ყვავილები მთელი წლის განმავლობაში

დღეს რთულია სახლის ან ოფისის ნახვა, სადაც მცენარე არ დგას. ისინი სხვადასხვაგვარად გამოიყურებიან: ზოგი მთელი წელი მშვენივრად ვითარდება, ზოგიც საცოდავი შესახედია. ეს განპირობებულია მთელი წლის განმავლობაში მათი მოვლის წესების შესრულების ხარისხით.
გაზაფხული: მარტის შუა რიცხვებიდან იწყება მცენარეების გადარგვა, რის აუცილებლობაზეც თავად მცენარე მიგანიშნებთ მიწაზე სრულად შემოხვეული ფესვებით, მიწის ამჟავებით, ფოთლის წვეროების ხმობით. ზრდადაწყებული მცენარის გადარგვა არ შეიძლება. ეს კეთდება ყვავილობის დასრულების მერე ან ახალი ტოტების გახევების შემდეგ. დიდ ქოთანში მიწა ადვილად მჟავდება, ფესვები ლპება. გადარგვამდე  ქოთანი უნდა ჩადონ თბილ წყალში 2-3 სთ, რომ მისი კედლები კარგად დასველდეს,  მერე დრენაჟის ნახვრეტზე დებენ პატარა კრამიტის ნატეხს, შიგ ყრიან დრენაჟის თხელ ფენას, მერე მიწას და შიგ რგავენ მცენარეს. გადარგვამდე ათვალიერებენ მცენარის ფესვებს,  დამპალ, გამხმარ ნაწილებს აშორებენ და გადანაჭერს ამუშავებენ დაფხვნილი ხის ნახშირით. დიდ მცენარეებს, რომლებიც დიდ კონტეინერებში იზრდება, გადარგავენ 5-6 წლის მერე, როცა ძველი კონტეინერი ლპება. ყველა მცენარისთვის ინივიდუალური შემადგენლობის მიწაა საჭირო. იგი ნოყიერი, ჰაერ- და წყალგამტარი უნდა იყოს და გარკვეული მჟავეობა ჰქონდეს.
ზაფხული: ეს მცენარეთა ყვავილობის პერიოდია, ამ დროს ხდება მათი ვეგეტატიური გამრავლებაც (ვარდი, ჟასმინი, ბალბიფოთოლა)   სწრაფადმზარდი მცენარეები მიწიანად გადააქვთ ისე, რომ მიწის კოშტი არ დაიშალოს და ფესვი არ დაზიანდეს. ზრდის დაწყებამდე მათ მზიან ადგილზე არ დებენ. მორწყვა ამ დროს უხვი უნდა იყოს, მაგრამ უკვე მოყვავილებული მცენარეები ზომიერად უნდა მორწყათ. დანამვა საჭიროა დილით ან საღამოს. ეს პროფილაქტიკურ საშუალებად ითვლება ტრიპსების და აბლაბუდა ტკიპას წინააღმდეგ.

შემოდგომა: ამ სეზონზე მცენარეები მოსვენების ეტაპზე გადადიან, ზოგი ფოთოლს იცვენს - მათ სარდაფში დებენ ან გრილ ოთახში გამოსაზამთრებლად. აივნიდან სახლში შეტანილი მცენარეები უცებ არ შეიძლება გამათბობლებთან დააწყოთ. ჯერ ოდნავ გრილი ადგილი უნდა შესაგუებლად. მორწყვაც თანდათან მცირდება. მხოლოდ დანამვა გრძელდება, არც სასუქის შეტანაა საჭირო უკვე.
გათბობის სეზონის დაწყებისას ოთახში ჰაერი მშრალი ხდება და ეს უარყოფითად აისახება მცენარეებზე - ფოთლები ყვითლდება და ხმება. ეს რომ არ მოხდეს, გამათბობლებთან დებენ წყლიან ჭურჭელს.
ზამთარი: ზამთარში მოყვავილე მცენარეები - ჟასმინი, ნეკერჩხალი, ზიგოკაქტუსი ბეგონია, აზალია, ეუჰარისი, ია საჭიროებს რეგულარულ მორწყვას ამ სეზონზეც და სასუქიც სჭირდება რეგულარულად. ყინვების დაწყებისას მათ ფანჯრიდან გადადგამენ, საღამოობით. რომ ცივ ჰაერზე არ იდგას.
გამრავლება: იანვარ-თებერვალში ის მცნარეები ითესება, რომლებიც დიდხნს იზრდება - პალმა, კამელია, ფრთათეთრა. დათესვამდე თესლს ალბობენ 3-5 დღით წყალში, ზოგს კურკის მაგარ ქერქს უხეხავენ.
სწრაფად მზარდ მცენარეებს თესავენ მარტში, ნელამზარდს - იანვარ - თებერვალში. ბოლქვებით მრავლდება ამარილისი, ჰემანტუსი, კრინუმი, ეუჰარისი, ზეფირანტესი, მათ ძველი ბოლქვის ქერცლებს შორის ახალი შვილეული ბოლქვები გამოსდის. მათ აშორებენ დედა ბოლქვს, როცა პატარებიც ფესვიანდება.
ზოგ მცენარეს ამონაყარი აქვს სქელი ხორციანი ფესურიდან, ან ახალი შვილეული მცენარე ყალიბდება მიწის ზედა ნაწილზეც, მაგ. ქლორფიტუმს. ასეთ პატარა მცენარეებს აშორებენ დედას და დამოუკიდებლად რგავენ პატარა ქოთნებში.
კიდევ შესაძლებელია მცენარის გამრავლება დაყოფით, როცა მცენარე განში იზრდება (ასპიდისტრა,თავნასკვა,ქაბისჩალა,ფრთათეთრა, დეკორატიული სატაცური,გვიმრა) მცენარეები, რომლებიც უნდა გაიტანონ გარეთ, თანდათან უნდა მიაჩვიონ და ჯერ გააქვთ რამდენიმე საათით, მერე კი  ზრდიან დროს. აივანზე მათი გატანა შეიძლება ყინვების დასრულების შემდეგ და თავდაპირველად მზის სხივებისგან დაცვაც სჭირდება. ოთახსი მცენარეები სამზარეულოსთვის
თარგმანი თ. სუპატაშვილის

09 June 0 9 733
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно