ჰემანტუსი

პატარა, არასტანდარტული არც ისე პრეტენზიული მცენარეაამარილისისებრთა ოჯახიდან, ფოთოლი - მარადმწვანე, მოსვენების პერიოდში არ სცვივა,  ფორმით ირმის ენას ჰგავს. ამიტომ ხალხში მას კიდევ„ირმის ენას“ ეძახიან. ყვავილი - ფუმფულა ბურთი, ჯიშები - მრავალფეროვანი - აი, ასეთიამისი მოკლე დახასიათება. გამოდგება დამწყები და ასევე გამოცდილი მეყვავილეებისთვის,რომლებიც ორიგინალურ ფორმებს და უცნაურ დეტალებს ეძებენ.
საკმაოდ დიდი გვარია, სხვა გვარებისგან განსხვავებით, ზამთარში ზრდას არ წყვეტს, მოსვენებისეტაპზეც დეკორატიულია.
მცენარეს დაახლოებით 3 წყვილი ფოთოლი გამოაქვს თითო ბოლქვიდან, ისინი გადმოკიდებულიაქოთნიდან განიერი, მომრგვალებული ბოლოებით.. ზოგ სახეობას პრიალა, ზოგს კი ხაოიანი. ისინი იდეალურად სიმეტრიულ არ  როზეტს ქმნიან  და ფოთლისყველა წყვილი სხვადასხვა მხარესაა მიმართული, რის გამოც იგი არც ისე მკაცრი შესახედავია. ყვავილები შეკრულია ქოლგა ყვავილედად, რომლის ეფექტურობაციზრდება ყვავილსაჯდომის მკვეთრი ფერის გამო. ყვავილედი ზის მაღალ სქელ ამარილისის მსგავსღერებზე. ყვავილედში უამრავი წვრლი თეთრ-ყვითელ -წითელი ყვავილია, მთლიანად ყვავილედსგარს ერტმყის 4 ხორციანი ყვავილსაჯდომი, რომელიც იმეორებს მის ფერს. ყვავილებს წვრილი,ძაფისებრი გრძელი მტვრიანები აქვს და ყვავილიდან გარეთაა გამოშვერილი,  ბურთისებური ფორმის გამო მთლიანად ყვავილი აჟურულპომპონს ჰგავს.
ყვავილობა იწყება ზაფხულის შუიდან ნოემბრის ბოლომდე. აქვს არასასიამოვნო სუნი, რაცგანსაკუთრებით ძლიერდება მტვრის და ნექტრის წარმოქმნისას. თვითდამტვერვა ახასიათებსდა იქმნება პატარა მრგვალი ნაყოფი სხვადასხვა, თეთრ- წითელი  ფერის. მასში მწიფს თესლი,რომელიც ამოსვლისუნარიანობას მალე ჰკარგავს.
სახეობები: ოთახის კულტურად გავრცელებულიათეთრყვავილა ჰემანტუსი, ძალიან დეკორატიულია, ფოთლები საყვავილე ღეროსთან ერთად იზრდებასქელი, 20სმ სიგრძის და 10 სმ სიგანის, მუქი მწვანე.  საყვავილე ღერო მოკლე, მძლავრია, თავზე თეთრყვავილიანიდიდი ბურთა ყვავილედებით. ყვავილებს გრძელი მტვრიანები აქვთ, მოყვითალო თავებით. სწორედეს სახეობაა „ირმის ენა“. ამ სახეობის ბაზაზე კი უამრავი ჰიბრიდული  სხვადასხვა ფერის და ფორმის მცენარეებია შექმნილი.
სხვა სახეობები შედარებით იშვიათად გვხვდება: მრავალყვავილა, ლინდენის, კატარინას,ვეფხვისებური, ბროწეულისმაგვარი  და სხვ.

მოვლა: მოსავლელად საკმაოდ ადვილი  მცენარეა. სჭირდება გრილი გამოზამთრება და ყურადღება,რომ წყალი არ დაგროვდეს ქოთანში. ეს მცენარე სახეობის მიუხედავად შხამიანია და მასთანმუშაობა ხელთათმანებით სჯობს.
განათება: სინათლისმოყვარულია, მაგრამმზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანს. - ფოთლის ბოლოები ხმება, ფოთლებზე ჩნდება დამწვრობისლაქები და მერე თეთრდება, პრობლემა მთელ ფოთოლზე ვრცელდება და ბოლოს კვდება. იდეალურიადგილი მისთვის დას ან აღ. მხარეა.  ეს მცენარეგარეთაც შეიძლება გაზარდოთ, გრუნტში. ზაფხულში ოთახის მცენარის გარეთ გადგმაც შეიძლება,აივანზე, თუმცა ამ შემთხვევაში მას დაცვა სჭირდება მზის, ნალექის და ორპირისგანაც.
ტემპერატურა: ადვილად ადაპტირდება ოთახისტემპერატურაზე გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ზამთარში კი ყვავილობის დასრულების მერეგრილ ადგილას უნდა გადაიტანოთ - 10-15 გრ ზე. ასეთი ზამთრის მერე მცენარე აუცილებლადგამოიტანს საყვავილე ღეროს.  უფრო მაღალი ტემპერატურისკომპენსირება სხვა პარამეტრების კორექციით შეიძლება - მორწყვის ან ჰაერის ტენიანობისდარეგულირებით.

მორწყვა: შედარებით იშვიათად რწყავენ,იგი ვერ იტანს წყლის დაგროვებას ქოთანში, ამიტომ მას იშვიათად რწყავენ. სჯობს დააკლდესმორწყვა, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ. მორწყვებს შორის მიწა შუა ფენამდე უნდა შეშრეს.კონკრეტულად მორწყვის სიხშირეს არეგულირებენ მცენარის მდგომარეობის გათვალისწინებით.თუ ფოთლები იწყენს და ჭკნება, მორწყვას უმატებენ. თუ ფოთლები სცვივა,- თანდათან უმცირებენ.
ჰაერის ტენიანობა მცენარეზე არ მოქმედებს. იგი კარგად იზრდება, როგორ მაღალ, ისე დაბალტენიანობაზე. კიდევ ერთი რამ არ უნდა დაივიწყოთ: მას ხშირად სჭირდება ფოთლებისწმენდა სველი რბილი ღრუბლით.
კვება:  ძალიან იშვიათად სჭირდება დ საკმაოდ მცირე დოზებით.არის პერიოდები, როდესაც მას საერთოდ არ აძლევენ საკვებს:  ყვავილობის დასრულებიდან ახალი ზრდის დაწყებამდეადრე გაზაფხულზე  და საყვავილე ღეროს ზრდისდაწყებიდან ტოტების 10 სმ მდე გაზრდამდე.
აქტიური ზრდისას და ყვავილობისას 2-3 კვირაში ერთხელ შეაქვთ ორგანიკა, თუმცა შეიძლებაუნივერსალური სასუქის მიცემაც.
გადარგვა: მცენარე ყოველწლიურად ირგვება.თუ ფესვები ბოლომდე არ ავსებს ქოთანს შეიძლება დაიცადოთ 2 წელი, მაგრამ 3 წელს არ უნდაგადასცდეს. ოპტიმალურ დროა თებერვალ-მარტი. ახალ სუბსტრატში მის ბოლქვებს ისე დებენ,რომ მიწის ზემოთ ბოლქვის 1/3 ჩანდეს. მიწა უნდა იყოს ფხვიერი, ნოყიერი. მისთვისვარგა იგივე მიწა, რაც ამარილისებისთვის, - სათბურის, კორდის და ფოთლოვანი მიწის ნარევიტორფის და ძვლის ფქვილის  დამატებით.  ქოთანი მცენარისთვის უნდა შეირჩეს განიერი და დაბალი დრენაჟის კარგი ფენით.
დაავადებები: სიცხეში მასზე ადვილად ვრცელდებამავნე მწერები - წითელი აბლაბუდა ტკიპა, ფარიანა. მათ ებრძვიან ჩამორეცხვით და იმსექტიციდებით.შედარებით იშვიათია ბუგრი და ტრიპსები. რაც შეეხება დაავადებებს, მას აზიანებსნაცრისფერი ლპობა. დაზიანებული ადგილები უნდა მოშორდეს მცენარეს, რადგან ფუნგიციდებიარაფერს უშველის.  სწორედ ამ დაავადების გამოაცუდი მისთვის გადამეტებული მორწყვა.

გამრავლება: ადვილად მრავლდება შვილეულიამონაყრით ან გვერდითა ბოლქვებით. მათი მოშორება დედა მცენარისგან არც ისე სასწრაფოა.თუ ბევრი შვილეული ბოლქვია, და ერთ ქოთანში ადგილი აღარ აქვს, მათ აცალკევებენ და რგავენცალკე ქოთნებში. ყვავილობას დაიწყებს 3 —4 წლის მერე დაყოფიდან.
მისი გამრავლება თესლითაც შეიძლება. ნათესი სწრაფად ამოდის დასათბურებულ მდგომარეობაში,იყვავილებს 5-7 წლის მერე. (9)
ასევე შეიძლება მისი გამრავლება ფოთლითაც. ძველ გარე ფოთლებს აჭრიან მცენარეს. გადანაჭერსამუშავებენ და რგავენ ტორფნარევ ქვიშაში, სუბსტრატი სულ  ნამიანი უნდა იყოს.  ახალი ბოლქვების წარმოქმნის მერე  ცალკცალკე რგავენ და ელოდებიან წამოზრდას. ასე გამრავლებულიმცენარეც 3-4 წლის მერე იყვავილებს https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/page/20/
05 June 0 6 250
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно