ჭრელფოთოლა მცენარეები სახლში
ოთახის მცენარეების მოყვარულები თანდათან იცვლიან შეხედულებას ინტერიერის მწვანე ლამაზმანების შესახებ. ისინი ხშირად გვხვდება მისაღებ, სასტუმრო ოთახებში, შესასვლელებში, ოფისებში, კერძო სახლებში. მცენარეებს ორიგინალური ფორმა, ყვავილები, ფოთლები აქვთ და საკმაოდ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით მიმზიდველია დეკორატიულფოთლიანი მცენარეები სხვადასხვა ფერის ლაქებით, ზოლებით, ნახატით ფოთლებზე. ისინი ვიზუალურად აფართოებენ ინტერიერს და საზეიმო იერს სძენენ მას.
ვარიეგატული მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებები: ვარიეგატული, ანუ ჭრელფოთოლა მცენარეები ძლიერ დეკორატრიულნი არიან, თუმცა საკმაოდ პრეტენზიულებიც. მათ მუდმივი ყურადღება სჭირდებათ და ნეგატიურად რეაგირებენ მიჩვეული პირობების შეცვლზე. გენეტიკური ცვლილებების გამო ფოთლებში უქლოროფილო უბნები ჩნდება. ეს უჯრედი -მუტანტები მცენარეს ასუსტებენ და როგორც დაავადებული ორგანიზმი, მეტ ყურადღებას საჭიროებს. მთელი ცხოვრება ცდილობენ ასეთი მუტანტი მცენარეები გამოჯანმრთელებას და პირველივე შესაძლებლობისას იბრუნებენ პირვანდელ მწვანე იერს. სწორედ ამის გამო სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება და გარკვეული პირობები გაზრდისას.
მოთხოვნები გარე პირობებისადმი: ვარიეგატულობა მთელი რიგი ფაქტორებითაა განპირობებული და გულმოდგინე შესწავლა ესაჭიროება იმ პირობებს, რომელშიც ასე სიჭრელე უნარჩუნდებათ ფოთლებს.
განათება: ეს ინდივიდუალურია ყველა მცენარისთვის.მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტია ჭრელფოთოლა მცენარეებისთვის. ვარიეგატულობა მუდმივად არ ნარჩუნდება, განათების ინტენსიობის შეცვლით შესაძლოა ესეც შეიცვალოს და კვლავ მწვანე ფოთლიანი გახდეს. მათთვის ოპტიმალურია მკვეთრი გაბნეული სინათლე. შუადღეზე კი ჩამოფარება სჭირდებათ.
ნიადაგი: მათ რგავენ მსუბუქ, ჰაერ და წყალგამტარ ნიადაგში, რომელიც კარგად ინარჩუნებს ტენს. ეს მცენარეები ქლოროფილის ნაკლებობის გამო საკმაოდ ნელა იზრდებიან და მკვრივი მიწა მათთვის ნეგატიურად იმოქმედებს. მიწა ასეთი შემადგენლობის უნდა იყოს: 2წილი კორდის, 2წილი ტორფიანი მიწა და 1 წილი ქვიშა. მზა ნიადაგი ნეიტრალური მჟავეობის უნდა იყოს.
სითბო: კარგი განათებისას სითბოც მნიშველოვანია. ამ მხრივ ჭრელფოთოლა მცენარეები 3 ჯგუფად იყოფიან:
ნებისმიერ დადებით ტემპერატურაზე მზარდი - ჭორტანა, დრაცენა, ფიკუსი.
სიცივისამტანი - ოლეანდრი, აგავა, ჰოსტა, პალმა (8-12 გრ)
სითბოსმოყვარული - ფინიკის პალმა, კაქტუსები. ბრომელიასებრნი. ზამთარში 20 გრ ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ტენიანობა: მათ ნორმალური ზრდისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა ესაჭიროებათ, ამიტომ ხშირად ასხურებენ ნადგამ რბილ წყალს კვირაში 2ჯერ და სველი ხელსახოცით უწმენდენ ტყავისებრ სადაზედაპირიან ფოთლებს კვირაში ერთხელ. მიწაში ტენიანობის შესანარჩუნებლად ქოთანი უნდა იდგეს სველ ხავსიან ან კერამზიტიან სადგამზე. წყალი სადგამიდანაც ორთქლდება და მის გარშემო ჰაერის ტენიანობაც მატულობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო ფესვების მქონე მცენარისთვის.
კვება: აქტიური ზრდისას მათ 2-3 კვირაში ერთხელ ბალანსირებული მინერალური სასუქის ხსნარით კვებავენ, შეიძლება გრანულირებული მინერალური სასუქის გამოყენებაც. ეს მცენარეები ცუდად იტანენ მჟავე ნიადაგს, ამიტომ ტორფიან მიწაში ჩარგულ მცენარეებს ხშირად რწყავენ ხის ნაცრიანი ხსნარით. მათ არ სჭირდებათ აზოტიანი სასუქი - მისი მიცემისას მცენარე ვარიეგატულობას ჰკარგავს. გადარგვა: მათ გადარგვა სჭირდებათ ფესვების დიდად გაზრდისას; მიწისზედა მწვანე მასის ზედმეტად გავითარებისას; მცენარის დაავადებისას; როდესაც უვარგის მიწას გამოცვლა სჭირდება. გადარგვა ხდება გაზაფხულზე ან მოსვენების პერიოდის დასრულებისას.
გადარგვამდე მცენარეს კარგად რწყავენ, რომ მერე ადვილად ამოვიდეს ქოთნიდან. ახალ ქოთანში ყრიან დერენაჟს და მომზადებულ მიწას, დაზიანებულ ნაწილებს მცენარეს აშორებენ. ფესვებს ავლებენ ზრდის სტიმულატორში და მერე რგავენ ახალ ქოთანში, ფესვის ყელი მიწის დონეზე უნდა დარჩეს. სუსტი ფესვების მქონე მცენარეებისვის სჯობს მიწიანად გადარგვა. ხისებრ მცენარეებს მხოლოდ მიწის ზედა ფენას უცვლიან. მერე რწყავენ და ზედმეტ, სადგამზე გამოსულ წყალს ღვრიან ნახევარი სთ ის შემდეგ. გადარგული მცენარეები დაახლოებით ერთი კვირა უდევთ ჩრდილში, მერე კი გააქვთ ნათელ ადგილზე შუადღეზე ჩამოფარებით. გამრავლება: ისინი მრავლდება თესლით, ტოტით, ფესვის ნაწილებით, ბუჩქის დაყოფით.
თესლით გამრავლება შედეგს არ იძლევა - ფოთლის სიჭრელე იკარგება. მუტაცია არ ნარჩუნდება.
ასევე ვერ ინარჩუნებს სიჭრელეს ტოტით გამრავლებული მცენარეებიც, თუ მუტაცია არამდგრადია.
ამიტომ ვარიეგატულობის შესანარჩუნებლად მათ ფესვის დაყოფით ამრავლებენ. ფესვის დაყოფით მრავლდება ვეფხისტყავა, გვიმრა, თავნასკვა, ჰოსტა, გეიჰერა.
საჰაერო გადაწვენით ახალ ვარიეგატულ მცენარეებს იღებენ - როდოდენდრონი, ფიკუსი, დიფენბახია, დრაცენა, მონსტერა,ქლოროფიტუმი.
ტოტებით მრავლდება აუკუბა, ბაუხინია, პეპერომია.
თუ განათების რეჟიმი დაირღვა, ასეთ მცენარეებს ჩვეულებრივი მწვანეფოთლიანი ტოტებიც ამოსდით, და მათი მოშორებაა საჭირო., რომ ჭრელფოთოლა ნაწილებს გაზრდის საშუალება მიეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიპრემნუმი, შეფლერა, მონსტერა, ჭორტანა და სხვ ასე ჭრელფოთლიანი მცემარეები ჩვეულ მწვანე ფერს დაუბრუნდებიან. როგორ გავაპრიალოთ მცენარის გოთლები
თარგმანი თ. სუპატაშვილის