ოთახის მცენარეების მოვლა ზაფხულში

ბევრი მცენარისთვის ზაფხულიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ზამთარიდა განსაკუთრებული მოვლა ამ პერიოდშიც ესაჭიროება.ყურადღება სჭირდება როგორ იმ პერიოდში მოყვავილე მცენარეებს, ასევე მათ, რომლებიც ისვენებენ.
მორწყვა და შესხურება: ზაფხულის სიცხეა ძლიერებს ფოთლიდან წყლის აორთქლებას და მიწაც უფრო სწრაფად შრება, ტენის უკმარისობისას კი მცენარეში ირღვევა საკვები ნივთიერებების ცირკულაცია. ამიტომ თუ ყურადღებით არ ვიქნებითდა დავივიწყებთ მორწყვას, მცენარე ზრდას შეაჩერებს და მერე შეიძლება მოკვდეს კიდეც. მაგრამ არც ზედმეტი წყლის დასხმა ივარგებს, წყლის ხარისხიც იცვლება სიცხეში, ამიტომ სჯობს ნადგამი წყლის გამოყენება სარწყავად. თუ გრილა და წვიმს, მცენარე ნაკლებად უნდა მოირწყას. მზიან და ცხელ ამინდში კი დღეში რამდენჯერმეც  დასჭირდება მორწყვა.
თუ მიწა სველია, მაშინ მცენარეს არ რწყავენ: მიწას ამოწმებენ თითის ჩაყოფით მასში დაახლოებით 1 სმ ზე. პატარა ქოთნებს სწევენ და ძირს უთვალიერებენ, სველია თუ არა ძირი. 

დღის ნებისმიერ დროს უხვი მორწყვა და დანამვა სჭირდება შემდეგ ოთახის მცენარეებს: აგავას,აბუტილონს, ალამანდას, ალოკაზიას, აგაპანტუსს, ალოეს, ანტურიუმს, აქიმენესს, უკადრისას,ბალბიფოთოლას, გლოქსინიას, ჟასმინს, ფრთათეთრას, ფურისულას, ოლეანდრს, ორქიდეას, ვარდს.
შედარებით ზომიერად რწყავენ და ნამავენ: ადენიუმს, ამარილისს, ასტროფიტუმს, ბეგონიას,ყოჩივარდას, ნერინეს, იას, დედოფლის ყვავილს.
ზედმეტი წყალი ვნებს აგლაონემას, ბალბიფოთოლას, ქრიზანთემას. მათ კვირაში რამდენჯერმე სჭირდება მორწყვა.
შესხურება ძალიან მოსწონთ: დრაცენას, დიფენბახიას,ქაბისჩალას, სუროს, გვიმრას, ფიკუსს, ზოგს კი შხაპი სჭირდება ფოთლებიდან მტვრის მოსაშორებლად.
თუ მცენარეს გადარგვა უნდა, გადარგვის მერე განსაკუთრებით სჭირდება ყურადღება მორწყვას, რომ მცენარის ფესვები ადვილად ჩაეჭიდოს  ახალსუბსტრატს. მორწყვის სიუხვეც და ნაკლებობაც ამ პროცესს აჩერებს. 

კვება ზაფხულში: ეს მნიშვნელოვანი მომენტია.ზაფხულში მცენარის ზრდის მიხედვით თვეში ორჯერ სჭირდება სასუქი. უხვად მოყვავილე მცენარესკვირაში ერთხელ აძლევენ სასუქს. ზოგადად მცენარეს აძლევენ აზოტიან ან კალიუმიან სასუქსდა სუპერფოსფატს. თავიდან დოზა შემცირებული უნდა მისცეთ, რომ ფესვები არ დაუზიანოს მცენარეს და მერე თანდათან გაზარდეთ. თუ მცენარეახალი გადარგულია, კვება არ სჭირდება.
ყვავილობისას მას დამატებითი პორციაც სჭირდება სასუქის, რომელშიც ჭარბობს ფოსფორი, კალიუმი, ზოგ მცენარეს ყვავილობის მერე ამოსდის ფოთოლი. მათ ასეთ პერიოდში სჭირდებათაზოტშემცვლი სასუქი.
ტემპერატურა: დადგენილია, რომ ფოტოსინთეზი უკეთ ხდება მაღალ ტემპერატურაზე ტროპიკული  და სუბტროპიკული მცენარეებისთვის.
 თითქმის ყველა ოთახის მცენარე კარგად იტანსსითბოს. ზოგს ურჩევნია შედარებით დაბალი ტემპერატურა და მომატებისას შეიძლება მოკვდესკიდეც: აზალია, გლოქსინია, ჟასმინი, კამელია, ფურისულა, ია და სხვ.  სხვებს კი პირიქით, სიცხე ურჩევნიათ: კაქტუსები,ზეფირანტესი, ჰიპეასტრუმი, ფიკუსები, ბარაქის ხე.

ბევრ მცენარეს არ სიამოვნებს ორპირი, ამიტომ ოთახის განიავებისას ეს მცენარეები გააქვთ:ვნების ყვავილი, კროტონი, დიფენბახია, დრაცენა, ბენჯამინის ფიკუსი, მაგრამ ზაფხულში სუფთა ჰაერიც სჭირდებათ და ზოგი მცენარე გარეთ გააქვთ აოვანზე ან ტერასაზე.

განათება: სინათლის მოყვარული მცენარეების დადება თამამად შეიძლება რაფაზე. გაზაფხულ ზაფხულში ისინი იზრდებიან და უხვად ყვავილობენ.ბეგონიას, კალანჰოეს და ბალბიფოთოლას მოსწონს მკვეთრი განათება. არც დიდი მოვლა სჭირდებათდა ამიტომ მოსწონთ. ერთადრთი, მათ არ უყვართ ჩრ, მხარეს რაფაზე ყოფნა, ასე ზრდა ჩერდება,ფოთლები ცვივა და არ ყვავილობს.
ჰიბისკუსი, გარდენია, კაქტუსები, ოლეანდრი, მაჩიტა, ციტრუსები იტანენ სამხ, მხარეს,თუმცა მწველი მზისგან დაცვა სჭირდებათ.
ზოგს ჩრდლში ურჩევნია: დეკორატიული სატაცური, კლივია, ასპიდისტრა, ჭორტანა, გვიმრა.
ზაფხულში მოსვენების ეტაპზე მყოფი მცენარეების მოვლა:
ზოგი მცენარე ზაფხულში ისვენებს - ფოთოლს იცვენს. მათ ნუ გადააგდებთ, დადეთ ჩრდილში და შედარებით იშვიათად მორწყეთ, მალე ახალი ძალით წამოუვა ტოტები და ფოთლები. ასეთია ყოჩივარდა, რომელიც ივნისის ბოლოს გადააქვთ ღია აივაზე ჩრდილში, ივლისში იგი იღვიძებსდა ახალ ფოთ;ლებს ამოიყრის. შემოდგომა - ზამთარში კი იყვავილებს.

გასხვლა: ეს აუცილებელი პროცედურაა ბევრი მცენარისთვის, რომ დეკორატიულიბა შენარჩუნდეს. სწრაფად მზარდი ხვიარა ლიანები ხშირად ითხოვენ ტოტების დამოკლებას, რომ ფორმა შეინარჩუნონ. ზოგს საყრდენი სჭირდება და მათზე აბამენ, მაგრამ მჭიდროდ მიბმა არ შეიძლება - ზრდას შეულისხელს.
დაცვა მავნებლებისგან: ზაფხულში მწერები აქტიურდებიან, ამიტომ საჭიროა ფოთლების სისტემატური შემოწმება. მათი დროული დაფიქსირება და ამოცნობა მცენარის გადარჩენის საწინდარია. მათ წინააღმდეგ იყენებენ ინსექტიციდებს და ხალხურ საშუალებებს.
მცენარეთა მოვლა შვებულებისას: ზაფხულიშვებულებების დროა. ყველა დასასვენებლად მიდის, ზოგი რამდენიმე დღით, ზოგიც  რამდენიმ კვირით. მცენარეთა უმეტესობა 80 % შედგებასითხისგან, ამიტომ მათ წყალი მუდმივად სჭირდებათ. ყველაზე ადვილად უწყლოდ ჩერდება: ჩაი, დაფნა, ლეღვი, ციტრუსები და ანანასი, ჰოია.
 - გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მათფოთლებს კარგად უმოწმებენ მწერების არსებობაზე, დაავადებებზე, დაზიანებულ ადგლებს ამუშავებენ სპეციალური პრეპარატებით,
 - აშორებენ დაზიანებულ გამხმარ ტოტებს, ფოთლებს,დიდ ყვავილებს და კოკრებს. - ფანჯრებზე აფარებენ ფარდას, რომ ძალიან არ ანათებდეს მზე და არც სიბნელე იყოს.
 - არ უნდა იყოს ოთახში ორპირიც, ასე მიწა სწრაფადარ გამოშრება.
 - დიდ მცენარეებს დებენ იატაკზე, ფანჯრიდანმოშორებით ჭურჭელში, სადაც ხრეში, კერამზიტი ან ვერმიკულიტი ყრია და ასხამენ წყალს
 - წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე აჩერებენ კვებას - სასუქების მიცემას.
 - მცენარეები გადაჰყავთ წვეთობვან მორწყვაზე.
 - თუ ამის საშუალებაა, ისინი გადააქვთ აგარაკზე და მიწაში ფლავენ ქოთნებით. ზემოდან კიმიწას აყრიან ტორფს, ნახერხს.
ასეთი წესების დაცვით მცენარეები დიდხანს იქნებიან თქვენს გვერდით და გაგახარებენ ლამაზი ფოთლებით და ყვავილებით მთელი წლის განმავლობაში. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/296-otaxis-satburebi.html 

 
07 June 0 10 373
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно