მექსიკური წიწაკა

მცენარეს სხვადასხვა ფერის ნყოფი აქვს - წითელი, ყვითელი, იისფერი. ნაყოფი დიდხანს ჩერდება კომპაქტურ მცენარეზე. იგი ძალიან დეკორატიულია. პატარა ბუჩქზე უამრავი ნაყოფია. სწორედ მათ გამო აქვთ ეს მცენარე სახლში. ნაყოფის დაცვენის მერე მცენარეს აგდებენ, თუმცა იგი მრავალწლიანია და თუ ზამთარში მას შედარებით დაბალ ტემპერატურას  შეუქმნით, კიდევ მრავალ წელს იყვავილებს და მოისხამს. ყვავილობს ზაფხულში თეთრი ან იისფერი 3 სმ დიამეტრიანი ყვავილებით. მცენარის სახეობის და ჯიშის მიხედვით განსხვავებული ფორმის ნაყოფს  იკეთებს. ნაყოფი არ იჭმევა, ზოგი ჯიში საკმაოდ ცხარეა. ევროპაში მას ხშირად ნახავთ საშობაოდ მაღაზიებში. აქედან მისი გავრცელებული სახელიც - საშობაო წიწაკა.
ტემპერატურა: მცენარე სითბოსმოყვარულია. ოპტიმალურია ზაფხულში 22-25გრ, ზამთარში - 16-20გრ. ქვედა ზღვარი არ ინდა ჩაცდეს 12 გრ ს.
განათება: კარგად გრძნობს თავს მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.  მცენარეს დებენ  სამხ. ან სამხ-დას. მანჯარაზე, თუმცა ჩამოფარება დასჭირდება შუადღეზე.
მორწყვა: მიწა ქოთანში მუდამ სველი უნდა იყოს. მიწის გამოშრობა იწვევს ყვავილების დაცვენას და ნაყოფის შეჭმუხვნას. მას რწყავენ ნადგამი თბილი წყლით.
ტენიანობა: მას მოსწონს დანამვა ასევე რბილი და ნადგამი წყლით

მიწა: თანაბარი პროპორციით კორდის, ფოთლოვანი, ბაღის მიწა და ქვიშა უნდა აურიოთ.
კვება: გაზაფხულ-ზაფხულში კვირაში ერთხელ ორგანული და მინერალური სასუქი სჭირდება. ზამთრის პირას სხლავენ  და მის მერეც  შეაქვთ სასუქი.
გადარგვა: მოზრდილ მცენარეს გადარგვა ესაჭიროება ოდნავ დიდ ქოთანში გასხვლის შემდეგ.გამრავლება: მრავლდება  ტოტებით ან თესლით.  ტოტებს აფესვიანებენ 20-25 გრ ზე. ითესება მარტ-აპრილში. თესლიდან გაზრდილი მცენარე მეორე წელს იყვავილებს.სასუქი ჩითილებისთვის 

 თარგმანი თ. სუპატაშვილის

09 June 0 4 892
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно