როგორ მოვუაროთ იას

ახალნაყიდი ია სახლში მოტანისას სტრესს განიცდის, მან ხომ შეიცვალა გარემო, ტემპერატურა, განათება, წყალი,,  რასაც ადრე იყო შეჩვეული. ახალგაზრდა მცენარეს, რომელიც სულ 5-6 თვისაა, უფრო იოლად გადააქვს ეს ცვლილებები, თუმცა მასაც სჭირდება დრო შესაგუებლად. ახალ ქოთანში გადარგვამდე მინიმუმ ერთი თვე უნდა გავიდეს.

ია ნებისმიერ მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე იზრდება, მაგრამ იგი უნდა მოარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს, ასეთ შემთხვევაში აფარებენ თხელ ფარდას. ან შეიძლება მათი დადგმა ფანჯრის ახლოს პატრა მაგიდაზე ან თაროზე, მაგრამ ასეთ დროს განათების ინტენსივობა მცირდება. ფოთლების სიმეტრიული განლაგების ფორმირების მიზნით 2-3 კვირაში ერთხელ ქოთანს აბრუნებენ 90 გრ-ით. იგი ასევე კარგად იზრდება ლუმინესცენციური განათების ქვეშაც. შესაძლებელია დღის განათების  დამონტაჟება თაროზე  და ასეთ შემთხვევში მანძილი ქოთნის ზედა ნაწილსა და ნათურის ძირს შორის 25-35სმ უნდა იყოს დიდი იებისთვის და 15-25სმ  - პატარებისთვის.განათების ნაკლებობაზე მიუთითებს ფოთლების აწოწვა, ზედმეტი თუა, მაშინ ფოთლები ქოთნიდან გადმოეკიდება ხოლმე. უხვი და ხანგრძლივი ყვავილობისთვის მას 10-12 სთ-იანი განათება სჭირდება, ნაკლების შემთხვევაში ვერ იყვავილებს,,

ოთახის ტემპერატურა 20-22 გრ ოპტიმალურია იისთვის, ასეთ ტემპერატურაზე ია ღონიერი იზრდება და იგი უხვად იყვავილებს. ივლის -აგვისტოში, როცა ძალიან ცხელა, იგი  ყვავილობას წყვეტს. მას მოსწონს ჰაერის ტენიანობის 50-60 % მაჩვენებელი,ამიტომ კარგად იზრდება სამზარეულოში, სადაც საჭმლის მზადებისას ორთქლი დგება ჰაერში, ზამთარში გათბობა ირთვება, ჰაერი შრება, ამის გამო მათ დებენ სველ ხავსიან ან  კერამზიტიან  სადგამზე. ია უნდა მოარიდოთ ორპირსაც.

მის სარწყავად იყენებენ ონკანის 1-2 დღით ნადგამ წყალს, ქლორის მოსაშორებლად. ზოგჯერ ადუღებენ კიდეც ზედმეტი მარილის მოსაშორებლად და აციებენ ოთახის ტემპერატურამდე. მორწყვა შეიძლება ზემოდან , ოღონდ ისე, რომ წყალი არ მოხვდეს ზრდის წერტილს. ან წყალს უსხამენ ძირში, სადგამზე. 15 წთ-ის შემდეგ კი ზედმეტ წყალს ღვრიან, რომ ფესვების ლპობა თავიდან აიცილონ. ია ადვილად იტანს უფრო უწყლობას, ვიდრე ზედმეტს. მას მაშინ რწყავენ, როდესაც მიწის ზედა ფენა შეშრება. დაახლოებით 2 თვეში ერთხელ ფოთლებს აშორებენ მტვერს -თბილი წყლის ქვეშ უშვერენ ფოთლებს ისე, რომ წყალი მიწაში არ ჩავიდეს.

იისთვის გამოდგება მიწა, რომელშიც მისთვის საჭირო მინერალური ნივთიერებებია. თუ მას წელიწადში ორჯერ გადარგავთ  ნიადაგის გამოცვლით, იგი საკმაო საკვებ ნივთიერებებს მიიღებს და დამატებით საკვები არც დასჭირდება. ნიადაგის გამოცვლის გარეშე კი, თვეში ორჯერ უნდა მივცეთ რაიმე საკვებად. ეს შეიძლება იყოს თხევადი მინერალური სასუქი, რომელიც შეიცავს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს, მხოლოდ დოზა დაცული  უნდა იყოს. გადამეტება მცენარეს აზიანებს. ნიადაგი უნდა შეირჩეს ჰაეროვანი, წყალსაც კარგად უნდა იკავებდეს. ამ მიზნით მას უმატებენ ბუნებრივ მინერალებს -პერლიტს და ვერმიკულიტს. ცოტა ხავსი და ხის  ნახშირის ფხვნილიც მოუხდება. ქოთანი სჯობს პლასმასის,, რომლის მოცულობასაც ანუ დიამეტრსაც ყოველი გადარგვისას თანდათან ზრდიან. ითვლება, რომ მცენარის დიამეტრი 3ჯერ მეტი უნდა იყოს ქოთნისაზე. არ ვარგა 10სმ ზე მეტი დიამეტრის ქოთნები იისთვის, ეს ხელს უშლის მის უხვ ყვავილობას. ქოთნის ძირში იყრება  დრენაჟი- ხავსი, კერამზიტი ან პერლიტი.
რჩევები Дом Фиалки - დან https://yvavilebismovla.ge/i/page/2/


12 June 0 6 162
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно