ოთახის ჟასმინი

დღეს ჟასმინად მოიხსენიებენ საკმაოდ გავრცელებულ მცენარესუცვეთელას - ბაღის ბუჩქოვან მცენარეს, თუმცა მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, გარდა მიმსგავსებული სურნელისა. ჟასმინი ოთახის ლიანაა, მარადმწვანე, უხვად მოყვავილეძირითადად თეთრი სურნელოვანი ყვავილებით. მცენარე ძალიან მომხიბლავია, თუმცა ვერ დაიკვეხნისგამძლეობით, ყინვის ამტანობით. იზრდება, როგორც ოთახის ან ორანჟერეის მცენარე. მასარც ისე მარტივი მოვლა სჭირდება და პირობებიც განსხვავებული უნდა შეუქმნათ.
ყვავილობისას მცენარე ულამაზესი სანახავია. მცენარეს საყრდენი სჭირდება ან თავისუფლადმზარდია.ზოგს მიაჩნია, რომ ოთახის და ბაღის ჟასმინი მონათესავე მცენარეებია, თუმცა ეს სინამდვილესარ შეესაბამება.  უცვეთელა, რომელიც ბაღში იზრდება,ქვატეხიასებრთა ოჯახიდანაა. მისი სურნელი მხოლოდ ჰგავს ჟასმინისას,  და არც მისი თეთრი ყვავილები არ ჰგავს ჟასმინის ყვავილს. ნამდვილი ჟასმინი ზეთისხილისებრთაოჯახში შედის, მარადმწვანე ლიანაა წვრიილი, მოქნილი ტოტებით, სწრაფად იზრდება და ეხვევასაყრდენს. ამის გამო იგი ერთიან დიდ ბუჩქს ჰგავს. იგი სამხრეთის მცენარეა, ბუნებაშიგვხვდება ავსტრალიაში, ს. ამერიკაში, ხელთაშუაზღვისპირეთში. ფოთოლიც ლამაზი აქვს. ოვალური მოგრძო ფორმის, მოკლეყუნწზე, ზის წყვილწყვილად. ყვავილები მილისებრი, მარტივი ან ხუჭუჭა, ფართოდ გაღებულიგვირგვინის ფურცლებით, გაერთიანებულია ფარისებრ ყვავილედებად, ძირითადად ეს ყვავილებითეთრი ან კრემისფერია, თუმცა  არის ვარდისფერი,ყვოთელი სხვადასხვა ტონალობაში.
სახლში რამდენიმე სახეობას ზრდიან, რომლებიც განსხვავდება ყვავილობით, მაგრამ ფოთლის,ტოტების და მთელი მცენარის მსგავსი აგებულება აქვთ .
- უხვყვავილა - ძლიერ დატოტვილი, ხვიარა ბუჩქი, სიმაღლით 1,5-2  ს აღწევს, ოვალური ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული.მათ ოდნავ დატალღული კიდეები აქვთ. მრავალრიცხოვანი მილისებრი ყვავილები ტოტების წვერზეაშეკრული. კოკრები თავიდან ვარდისფერია და გაშლისას თეთრი ხდება. სხვა სახეობებზე მეტადძლიერი სურნელი აქვს. ყვავილობს თებერვალ-აგვისტოში.

- მსხვილყვავილა - ბუნებაში ამ ლიანის სიგრძე 10მ ს აღწევს, ტოტები შიშველია დაბლა,მოპირდაპირედ განლაგებული ელიფსური ფორმის მუქი მწვანე ფოთლები და 10მდე ერთად ქოლგაყვავილედად შეკრული ყვავილები აქვს, ყვავილი აქაც თეთრი და სურნელოვანია.
-ბისეს ჟასმინი - ესეც მარადმწვანე ლიანაა 2მ მდე სიგრძის ტოტებით, მარტივი ლანცეტისებრი, მოპირდაპირედ განლაგებული მუქი მწვანე ფოთლებითდა ვარდისფერი სურნელოვანი ყვავილებით. ყვავილობს მაისში, უფრო ნაკლები დროის განმავლობაში,ვიდრე სხვა სახეობები.
-სამბაკი - უპრეტენზიო, მოსავლელად მარტივი, ესაჭიროება თბილი ზამთარი, ტოტები მალეხევდება. მასზე მოპირდაპირედაა განლაგებული კვერცხისებრი ფოთლები, ოდნავ ხაოიანი.  არომატული დიდი ყვავილები შეკრულია მტევნებად. ისინიუმეტესად ხუჭუჭაა, თეთრი ფერის. ყვავილობს მარტიდან ოქტომბრამდე.
მოვლა: იგი საკმაოდ პრეტეზიული მცენარეადა ბევრი შრომა სჭირდება, რომ არ დაავადდეს და არ მოკვდეს. მიზეზის  დადგენა რთულია. მისი გავითარების პირობების კონტროლიმუდმივადაა საჭირო, მცირედი გადახვევაც საკმარისია სერიოზულ პრობლემებამდე მისასვლელად.ამის გამო ეს მცენარე გამოცდილ მეყვავილეებს შეიძლება ურჩიონ.
განათება: სინათლისმოყვარულია. ტოტების,ფოთლების ნორმალური გავითარების  და უხვი ყვავილობისთვისმას კარგი განათება სჭირდება, მაგრამ იგი ვერ იტანს მზის სხივებს, ამიტომ სამხ, მხარემისთვის სასურველი არაა. სჯობს დას ან აღ მხარეს დადება. იგი ვერ იტანს ვერც ხელოვნურგანათებას. მოსვენების პერიოდი შემოდგომას ემთხვევა და ამ დროს განათების კორექციაარ სჭირდება, ზოგი სახეობა ამ ეტაპზე ფოთლს იცვენს. 

ტემპერატურა: მისთვის სრულიად კომფორტულიაოთახის ტემპერატურა, 21-25 გრ საკმარისია მისთვის. 16 ზე დაბლა ზაფხულში მცენარეს ვნებს,ზამთარში კი სხვადასხვა სხეობას სხვადასხვა პირობა სჭირდება - თბილ ზამთარს იტანს მხოლოდსამბაკი. მისთვის საკმარისია 17-18 გრ, დანარჩენები კი უხვად ყვავილობენ  8-10 გრ ზე. 6 ზე დაბლა კი მცენარე კვდება. სითბოშიმცენარე იყვავილებს, მაგრამ ყვავილობა არ იქნება უხვი. ასეთ დროს ჰაერის მღალი ტენიანობაიქნება საჭირო, რომ მომდევნო წელს სუსტად, მაგრამ მაინც იყვავილოს.
მორწყვა: მორწყვის ინტენსიობა დამოკიდებულიაზრდის ტემპზე, სტადიაზე. გაზაფხულ-ზფხულში მეტი და უხვი მორწყვა სჭირდება მას შემდეგ,რაც მიწის ზედა ფენა გაშრება. შემოდგომა-ზამთარში კი უფრო ფრთხილად სჭირდება მორწყვა,სწორედ ასეთი ნაკლები რწყვა განაპირობებს მომდევნო წელს ყვავილობას. მორწყვის შემცირებამისი სითბოში ყოფნის მიუხედავადაც ესაჭიროება, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანიასარწყავი წყლის ხარისხიც. მას რწყავენ ნადგამი, რბილი, ოდნავ თბილი წყლით, რადგან მცენარესარ მოსწონს სუბსტრატის გადაციება. ხისტ წყალს მცენარე ცუდად იტანს, მხოლოდ ნიადაგისსწორად  შერჩეული მჟავეობა საკმარისი არაა დათვეში დაახლოებით 3ჯერ სჯობს მისი მორწყვა ლიმონმჟავის რამდენიმე კრისტალდმატებულიან 4-5 წვეთი ლიმონჩაწვეთებული წყლით. თუ ასე არ მოიქცევით, იგი კარგად არ გაიზრდებადა ნაკლებ იყვავილებს.
ყველაზე რთული ჟასმინის მოვლაში რაც შეიძლება მაღალი ჰაერის ტენიანობის შექმნა და შენარჩუნებაა.მშრალ ჰაერზე იგი არა მარტო არ იყვავილებს, არამედ შეიძლება  დაავადდეს ან მავნებლების სამიზნე გახდეს, მერეკი თანდათან მოკვდება. მასთან რამდენიმე მეთოდის გამოყენება შეიძლება - ძალიან მოსწონსშესხურება, განსაკუთრებით ზაფხულში, ასე მის ვარჯს სიხასხასეს შეუნარჩუნებთ. ყვავილობისასარ წყვეტენ დანამვას, მაგრამ ცდილობენ წყალი არ მოხვდეს ყვავილებს. ამის გარდა, მასდებენ  სველ კერაზიტიან სადგამზე. გრილ ზამთარშიკი არც შესხურება სჭირდება დაა არც სხვა დამატებითი პროცედურები. თუ იგი ზამთარში სითბოშიდგას, ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტად სჭირდება შესხურება, ვიდრე ზაფხულში. მხოლოდ ასეიყვავილებს იგი მოსვენების პერიოდის შემდეგ. თუ მცენარე ფოთლებს იცვენს, ხმება, მიზეზი ჰაერისდაბალი ტენიანობაა, ამიტომ მას ასათბურებენ 4 დღიდან 2 კვირამდე, მაგრამ ყოველდღიურადანიავებენ.

კვება: აქტიური ზრდის პროცესში  ხშირი კვება სჭირდება სპეციალური კომპლექსური სასუქითმოყვავილე მცენარეებისთვის. კვებავენ კვირაში ერთხელ. ყვავილობის დასრულების მერე კიწყვეტენ და  როცა ახალი ზრდა დაიწყება, ისევგააგრძელებენ. მათ არ სჭირდებათ  ხანგრძლივმოქმედი სასუქი, უკეთესია თხევადი სასუქით კვება.
გასხვლა: მცენარე კარგად იტანს ფორმირებასდა ეს მხოლოდ ტოტების მიმართულების შეცვლა,ან საყრდენზე დამაგრება არაა. მისთვის სასარგებლოა ტოტების დამოკლებაც, რაც უფრიმეტად გაკრეჭენ, მით უხვად იყვავილებს. ძირითად გასხვლას იწყებენ გაზაფხულზე, აქტიურიზრდის დაწყების წინ. ზამთარში მოყვავილე მცენარეებს კი გვიან შემოდგომით სხლავენ. ტოტებსუმოკლებენ 1/3 ან ნახევრად. მერე მეტ ახალ ტოტებს გამოიტანს და მათზე უხვად ამოვა კოკრებიც.წაგრძელებულ ტოტებს, ტოტებს წვრილი და დეფორმირებული ფოთლებით  ან დაზიანებულ ტოტებს აშორებენ. ახალგაზრდა ჟასმინს,რომლის ტოტების სიგრძე მხოლოდ 50-60 სმ ია, მხოლოდ ტოტების თავებს აწყვეტენ. სამბაკსსხლავენ წელიწადში 2-3 ჯერ და ხშირად უმოკლებენ ტოტებს დასაბუჩქად. დანარჩენ ჟასმინებსკი ერთი კარგი გასხვლაც ეყოფათ.
გადარგვა:  მას სჭირდება ნეიტრალური ან სუსტადმჯავე ნიადაგი. მნიშვნელოვანია შემადგენლობაც. მცენარეკარგად იზრდება ფხვიერ, ნოყიერ ნიადაგში, რომელიც შედგება კორდის და ფოთლოვანი მიწის,ტორფის და ქვიშისგან. თუმცა სჯობს მზა სუბსტრატის შეძენა.  მცენარე უნდა გადაირგას ახალგაზრდა ასაკში, მოზრდილიკი მიწიანად გადააქვთ 2-3 წელიწადში ერთხელ. ახალ ქოთანში ყრიან დრენაჟს სქელ ფენად. ქოთანი მცირედ მეტი უნდა იყოს წინაზე. მცენარე უკეთ გრძნობს თავს ქოთანში, თუ ფესვებიმთლიანად ავსებს სუბსტრატს.
დაავადებები: მისი  კიდევ ერთი სისუსტეა მავნებლების მიმართ დაბალი მდგრადობა.მასზე გვხვდება აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი, გრძელცხვირა. მათ წინააღმდეგ სასწრაფოდ უნდამიიღოთ ზომები - სჯობს დაზიანებული ტოტის სრულად მოშორება და პროფილაქტიკის მიზნითსაპნიანი ხსნარის ან ბიოლოგიური მეთოდის, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი ინსექტიციდებისგამოყენება.
პრობლემები: ფოთლის დაცვენა გადაჭარბებულიმორწყვის, სუბსტრატის გამოშრობის, ორპირის, არასაკმარისი განათების ან ჰაერის დაბალიტენიანობის  გამო.
ფოთლის წვერების ხმობა ჰაერის დაბალი ტენიანობისას ან მიწის გამოშრობისას.
ტოტების ხმობა სარწყავი წყლის ცუდი ხარისხის, ნიადაგში ტუტის დაგროვების გამო, მჟავეწყლით მორწყვის გარეშე.
გამრავლება: მრავლდება ვეგეტატიურად. გავრცელებულიმეთოდია დაკალმება.  დასაფესვიანებელ ტოტებსაჭრიან გაზაფხულ-ზაფხულში, მხოლოდ მოყვავილე ტოტებიდან, ირჩევენ ძლიერ, გახევებულ ტოტებსდა აჭრიან თავებს მინიმუმ 3 მუხლით გაზაფხულზე და ახალ, მწვანე ტოტებს ზაფხულში. მათრგავენ ტორფნარევ ქვიშაში, ან ქვიშანარევ ფოთლოვან მიწაში, დარგვის სიღრმე 2სმ მდეუნდა იყოს ზრდის სტიმულატორით დამუშავების შემდეგ. დაფესვიანება ხდება სტაბილურ 20გრ ზე. ამას დაახლოებით 1 თვე სჭირდება, მერე მცენარე გადააქვთ 5 სმ დიამეტრის ჭიქებში,მათ თანდათან ზრდიან 11 სმ მდე მას შემდეგ, რაც ფესვები კარგად აავსებს წინა ქოთანს.
მისი გამრავლება საჰაერო გადაწვენითაც შეიძლება. ამისთვის სველ ხავსს ახვევენ ტოტზემუხლებშორის, სადაც წინასწარ დანით ჩაჭრიან კანს. მუდმივი ტენიანობის პირობებში მცენარეფესვიანდება დაახლოებით ერთ თვეში.

https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/159-stefanotisis-movla-saxlis-pirobebshi.html
27 May 0 4 717
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно