გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

პერლიტი მცენარეებისათვის

პერლიტი მცენარეებისათვის.აფუებული აგროპერლიტი. წარმოშობა,შემადგენლობა და თვისებები.

პერლიტი /ფრანგ. Perlite,perle - მარგალიტი/ - ვულკანური წარმოშობის ქანი.ლავის ნაკადის ზღვარზე,დამდნარი მაგმის მიწის ზედაპირთან შეხების ადგილებში,ლავის უეცარი გაგრილების შედეგად ფორმირდება ვულკანური მინა - ობსიდიანი.შემდგომში მიწისქვეშა წყლები აღწევს ობსიდიანში,ხდება მისი ჰიდრატაცია და წარმოიქმნება ობსიდიანის ჰიდროქსიდი - პერლიტი.

პერლიტს ახასიათებს წვრილი კონცენტრირებულ- ნაჭუჭისებური სტრუქტურა,დამახასიათებელი სიპრიალით.სხვა ვულკანური ქანებისაგან პერლიტი გამოირჩევა წყლის შეთვისებით.ფორიანობა შეიძლება შეადგენდეს  8-40%.

პერლიტს შესაძლოა ქონდეს შავი,მწვანე,მოწითალო-ყავისფერი,ყავისფერი,თეთრი შეფერილობა.

აფუებული პერლიტი მიიღება დაქუცმაცების და თერმული დამუშავების შედეგად.საწყის პერლიტში წყალი ორი ძირითადი ფორმით იმყოფება: თავისუფალი /ქანის ზედაპირზე/ და შებოჭილი.წყლის არსებობა პერლიტს აძლევს აფუების თვისებას გაცხელების შემთხვევაში.წყალი აქვეითებს ქანის დარბილების წერტილს და მოქმედებს როგორც გამაფართოებელი.პერლიტის აფუება ხდება ღუმელში თერმული დარტყმის მეთოდით +900-1100 გრადუსზე.პერლიტი გადადის პიროპლასტიურ მდგომარეობაში.გაზების გამოყოფა აფეთქების ხასიათს ატარებს,ვულკანური მინა ქაფდება და წარმოქმნის აფუებულ პერლიტს.შებოჭილი წყალი ორთქლდება,წარმოქმნის უწვრილეს ბუშტუკებს.ქანი იშლება მომრგვალებული ფორმის მარცვლებად,ზომაში 4-20-ჯერ იმატებს,ასევე მატულობს მისი ფორიანობაც 70-90%-მდე.

აფუებული პერლიტი იწარმოება სხვადასხვა ფრაქციული შემადგენლობით: პერლიტის პუდრიდან /0,14 მმ-ზე ნაკლები/ პერლიტის ღორღამდე /10-20 მმ/.

მარცვლების ზომიდან გამომდინარე გამოყოფენ სამშენებლო პერლიტს /0,16-2,50 მმ/,აგროპერლიტს /1-5 მმ/და ფილტრის პერლიტს /0,10-0,20 მმ/. /1/

თვისებები. აფუებული პერლიტი - ფხვიერი,ფოროვანი,მსუბუქი,გამძლე მასალაა.ის ცეცხლგამძლეა,გამოიყენება - 200-დან +900 გრადუსამდე.აქვს თბო და ხმაგაუმტარი თვისებები,მაღალი შეწოვის უნარი: მას შეუძლია საკუთარი წონის 400%-ის სითხის შეთვისება.ბიოლოგიურად მდგრადია: არ იხრწნება და არ ლპება მიკროორგანიზმების მეშვეობით,არ წარმოადგენს მწერებისა და მღრღნელებისათვის სასარგებლო გარემოს.ქიმიურად ინერტულია: ნეიტრალურია ტუტეების და სუსტი მჟავეების მიმართ.პერლიტი ეკოლოგიურად სუფთა და სტერილური მასალაა,არ არის ტოქსიკური,არ შეიცავს მძიმე ლითონებს.PH- 7.0,ნეიტრალური.

გამოყენება. გამოიყენება მშენებლობაში,სპორტულ მშენებლობაში,ნავთობის გადმუშავებისას და სხვა.

პერლიტი მცენარეებისათვის.აგროპერლიტი.

აგროპერლიტი არის აფუებული პერლიტი,ფრაქციით 1-5 მმ.

პერლიტი ოთახის მცენარეებისათვის

1. წვრილი ფრაქციის პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ნარევების შემადგენლობაში /მაგალითად ტორფთან,სფაგნუმთან ან ქვიშასთან 1:1/,თესლის ამოსაყვანად და კალმების დასაფესვიანებლად.

დაფესვიანებისას წყლის პერლიტით შეცვლა თავიდან აგაცილებთ მათ დალპობას.ჩითილის გამოყვანისას პერლიტში იშვიათად ხდება სოკოთი დაავადების შემთხვევები /შავი ფეხი, და სხვა/.თუმცა აუცილებელია გახსოვდეთ,რომ პერლიტი არ შეიცავს საკვებ ნივთიერებებს და ჯანსაღი ნერგების მისაღებად ისინი წყალში შერეული სასუქით და ბაქტერიული პრეპარატებით უნდა მოირწყას, რათა შეიქმნას განსაკუთრებული მიკროფლორა.ამასთან გამოყენებული უნდა იყოს კომპლექსური სასუქები და არა კალციუმის შემცველი პრეპარატები,რადგან კალციუმი არღვევს ნეიტრალურ მჟავიანობას.

2.იმისათვის რომ თესლი თანაბრად გადანაწილდეს მიწის ზედაპირზე მათ ურევენ პერლიტს,ასევე უკვე დათესილ მასალას ზემოდანაც აყრიან პერლიტს დაობებისაგან და გამოშრობისაგან დასაცავად,რადგან პერლიტი გარკვეული რაოდენობის მზის სხივებს ატარებს ის შეიძლება მოეყაროს სინათლის მიმართ მგრძნობიარე თესლსაც კი.

3.პერლიტს ასევე იყენებენ სუბსტრატის ერთ-ერთ კომპონენტად /40%-მდე/ რაც აუმჯობესებს დასათესი ნარევის მახასიათებლებს.იმატებს ფორიანობს და სიფხვიერე,რაც იმას ნიშნავს რომ მატულობს ჰაერგამტარობა.სუბსტრატი აღარ იტკეპნება,არ მაგრდება და არ წარმოიქმნება გორახები,ნიადაგი აღარ იკეთებს ზედაპირულ ქერქს.მცენარის ფესვები თანაბრად ვითარდება.პერლიტი იცავს ფესვთა სისტემას ტემპერატური გარეგანი მკვეთრი ცვლილებისაგან.პერლიტის შემცველი სუბსტრატი ნაკლებად ცივდება ზამთრის პერიოდში და არ ხურდება სიცხის დროს.შედარებით თანაბრდება დღეღამური ტემპერატურის ცვლილება.

წყალი და საკვები ნივთიერების შემცველი ხსნარები შეითვისება პერლიტის მიერ /100 გრ. პერლიტი 400 მლ-მდე წყალს იწოვს/ და ნელ-ნელა გადაეცემა მცენარეს.მცირდება მორწყვის რაოდენობა,იკლებს წყლის დანაკარგი აორთქლების და დრენაჟის გზით,არ გამოირეცხება სასუქი.არ ხდება ფესვების ლპობა წყლის ჩაგუბების მიზეზით.კაპილარული განაწილების გამო ნიადაგი თანაბრად ტენიანდება.პერლიტის გამოყენების დროს მიწა უფრო მსუბუქდება,რაც საკმაოდ აქტუალურია.

4.პერლიტი სუფთა სახით გამოიყენება სუბსტრატის კომპონენტად მცენარის ჰიდროპონული ზრდის დროს,

5.მსხვილი ფრაქციის პერლიტი გამოიყენება დრენაჟისათვის დამოუკიდებელი სახით ან კერამზიტთან ერთად.

6.მსხვილი ფრაქციის კარგად დასველებული პერლიტი რომელიც მცენარის ახლოს თავსდება,ამაღლებს ჰაერის ტენიანობას მშრალ პერიოდში და გამათბობლების გამოყენების დროს.პერლიტის ზედაპირიდან წყალი თანდათანობით ორთქლდება და ეფექტი ხანგრძლივი იქნება,არ გაივლის ისე სწრაფად როგორც შესხურებისას.

7.პერლიტი ხელსაყრელი გარემოა ბოლქვების და ყვავილის ძირების შესანახად.სათეს მასალას ფენებად აწყობენ,ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს,ფენებს შორის აყრიან პერლიტს 2-7 სმ-ზე.ასეთი ხერხით ბოლქვები დაცულია ლპობისაგან,არახელსაყრელი ტემპერატურისაგან და წყლის ზემოქმედებისაგან.

8. ნიადაგის ზედა ფენის პერლიტით მულჩირება ხელს უშლის ნიადაგზე ქერქის წარმოქმნას.მასალის თეთრი ფერი აირეკლავს მზის სხივებს ფოთლების ქვედა მხარეს.

9.მსხვილი ფრაქციის აგროპერლიტით შესაძლოა შეივსოს კონტეინერებს შორის სივრცე მცენარეთა ჯგუფური კომპოზიციების შედგენის დროს.

გამოყენებული პერლიტის მეორედ გამოყენება კვლავ შეიძლება ყოველგვარი დამუშავების გარეშე.

აგროპერლიტი მებაღეობაში

1.თესლებს აჩერებენ დატენიანებულ პერლიტში მათ გაღვივებამდე,შემდეგ რგავენ ღია გრუნტში.

2.ნიადაგში პერლიტის შეტანა აუმჯობესებს მის სტრუქტურას: მატულობს მძიმე,თიხნარი ნიადაგების  აერაცია,ასევე მატულობს მსუბუქი,ქვიშიანი ნიადაგების წყლის შეთვისების უნარი.

PH-ის ნეიტრალური მაჩვენებლის ხარჯზე პერლიტი აქვეითებს ნიადაგის მჟავიანობას და აფერხებს გრუნტის მარილებით გაჯერებას.

არ ხდება ნიადაგის დაჭაობება ხანგრძლივი წვიმების და წყალდიდობების დროს,ტენისმოყვარული სარეველების და ხავსების აქტიური გავრცელება.

ჭარბი სასუქის მიწოდების შემთხვევაში ის შეიწოვება პერლიტის მიერ და ხდება თანდათანობით გაცემა მცენარისთვის.

დაბალი თბოგამტარობის გამო ადრე გაზაფხულზე არ იყინება ფესვები,უმჯობესდება მცენარის გამოზამთრება ღია გრუნტში /შესაფუთი მასალების გამოყენებით/.

აგროპერლიტის მარცვლების /5 მმ ფრაქცია/ სრული დაშლა ხდება ნიადაგში შეტანიდან 3-4 წლის შემდეგ მრავალჯერადი გაფხვიერების და გადაბარვის შედეგად.

3.აფუებული პერლიტი - ხელსაყრელი გარემოა მოსავლის /ხილი,ბოსტნეული/ შესანახად.ფუნგიციდებით დამუშავებული ან სუფთა სახის პერლიტი მოსავალს იცავს გარეგანი ზემოქმედებისაგან /ტემპერატურის ცველებადობა,სინესტე/,სოკოვანი დაავადებებისაგან /ობი,სიდამპლე/,შთანთქავს  გაზთაცვლის პროდუქტებს.მცირდება ნარჩენების რაოდენობა,ნელდება ფესვების გაღვივების პროცესი.მოსავალს ფენებად ათავსებენ,ისე,რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს,ზემოდან აყრიან 5 სმ-მდე სისიქის პერლიტის ფენას.

4.ნიადაგის მულჩირებისათვის.

ლანდშაფტური დიზაინი. პერლიტი აადვილებს გაზონების და მდელოების მოვლის პროცესს.ნიადაგში აფუებული პერლიტის შეტანა დათესვამდე,გაზონს იცავს წყლის დაგუბებისა და გამოშრობისაგან.

აგროსამრეწველო კომპლექსში პერლიტი,გარდა იმისა რომ გამოიყენება მულჩირებასა და მელიორაციაში,ასევე გვევლინება ქიმიკატების ხანგრძლივი მოქმედების მატარებლად,ხელს უწყობს სასუქების და დანამატების თანდათანობით გადაცემას მცენარეზე.გამოიყენებს გამოიყენება როგორც სტერილური,ბიოლოგიურად მდგრადი და შესაფუთი მასალა,ნერგების,კალმების და ბოლქვების შესანახად და ტრანსპორტირებისათვის.

პერლიტის ნაკლოვანებები 
1. პერლიტის წვრილი ქვიშა ძლიერ მტვერდება,რაც არასასურველია თვალებისა და ფილტვებისათვის.ამიტომ გამოყენების წინ სასურველია პერლიტის დატენიანება წყლის შემაფრქვეველის საშუალებით,სამუშაოების ჩატარება კი ნიღბით ან რესპირატორით უნდა მოხდეს.პერლიტის მტვრის თვალში მოხვედრისას გამოირეცხეთ თვალი დიდი რაოდენობის წყლით.

გარდა ამისა,დატენიანებული პერლიტი არ ამოტივტივდება წყალზე მორწყვის დროს და ტენს ადვილად შეიწოვს.

2. პერლიტის შეძენა ყველგან არ არის შესაძლებელი.შესაძლოა პერლიტის მაგიერ ხელოვნული,მსგავსი მასალები იყიდებოდეს,რომლებსაც მისი თვისებები არ გააჩნიათ.

3. დიდი რაოდენობით გამოყენებისას /მებაღეობაში/ მისი დანახარჯები იზრდება.არსებობს უფრო იაფფასიანი  და უფასო მასალებიც.

4.პერლიტის თეთრი ფერი აძნელებს ნიადაგის მავნებლების გამოვლენას /მატლები,ცრუფარიანები,ჭუპრები/.

5.პერლიტს ნეიტალური PH აქვს.სუფთა პერლიტში მცენარის გამოზრდის დროს ხისტი წყლით მორწყვის შემთხვევაში იცვლება სუბსტრატის მჟავიანობის მაჩვენებელი ტუტე რეაქციისაკენ.

6. პერლიტს აქვს დადებითი ელექტრონული მუხტი,რის გამოც არ შეუძლია შეაკავოს სასუქის დადებითი იონები,არ მონაწილეობს იონური ცვლის პროცესში.

პელიტის შესაძლო ანალოგები და შემცვლელებია: ვერმიკულიტი,აგურის ფხვნილი,წვრილი კერამზიტი,პენოპლასტის მარცვლები,ქვიშა /ბოლო ორი კომპონენტი სუბსტრატს ფორიანობას და ფხვიერებას მატებს,მაგრამ ვერ აკავებს წყალს/.

ხშირად პერლიტს ვერმიკულიტთან ერთად იყენებენ.

პერლიტის უპირატესობა ვერმიკულიტთან:ტენის კაპილარული განაწილება,ადვილად გადასცემს წყალს მცენარეს,სწრაფად შრება მორწყვებს შორის.

ვერმიკულიტის უპირატესობა პერლიტთან: დაქუცმაცების შემთხვევაში ნაკლებად იტკეპნება,არ წარმოქმნის სიცარიელეებს,არ აყენებს მექანიკურ ზიანს მცენარის ფესვებს,ნაკლებად ჰიგროსკოპულია,აქვს იონური ცვლის უნარი.პერლიტის გამოყენების ვადა არ არის შეზღუდული, ის ინარჩუნებს თავის სტრუქტურას. https://yvavilebismovla.ge/metodebi/202-mineraluri-sasuqi.html   
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

01 June 0 25 671

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно