კალათეა

ეს მცენარე ქაბისჩალასებრთა ოჯახის წარმომადგენელია და ერთერთი პირველია ვარიეგატულ კულტურათა შორის. იგი ბუნებაში ხარობს ცენტრ, და სამხ. ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ამან განსაზღვრა მისი დამოკიდებულება განათების და ჰაერის ტენიანობის მიმართ. მისი გავრცელების არეალი ბუნებაში საკმაოდ ფართოა და ყველა კონტინენტის ტროპიკულ ზონას მოიცავს. გამონაკლისია ავსტრალია. ამ ოჯახის წარმომადგენლები ბალახოვანი ან ლიანისებრი მრავალწლოვანი მცენარეებია, ფესურა წარმოადგენს წყლის რეზერვუარს, მასში ასევე გროვდება საკვები ნივთიერებები. მშარალ ჰაერს ვერ იტას, რადგან წყალი სწრაფად ორთქლდება და მცენარე კვდება. ამ ოჯახის უმეტესი მცენარე დეკორატიულფოთლიანია. დიდი ჭრელი ფოთლები მხოლოდ ამ ოჯახს ახასიათებს. ყუნწის ბოლოს ფოთლებზე შესქელებული ადგილია, რომელიც ფოთოლს მზის მხარეს მიტრიალებაში ეხმარება. ასე მცენარე იჭერს მზის სხივებს, რომლებიც ტყეში დაბალ იარუსებზე აღწევს. ამ თვისების გამო მცენარეებს მლოცველსაც უწოდებენ - დილიდან ჰორიზონტალურად განლაგებული ფოთლები საღამოს იკეცბა და ვერტიკალურად ზემოთ მიმართული რჩება, როგორც ხელები ლოცვის დროს.  ზოგ სახეობას ამ ოჯახიდან მიწისზედა ნაწილი ყვავვილობის მერე  უხმება და კვდება. მაგრამ მთელი მცენარე ამ დროს მიძინებულია და გარკვეული დროის შემდეგ, თუ  მორწყვას არ შეწყვეტთ, ისევ წამოიღებს ახალ ტოტებს და ფოთლებს. ოჯახის 30 გვარიდან  მხოლოდ 4 წარმომადგენელია ოთახის კულტურა. მათ შორისაა კალატეაც.
იგი მრავალწლიანი ფესურიანი ან გორგლიანი მცენარეა, დახურულ სივრცეში იზრდება 1მ მდე. ჭრელი ფოთლები მოკლე და მსხვილ ღერებზეა. ფოთლები სხვადასხვა ფორმისაა, 10-20 სმ სიგრძის, ქვედა მხარე მოვარდისფრო-მეწამულია, ზედა კი  ლაქებიანი და თეთრი ხაზებით სეგმენტებადაა დაყოფილი.  ცენტრალური ძარღვი სქელია. მისგან ადრე კალათეებს წნიდნენ. აქედანაა მისი დასახელებაც,  რაც ბერძნულად კალათას ნიშნავს.  ყოველწლიურად მცენარეს 5-6 ფოთოლი ამოაქვს. მცენარე სახეობის მიხედვით ყვავილობს ადრე გაზაფხულიდან ზაფხულამდე. წვრილი შეუხედავი სხვადასხვა ფერის ყვავილები თავთავა ყვავილედადაა შეკრული. ყვავილობა გრძელდება 3 კვირამდე. არსებობენ ასევე ლამაზად მოყვავილე სახეობებიც - მაკოის, შაფრანისებრი, ვარშევიჩის კალათეა
განათება:  ზედმეტი განათება მცენარეს ფოთლების სიჭრელეს უკარგავს. ასეთი განათებისას ფოთლები იკეცება, ოთახში იგი კარგად იგრძნობს თავს რომელიმე კუთხეში. მისი ფოთლების სიჭრელე ალამაზებს უფერულ კუთხეს ინტერიერში.
ტემპერატურა: მაღალი ტემერატურა არ სჭირდება.ზაფხულში ოპტიმალურია 16-24, ზამთარში კი 12-18გრ.,  დაბურულ ტყეში დაბლა არც ორპირი და არც სიცხეა, შესაბამისად მცენარე მგრძნობიარეა ტემპერატურული ცვლილებისადმი და მზის სხივებისადმი, ამიტომ მას დებენ მოშორებით ფანჯრებიდან და კარებიდან.
ნიადაგი: ბუნებრივ გარემოში მცენარე იზრდება მსუბუქ ჰაერგამტარ ნიადაგზე. ასეთივე სჭირდება სახლის პირობებშიც. მიწა უნდა შედგებოდეს ფოთლოვანი მიწის, ტორფის და ქვიშისგან 2:1:1 პროპორციით.ზოგჯერ უმატებენ დაფხვნილ ნახშირს, ქერქების ნატეხებს, წიწვოვან მიწას.
ჰაერის ტენიანობა: ეს მცენარისთვის მთავარი პირობაა. იგი მთელი წელი მაღალი უნდა დარჩეს. ყოველდღიურად უნდა დაინამოს  რბილი ნადგამი წყლით. ქოთანი კი უნდა იდოს სველ კერამზიტიან სადგამზე. ხავერდოვანფოთლიან მცენარეებს არ ნამავენ. სჯობს მათი შხაპის ქვეშ დაბანა თვეში ორჯერ. მის გარშემო კი ჰაერში შესხურება.
მორწყვა: იგი კვირაში 2-3 ჯერ უნდა მოირწყას ზამთარში 6-8 დღეში ერთხელ, როცა მიწის ზედა ფენა შეშრება. მიწაში წყლის დაგუბება დაუშვებელია.

კვება: იმისთვის, რომ მწვანე მასა კარგად გამოიყურებოდეს, მცენარეს სისტემატური კვება სჭირდება, ვეგეტაციის პერიოდში 2-3 ჯერ თვეში  სასუქით აზოტის და კალციუმის შემცველობის გარეშე. სასუქი უნდა მისცეთ  ყვავილობამდე და მის შემდეგ.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეებს  ყოველწლიურად რგავენ თებერვალ-მარტში. მისი ფესვები ადვილად ტყდება, ამიტომ სჯობს მიწიანად გადატანა ახალ ქოთანში. მისი ფესვები ზედაპირულია და სჯობს დაბალი განიერი ქოთნის შერჩევა. დარგვისას ფესურა მკაცრად ვერტიკალურად უნდა  მოთავსდეს ქოთანში. მიწა კი მხოლოდ მცენარის გარშემო დაიტკეპნოს. მჭიდროდ დატკეპნილ მიწაში მცენარის ფესვებს უჭირს  სუნთქვა. დიდ მცენარეებს უფრო იშვიათად, 3-4 წელიწადში ერხელ რგავენ. ქოთნის ძირში იყრება დამტვრეული კრამიტის ნატეხები ან მსხვილი კენჭები.

გამრავლება:  გადარგვისას ხდება მცენარის შვილეული ნაზარდისგან გათავისუფლება, მათ 2-3 ფესვი უნდა მიჰყვეს. რგავენ ცალკე. დებენ 22-24 გრ ზე მინი- სათბურში. კიდევ შესაძლებელია ფესურის დაყოფაც 2 ნაწილად. გადანაჭერს აყრიან დაფხვნილ ნახშირს .
დაავადებები: მცენარის ახალი ფოთლები მავნე მწერების გემრიელი ლუკმაა, მასზე სახლდება ტრიპსი, აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი, ფარიანა, ფრთათეთრა. ზომების მიღება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. მაგრამ დახურულ სივრცეში მცენარის შეწამვლა ქიმიური საშუალებებით არ შეიძლება. მათ ებრძვიან  კარგად აქაფებული საპნიანი ხსნარით. მიწა უნდა დაიფაროს ცელოფნით. შეიძლება მისი დამუშავება გოგირდის შეფრქვევით.  გამოიყენება კიდევ ბიორეპარატებიც - ფიტოვერმი, ისკრა ბიო და სხვ. რაც ადამიანს არ ვნებს. შეიძლება ხახვის ნაფცქვენების , ნივრის, კაკლის ფოთლების ნაყენის გამოყენებაც. 200-300გრ მასა უნდა დაქუცმაცდეს, დაასხით მას 1ლ წყალი და ერთი კვირა დააყენეთ.  მიღებულ სამუშაო ხსნარს აზავებენ 1წილს 50 წილ წყალში და ამ ხსნარს ასხურებენ მცენარეს.
სწორი მოვლისას მცენარე პრქატიკულად არ ავადდება, მაგრამ მომთხოვნი მცენარეა გარე პირობების მიმართ  და მათ ცვლილებაზე რეაგირებს ფოთლების გაყვითლებით, დაცვენით, ფესვების დაავადებებით, ძირითადად - ლპობით.

მოყვავილე სახეობები: მაკოის კალათეა - ბრაზილიის ტროპიკულ ტყეში ცხოვრობს, მას შესხურება არ მოსწონს, ამიტომ იგი კარგად იგრძნობს თავს მომატებული ტენიანობის მქონე ორანჟერეებში. ხელოვნურ განათებაზე ინარჩუნებს სიჭრელეს - ზედა მხარეზე  მუქ მწვანე ფონზე ღია მწვანე სურათია. ქვედა მხარე კი იმავეს იმეორებს ბორდოს ფერებში.  განსაკუთრებით კარგად ჩანს ფოთლები საღამოს, როცა ზემოთ იწევა.
ვარშევიჩის კალათეა - მსხვილი მცენარეა ხშირი როზეტებით.  ფოთლები გრძელია, მუქ მწვანე ფონზე ღია ფერის   ნაძვისებური სურათია. ქვედა მხარე მეწამული ფერისაა. მას საკმაოდ მიმზიდველი ყვავილედი აქვს მოკლე ბორდო საყვავილე  ღერზე.  კრემისფერ ან ვარდისფერ ყვავილებს ფარავს დიდი ღია ფერის ყვავილსაჯდომი. ყვავილობა იწყება გაზაფხულის ბოლოს და გრძელდება 3 კვირამდე.

შაფრანისებრი კალათეა - ამაზონის ნაპირზე მცხოვრები ლამაზმანია დეკორატიული ცრუ ყვავილებით, რომელიც მაღალ საყვავილე ღერზეა ფარისებრ ყვავილედად შეკრული. მისი ნამდვილი ყვავილი პატარა წითელი ან ვარდისფერია და დამალულია დიდი მკვეთრ-ნარინჯისფერი ყვავილსაჯდომის ქვეშ. ფოთლები დიდი ხავერდოვანი და მუქი მწვანეა. ყვავილობის დასაწყებად საჭიროა ზამთრის მოკლე დღე 8-10 სთ იანი განათებით. შესაბამისად, ყვავილობა იწყება ზამთრის მიწურულს. https://yvavilebismovla.ge/movla/212-komposti.html  თარგმანი თ. სუპატაშვილის


11 June 0 6 661
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно