ოლეანდრი

მიეკუთვნება ქენდირისებრთა ოჯახს  და მოიცავს 3-10 სახეობას, სახელი ლათინურია და ნიშნავს ნესტიანს. მას ესაჭიროება მიწისქვეშა წყლის არსებობა სიახლოვეში, მიუხედავად იმისა, რომ კარგად უძლებს სიცხეს. გვხვდება ხმელთაშუაზღვისპირეთის სუბტროპიკულ ზოლში. მცენარე შხამიანია, მისგან იღებენ გულსისხლძარღვთა სისტემისთვის საჭირო წამლებს. მისი ყვავილების სურნელი იწვევს თავის ტკივილს.ყვავილები დიდია, თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი ან წითელი, სახლის პირობებში ხარობს ჩვეულებრივი ოლეანდრი. მისი ბევრი ფორმაა. ხანმოკლე დროში იზრდება 2მ მდე, თუ კარგი განათებაა.
განათება - კარგი ზრდისთვის მას მკვეთრი სინათლე სჭირდება. ჩრ.მხარეს თუ დევს, ესაჭიროება დამატებითი განათებაც ლუმინესცენტური ნათურით, ვინაიდან ცუდი განათების პირობებში იცვენს ფოთოლს. ოთახს ხშირად ანიავებენ, მაგრამ ორპირში არ უნდა მოხვდეს, ზაფხულში გააქვთ გარეთ, მზიან ადგილზე. პირდაპირი მზის სხივებს მცენარეს თანდათან აჩვევენ.
ტემპერატურა -  გაზაფხულ-ზაფხულში 20-28გრ, შემოდგომიდან ამცირებენ 18 მდე, ზამთარში კი -8-15 გრ ზე აქვთ, მარტამდე.
მორწყვა - რბილი, ნადგამი წყლით გაზაფხულ-შემოდგომაზე მიწის ზედა ფენის შეშრობის მერე რწყავენ,თუ ძალიან ცხელა, მისი სადგამიდან წყალს არ ღვრიან.სიგრილეში კი იგი ცარიელი უნდა იყოს, რომ არ დალპეს. ზამთარში მას ფრთხილად რწყავენ, ზედა ფენის გაშრობიდან 2 დღის შემდეგ. მაგრამ ბოლომდე მიწის გამოშრობაც არ შეიძლება.
შესხურება - თუ ძალიან ცხელა, ქოთანს დებენ წყლიან სადგამზე. ზამთარში სახლის პირობებში შესხურება სჭირდება, როცა ჰაერი მშრალია, გამათბობლის გამო, ეს მცენარის ფოთლის წვერებს გახმობისგან იცავს.
კვება - თვეში 2-4ჯერ გაზაფხულ-ზაფხულში აძლევენ სასუქს მინერალურს და ორგანულს - მორიგეობით, მორწყვიდან 30 წთ ის შემდეგ, ისიც არა ცხელ დღეებში.
გასხვლა - ეს აუცილებელია, რადგან ისე არ იყვავილებს ან იყვავილებს ცუდად. მოყვავილების შემდეგ ტოტებს უნახევრებენ მცენარეს. ტოტებს დასაფესვიანებლად იყენებენ. საყვავილე კვირტების ქვეშ ვეგეტატიურ ტოტებს აცლიან, რადგან ისინი მცენარის ზრდას აფერხებენ
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიურად რგავენ, მოზრდილს 2-3 წელიწადში ერთხელ გაზაფხულ-ზაფხულის დასაწყისში. მას მერე, რაც მცენარე ქოთანს ბოლომდე აავსებს, იღებენ ქოთნიდან, უმოკლებენ ფესვებს, გადანაჭერზე აყრიან ხის ნახშირს, უმცირებენ მიწასაც . ასე მცენარე კვლავ უხვად იყვავილებს. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს, სუბსტრატი შედგება ქვიშის, ფოთლოვანი მიწის, ტორფის, ნეშომპალის და კორდის მიწისგან პროპორციით 1-1-1-1-2. თუ მცენარე და კონტეინერიც ძალიან დიდია, მიწის ზედა ფენას უცვლიან
დათესვა - თესლი მალევე უნდა დაითესოს, რადგან მალე კარგავენ ამოსვლის უნარს. წინასწარ თესლს ნახევარი სთ ით ალბობენ ფუნგიციდის ან მარგანცოვკის ხსნარში, მომდევნო 2 სთ ით კი დებენ ცირკონის ხსნარში. ითესება სუბსტრატის ზემოდან, ( ქვიშა, ვერმიკულიტი, ხის ნახშირი ) და მერე თხელი ფენით ფარავენ . კვირანახევარში უნდა ამოვიდეს, თუ ტემპერატურა 33- 35 გრ ს ტოლია, უფრო ნაკლებზე ლპება ან უფრო გვიან ამოდის. ნათესს ანათებენ ფლუორესცენტული ნათურით, ტემპერატურას კი ინარჩუნებენ 18გრ ზე, პერიოდულად ნამავენ  და ანიავებენ კონტეინერს. პირველი 2 ფოთლის ამოსვლის მერე მას უკვე მოზრდილი მცენარი მსგავსად უვლიან, კიდევ 2 ფოთლის მერე ხდება პიკირება ცალკე ქოთნებში, ასე , თესლიდან გაზრდილი მცენარე ჯიშის თვისებებს ვერ ინარჩუნებს.

გამრავლება ტოტებით - ასე შეიძლება მისი გამრავლება გაზაფხულზე და შემოდგომაზე. მას აჭრიან 15სმ იან ტოტებს გადანაჭრს აყრიან დაფხვნილ ხის ნახშირს, აშრობენ, მერე კი რგავენ პერლიტის, კერამზიტის, ნახშირის და ქვიშის ნარევში. სუბსტრატს ინარჩუნებენ ზომიერად სველ მდგომარეობაში, რომ ტოტები არ დალპეს, აქვთ 20გრ ზე,საკმაოდ კარგი განათების ქვეშ.  მცენარე კარგად ფესვიანდება წყალშიც , მაგრამ რომ არ დალპეს, წყალში ყრიან ხის ნახშირსაც. დაახლოებით ერთ თვეში ფესვი გამოუვა, მერე კი რგავენ სუბსტრატში, სადაც ქვიშის, ნეშომპალის, კორდის და ტორფის მიწაა არეული.
შხამიანობა -  მცენარე შხამიანია, მისი ტოტი, ფესვი,ფოთოლი,  ყვავილი,, ამიტომ ის არ შეიძლება იქონიონ სახლში, სადაც ბავშვები არიან. მასთან მუშაობის მერე  ხელების დაბანა აუცილებელია. ყვავილის სურნელი  თავს ატკიებს, მისი ნაყოფის ან ყვავილის ჭამა კი ღებინებას, გულის რიტმის დარღვევას და სუნთქვის შეჩერებას იწვევს. თუ ხელზე ჭრილობაა, ჯობს არ შეეხოთ, არ შეიძლება მისი წვენის მოხვედრა ჭრილობაში.
სამკურნალო თვისებები -  მისი ფოთლებიდან მიიღება საგულე გლიკოზიდები, რომლებსაც სამკურნალოდ იყენებენ.
დაავადებები  -  არ ყვავის - თუ ზაფხულში კარგი განათება არ აქვს
ფოთლები ცვივა - ზამთარსა და შემოდგომაზე ცუდი განათების გამო ასე ემართება
ცუდად ყვავის - მოზრდილი მცენარე ცუდად ყვავის, თუ მას არ სხლავენ, ცუდად კვებავენ ან იშვიათად რწყავენ, და არც საკმაო განათება აქვს
მავნებლები - მოვლის მიუხედავად შეიძლება დაემართოს კიბო, ,ხშირად აზიანებს მცენარეს ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ფარიანა,
სახეობები - ჩვეულებრივი ოლეანდრი - მოზრდილი ბუჩქია, 4მ მდე სიმაღლის, სწორი ტოტებით, ლანცეტისებრი ფოთლებით მოკლე ყუნწზე,  ფოთლის სიგრძე 15სმ მდეა, ფოთლის ქვედა მხარე ღია მწვანეა, ზედა - შედარებით მუქი, ტყავისებური. ყვავილედი იზრდება მტევნებად, აქვს სხვადასხვა ფერი, არის ჭრელყვავილა მცენარეებიც.

12 June 0 3 951
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно