ორქიდეები დიდებული ფოთლებით (драгоценные орхидеи)

 ეს მცენარეები დიდი ხანია, ლამაზადმოყვავილეოთახის მცენარეთა სიმბოლოდ იქცა, შეუდარებელი, მდიდრული, ელიტური მცენარეებისპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ და ამის სანაცვლოდ დიდხანს ყვავილობენ უხვი, ფერადიყვავილებით, სწორედ მათ გამო მეყვავილეები თავს არ ზოგავენ და იტანენ მათპრეტენზიებს.  თუმცა არა მხოლოდ ყვავილები,ზოგ სახეობას ფოთლებიც მშვენიერი აქვს, ჰგავს ძვირფას ქვებს ან ლითონებს, დასწორედ ამის გამო ამ მცენარეებს „ძვირფას“ ორქიდეებს უწდებენ. ისინი არც ისე ადვილი მოსაპოვებლია, ყველა განსაკუთრებულად გამორჩეულია და ნამდვილადიმსახურებენ ადგილს მოყვავილე ორქიდეების გვერდით.
ჭრელი ორქიდეების ფოთლები:
 ამ მცენარეებს დადებითი მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი. ფოთლების მრავალფეროვნება, ყვავილების მოხდენილი ფორმები საოცრად დეკორატიულია. მათ, ზოგადად,  მაღალი მოთხოვნები აქვთ მოვლის მიმართ. ერთიმნიშვნელოვანი უარყოფითი თვისება მათი შეზღუდული დროით დეკორატიულობაა. როცაყვავილობა მთავრდება, იგი იკარგება კოლექციაში და არაფრით გამოირჩევა სხვამცენარეებისგან, მაგრამ ჭრელფოთოლა ორქიდეებზე ეს არ ვრცელდება. ისინი არც იმდენად პრეტენზიულები არიან. ფოთლებისეფექტური სიჭრელე არ ჩამოუვარდება სილამაზით მის ყვავილებს და ეს მთელი წელინარჩუნდება.
ძვირფასი ორქიდეები - კომპაქტურ ორქიდეებს წარმოადგენენ. ყველა საკოლექციო ფორმაა.ბუნებაში გვხვდება მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ს. აზიაში. ხავერდოვანი ფოთლები,ვერცხლისფრად შებუსული, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ძარღვებით, რომლებითაცდაქსელილია მუქი მწვანე ფოთოლი, საოცრად მიმზიდველს ხდის მცენარეს. მათ  შედარებით პატარა მარტივი ყვავილები აქვთ,უმეტესად თეთრი ფერის, ისინი შეკრულია მეჩხერ მტევნისებრ ყვავილედად და ჭრელიფოთლების ფონზე ხაზგასმულია მათი სიმარტივეც და მორცხვი სილამაზეც ერთდროულად.ამას გარდა მათ კიდევ ერთ პლიუსად ძლიერი სურნელიც ითვლება.
სახეობები: ბუნებაში 220 მდე სახეობაა, თუმცა ოთახის კულტურად სულ რამდენიმე გვხვდება. მათშიც კიდევ უფრო ცოტასარგებლობს პოპულარობით, კერძოდ - ლუდიზია, მაკოდესი, ანექტოჰილი, დოსინია,ზეუქსინე და  გუდაიერა.
მაკოდესი: სიმპოდიალური ეპიფიტიგრძელი ტოტებით, ხშირად და უხვად დატოტვილი იდეალურად ოვალური, 7,5 სმ იანი ხავერდოვანი ფოთლებით. პეტოლას მაკოდესის სხვადასხვა ტონალობის მწვანეფერის ფოთლები დაქსელილია  ოქროსფერი ანვერცხლისფერი ძარღვებით და ეს საოცარ აჟურულ ეფექტს ქმნის. მაღალ ღერზე აქვს 20მდე თეთრ- ყავისფერი  საკმაოდ შეუხედავი ყვავილები. ყვავილობის მერეროზეტი კვდება, მაგრამ ივითარებს გვერდითა ამონაყრებს. თუ ამ სახეობის სიმაღლე მხოლოდ 7-8 სმ ია,უფრო მაღალი სახეობაა სანდერის მაკოდესი, 15 სმ მდე სიმაღლის, შედარებით გრძელიფოთლებით, რომელზეც სპილენძისფერი ძარღვები ლამაზ ნახატს ქმნის.
დოსინია- ძალიან ჰგავს მაკოდესს.  მაგრამ უფრო დიდი ფოთლები და ნაკლებ ეფექტურიძარღვები აქვს. ოთახის კულტურად გვხვდება მარმარილოსებრი დოსინია. 

ლუდიზია - უფრო ძლიერი მცენარეა, ვიდრე მაკოდესი. აქვს მცოცავი ტოტები,ლამაზი, წვეტიანი ფოთლები კონტრასტული ნახატით მუქ მწვანე ფონზე. ფოთლის ქვედამხარე ზეთისხილისებრი ან მეწამული ფერისაა. აქვს კრემისფერი ყვავილები, შეკრულილამაზ ყვავილედად.
ანექტიჰილი - 15 სმ სიმაღლის, ვერცხლისფერ ან ოქროსფერ ძარღვებიანიფოთლებით.  ნახატი  მომწვანო- მოყავისფრო ფოთლებზე ხაზს უსვამსფოთლის სტრუქტურას. ზოგჯერ ქსელი იმდენად წვრილია, რომ ფონი არც ჩანს. მას საოცრადმაღალ საყვავილე ღერზე შეუხედავი ყვავილები აქვს შეკრული მსხვილ ყვავილედად.
ანექტომარია - ჰიბრიდული მცენარეა.  თითქმის არ აქვს ნაკლი მოვლაში, არ სჭირდებამოსვენების პერიოდი. 
 
მოვლა: ეს მცენარეები იშვიათობაა ჯერკიდევ და ერთერთ ყველაზე რთულად მოსავლელ მცენარეებად ითვლება, თუმცა არც ასეასაქმე. უბრალოდ, მათ სჭირდებათ სპეციფიკური გარემო, სტაბილური ტეპერატურა დატენიანობა სუბსტრატში. მაგრამ მათი გაზრდა თავისუფლად შეიძლება ორანჟერეებში დასახლში.
განათება: მათ კარგი განათება სჭირდებათ,მაგრამ ვერ იტანენ  მზეს, არცნახევრადჩრდილს ეგუებიან.  მხოლოდ მაკოდესიდა გუდიერა გრძნობენ თავს კარგად ოთახის სიღრმეში. მაგრამ არ უჭირთ ხელოვნურ განათებაზე,შესაბამისად, ორქიდეების განთავსება სავსებით შესაძლებელია სახლის ბნელკუთხეებშიც. მაგრამ ასეთ შემთხვევაში დამატებით 12 სთ იანი განათება დასჭირდებათფიტონთურის მოთავსებით  მცენარიდან 30 სმში. მცენარე თავად იძლევა ნიშანს განათების ინტენსიობის გაზრდა-შემცირებისშესახებ.  მეტი განათების დროს მათი ფოთლებიმიჯრილია ერთმანეთან ახლოს, ვერტიკალურად აწეული ან პირიქით, ძლიერ დაშვებული.ჩრდილში კი ფოთლის ზომა მცირდება, ტოტზე იშვიათი განლაგებაა, მუხლთაშორისი იზრდება.
ტემპერატურა: ეს საკმაოდ ადვილიპუნქტია - ისინი კარგად გრძნობენ თავს ჩვეულებროვ ოთახის ტემერატურაზე, ვერ იტანენ18 გრ ზე ნაკლებს - ასეთ შემთხვევაში დეკორატულობას ჰკარგავენ ან ნაადრევად იწყებამზადება ყვავილობისთვის. უკეთ იტანენ სიცხეს. მათი  მოთხოვნები სახეობების მიხედვით განსხვავდება -ლუდიზიას მოსწონს დღე -ღამური ცვლილება 4-5 გრ ით. ანექტიჰილუსს კი მოსვენებისპერიოდი სჭირდება ყვავილობის მერე სხვა ჭრელფოთოლა ორქიდეებისგან განსხვავებთ დათუნდაც 2-4 გრ ით დაბალი ტემპერატურა სჭირდება ზამთარში.

 
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა:  ეს ყველაზე რთული საკითხია ჭრელფოთოლაორქიდეების მოვლში.  ისინი კარგად გრძნობენთავს ჩვეულებრივ ოთახის გარემოში, არ სჭირდებათ ფლორარიუმში მოთავსება. ჰაერისტენიანობის მიღწევა კი დამტენიანებლის დადგმით შეიძლება. ნაკლებ მომთხოვნი ამმხრივ ლუდიზიაა, სხვებს კი ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი 70 % ზე სჭირდება.
მორწყვა საკმაოდ ინტენსიურად უნდათ და მცირე ინტერვალებით, სუბსტრატის ბოლომდეგაშრობა არ შეიძლება, მათ სტაბილური ტენიანობა უნდა ჰქონდეეთ სუბსტრატში,  რწყავენ კლასიკურად ან ქოთნის ჩადგმით წყლიანთასში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის ხარისხი. მათთვის მხოლოდ მტკნარი წყალი.-წვიმის,  დისტილირებული ან ანადუღარი უნდაგამოიყენოთ.
სასუქი: შეაქვთ ტრადიციული  მეთოდით თხევადი სახით მოსარწყავ წყალთანერთად. იყენებენ სრულ დოზას 3 კვირაში ერთხელ გაზაფხულზე და ზაფხულში და 5 კვირაშიერთხელ შემოდგომა-ზამთარში.  სჯობს დოზაგაჰყოთ და სამ- ოთხ მორწყვაზე გადაანაწილოთ. ასე იგი უკეთ ითვისებს საკვებნვთიერებებს და აქტიურად იზრდება. მათთვის საჭიროა სპეციალური სასუქის გამოყენება.
გადარგვა:  მათ სჭირდებათ სპეციალური ჭურჭელი ბევრი ნახვრეტითარა მარტო ძირში, არამედ პერიმეტრზეც, რომ დამატებით ჰაერი მიიღოს ფესვებმა.მაკოდესს შედარებით მჭიდრო ჭურჭელი მოსწონს. ასევე - დანარჩენებსაც.  
მიწის შერჩევა მათთვის შედარებით ადვილია. სჯობს სპეციალური სუბსტრატის შეძენა ანთავად მოამზადოთ ფოთლოვანი მიწის, ქვიშის, ფიჭვის დატეხილი ქერქის და ხავსისარევით. ორქიდეას სჭირდება სუბსტრატში ტენის შენარჩუნება სტაბილურ დონეზე, ამიტომ ხავსი აუცილებლად უნდა იყოს მისსუბსტრატში. კარგი მოვლით ხავსიც იზრდება და მწვანე ფონს ქმნის ჭრელიფოთლებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია მაღალი დრენაჟიც მის ჭურჭელში -ძირითადად, ვერმიკულიტს ან პერლიტს იყენებენ. მათ ურევენ მიწასაც.  გადარგავენ საჭიროების შემთხვევაში,
დაავადებები:
 არც ისე მედეგი მცენარეებია დაავადებების მიმართ.  ხავსის ზედმეტად გამრავლების შემთხვევაში მისიუკონტროლობისას შესაძლოა ღეროვანი ლპობა დაემართოს. ამ შემთხვევაში საჭიროაგადარგვა  და სუბსტრატის აუცილებელიდამდუღვრა. ორქიდეებში გავრცელებული სოკოვანი დაავადებების პირველივე ნიშნებისშემთხვევაში საჭიროა დაზიანებული ფოთლების მოშორება და  დაფხვნილი ნახშირით დამუშავება.
მათ მავნე მწერებიც ემტერებიან. კომფორტული პირობების დარღვევის მერე მათზე ჩნდებააბლაბუდა ტკიპა, ზოგჯერ - ლოკოკინები და ლოქორები, ზოგჯერ კი  ნემატოდები და ისინი აზიანებენ ღეროებს. მათთანბრძოლის ერთერთ მეთოდს წარმოადგენს ტოტების გადაჭრა და შემდგომი დამუშავება, მერეკი გადარგვა.
გამრავლება: ყველაზე ადვილადმრავლდებიან ორქიდეებს შორის.  ადვილადფესვიანდება ტოტებიც. როგორც კი 5 ფოთოლს გამოუშვებს, პირველის ქვემოთ ფესვიც გამოჩნდება. ტოტს აჭრიან იმშემთხვევაში, თუ ფესვის ქვემოთ ორი ფოთოლია, ზემოთ კი  მინიმუმ ორი მუხლთაშორისი სივრცე. ასეთი ტოტიადვილად ფესვიანდება. გადანაჭერს ნახშირით ამუშავებენ  და რგავენ სუბსტრატში. დაფესვიანების მერე იგისწრაფად იზრდება. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/186-fotlebis-marmarilosebri-sheferiloba.html 

01 June 0 6 698
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно