ბეგონია - დედოფალი რაფაზე
თუ ვარდი თაიგულის დედოფალია, უხვადმოყვავილე ბეგონია აივნის და ფანჯრის რაფების დედოფლად შეიძლება ჩაითვალოს. სხვადასხვა ფერის ყვავილებით - ჩვეულებრივი ან დეკორატიული ფოთლებით, მისი უამრავი სახეობა არსებობს. იგი ზომიერად მომთხოვნი მცენარეა და სწორი მოვლით კარგად იყვავილებს დიდხანს. გააჩნია, რა სახეობას აარჩევთ - მოვლაც შესაბამისი უნდა.
მოყვავილე ბეგონია: საკმაოდ დიდი ყვავილები, სხვადასხვა ფერი, ლამაზად გამოიყურება პატარა ბუჩქზე. ყიდვისას უნდა დადგინდეს, ფესვიანია თუ გორგლიანი ეს სახეობა. გორგლიანი ზამთარში ფოთოლს იცვენს და ზაფხულში ყვავილობს უფრო, საშემოდგომო ყვავილობის მერე კი მას აგდებენ. მარადმწვანე ლამაზმანები მთელი წელი ყვავილობენ. ამისთვის ზომიერი პირობები სჭირდებათ - არც ისე დიდი ჩრდილი, არც ბევრი მორწყვა, მაგრამ არც მათი დაკლება.
მოვლის წესები მოყვავილე ბეგონიასთვის:
ოთახში უნდა იყოს სუფთა ჰაერი, მაგრამ არ უნდა მოხვდეს ორპირში,
ჰაერი დანამეთ მის გარშემო რეგულარულად.
მიწა მუდამ ნამიანი უნდა იყოს
გაზაფხულზე დაბალზე სხლავენ
რეგულარულად სჭირდება შეტრიალება
ერთმანეთთან ძალიან ახლოს ნუ დადებთ ქოთნებს
დეკორატიულფოთლიანი ბეგონიები: მათი ფოთლები არანაკლებ მიმზიდველია, ვიდრე ყვავილები. აქაც მრავალფეროვანი არჩევანია, ფოთლის ზომის, ფერის, ფორმის მიხედვით. მათ ცოტა განსხვავებული მოვლა სჭირდებათ: დეკორატიულფოთლიან ბეგონიებს არ რწყავენ უხვად
რეგულარულად აშორებენ მომჭკნარ ფოთლებს
რწყავენ რბილი წყლით, რომელიც თავისუფალია ქლორისგან
ზამთარში დებენ დაახლოებით 18 გრ ზე. ამ პირობების დაცვით ბეგონიები დიდხანს გაგახარებენ ნაირნაირი ფერებით.
რატომ უხმება ბეგონიას ფოთლები თარგმანი თ. სუპატაშვილის