გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სტრელიცია სახლის პირობებში

მცენარე სტრელიცია /ლათ.Strelitzia/, სტრელიციასებრთა გვარის ტიპური წარმომადგენელია,ის სულ ოთხი სახეობისგან შედგება,რომელთა გავრცელების არეალი მდებარეობს სამხრეთ აფრიკასა და მადაგასკარზე.მას სახელი ეწოდა შარლოტა-სოფია მაკლენბურგ-სტრელიცის პატივსაცემად,ის დიდიბრიტანეთის დედოფალი,გეორგ III მეუღლე იყო. სტრელიციას ერთ-ერთმა სახეობამ მიიღო დასახელება ‘’სამეფო’’, მეორეს ნიკოლაის სტრელიცია ეწოდა ნილოლოზ I-ის პატივსაცემად.ასეთი სამეფო წარმოშობისაა სტრელიცია.ხალხი მას უბრალოდ ‘’სამოთხის ჩიტს’’ უწოდებს, ეს სახელი ყველაზე სრულად გადმოგვცემს ყვავილის არაჩვეულებრივ სილამაზეს.

აღწერა: ბუნებაში სტრელიციები მრავალწლიანი,მარადმწვანე,ბალახოვანი მცენარეებია,ყველაზე დიდები  10 მეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევენ,საშუალოდ კი ორიდან სამ ნახევრამდე მეტრის სიმაღლეს.სტრელიციას ღეროვანი ფესვთა სისტემა აქვს,რომელიც ღრმადაა ჩასული მიწაში.ფოთლები მოზრდილი აქვს,ოვალური ფორმის,ტყავისებური,მწვანე ფერის მონაცრისფრო-ცისფერი ნაფიფქით.მათი სიგრძე 30 სანტიმეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობს,სიგანით 10-დან 80 სმ-მდე,ძალიან წააგავს ბანანის ფოთლებს,მაგრამ უფრო გრძელი ყუნწები აქვს - 50-დან 90 სანტიმეტრამდე.საყვავილე ღერო გრძელია,მასზე იშლება 5-დან 7-მდე ყვავილი,ნარინჯისფერი და ლილისფერი ფურცლებით, რომლებიც განლაგებულია ჰორიზონტალურ ყვავილედზე და ძალიან გავს ჩიტის ქოჩორს.დიამეტრით 10-დან 20 სანტიმეტრამდე აღწევს.ერთ მცენარეს 6 და მეტი საყვავილე ღერო უნვითარდება,ამიტომ სტრელიციას ყვავილობა შესაძლოა ნახევარი წელი გაგრძელდეს.კარგი მოვლისას მცენარე მხოლოდ უხვად და ხანგრძლივად კი არ ყვავილობს,ის შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმეც კი აყვავდეს.მოჭრილი ყვავილი დიდხანს არ ჭკნება - ორიდან ოთხ კვირამდეც კი.

მოვლა: თავისი ეგზოტიკურობის მიუხედავად სტრელიცია სულაც არ არის კაპრიზული.უმჯობესია ის აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხარეს მოათავსოთ მკვეთრ,გაფანტულ სინათლეზე,მაგრამ პირდაპირი სხივებისაგან დაცული უნდა იყოს.მცენარე სითბოსმოყვარულია,მაგრამ ზამთარში უყვარს სიგრილე,დაახლოებით  +14 გრადუსი.დანარჩენ დროს მას აკმაყოფილებს ისეთი ტემპერატურა რომელიც თქვენთვისაც კომფორტულია.სტრელიციას უყვარს სუფთა ჰაერი,ზაფხულის პერიოდში ის აივანზე ან ბაღში დადგით,მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ის პირდაპირი მზის სხივებისაგან და ქარებისაგან უნდა დაიცვათ.წელიწადის თბილ სეზონზე მცენარე ისე უნდა ირწყვებოდეს,რომ ნიადაგი ყოველთვის ოდნავ ტენიანი იყოს,მორწყეთ ხშირად მაგრამ უხვად არა,დაუშვებელია წყლის ჩაგუბება ფესვებში.ზამთარში საკმარისია დეკადაში ერთხელ ოდნავ დაუტენიანოთ ნიადაგი,ისე რომ მთლად არ გამოშრეს.მოსარწყავად განკუთვნილი წყალი ნადგამი ან გაფილტრული უნდა იყოს,თუ საჭიროა შეათბეთ ოდნავ.ოთახის სტრელიცია უპირატესობას ანიჭებს ოდნავ ტენიან ჰაერს,ამირომ სიცხეში საჭიროა ფოთლებზე წყლის მისხურება ან ნესტიანი ღრუბლით ფოთლების გაწმენდა.

სტრელიციას მოვლა ითვალისწინებს ორგანული და მინერელური სასუქის მორიგეობით მიწოდებას მცენარისათვის,თვეში სამჯერ,აქტიური ზრდის პერიოდში და ყვავილობისას.ყვავილობის დამთავრების შემდეგ სასუქის მიწოდება უნდა შეწყდეს 2-3 თვით,რადგან მცენარე ისვენებს.

სამთარში სიგრილეში მოთავსების წინ უმჯობესია საყვავილე ღეროების მოჭრა.

გადარგვა: ახალგაზრდა მცენარეების ყოველწლიური გადარგვა ხელს უწყობს მათ სწრაფად განვითარებაში.ზრდასრულ მცენარეებს უფრო იშვიათად უნდა გადარგვა - 3-4 წელიწადში ერთხელ,რადგან მისი ფესვები გადარგვისას ზიანდება.როგორ უნდა დარგათ სტრელიცია ისე რომ დაიცვათ ფესვები სტრესისგან? პირველ რიგში მოამზადეთ მცენარისათვის საჭირო გრუნტი: ფხვიერი,ნოყიერი ნიადაგი უნდა შედგებოდეს ფოთლოვანი ტყის მიწის,ნეშომპალის,კორდის მიწის, ტორფის და ქვიშის თანაბარი რაოდენობისაგან.მცენარის ქოთანი უნდა იყოს ღრმა და მაღალი,რომლის ძირში სქელი სადრენაჟე ფენა იყრება,რის შემდეგაც ფრთხილად უნდა გადასვათ მცენარე ახალ ქოთანში,თუ ის ჯანმრთელია.სიცარიელეები შეავსეთ ახალი სუბსტრატით,ვიდრე ქოთანი ბოლომდე არ შეივსება,ოდნავ დატკეპნეთ ახლად ჩაყრილი გრუნტი.თუ გადასარგავ მცენარეს პრობლემები აქვს,მაშინ გადარგვის წინ უნდა შეეჭრას ყველა დაზიანებული და საეჭვო ფესვი,ჭრილობებზე კი მოაყარეთ დანაყილი ხის ნახშირი.

მავნებლები და დაავადებები: ზოგჯერ სტრელიცია ავადდება აბლაბუდიანი ტკიპით,ფქვილოვანი ცრუფარიანათი ან ფარიანებით.ცრუფარიანების და ფარიანების მოშორება ხდება აქტარით ორჯერადი დამუშავებით,პროცედურებს შორის  სამი კვირა უნდა გავიდეს.ტკიპებს აცილებენ აკარაციდების მეშვეობით.სტრელიცია საკმაოდ მდგრადია დაავავდებების მიმართ და თუ თქვენ მას სწორად მოუვლით,ის ყოველთვის ჯანმრთელი და ლამაზი იქნება.

რატომ არ ყვავის სტრელიცია: მცენარე ყვავილობას იწყებს 4-5 წლის ასაკის მიღწევისას,მაგრამ როგორ მოვიქცეთ  თუ უკვე ასაკიანი მცენარე არ ყვავილობს? მოუწყეთ მას ტემპერატურული სტრესი: რამდენიმე დღით ან კვირით გამოიტანეთ მცენარე ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე შემინულ აივანზე,ლოჯიაში, ან გაიტანეთ გაუთბობელ ოთახში სადაც ტემპერატურა დაახლოებით +10-12 გრადუსია.შემდეგ დააბრუნეთ ჩვეულ პირობებში,კარგად განათებულ ადგილზე,განაგრძეთ მოვლა ჩვეულებრივ და დაელოდეთ მის აყვავებას.

გამრავლება თესლით: სტრელიციას თესლი სწრაფად კარგავს ამოსვლის უნარს.ამიტომ მცენარის გამრავლება უკეთესია ახლადაღებული თესლით,მაგრამ მათი მიღება ოთახის პირობებში მხოლოდ ხელოვნური დამტვერვით შეიძლება.ამიტომ მაღაზიაში თესლის შეძენისას დააკვირდით შეფუთვის თარიღს,6 თვის აღებული თესლიდან მხოლოდ ყოველი  მე-10 ამოდის.შეძენის შემდეგ მაშინვე უნდა დათესოთ,იმის მიუხედავად წელიწადის რომელი დრო იქნება.თესლი წინასწარ თბილ/+35-40 გრადუსი/ წყალში უნდა დაალბოთ ერთი დღ-ღამის განმავლობაში და გაცივებული წყალი თბილით შეუცვალოთ.გაფუებულ თესლებს მოაცილეთ რბილი ნარჩენები,თუ აქვს შერჩენილი.მოამზადეთ სუბსტრატი ვიდრე თესლები ლბება.გრუნტი უნდა შედგებოდეს ტორფის,კომპოსტის და მდინარის ქვიშის თანაბარი რაოდენობისგან.შეავსეთ პლასტიკის ერთჯერადი ჭიქები ნიადაგით  2/3-ზე,ჭიქებს წინასწარ გაუხვრითეთ ძირი დრენაჟისათვის.უხვად მორწყეთ ნიადაგი მდუღარე წყლით,დატკეპნეთ,დააცადეთ გაგრილება,შემდეგ ზემოდან დააყარეთ ქვიშის 2 სანტიმეტრიანი ფენა და თითოეულ ჭიქაში ჩარგეთ თითო თესლის მარცვალი,ისე რომ მათი ‘’ზურგები’’ მოჩანდეს.ამის შემდეგ დადგით ჭიქები თბილ /+22-24 გრადუსი/ და ნათელ ადგილზე,სადაც არ ხვდება მზის პირდაპირი სხივები, დააფარეთ ზემოდან მინა და დაივიწყეთ მათ შესახებ მანამდე, ვიდრე პირველი ფოთოლი არ გამოჩნდება.ეს კი არც ისე მალე მოხდება - მოგიწევთ თვენახევრიდან ექვს თვემდე მოცდა.შეეცადეთ თავი შეიკავოთ თავსახურის მოხდისაგან მანამდე,ვიდრე ფოთლები არ გამოჩნდება და მაშინაც როდესაც ჩითილები პირველ ორ ფოთოლს მოგცემთ,თავსახური დღეში მხოლოდ 15-20 წუთით მოხსენით,დანარჩენ დროს ჩითილებს თავზე მინა უნდა ეფაროს.

 ჩითილებს ესაჭიროება ნიადაგის დატენიანება ანადუღარი წყლით,მორწყვა ხდებს ნიადაგი ზედა ფენის შეშრობის შემდეგ.წამოზრდილი ნერგები ფრთხილად უნდა გადაირგას ოდნავ მოქრდილ ქოთნებში.გახსოვდეთ,რომ სტრელიციას ღეროვანი ფესვები აქვს,გრძელი,მსხვილი მაგრამ მტვრევადი და მათი დაზიანება მცენარის ზრდის შეფერხებას ან დაღუპვას გამოიწვევს.ახალგაზრდა სტრელიციებს ზრდიან +22 გრადუს ტემპერეტურაზე,კარგად განათებულ ადგილზე.მორწყვა ზომიერი.

ვეგეტატიური გზით გამრავლება: ასეთი ხერხით გამრავლებისთვის გამოიყენება გვერდითი ამონაყარები ან მცენარის სხვა ნაწილები რომლებიც უკვე 6-7 წლის ასაკისაა.სტრელიციას დაყოფა უმჯობესია მაშინ,როდესაც ყვავილობას დაამთავრებს.მცენარეს იღებენ ქოთნიდან და ყოფენ ისე,რომ თვითოეულ ნაწილს ერთი ამონაყარი მაინც ქონდეს.დაყოფილ მცენარეს რგავენ მათი ზომების შესაბამის ქოთნებში დიამეტრით 16-20 სმ. ნიადაგის შემადგენლობა ისეთივე უნდა იყოს,როგორც დათესვის შემთხვევაში.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: შეეცადეთ არ დააზიანოთ მცენარის ფესვები.
სტრელიციას სახეობები: სამეფო სტრელიცია  (Strelitzia reginae). ყველაზე ხშირად კულტურაში ზრდიან სამეფო სტრელიციას,რომელსაც წვრილფოთოლა სტრელიციასაც ეძახიან (Strelitzia parvifolia).ეს სახეობა იზრდება სამხრეთ აფრიკის კაპის პროვინციაში,მთიანი ტყის მასივებში,აღწევს 2 მეტრამდე სიმაღლეს.მისი ფოთლები მუქი მწვანე ფერისაა,ტყავისებური,მოზრდილი 45 სანტიმეტრემდე სიგრძის,ნაპირებში ოდნავ დატალღული.ფოთლის ყუნწების სიგრძე 90 სანტიმეტრს აღწევს,ფოთლები შეკრებილია ხშირ როზეტად. საყვავილე ღერო მაღალია,იზრდება ფოთლის უბეებიდან.ყვავილს გარე ფურცლები ნარინჯისფერი აქვს,სიგრძით 15 სანტიმეტრამდე,შიდა კი - მუქი ლურჯი.სამეფო სტრელიცია წელიწადში ორჯერ ყვავილობს.

ნიკოლაის სტრელიცია (Strelitzia nicolai) ასევე ტროპიკულ ტყეებში,ზღვის დონიდან 300 მეტრის იმაღლეზე მდებარე  იზრდება,კაპის პროვინციაში.მცენარე გარეგნულად ბანანს მოგვაგონებს,ამიტომ მას ზოგჯერ ‘’ნატალიას ველურ ბანანს ‘’ უწოდებენ.ნიკოლაის სტრელიცია ზოგჯერ 10 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს,ამიტომ მერქნისებურ სახეობას წარმოადგენს.მისი ‘’ტანი’’პალმას წააგავს,რადგან შერჩენილი აქვს ძველი ფოთლენის ღეროები.ყვევილებიც ისეთივე მონუმენტურია როგორც თვითონ მცენარე: ფოთლის უბეებიდან ამოზრდილი საყვავილე ღერო ოთხი ნისკარტისმაგვარი მოწითალო-მომწვანო საფარველითაა დამშვენებული,ყვავილის გარე ფურცლები თეთრი,შიდა კი ლურჯი ფერისაა,სიგრძით 17 სანტიმეტრამდე.

მთის სტრელიცია (Strelitzia caudata) იზრდება აფრიკის სამხრეთში.ეს იშვიათი სახეობაა,ადგილობრივები ‘’უდაბნოს ბანანს’’ ეძახიან.მთის სტრელიცია ხისმაგვარია,სიმაღლით 10 მეტრს აღწევს,აქვს გიგანტური ფოთლები ორ რიგად ეზრდება,რომლებიც ღეროს ძირს გარს ეხვევა.ყვავილებიც მოზრდილია,თეთრი,წაწვეტებული ნავის ფორმის თანაყვავილედებით,რომლებიც 45 სანტიმეტრს აღწევს სიგრძით.

ლერწმისებური სტრელიცია (Strelitzia juncea) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთში იზრდება,კარგად იტანს ხანგრძლივ გვალვას და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს,ნულს ქვემოთაც კი.ყვავილებით ძალიან გავს სამეფო სტრელიციას,მაგრამ ფოთლები უფრო ვიწრო აქვს,ნემსისებური,იზრდება ხშირ როზეტად რომლის დიამეტრი 2 მეტრია.

ავგუსტის ანუ თეთრი სტრელიცია (Strelitzia alba) ეს სტრელიციაც სამხრეთ აფრიკელია,კაპის პროვინციიდან.ამ მრავალწლოვან მცენარეს გამერქნებული ქვედა ნაწილი აქვს.მისი გრძელი ელიპსური,პრიალა ფოთლები ღია მწვანე ფერისაა და სიგრძით ერთ მეტრს აღწევს,ძირისკენ ფოთლები გულისებურია.საყვავილე ღეროები ფოთლის უბეებიდან იზრდება,ორი ლანცეტისებური  თანაყვავილედით,ყვავილის ფურცლები თეთრი ფერისაა.

არსებობს ასევე სამეფო სტრელიციისა და თეთრი სტრელიციის ჰიბრიდი.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

 

10 June 0 19 391

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно