ოთახის ქრიზანთემები

ქრიზანთემა დიდი ხანია იქცა შემოდგომის სიმბოლოდ. იგი საოცრად მრავალფეროვანია, უხვყვავილოვანი, თითო ბუჩქი ერთ დიდ ბალიშადაა ქცეული და ალამაზებს არა მხოლოდ ბაღებს და ტერასებს, არამედ სახლებსაც. ოთახის მცენარეები უფრო კომპაქტური და ამტანები და საკმაოდ ხანგრძლივმოყვავილეები არიან, თუმცა ამისთვის საკმაო ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ მათ მოვლაში სირთულეც დიდად არაფერია.
 ქრიზანთემა ასტრისებრთა ოჯახს ეკუთვნის, ოთახის ქრიზანთემები სელექციონერებმა გამოიყვანეს. ისინი ყვავილობით საუკეთესო განწყობას ქმნიან და მთელი დღე კარგ ხასიათზე აყენებენ პატრონს. ეს მცენარე ოპტიმისტია მისი მძლავრი ფერადი აქცენტით ზამთრის წინა პერიოდში. მათ ინტერიერში საშემოდგომო მრავალფეროვნება შეაქვთ და მზის  სინათლის ნაკლებობას ანაზღაურებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს დიდი და ლამაზი მცენარეები ავადმყოფობისას მეტ მოვლას საჭიროებენ, მათი განკურნება საკმაოდ რთულია და თუ უკვე დაავადებულ მცენარეს მოიტანთ სახლში, ადვილად  შეუძლია სხვა ოთახის მცენარეების დაავადებაც და თანაც ძალიან სწრაფად. ამიტომ შეძენისას აუცილებლად კარგად უნდა დათვალიერდეს ფოთლები, მთელი ბუჩქი, და ცოტა ხნით მაინც უნდა მოთავსდეს იზოლირებულად. ოთახის ქრიზანთემის სიმაღლე სულ რაღაც 25-40სმ ია. ისინი დღეისთვის მხოლოდ ჰიბრიდებს წარმოადგენენ, რომლებიც სპეციალურად გამოიყვანეს არა მარტო კომპაქტურობისთვის, არამედ უხვად ყვავილობისთვისაც. ყვავილები მარტივი ან ხუჭუჭაა, სხვადასხვა ფერის. როგორც ბაღის მცენარეებში, აქაც არსებობს მსხვილყვავილა (8სმ) საშუალო და წვრილყვავილა (2-3 სსმ) ჯიშები. ხუჭუჭა ჯიშები შეიძლება იყოს ბურთისებრი, პომპონისმაგვარი ბრტყელი. ფერთა გამითაც შესაძლებელია არჩევანის გაკეთება. დღეს უკვე შესაძლებელია ცისფერი და ლურჯი ქრიზანთემების შეძემაც.
პოპულარული ჯიშები: დღეს არსებულ ოთახის ქრიზანთემებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი ჯიშები: ყვითელი უხვადმოყვავილე „ყვითელი გლორია“; უნიკალური ჯიში „ძველი ოქრო“; გვირილისმაგვარი ქრიზანთემა 8სმ იანი  სამფერა ყვავილებით - თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი; ზიზილასმაგვარი „Morifolium”. ყოველწლიურად ახალი ჯიშები და ჰიბრიდები გამოჰყავთ ორიგინალური ფერის და ფორმის, ძველი ჯიშები   კი დამატებით სელექციას გადიან და მათი  მდგრადობა იზრდება. კიდევ უფრო საოცარია ამ მცენარს ბონსაი - მინიატურული, ხისმაგვარი მცენარე მკვეთრი ფერის უხვი ყვავილებით. მაგრამ ჯერჯერობით ის გამოყვანის და მოვლის სირთულის გამო იშვიათობას წარმოადგენს და შესაბამისად, ფასიც მაღალი აქვს.
მოვლა: ეს მცენარე ყველას არ გამოადგება განსაკუთრებული პირობების მოთხოვნის გამო. მას გრილი გამოზამთრება სჭირდება და ეს არაა მხოლოდ ერთი პირობა. ამიტომ მხოლოდ მაშინ გირჩევთ მის  შეძენას, როდესაც მზად იქნებით, სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ პატარა მცენარეს.
განათება: მას კარგი განათება სჭირდება, მაგრამ სახლის ფორმები მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანენ. ამიტომ მათთვის კარგი ადგილია დას. და აღ. ფანჯრის რაფები. ზამთარში მცენარე ძირამდე უნდა გადაიჭრას, ამიტომ განათებას ამ სეზონზე მნიშვნელობა არ აქვს.
ტემპერატურა:  მათ სიგრილე მოსწონთ და მხოლოდ ასეთ პირობებში ყვავიან უხვად, დაახლოებოთ 18 გრ ზე შლიან თავის სილამაზეს ბოლომდე. 25 გრ ზე ზემოთ ყვავილედები ხმობას იწყებს, ყვავილობის პერიოდი მცირდება და მცენარე თანდათან კვდება. სიგრილის კომპენსირება სხვა მეთოდებით შეუძლებელია. თუ მათ მხოლოდ სეზონურ მცენარედ ზრდით, ყვავილობის მერე მისი გადაგდება შეიძლება, მაგრამ იგი კანონით მრავალწლიანი მცენარეა, შეიძლება მისი გადატანა ეზოში, ან მისთვის გამოზამთრების კარგი პირობების შექმნა. ოპტიმალურია სეზონზე 3-5 გრ.
ქრიზანთემას სუფთა ჰაერიც სჭირდება. იგი არა მარტო სახლში, აივანზე ან ბაღშიც შეიძლება გაიტანოთ და პირველ ყინვებამდე დატოვოთ, მათ არც ორპირის ეშინიათ და მუდამ ღია ფანჯარასთანაც მშვენივრად იზრდებიან.

მორწყვა: ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია ქრიზანთემისთვის. გრუნტი მუდამ ტენიანი სჭირდება, ამიტომ რეგულარულად რწყავენ. მაგრამ არც ზედმეტი წყალი მოსწონს, ეს სოკოვან ინფექციას გამოიწვევს და მცენარე ლპობასაც დაიწყებს. ამიტომ სჯობს მორწყვა მიწის ზედა ფენის  შეშრობის მერე. მისთვის კარგია ხშირი და არც ისე უხვი მორწყვა - საშუალოდ 2ჯერ კვირაში. მას საღამოობით რწყავენ და არა  დილით.
ჰაერის ტენიანობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ იმაზე მეტად თბილა, ვიდრე მ,ათ სჭირდებათ, ყვავილიბის სტიმულირებისთვის შეიძლება შესხურებაც, ყვავილების გაშლის მერე კი ამ პროცედურას წყვეტენ.
კვება:  უხვი ყვავილობისთვის მათ კვირაში ერთხელ სჭირდებათ კომპლექსური უნივერსალური სასუქი, გაზაფხულზე აქტიური ზრდის დროს ყვავილობის დასრულებამდე. ასევე შეიძლება გაზაფხულზე აზოტიანი სასუქის შეტანა, კოკრობის და ყვავილობის დროს კი კალიუმ-ფოსფორიანის,. სასუქი უნდა შეიტანოთ მორწყვიდან 12 სთ ის მერე.
გასხვლა: ერთერთი მნიშვნელოვანი პროცედურაა. იგი საჭიროა უხვად დაბუჩქვისთვის. წვრილყვავილა მცენარეებს 2-3 ჯერ სჭირდება ტოტებზე თავის წაწყვეტა, მსხვილყვავილა კი უფრო  მეტსაც იტანს, შეიძლება შტამბური ფორმის მიცემაც - ერთი ტოტის გაზრდა და მერე მასზე ტოტების თავის წაწყვეტა ხისებრი ფორმის მისაცემად.
გასხვლა საჭიროა მაშინაც, თუ კოკრები დიდხანს არ იშლება, მაშინ კოკრების ნაწილს აცლიან,დარჩენილი მაწილი კი სწრაფად იზრდება ოპტიმალურ ზომებამდე. თუ მცენარე იწელება და  კომპაქტურობას ჰკარგავს, გასხვლის არ უნდა შეგეშინდეთ. ყვავილობის მერე მცენარე ყოველწლიურად უნდა გაისხლას, ზამთრის წინ კი მას ძირამდე ჭრიან და დებენ სიგრილეში. მოყვავილებულ ნაწილებს სახლის  და ბაღის ქრიზანთემებს დროულად აშორებენ უხვი ყვავილობისთვის.

გადარგვა: ცივად გამოზამთრების მერე, როდესაც მცენარე გაღვიძებას იწყებს, გადარგვა ესაჭიროება. იგი დადებითად აისახება მცენარის ყვავიილობაზე. გადარგვისას მისი ზედმეტად ჩაფლვა მიწაში საჭირო არაა.  ძირში კი დრენაჟის ჩაყრაა აუცილებელი. გადარგულ მცენარეს ნახევრადჩრდილში დებენ  და თანდათან აჩვევენ სეზონურ პირობებს. მიწა სჭირდება ფხვიერი, ნოყიერი, ნებისმიერ სუბსტრატს ეგუება, გარდა მჟავე ნიადაგისა. მისთვის გამოდგება ჩვვეულებრივი  ბაღის მიწა, შეიძლება დაამატოთ ქვიშაც.
დაავადებები: ქრიზანთემა საკმაიდ მედეგი მცენარეა, მაგრამ იგი ძალიან მოსწონთ მავნე მწერებს და თუ დროულ ზომებს არ მიიღებთ, მერე პრობლემის მოგვარება ძალზე გაჭირდება, მას ემტერება ბუგრი, მიწის ქინქლა, აბლაბუდა ტკიპა. მათთან ბრძოლა საჭიროა მხოლოდ ინსექტიციდებით და თანაც სასწრაფოდ. აუცილებელია ასევე იზოლირებაც.  მცენარე ავადდება სხვადასხვაგვარი ლპობით, ჟანგათი ან ნაცარა სოკოთი- ძირითადად გადაჭარბებული მორწყვის გამო. დაავადებებს ებრძვიან ფუნგიციდებით.
გამრავლება: მცენარე მრავლდება დაყოფით, ტოტით ან თესლით. ტოტით გამრავლებისთვის გამოდგება ახალგაზრდა ტოტები, 12-15 სმ ზომის. მათ აფესვიანებენ ტორფნარევ ნეშომპალაში, რასაც ზემოდან ქვიშას აყრიან. მათ რგავენ არც ისე ღრმად, დაშორება კი 1 სმ უნდა იყოს, ნამავენ, მაგრამ არ რწყავენ. ასათბურებენ და დებენ გრილად დაახლოებით 20 გრ ზე. როცა ფესვს გამოიღებს, მათ რგავენ ცოტა მოზრდილ ქოთნებში რამდენიმეს ერთად, ყოველკვირეულად აძლევენ  კომპლექსურ სასუქს და ოპტიმალურად უნარჩუნებენ ტენს ნიადაგში. ტოტით გახრებული მცენარე ზოგჯერ დედა მცენარის თვისებებს არ ინარჩუნებს.

ბუჩქის დაყოფა ხდება ადრე გაზაფხულზე, როცა იგი აქტიურ ზრდას იწყებს, მას იღებენ მიწიდან და ფრთხილად ყოფენ ხელით ან მჭრელი დანით 2, 3  დიდ ნაწილად. სწრაფი ადაპტირებისთვის გადააქვთ სიგრილეში ჰაერის მაღალი ტენიანობის და ოდნავ სველი ნიადაგის პირობებში. ასევე შეიძლება ბუჩქის დაყოფის ნაცვლად ამონაყრის გაცალკევება დედისგან და დამოუკიდებლად მისი გაზრდა. 
თესლით სახლში მას იშვიათად ამრავლებენ. ითესება დაბალ კონტეინერებში წინასწარ დეზინფიცირებულ სუბსტრატში. მას აფარებენ მინას და დებენ 15-18 გრ ზე. პიკირება ხდება 4 ნამდვილი ფურცლის ამოსვლის მერე.  2-3 მცენარეს ერთ ქოთანში რგავენ.

26 May 0 8 456
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно