2017 წლის ივნისის მთვარის კალენდარი
ივნისი ყველაზე ცხელი თვეა არა მხოლოდ ტემპერატურული მაჩვენებლებით. ეს ყველაზე დატვირთული თვეა წელიწადში მებაღე-მებოსტნეებისთვის. ამ დროს ხდება მცენარეთა დარგვა, პროფილაქტიკური შეწამვლა, ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, პირველი მოსავლის აღება, მაგრამ მთვარის კალენდარი საკმაოდ მკაცრია ივნისში: მთვარის ფაზები და ზოდიაქოს ნიშნები მოითხოვს დროის სწორ დაგეგმვას - ამ თვეში დროის ხანგრძლივი მონაკვეთები ენაცვლება ერთმანეთს, როცა კარგია სამუშაოს ჩატარება ბაღში ან ბოსტანში.
დღეები | ზოდიაქოს ნიშანი | მთვარის ფაზა | სამუშაოს ტიპი |
1-2 | ქალწული | პირველი მეოთხედი | დათესვა-დარგვა. დეკორატიული ბაღის მცენარეების მოვლა |
3-4 | სასწორი | დათესვა-დარგვა, მოსავლის და თესლის აღება | |
5 | სასწორი/მორიელი | მზარდი | ბოსტნის დათესვა, გამრავლება, მოვლა |
6-7 | მორიელი | აქტიური მოვლა, დათესვა, დარგვა-გადარგვა | |
8 | მშვილდოსანი | დეკორ. მცენარეების დათესვა დარგვა | |
9 | სავსემთვარეობა | მიწის დამუშავება, მოსავლის აღება, სასუქის შეტანა, დეკორ,. მცენარეების დათესვა | |
10 | მშვილდ/თხის რქა | ბალახეულის აღება, დათესვა-დარგვა | |
11-12 | თხის რქა | კლებადი | მიწის დამუშავების გარდა ყველა სამუშაო |
13-14 | მერწყული | აქტიური მოვლა,სამუშაო კენკროვნებთან და ხეხილთან | |
15 | მერწყული/თევზები | ბოსტანში დარგვა-დათესვა, მოვლა, მცენარეთა დაცვა | |
16-17 | თევზები | მეოთხე მეოთხედი | ბოსტანში დარგვა-დათესვა, მოვლა, მიწის სამუშაო |
18-19 | ვერძი | კლებადი | მცენარეთა დაცვა, გასხვლა, ბოლქვების ამოღება, ბალახეულის შეგროვება, მწვანილის დათესვა |
20-21 | კურო | ბოსტანში დარგვა-დათესვა | |
22-23 | ტყუპები | ახალმთვარეობა | ლიანების დარგვა, მიწის სამუშაო, მცენარეთა დაცვა |
24 | კირჩხიბი | მოსავლის აღება, მცენარეთა დაცვა, გასხვლა, | |
25 | ბოსტანში დარგვა-დათესვა, მილაგება, მცენარეთა მოვლა | ||
26-27 | ლომი | მზარდი | დარგვა-დათესვა დეკორატიულ ბაღში,მოვლა |
28-29 | ქალწული | დარგვა-დათესვა დეკორატიულ ბაღში | |
30 | ქალწული/ სასწორი | მწვანილის დათესვა. დეკორატული მცენარეების დათესვა |
1-2 ივნისი, ხუთშაბათ - პარასკევი: თვე იწყება ქალწულით, სამუშაოები კი - დეკორატიულ ბაღში.
სასურველი სამუშაო ამ დღეებში: ერთ და ორწლიანების დათესვა; დეკორატიულფოთლიანების დარგვა; ლამაზადმოყვავილე მრავალწლიანი მცენარეების დარგვა-დათესვა; დეკორატიული ბუჩქების დარგვა; ბალახოვანი მრავალწლიანების გამრავლება ბუჩქის დაყოფით; ბოლქვების ამოღება და შენახვისთვის გამზადება; მარწყვის მოვლა, ლიანების მოვლა; მიწის გაფხვიერება საყვავილეებში; ცარიელი ადგილების შევსება ერთწლიანებით; მცენარეული ნარჩენების მილაგება .
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: ბოსტნეულის, კენკროვნების და ხეხილის დარგვა-დათესვა; თესლის დამუშავება დარგვამდე; კალმების დაჭრა - დაფესვიანება; ხეხილის გასხვლა.
3-4 ივნისი, შაბათ-კვირა: ამ დღეებში აქტიურად ირგვება ბოსტანში, როკარიუმებში, საუკეთესო დროა გამრავლების, მორწყვის, კვებისთვის.
სასურველი სამუშაო: სალათების, მწვანილის, კომბოსტოს დარგვა-დათესვა; სიმინდის და პარკოსნების დარგვა-დათესვა; პიმპილის, ბადრიჯნის, პომიდვრის, ბაღჩეულის დარგვა - დათესვა; მზესუმზირას დათესვა; ვაზის დარგვა; გვალვაგამძლე მრავალწლიანების დარგვა; კალმების მომზადება; მყნობა; ოთახის და ბაღის დეკორატიული მცენარეების მორწყვა; მცენარეთა გამოხშირვა კვლებში; მარწყვის პროფილაქტიკური დამუშავება; ადრეული კენკრის მოსავლის აღება; გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეების თესლის აღება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: მორწყვა ბოსტანში, დეკორატიული და ხეხილის გასხვლა, მცენარეული ნარჩენების მილაგება.
5 ივნისი, ორშაბათი: ზოდიაქოს ორი ნიშნის კომბინაცია საშუალებას იძლევა ბაღ-ბოსტანში ფართო სპექტრის სამუშაოები ჩატარდეს, ამ დღეებში სასურველია ბაღ-ბოსტნის მოვლა.
სასურველი სამუშაო სადილამდე: სალათების, მწვანილის, დარგვა-დათესვა; ჭარხლის, სტაფილოს, ოხრახუშის, ნიახურის გამოხშირვა; მარწყვის ლპობის საწინააღმდეგო დამუშავება; კალმების მომზადება; მყნობა; ოთახის და ბაღის მცენარეების მორწყვა; თესლის აღება; საადრეო მოსავლის აღება; კომპოსტის ორმოების მომზადება; მცენარეული ნარჩენების მილაგება; ბილიკების მოვლა ნაკვეთში.
სასურველი სამუშაო სადილის შემდეგ: სალათის, ისპანახის, კიტრის, პომიდვრის, კომბოსტოს, პარკოსნების დარგვა - დათესვა; კალმების მომზადება; მყნობა; პომიდვრის და კიტრის აკვრა; მინერალური სასუქის შეტანა; თესლის დამუშავება დარგვამდე; ოთახის მცენარეების გამრავლება-გადარგვა.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: აღებული მოსავლის მილაგება, სამკურნალო მცენარეების ნედლეულის შეგროვება, ხეხილის გასხვლა, მრავალწლიანების გადარგვა-დაყოფა, ბოლქვების და გორგლების ამოღება- დაყოფა.
6-7 ივნისი, სამშაბათ-ოთხშაბათი: ამ დღეებში კარგია დეკორატიული მცენარეების გამრავლება, მოვლა.
სასურველი სამუშაო: სალათის, მწვანილის, ბაღჩეულის, კიტრი-პომიდორ-ბადრიჯან-წიწაკის, ისპანახის, კომბოსტოს დარგვა-დათესვა; სანელებლების და სამკურნალო მცენარეების დარგვა-დათესვა; კალმის მომზადება; მყნობა; მორწყვა; პომიდვრის აკვრა; მინერალური სასუქის შეტანა; თესლის დამუშავება; ოთახის მცენარეების გამრავლება და გადარგვა.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: საადრეო მოსავლის დაბინავება, გასხვლა, გამრავლება დაყოფით ან ამონაყრით, ხეების დარგვა, ბოლქვების ამოღება, პიკირება, ბოსტანში მცენარეული ნარჩენების მილაგება
8 ივნისი, ხუთშაბათი: ეს დღე ეთმობა დეკორატიულ მცენარეებს .
სასურველი სამუშაო: მაღალი მრავალწლიანების და ხეების დარგვა; დეკორატიული მარცვლოვნების დარგვა; ფასადის გამწვანება; მორწყვა; ოთახის მცენარეებში სასუქის შეტანა; პროფილაქტიკური სამუშაოები ოთახის მცენარეებისთვის; მწვანილის და ადრეული კენკრის მოსავლის აღება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: თესლის დამუშავება, მუშაობა ბასრი იარაღებით, პიკირება, მყნობა.
9 ივნისი, პარასკევი: სასუქის მომზადება, მორწყვა, მუშაობა მიწასთან, ბრძოლა არასასურველ მცენარეებთან.
სასურველი სამუშაო: მიწის გაფხვიერება; ბრძოლა სარეველებთან; მორწყვა; თესლის შეგროვება; კომპოსტის მომზადება; ნათესის გამოხშირვა; მოსავლის აღება, ხილ-ბოსტნეულის გამოშრობა; თესლის აღება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: გასხვლა - ფორმირება, მყნობა, კვება ორგანული სასუქით, მოსავლის მილაგება, სამკურნალო ნედლეულის მომზადება, თესლის დამუშავება, დარგვა-გადარგვა,
10 ივნისი, შაბათი: დილით ბაღის დათვალიერება, ყვავილების და ბალახეულის შეგროვება, აქტიური სამუშაოები კი სადილის შემდეგ უნდა ჩატარდეს.
სადილამდე ჩასატარებელი სამუშაოები: სამკურნალო მცენარეების, მწვანილის და სანელებლების შეგროვება, ყვავილების მოჭრა ცოცხალი და გამხმარი თაიგულებისთვის
სადილის შემდეგ: კარტოფილის, ნივრის, ხახვის, ჭარხლის, სტაფილოს, ბოლოკის დარგვა; კვება ორგანული სასუქით; თესლის დამუშავება; პიკირება; ბოლქვების ამოღება; ოთახის მცენარეების დაკალმება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: ბასრი ინსტრუმენტებით მუშაობა, სადილამდე დარგვა-დათესვა, ბაღის მცენარეების მორწყვა.
11-12 ივნისი, კვირა-ორშაბათი: მიწის სამუშაოების გარდა, ყველაფერი შეიძლება.
ჩასატარებელი სამუშაოები: კარტოფილის, ხახვის, ჭარხლის, სტაფილოს, ბოლოკის ოხრახუშის, ნივრის დარგვა; სანელებლების დათესვა; ბოლქვიან-გორგლიანი ყვავილების დარგვა; ორგანული სასუქით კვება; თესლის დამუშავება; პიკირება; ოთახის მცენარეების დაკალმება; სამკურნალო და სანელებელი მცენარეების შეგროვება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: მორწყვა, ფესვებთან კონტაქტი, მიწის გაფხვიერება, გაზონის კრეჭა.
13-14 ივნისი, სამშაბათ-ოთხშაბათი: მსხმოიარე მცენარეების მოვლა.
ჩასატარებელი სამუშაოები: ბრძოლა სარეველებთან; ბაღის მცენარეების დამუშავება, ოთახის მცენარეების დაცვის სამუშაოები; ხეხილის, კენკრის, დეკორატიული მცენარეების მორწვა და კვება; მარწყვის მორწყვა და კვება, ულვაშების მოშორება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: დარგვა-გადარგვა-დათესვა, თესლის დამუშავება, გამრავლება ბუჩქის დაყოფით, მიწის გაფხვიერება, ფესვებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი.
15 ივნისი: ხუთშაბათი: ზოდიაქოს 2 ნიშნის კომბინაცია - დილით შეიძლება მცენარეთა დაცვის სასწრაფო ღონისძიებების გატარება, საღამოს - ახალი მცენარეების დარგვა.
სადილამდე: ბრძოლა სარეველებთან; მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა და პროფილაქტიკური სამუშაოები ბაღში და ოთახში; მარწყვის მორწყვა, კვება და ულვაშების მოცილება; ბუჩქების და ხე -მცენარეების მორწყვა და კვება .
სადილის შემდეგ: კარტოფილის, ბოლქვიან- გორგლიანების დარგვა; მწვანილის დათესვა, რომელსაც არ ინახავენ; ორგანული სასუქით კვება; სახლის მცენარეების მორწყვა; თესლის დამუშავება; მულჩირება და გაფხვიერება; შესანახი მოსავლის აღება; ბოლქვიანების ამოღება და გადარგვა; მრავალწლიანი ბოსტნეულის დარგვა.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: დათესვა, დარგვა - გადარგვა, სამკურნალო მცენარეების, მწვანილის მოსავლის შენახვა. ბუჩქის დაყოფა დღის პირველ ნახევარში,
16-17 ივნისი, პარასკევი-შაბათი: ამ დღეებში შეიძლება ნებისმიერი მცენარის დარგვა-დათესვა. მერე გაზონსაც შეიძლება მიხედოთ.
ჩასატარებელი სამუშაოები: კარტოფილის, ბოლქვიან-გორგლიანების დარგვა; ბოლქვიანი მცენარეების დათესვა; მწვანილის დათესვა, რომელიც არ ინახება; ორგანული სასუქის შეტანა; ბაღის და ოთახის მცენარეების მორწყვა; კენკროვნების მოვლა; თესლის დამუშავება; მიწის გაფხვიერება, მულჩირება; გაზონის კრეჭა; მცენარეული ნარჩენების მილაგება საყვავილეებიდან;
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: მოსავლის დაბინავება, ბოლქვიანების ამოღება, მცენარეთა გადარგვა, პიკირება.
18-19 ივნისი, ორშაბათ-სამშაბათი: ამ დღეებში ითესება მწვანილეული და ბოსტნეული, მეტი დრო დაუთმეთ გასხვლას, მოყვავილებული ბოლქვების ამოთხრას.
ჩასატარებელი სამუშაოები: მწვანილის, სალათის დათესვა; პომდვრის, კიტრის ფორმირება; ბრძოლა მავნებლებთან; მიწის გაფხვიერება; მოყვავილე მცენარეების მორწყვა და კვება; ცოცხალი ღობეების გასხვლა; გაზონის კრეჭა; ადრემოყვავილე მცენარეების ბოლქვების ამოღება -გამრავლება; სამკურნალო მცენარეების და სანელებლების შეგროვება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: თესლის დამუშავება, პიკირება, მორწყვა უხვად, დეკორატიულ მრავალწლიანების და ოთახის მცენარეების ფესვებთან მუშაობა.
20-21 ივნისი, სამშაბათ- ოთხშაბათი: კარგი დღეებია ბოსტნეულის დასარგავად, დასათესად.
ჩასატარებელი სამუშაოები: კარტოფილის, ოხრახუშის, ნიახურის, ნივრის, ჭარხლის, სტაფილოს დარგვა; ბოლქვიანების დათესვა, დეკორატიული მცენარეების დარგვა-დათესვა, ორგანული სასუქის შეტანა; თესლის დამუშავება; პიკირება, მიწის გაფხვიერება; ბოსტნის მორწყვა; გაზონის კრეჭა; ცოცხალი ღობის გასხვლა; კომპოსტის ორმოს მოწყობა;
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: თესლის აღება, დეკორატიული მცენარეების მორწყვა, ხეების და ბუჩქების დარგვა, დეკორატიული მრავალწლიანების დარგვა.
22-23 ივნისი, ხუთშაბათ- პარასკევი: ეს დღეები კარგია ლიანების დასარგავად, სარეველებთან საბრძოლველად.
ჩასატარებელი სამუშაოები: ბრძოლა სარეველებთან; მავნებლებთან და დაავადებებთან; ლიანების დარგვა; მარწყვის დარგვა-დათესვა; მიწის დამუშავება; მულჩირება და მულჩის განახლება; ახალდარგული მცენარეების მორწყვა და კვება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: დარგვა- გადარგვა, მოზრდილი ბუჩქების დაყოფით გამრავლება, მოსავლის დაბინავება, ბოსტნის მორწყვა, ხეების გასხვლა, ყვავილების მოკრეფა თაიგულებისთვის, მწვანილის და ბალახეულის შეგროვება, მყნობა.
24 ივნისი, შაბათი: ამ დღეს დარგვა-დათესვა არაა სასურველი, მაგრამ კარგი დროა დაავადებებთან და მავნებლებთან საბრძოლველად.
ჩასატარებელი სამუშაოები: მწვანილის და სანელებლების შეგროვება გასახმობად; ბრძოლა სარეველებთან; დაავადებების წინააღმდეგ მარწყვის პროფილაქტიკური დამუშავება; ბოსტნეულის გამოხშირვა; ადრეული კენკრის მოკრეფა; ხეების და ბუჩქების ფორმირება გასხვლით; გაზონის კრეჭა; მშრალი ფოთლების მოშორება და ნაკვეთის გაწმენდა; სამკურნალი მცენარეების შეგროვება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: დარგვა, მიწის დამუშავება და მულჩირება, მორწყვა, ყვავილების დათესვა, გადარგვა, მრავალწლიანების დაყოფა, მყნობა, მოსავლის აღება და შენახვა.
25 ივნისი, კვირა: ეს დღე დაუთმეთ ბოსტნეულს და ბალახეულს, რომელსაც ხანგრძლივად არ ინახავენ. კარგია მზარდი ბოსტნეულის მიხედვაც.
ჩასატარებელი სამუშაოები: ისპანახის, ქინძის, კამის, კიტრის, ბაღჩეულის, კომბოსტოს დარგვა-დათესვა; პომიდვრის დარგვა-დათესვა, კალმების მომზადება; მყნობა; მორწყვა; პომიდვრის, კიტრის აკვრა; მინერალური სასუქის შეტანა; თესლის დამუშავება; ნაკვეთის მილაგება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: ხეხილის დარგვა, შესანახი მოსავლის აღება, ბოლქვიანების დარგვა,
26-27 ივნისი, ორშაბათ - სამშაბათი: ამ დღეებში ირგვება და ითესება დეკორატიული მცენარეები, კენკროვნები და ხეხილი. ხდება ნაკვეთის დალაგებაც.
ჩასატარებელი სამუშაოები: მზესუმზირას დათესვა; კენკროვნების, დეკორატიული ბუჩქების და ხეების დარგვა; ციტრუსების დარგვა-გამრავლება; ბოსტნის დამუშავება დაავდებების საწინააღმდეგოდ. ბუჩქების და ხეების მორწყვა; ნაკვეთის გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისგან; ნივრის და ხახვის ისრების მოგროვება; ინსტრუმენტების გაწმენდა; ნაკვეთის დასუფთავება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: ბოსტნეულის დარგვა-დათესვა; თესლის დამუშავება, გადარგვა, ხეების გასხვლა, ყვავილების მოჭრა, მცენარეების კარდინალური გასხვლა გაახალგაზრდავების მიზნით.
28-29 ივნისი, ოთხშაბათ- ხუთშაბათი: ყურადღება დაუთმეთ დეკორატიულ მცენარეებს, კარგია ყვავილების დათესვა-დარგვაც.
ჩასატარებელი სამუშაოები: ერთწლიანების დათესვა, დეკორატიულფოთლიანი მრავალწლიანების დარგვა; ლამაზადმოყვავილე მრავალწლიანების დარგვა - დათესვა; დეკორატიული ბუჩქების და ხეების დარგვა; მრავალწლიანი ბალახეულის და მარცვლოვნების დაყოფა; ბოლქვიანებს ამოთხრა შესანახად.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: ბოსტნეულის, კენკროვნების და ხეხილის დარგვა-დათესვა, თესლის დამუშავება, ბუჩქების და ხეების გადარგვა, ხეების და ბუჩქების გასხვლა.
30 ივნისი, პარასკევი: ამ დღეს კარგია მწვანილის დათესვა, დეკორატიული მცენარეების დარგვა და კვლებში მუშაობა.
ჩასატარებელი სამუშაოები დილით ადრე: ერთწლიანების დათესვა; დეკორატიულფოთლიანი და ლამაზადმოყვავილე მრავლწლიანების დარგვა; დეკორატიული ბუჩქების და ხეების დარგვა; ბოლქვიანების ამოთხრა შესანახად; დეკორატიული მარცვლეულის დაყოფა.
ჩასატარებელი სამუშაოები სადილის შემდეგ საღამომდე: სალათის, მწვანილის, დარგვა-დათესვა, სიმინდის და პარკოსნების დათესვა; მზესუმზირას დათესვა; ვაზის დარგვა; კომბოსტს დათესვა; კალმების მომზადება; მყნობა; მორწყვა. ადრეული კენკრის და ადრემოყვავილე მრავალწლიანების თესლის შეგროვება.
სამუშაო, რომლისგანაც სჯობს თავის შეკავება: დილით თესლის დამუშავება, ბოსტნეულის, კენკრვნების და ხეხილის დარგვა-დათესვა დილით, კვლებში მცენარეული ნარჩენების მილაგება, ზედმეტი ფოთლების მოშორება, პიკირება, გასხვლა.
თარგმანი თ. სუპატაშვილის