ბელოპერონე
მიეკუთვნება აკანთოსებრთა ოჯახს და მოიცავს 60სახეობას, უმეტესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ამერიკაში. სახელი ბერძნულია და ნიშნავს ისარს და წვეროს,, როგრც ჩანს მისი მტვრიანის ფორმიდან გამომდინარე. იგი ბუჩქოვანი მცენარეა ნახევრად გახევებული ტოტებით, მცირედ შემოსილი ბუსუსებით, ასეთივე კვერცხის ან ლანცეტის ფორმის ფოთლებით, მათ უბეებში განლაგებული ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი ან თეთრი ყვავილებით, ზოგჯერ ერთეული განლაგებით, ზოგჯერ კი ნახევრადქოლგისებრ ყვავილედად შეკრული. იგი სახლის პირობებში იზრდება კარგად განათებულ გრილ ოთახში, კარგი მოვლით სწრაფად ვითარდება და თითქმის სულ ყვავილობს.
განათება - ესაჭიროება კარგი გაბნეული სინათლე და ცოტა პირდაპირი მზის სხივებიც დილა-საღამოს. მას დებენ დას. ან აღ. მხარეს ფანჯრებზე. ზამთარში კი დამატებითი განათებაც სჭირდება.
ტემპერატურა - გაზაფხულზე და ზაფხულში 18-20გრ, შემოდგომა - ზამთარში კი 12-16გრ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთლები დასცვივდება.
მორწყვა - თბილ სეზონზე უხვად რწყავენ, მაგრამ ხშირად -არა -მიწა მორწყვებს შორის უნდა შეშრეს. სიცივეში კი მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა გაშრება, რადგან ზედმეტი გაშრობისას ფოთლები და ყვავილი შეიძლება დასცვივდეს.
შესხურება - მას სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა, ამიტომ პერიოდულად მცენარეს ნამავენ, ასევე დებენ სველ ტორფიან ან კერამზიტიან სადგამზე.
კვება - კომპლექსური სასუქი შეაქვთ გაზაფხულ-ზაფხულშიტვეში 2ჯერ, შემოდგომა-ზამთარში კი 3თვეში ერთხელ.თუ მცენარე 18გრ ზე მაღალ ტემპერატურაზეა, მაშინ თვეში ერთხელ.
გასხვლა - მცენარე სწრაფადმზარდია. ამიტომ ხშირად სხლავენ,რომ კოკრები ბევრი გამოიღოს და ვარჯის სწორად ფორმირება მოხდეს.მოყვავილებულ ნაწილებს აცლიან, გაზაფხულზე ტოტის ნახევარს აჭრიან ,მერე კვებავენ მინურალური სასუქით , გადაჭრილ ტოტებს კი აფესვიანებენ. მცენარე შეიძლება გაზარდონ ამპელურად ან შტამბურად.
გადარგვა - როცა ფესვები შეავსებენ ქოთანს, მცენარეს რგავენ ცოტა დიდ ქოთანში,ახალგაზრდებს ყოველწლიურად ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს. მიწა ასეთი შემადგენლობისაა - 2წილი კორდის, 2წილი ფოთლოვანი, და თითო-თითო- ტორფი,ნეშომპალა და ქვიშა ,კიდევ უმატებენ ძვლის ფქვილსაც. დათესვა - ითესება ზამთრის ბოლოს ქვიშანარევ ფოთლოვან მიწაში, დებენ სათბურში 22 გრ ზე. ნათესის პიკირება ხდება მერე კი თავებს აწყვეტენ დასაბუჩქად.
გამრავლება ტოტით - იანვრიდან აგვისტომდე შესაძლებელია მისი დაფესვიანება. თუ მცენარე შემოდგომის დასაწყისში დაფესვიანდა, იყვავილებს მომავალ გაზაფხულზე, თუ იავარში მოხდა ფესვების გამოტანა, მაშინ ყვავილებით გაგახარებთ წელსვე ზაფხულში. ერთწლიან ტოტებს 10-15სმ სიგრძით, რომლებსაც 2 -2 ფოთოლი აქვს, ავლებენ ფესვის სტიმულატორში, დებენ ტორფნარევ ქვიშაში, ასათბურებენ 20-25 გრ ზე და ხშირად ნამავენ მიწას. 2-3კვირაში ფესვები გამოუვა, მერე გადააქვთ ნეშომპალიან-ფოთლოვან მიწაში ტორფის და მცირე ოდენობის ქვიშის დამატებით.როცა ზრდას დაიწყებს, თავებს აჭრიან ტოტებს დასაბუჩქად.
დაავადებები - ადრე გაზაფხულზე ძლიერ გასხლული მცენარე დეკორატიულობას კარგავს.მას თუ ზამთარში სიბნელესა და ნესტში ვამყოფებთ, ფოთლები გაუყვითლდება და თუ სიმშრალესა და სითბოშია - დასცვივდება.
ფოთლებზე ლაქები ჩნდება - როდესაც მცენარე პირდაპირი მზის სხივების ქვეშაა
ყვავილი და ფოთოლი ცვივა -სუბსტრატის გამოშრობის შედეგად.
მავნებლებიდან - აზიანებს ბუგრი და აბლაბუდა ტკიპა.
სახეობები -1. წვეთისებრი ბელოპერონე -მექსიკიდანაა, მარადმწვანე 1მ სიმაღლის, დატოტვილი, კვერცხის ფორმის ან ოვალური მოპირდაპირედ განლაგებული ფოთლებით,ყვევილები შეკრულია თავთავისებრ ყვავილედად, 20სმ ს აღწევს სიგრძეში,თავად ყვავილი პატარა და თეთრია და ღრმად ზის ყვითელ,ნარინჯისფერ-მომწვანო ან წითელი ფერის დიდ სახეცვლილ ყვავილსაფარში, 2. მისი სახესახვაობაა longispica purpurea, ნახევრად ბუჩქოვანი, 80სმ სიმაღლის დატოტვილი მცენარე, წვრილი ტოტებით, მცირედ შებუსული,მწვანე ოვალური ფოთლებით.ყვავილი თეთრია, ყვავილსაფარი მოწითალო, ყვავის მთელი წელი, ამიტომ მაღალდეკორატიულ მცენარედ ითვლება. 3. Вeloperone plumbaginifolia - მისი სამშობლო ბრაზილიაა, ნაკლებდატოტვილი ბუჩქი სწორი ტოტებით ფოთლები ლანცეტისებური, მცირედ წაწვეტებული წვერით, ტყავისებური. ყვავილი მეწამულ-წითელი, ზის ყვავილსაფრის უბეში, 5-6სმ სიგრძისაა. https://yvavilebismovla.ge/metodebi/166-iodi-saxlis-mcenareebistvis.html