დრენაჟი ოთახის მცენარეებისთვის

არ არსებობს ოთახის მცენარე, რომელიც იზრდება ქოთანში დრენაჟის გარეშე. ყველაზე ტენისმოყვარე მცენარეებიც კი ითხოვენ ქოთნის  ძირში დარგვისას დრენაჟის თუნდაც თხელ ფენას. მისი სწორ შერჩევით იწყება კომფორტული პირობების შექმნა მცენარისთვის. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასალა, არამედ ფენის სიმაღლეც.
რისთვისაა საჭირო? მის გარეშე მიწა იტკეპნება, არათანაბრად შრება, ზედმეტად დატენიანებული ადგილები კი ფესვების ლპობას განაპირობებს, ხშირად ასეთ მიწაზე მრავლდება მავნე მწერიც, ხშირია დაავადებები, მიწაში იქმნება ანაერობული გარემო, ასეთ მიწა არ ატარებს ჰაერს - ეს მხოლოდ რამდენიმე შედეგია უდრენაჟო მიწის. მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ქოთანში დრენაჟს ჩაყრით. მისი საშუალებით ხდება სუბსტრატის კომფორტული ტენიანობის შენარჩუნება თითოეული მცენარისთვის. იგი მსხვილფრაქციიანი მასალაა, რომელიც ხელს უწყობს წყლის გადინებას მორწყვის შემდეგ და ჰაერგამტარობასაც ზრდის. ამ უკანასკნელს ხშირად არ ექცევა სათანადო ყურადღება, თუმცა ამის დახმარებით ფესვები სუნთქავენ. ზოგადად, დრენაჟი შეუფასებელია ოთახის მცენარეებისთვის და ძალიან მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს.
რენაჟის სახეები: ფაქტიურად, ნებისმიერი მსხვილფრაქციული მასალა გამოდგება, რომელიც არ შედის რეაქციაში დასველებისას, მდგრადია და არ იშლება, არ იტკეპნება, არ ლპება და კარგად ატარებს წყალს. ზოგადად, დრენაჟად გამოდგება:
- ნატურალური ან მასთან მიახლოებული მასალა - კრამიტი, ხრეში, კენჭები, აგურის ნაფხვენები.
- სპეციალურად დრენაჟისთვის გამოსაყენებელი მასალა - ვერმიკულიტი, კერამზიტი, აგროპერლიტი, სტერილური, სპეციალურად დამუშავებული. წყალგამტარობის გარდა დაცვითი ფუნქციაც აქვს, ასუფთავებს მიწას  ტოქსინების და მძიმე ლითონებისგან.
- თუ კენჭები არ არის, იყენებენ პენოპლასტს. იგი დრენაჟის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს, იცავს მიწას გადაციებისგან, თუმცა ცუდად შორდება ფესვებს.

                                 
დრენაჟის სხვა ელემენტები: გარდა ფხვიერი ნივთიერებებისა, კიდევ დრენაჟად ითვლება: ჭურჭლის სადრენაჟე ხვრელი: სუბსტრატის გამაფხვიერებელი. ჰიდროპონიკაზე მზარდ მცენარეებს დრენაჟი მთლიანად ცვლის სუბსტრატს და მთელი ტექნოლოგია დრენაჟს წარმოადგენს. და ამ სისტემაშიც სადრენაჟე ხვრელი ჭურჭელში აუცილებელია, თუნდაც ერთი. პლასმასის ჭურჭელში  დამოუკიდებლად აკეთებენ ნახვრეტს ხელით, კერამიკულ და ტერაკოტის ქოთნებში კისაყურადღებოა არსებული ნახვრეტის ზომა, რაოდენობა, წყალი მასში თავისუფლად უნდა გავიდეს, არ უნდა გაიჭედოს მიწა ან დრენაჟის კენჭებით და არც გარეთ  უნდა გადმოიყაროს. მინიმალური ზომაა 0,5 სმ, 1სმ ზე მეტი კი უნდა დაიფაროს ბადით. უფრო რთულადაა საქმე რაოდენიბს მხრივ - მაღალ ქოთანს 5 თანაბრად დაშორებული ნახვრეტი სჭირდება, რომ მიწა  თანაბარი სისწრაფით გაშრეს ქოთანში ყველგან, დაბალ განიერ ჭურჭელს კი ერთი შედარებით დიდი ნახვრეტიც ეყოფა. სპეციალურად ბევრნახვრეტიანი ჭურჭელი სჭირდება ორქიდეას და სხვა ეპიფიტ მცენარეებს. 

იდეალური დრენაჟი საკუთარი ხელით: - დრენაჟის ფენა ყოველი გადარგვის ან ჩარგვისას უნდა შეიცვალოს და ახალი, სუფთა მასალა ჩაიყაროს. თუ კერამზიტს იყენებთ, შეიძლება მისი გამოყენება თავიდან კარგად გარეცხვა-გაშრობის და დეზინფიცირების შემდეგ.
 - დრენაჟის ფენის სისქე თავად მცენარის მოთხოვნის შესაბამისი უნდა იყოს ქოთანში.  თუ მითითებული არაა, სავარაუდოდ, საშუალო ფენაა საჭირო: ჩვეულებრივ ფენად ითვლება 1-3 სმ მდე, საშუალოდ - 4-5 სმ და მაღალი - 5სმ.
 - თუ სადრენაჟე ხვრელი ერთია, ფენის  მინიმალური სიმაღლე 3 სმ მდე უნდა გაზარდოთ, თუ ხვრელი პატარა ზომისაა,  მაღალი ფენა დასჭირდება - 5 სმ დან ზემოთ. თუ ბევრი და დიდი ხვრელებია, შეიძლება 1 სმ იანი ფენის ჩაყრა ქოთანში.
 - გადარგვამდე დარწმუნდით მასალის და ინსტრუმენტების სისუფთავეში. წინასწარ ნუ ჩაყრით დრენაჟს ქოთანში, არამედ უშუალოდ გადარგვის წინ. იგი უნდა იყოს მშრალი, სტერილური, თუ ადრე იყო გამოყენებული - გარეცხილიც.
 - დრენაჟის ფენა  თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ქოთნის ფსკერზე. ამისთვის ქოთანს გვერდებიდან უკაკუნებენ და ოდნავ ანჯღრევენ. მერე ზემოდან აყრიან მიწის ან ქვიშის თხელ ფენას და კიდევ ერთხელ ასწორებენ, მერე კი ხდება ძველი ქოთნიდან მცენარის პიკირება ან დარგვა ახალ ქოთანში.

31 May 0 13 755
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно