ნეომარიკა

მიეკუთვნება ზამბახისებრთა ოჯახს, იგი ბალახოვანი მცენარეა, ბუნებაში გვხვდება ს. ამერიკის ტროპიკებში. მას სხვაგვარად „მოსიარულე ზამბახს“ უწოდებენ. ასე იმის გამო დაერქვა, რომ ყვავილობისას ამოდის საყვავილე  ღერო, 1,5მ სიმაღლის, მოყვავილების შემდეგ საყვავილე ღეროს ბოლოში შვილეული მცენარე ვითარდება, რომელიც იზრდება, ღერო მერე სიმძიმის ძალით იზნიქება მიწამდე. ნაზარდი დროთა განმავლობაში ფესვიანდება და მერე დამოუკიდებლად იწყებს ზრდას ძირითადი მცენარის ახლოს.
მისი ფოთლები წვრილი, 4-6 სმ სიგანის და  გრძელი, 0,5 – 1,5 მ სიგრძის,  ხმლისებრი, ტყავისებურია. საყვავილე ღერო პირდაპირ ფოთლიდან იზრდება, საყვავილე ღერზე 3-5 ყვავილი ვითარდება, თუმცა  სულ რამდენიმე  დღეა გაშლილი, აქვს დასამახსოვრებელი სურნელი, რძისფერია, შუაში კი ცისფერი ძარღვები აქვს, ყვავილის დიამეტრი - 5სმ.
მოვლა:  განათება: მცენარეს სჭირდება კარგი განათება, დილა-საღამოს პირდაპირი მზის სხივებიც დასაშვებია მცირე ოდენობით. ზაფხულში 11-16 სთ შუალედში ჩამოფარება უნდა, რომ ფოთლები არ დაეწვას, ზამთარში კი სინათლის დღეს ახანგრძლივებენ ხელოვნური განათებით.
ტემპერატურა: ზაფხულში ოთახის ტემპერატურაზე კარგად გრძნობს თავს, ზამთარში კი უხვი ყვავილობისთვის ტემპერატურა 8-10გრ მდე უნდა დასწიონ.
ჰაერის ტენიანობა: ოთახში ჰაერის  საშუალო ტენიანობა უნდა იყოს.  ზაფხულში ფოთლბს უნამავენ. ზამთარში, თუ ოთახში სითბოა და გამათბობელია ჩართული, მცენარეს ნამავენ. ხანდახან უწყობენ თბილ შხაპსაც.
მორწყვა: ზაფხულში რწყავენ უხვად, შემოდგომიდან ამცირებენ თანდათან, ზამთარში კი ძალიან შეზღუდულად რწყავენ.

ნიადაგი: ოპტიმალური შემადგენლობა ასეთია: კორდის მიწა, ტორფი, ქვიშა პროპორციით 2:1:1. ქოთანში ძირში აუცილებლად უნდა ჩაიყაროს დრენაჟის კარგი ფენა.
კვება: ველურად მზარდი მცენარე კარგად ხარობს ღარიბ ნიადაგზე, ამიტომ სპეციალური სასუქი არ სჭირდება, ინტენსიური ზრდისთვის კი თვეში ერთხელ შეიძლება ორქიდეის სასუქის მიცემა.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეს რგავენ ყოველწლიურად, მოზრდილს - 2-3 წელიწადში ერთხელ.
მოსვენების პერიოდი: მცენარეს გამოხატული მოსვენების პერიოდი აქვს, რომელიც იწყება ოქტომბერში და გრძელდება თებერვლამდე. ამ პერიოდში ტემპერატურა 5-10გრ უნდა იყოს, ადგილი კი, სადაც მცენარე დევს - მაქსიმალურად განათებული.
გამრავლება: მისი გამრავლება ხდება შვილეული ნაზარდებით, რომლებიც ყვავილობის მერე ვითარდება საყვავილე ღერზე. 

ამისთვის ასეთ ღერებს მიწაზე აწვენენ ახალ ქოთანში და ამაგრებენ. 2-3 კვირაში ისინი ფესვიანდება და საყვავილე ღერის მოჭრაც შესაძლებელი ხდება.
სახეობები: მოხდენილი ნეომარიკა - ბალახოვანი, საკმაოდ დიდი ზომის მცენარეა, ფოთლები მარაოსავითაა განლაგებული, ტყავისებური, სიგრძე - 40-60სმ, საყვავილე ღეროს 10 მდე ყვავილი აქვს, 6-10სმ დიამეტრით,  ყვავილობს სულ ერთი დღე,-დილით მზის ამოსვლისას კოკორი იშლება, მთელი დღე გაშლილია, საღამოს კი უკვე ჭკნება,
ჩრდილოეთის ნეომარიკა - ასევე ბალახოვანი მცენარეა, ბრტყელი და  მკვრივი ფოთლებით, სიგრძით 60-90 სმ, ყვავილების დიამეტრი 10სმ მდეა, მოიისფრო ელფერის, ზოგჯერ ცისფერიც დაჰკრავს, სურნელოვანი.

 

12 June 0 2 301
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно