ვარდების მოვლა გაზაფხულზე
დღეს თითქმის არ არსებობს ეზო ვარდის გარეშე. მას უვლიან, რწყავენ, სხლავენ, კვებავენ, ზოგი ზამთარში აფარებს, ზოგი თავღიად ტოვებს და თოვლი ფარავს. მერე გაზაფხულიც მოდის, თუ აგარაკზე გაქვთ ყვავილები, იქ წასვლაა საჭირო, რომ მას დროულად მიხედოთ. თუ იქვე ცხოვრობთ, უკვე დროა ეზოში გახვიდეთ და ვარდებს ახადოთ, თუმცა ასე უცებ და ერთბაშად არ შეიძლება ბოლომდე გადახდა. ისინი თანდათან უნდა შეაჩვიოთ თავღია ყოფნას. სანამ ღამით ჯერ კიდევ ცივა, ყინვებია, დღისთ კი 2-7 გრ ია, თავსახურს ოდნავ ხდით ვარდს და ასეთ მდგომარეობაში აფიქსირებთ. ასე ჰაერის მცირე რაოდენობა შეაღწევს საფარქვეშ.
მერე აუცილებელია მცენარის დათვალიერება - შეფასება. თბილ ამინდში მზეზე, გადახადეთ საფარი და ჯერ მიწა დაათვალიერეთ, მცენარესთან ახლოს ჩაღრმავებები უნდა გაასწოროთ, რომ წყალი არ ჩადგეს იქ., გარშემო უსწორებთ მიწას, რომ წყლის თავისუფალი გადინება მოხდეს.
მერე მცენარე უნდა შემოწმდეს. რაც არ უნდა კარგად იყოს დაფარული ვარდი, შესაძლოა, მის ქვეშ მაინც გაფუჭდეს ტოტები, მოტყდეს, დაავადდეს, შეიცვალოს ფერი. ეს ტოტები და ფოთლები უნდა მოშორდეს.
ბუჩქის ქვეშ არ ერთი დავარდნილი ფოთოლი არ უნდა დარჩეს. კარგად უნდა გამოიხვეტოს და დაიწვას. შემდეგ კი ბუჩქი უნდა დამუშავდეს სპილენძშემცველი პრეპარატებით. მას ასხურებთ მცენარეს, მიწას მის გარშემო, რომ შემდგომში სოკოვანი დაავადება აიცილოთ თავიდან. ამ პროცედურის მერე ისევ საჭიროა დაფარება, მხოლოდ ოდნავ უნდა შედიოდეს სუფთა ჰაერი საფარქვეშ.
2 კვირის შემდეგ გვერდებზეც უნდა წამოსწიოთ საფარი, ანუ მთელ პერიმეტრზე მის გარშემო. ამ მდგომარეობაში მზე განსაკუთრებით საშიშია. თუ შეატყობთ, რომ ახალი ტოტები გამოიტანა მცენარემ, ამინდი კარგია, მაგრამ მიწაა ცივი, საჭიროა მიწის დათბობა:
გამთბარი წყალი უნდა მოასხათ სარწყავით მიწას. ასე ფესვები გათბება, გაცოცხლდება და აქტიურად ამოძრავდება მცენარის წვენი. ამ გზით მიწის ზედა და ქვედა ნაწილები თანაბარ პირობებში აღმოჩნდება. ამავროულად მცენარეს ხანგრძლივი ქმედების სასუქის მიხმარებაც დასჭირდება, იგი კარგად უნდა ჩაიფარცხოს მიწაში, ღრმად. მხოლოდ მაისის ბოლოსთვის შეიძლება ვარდს ბოლომდე ახადოთ საფარი, თუმცა ზოგი მაინც უტოვებს მცირე ნაჭერს მცენარის თავზე მზის სხივებისგან დასაცავად. იმის მერე, რაც ახალი ტოტები მოიზრდება და მოძლიერდება, უკვე აღარაფერი ემუქრება მცენარეს და ვარდს მთლიანად ათავისუფლებთ. მერე მისი მოვლა საკმაოდ ადვილი ხდება და თუ ყველაფერს სწორად და დროულად გააკეთებთ, ვარდი დადგენილ ვადებში გაგახარებთ ულამაზესი ყვავილებით. https://yvavilebismovla.ge/kompozicia/335-vardi-teslidan.html

13 June
0
9 557