვავილს მართავს სიყვარულის, ესთეტიკის და მომხიბვლელობის პლანეტა - ვენერა.
მიუხედავად იმისა,რომ ყველა ყვავილი ‘’ვენერას შვილები’’ არიან,მათ შეუძლიათ ნეგატიური რეაქციის გამოწვევა ადამიანებში.საქმე მხოლოდ ალერგიასა და ცრურწმენაში როდია.უბრალოდ ყველა ზოდიაქოს ნიშანს ‘’თავისი’’ ყვავილი აქვს. მაგალითად არის კირჩხიბი - მცენარეები,რომლებიც იმდენად ნაზია რომ ჭკნობას იწყებს სახლში,სადაც ხშირად ჩხუბობენ, არის ყვავილი - ლომები,რომლებიც დაიღუპებიან თუ მათ ყურადღების გარეშე დატოვებთ. მაშ ასე,რომელი ყვავილები შეგვეფერება ზოდიაქოს მიხედვით?
ვერძი: ვერძებს მართავს პლანეტა მარსი,რომელიც იმპულსურობის,მოქმედების და ძალის სიმბოლოა, ამიტომ ვერძებისათვის მათი ენერგეტიკის შესაფერისი ყვავილები უნდა შეირჩეს - მკვეთრი ფერის,მაღალი ღეროებით და ფუშფუშა ყვავილებით.
მაგალითად, ველური ვეფხვისებური შროშანი, სამეფო ბეგონია, წითელი ვარდები ან აზალია.დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ვარდისფერ ნემსიწვერას: იგი ასტაბილურებს ატმოსფეროს და იცავს ყველას, ვინც მას ეხება. არ ღირს ვერძებისათვის ასტრების,ქრიზანთემების ან ორქიდეების ჩუქება,მაგრამ შესაძლოა შესთავაზოთ კაქტუსები როგორც საერთო გამაჯანსაღებელი და გაციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკის ბუნებრივი საშუალება.
ვერძებს გაახარებს წითელი ოთახის ვარდები
კურო: კურო მიეკუთვნება მიწის ნიშანს - ისინი პრაქტიკული,საიმედო,მაგრამ ეჭვიანი ადამიანები არიან. კუროებისთვის განკუთვნილი მცენარეები გამოირჩევა მცირე ზომებით და სხვადასხვა პირობებში გადარჩენის უნარით. ხშირად კუროებს იზიდავს იშვიათი, ძვირადღირებული მცენარეები. მათთვის ყვავილის შერჩევისას ნუ შეიძენთ იაფფასიან და მოკრძალებულ კომპოზიციებს. კარგი აჩევენია იები კარგ,ხარისხიან ქოთანში,პრიმულა ან მოზრდილი,მგრძნობიარე შროშანები.
ტყუპები: ჰაერის ნიშანია,მათ მართავს კონტაქტების,მოგზაურობის და აზროვნების პლანეტა - მერკური. ტყუპები ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანები არიან,რომლებიც მუდმივ მოძრაობაში იმყოფებიან,ყოველ დილით თითქოს ახალ სიცოცხლეს იწყებენ.მათთვის შესაფერისია ორიგინალური,ეგზოტიკური მცენარეები: სხვადასხვა პალმები და ლიანები. მათთვის თაიგულის შერჩევისას არჩევანი გააკეთეთ ყოველგვარი ტოტებით და ფოთლებით გაფორმებულ თაიგულზე.
ტყუპებს შეეფერება სხვადასხვა პალმები და ლიანები
კირჩხიბი: ისინი სენტიმენტალურები და დაუცველები არიან,პიველ ადგილზე კი მათთვის ოჯახი და ახლობლებთან ურთიერთობა დგას. წყლის ამ ნიშნის წარმომადგენლები ირჩევენ ესთეტიურ მცენარეებს,რომლებსაც შეუძლიათ მყუდროება მიანიჭონ სახლს.საშუალო ფართობის შენობებში კირჩხიბების ენერგეტიკულ ბალანსს კარგად ინარჩუნებს ფიკუსი.ოჯახის ჰარმონიისათვის კი კირჩხიბებს ესაჭიროებათ ხორციანი ღეროების მქონე და თაიგულებად მოყვავილე მცენარეები: ალოეს,ფუქსიის,ბუჩქოვანი პეპერომიის ან კალანჰოეს ოჯახიდან.
ჰარმონიისათვის კირჩხიბებს ხორციანი ღეროების მქონე მცენარეები ესაჭიროებათ
ლომი: ყველაზე მეტად ლომებს დიდება უყვართ.მათი მცენარეები კი არ მოითხოვს დიდი რაოდენობით მზის სინათლეს,ყურადღებას და მოვლას.ლომებს არ უყვართ მოკრძალებული თაიგულები,თუნდაც ორიგინალური იყოს ისინი.მათ სჭირდებათ ყველაფერი დიდებული,აღტაცების გამომხატველი და შურის გამომწვევი.ამიტომ ამ ცეცხლოვანი ნიშნის ზოდიაქოსათვის მცენარის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება უჩვეულო სახეობის მცენარეებს: კალას,იაპონურ კამელიას ან ჩინურ ვარდს.
ქალწული: პრაქტიკული ქალწულებისათვის მცენარის გარეგნულ იერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკულობა.ყველაზე საუკეთესო ‘’მწვანე’’ საჩუქარი ქალწულებისთვის არის მცენარეები,რომლებიც მოსავალს იძლევა,მაგრამ ქოთანში ჩარგული კიტრის ჩუქება ნაკლებად რომანტიულია,არა? ამიტომ,საუკეთესო ვარიანტი იქნება ლიმონის ან მანდარინის ხე.გარდა ამისა,ქალწულები ხშირად რთავენ ყვავილებით თავის საცხოვრებელ ბინას.თქვენ არ შეცდებით თუ მათ აჩუქებთ ლიანას ან დაშვებული,მოქნილი ტოტების მქონე მცენარეებს.
სასწორი აღტაცებული იქნება მშვენიერი ორქიდეებით
სასწორი: მათი გლობალური ამოცანაა - ჰარმონიაში მოიყვანონ მათ გარშემო არსებული სივრცე.ჰაერის ამ ნიშანის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ გვერდი აუარონ არეულობას,არ შეამჩნიონ უსიამოვნო სუნი და არ შექმნან რაიმე გამოსადეგი უსარგებლო ნივთებისგან. ამ ესთეტებისთვის მხოლოდ დახვეწილი კომპოზიციები უნდა შეარჩიოთ: თუნდაც ეს იყოს მხოლოდ ერთადერთი ყვავილი,მაგრამ აუცილებლად მომხიბლავი /მაგალითად ორქიდეა/.სასწორების ენერგეტიკას შეეფერება ისეთი მცენარეები რომლებსაც ფერადი ფოთლები აქვთ,ან უჩვეულო ყვავილედები და ნაყოფი გააჩნიათ: ჰიბისკუსი,კროტონი,იაპონური ფატსია ან ჰორტენზია.
ქალწულებისთვის შესანიშნავია მანდარინის ან ლიმონის ხე.
მორიელი: მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძლიერი ენერგეტიკის მატარებლები არიან.მათ ყველაზე მეტად შეეფერებათ აზალია,რომელიც ‘’გრძნობს’’ პატრონის ენერგეტიკას და შეუძლია მთელი ნეგატიური ენერგია თავის თავზე აიღოს,ან აპათიის შემთხვევაში გააძლიეროს და გაამხნევოს მფლობელი. მორიელები ვერ შეეგუებიან ციკლამენს - ეს ყვავილი ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია,ასევე იებს - ნაზ მცენარეს,რომელიც მალე იღუპება სკანდალების და ძლიერი ვიბრაციის ატმოსფეროში.
მორიელს მიესადაგება აზალიას ლამაზი ყვევილები.
მშვილდოსანი: ამ ცეცხლოვან თავისუფლად მოაზროვნეებს სხეული და გონება განუწყვეტლივ მოძრაობაში აქვთ.მშვილდოსნები ყოველთვის სადღაც მიიჩქარიან,ისწრაფვიან განვითარებისათვის და ცოდნისათვის.ამიტომ მათთან ჰარმონიულად შეთავსებული ყვავილები,როგორც წესი გრძელია,უხვად მოყვავილე,მტკიცე და მოქნილი ღეროების მქონე.მშვილდოსანი ვერ შეეთვისება მშვიდ, გაწონასწორებულ ფიკუსს და მათსავით მღელვარე ლიანებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,მშვილდოსანი თითქმის საერთოდ ვერავის ეთვისება: ვერც აზალიას,ვერც ნაზ იას,კაქტუსებიც კი ვერ მეზობლობენ მათთან.თუმცა როზმარინს - წიწვოვანი სურნელით,აქვს შანსი მათ შეეთვისოს.
მშვილდოსანს შეეფერება უხვადმოყვავილე მცენარე
თხის რქა: მიწის ნიშანია,გამოირჩევა თავისი მდგრადობით და შეუპოვრობით.მათ არ უყვართ სიჩქარე,საკმაოდ ზომიერ ცხოვრებას ეწევიან,რომელიც თხის რქების ბრდნიერების მთავარ კრიტერიუმს პასუხობს - სტაბილურობას.მათთვის შესაფერისი მცენარეებიც ასეთივეა,ნელა,დიდხანს და სწორად იზრდებიან: ფიკუსი,იუკა,დაფნა... თხის რქებს მოსწონთ აზალია - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოთახის მცენარე და ვერ ეთვისებიან ძლიერ მოწინააღმდეგეს - ციკლამენს.
თხის რისთვის შესანიშნავია ჩვეულებრივი ფიკუსი.
მერწყული: მერწყულები მხოლოდ თავისი იდეებით ცხოვლობენ: ისინი ყოველთვის გრძნობის მიხედვით იქცევიან,მიუხედავად იმისა რომ თავისი მოქმედებებით სხვებისაგან გამოირჩევიან.მერწყულისთვის განკუთვნილი ყვავილები არ უნდა იყოს ძალიან უბრალო,თაიგულები კი შაბლონური.ისინი მერწყულებივით ინდივიდუალურობით უნდა გამოირჩეოდნენ- აბუტილონი,მარანთა,ან ჭრელი რეო.მერწყულებს ენერგეტიკის მიხედვით შეესაბამებათ უპრეტენზიო ალოე,რომელიც მხოლოდ მიწის სტიქიის ზოდიაქოებს ეწყობა.
მერწყულებს გაახალისებს ჭრელი რეო.
თევზები: ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ყვავილები.პირველი რასაც ისინი აფასებენ - ეს არის არომატი და შემდეგ უკვე გარეგნული იერი და სასარგებლო თვისებები.მელანქოლიურ თევზებს შეეფერება ისეთი მცენარეები რომლებიც აღადგენს შინაგან ჰარმონიას - ტოლმია,ჰიაცინტი,ალოკაზია და ორქიდეა.კარგი არჩევანი იქნება ასევე აზალია - ისეთივე მრძნობიარე როგორც თევზები.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის