კლეროდენდრუმი
ამ ერთი შეხედვით მორიდებულ დიდფოთოლა მცენარეს მომხიბლავი ყვავილები ეგზოტიკურ საოცრებად აქცევს და მოხდენილობით ცოტა განსხვავებული ფორმის სხვა მცენარეს - ფუქსიას ეჯიბრება, თუმცა მას მაინც აქვს საკუთარი უნიკალური თვისებები. სახეობრივი მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა გემოვნების მიხედვით აარჩიონ ეს მცენარეც. იგი არც ისე რთულია მოსავლელად. იზრდება ხესავით, საკმაოდ ამტანი და უპრეტენზიოა, ამ ყველაფერს ემატება საოცარი სურნელი და ეს კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას. ყვავილები რაღაცით წააგავს აზალიას და ხშირად ამის გამო ჩვენში მას კლეროდენდრონს უწოდებს. ეს მცენარე ვერბენასებრთა ოჯახს ეკუთვნის და ს. ამერიკაში, აფრიკასა და აზიაში გვხვდება. მისი სახელი ითარგმნება, როგორც -ბედის ხე. როგორც ოთახის მცენარე, იგი ახლა იხვეჭს პოპულარობას. მას მოქნილი ტოტები აქვს, რომელიც სწრაფად ხევდება. ამის გამო იგი მასიურ სილუეტს იძენს, მაგრამ მანამდე მოქნილი ტოტები საშუალებას იძლევა, მისგან ნებისმიერი ფორმის მცენარე მიიღოთ, იგი კარგია როგორც ბუჩქი, შტამბური ან ამპელური მცენარე. სურვილის შემთხვევაში ზრდის შეჩერებაც შეიძლება გასხვლით. ეს ერთერთი ყველაზე დიდი მოყვავილე მცენარეა, რომლის დადებაც ოთახშია შესაძლებელი.
მას მარტივი, გულის ფორმის ფოთლები აქვს ხაოიანი, რელიეფური ძარღვებით და მაძღარი მუქი ფერით, საკმაოდ დიდი ზომისაა - 20-30სმ ს აღწევს. ისინი გრძელ ყუნწზე ზის მოპირდაპირე განლაგებით და საკმაოდ ხშირად.
ყველა ამ დადებითის მიუხედავად მცენარეს მაინც ლამაზი ყვავილების გამო ზრდიან სახლში. ტოტების ბოლოებზე ერთად შეკრული მტევნისებრი ან ფარისებრი ყვავილედის სახით საოცრად მოხდენილი ფორმა აქვს, გრძელი მტვრიანებით და უცნაური აგებულებით განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ბევრ სახეობას ყვავილი პეპელას მიუგავს. შედარებით მარტივია ფილიპინური კლეროდენდრუმის ყვავილი. იგი ორნაწილიანია - შედგება გაბერილი მომრგვალო ყვავილახლო ნაწილის და კონტრასტული ფერის გვირგვინის ფურცლისგან. ორიგინალური სურნელი აქვს არა მარტო ყვავილს, არამედ ფოთოლსაც. ორი ერთნაირად სურნელოვანი კლეროდენდრუმის მოძიება შეუძლებელია.სახეობები: ბუნებაში 400მდე სახეობა არსებობს, ოთახის კულტურად კი ძირითადად 6 სახეობაა ცნობილი, რომლებიც უხვად ყვავილობს და ნაკლებ პრეტენზიულია.
ტომპსონის კლეროდენდრუმი - ფოთოლმცვენი ხისებრი ლიანაა წვრილი გრძელი ტოტებით, დიდი მუქი მწვანე ფოთლებით, ოთახში მათი სიგრძე 12 სმ ს აღწევს, ფოთლის ზედა მხარეს ღია ფერის ლაქებიც აქვს, ყვავილი თეთრი გაბერილი, წითელი ბოლოებით, გრძელი მტვრიანები კიდევ უფრო ორიგინალურს ხდის მათ. ყვავილი იზრდება ფოთლის უბეებიდან. ყვავილობა გრძელდება მარტიდან ივნისამდე.
ბრწყინვალე კლეროდენდრუმი - მარადმწვანე ხვიარა ბიუჩქი მრგვალი, გულის ფორმის ტალღოვანკიდიანი 8 სმ სიგრძის ფოთლებით და წითელი ყვავილებით, რომლებიც შეკრულია მტევნებად, ყვავილობს თითქმის მთელი წელი,მშვენიერი კლეროდენდრუმი - ჰიბრიდია, ტოტები 3მ ს აღწევს სიგრძეში, ფოთლები გულის ფორმისაა, წითელ ყუნწზე. მოწითალოა ასევე ტოტები და ყვავილის ფეხიც. ორიგინალური მეწამული ყვავილები წითელი გვირგვინით შეკრულია საგველა ყვავილედებად. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე.
ჩინური კლეროდენდრუმი - მარადმწვანე ბუჩქი დიდი ღრმად დაკბილული ფოთლებით, სიმაღლით 2 მ ს აღწევს. ფოთლის ზედაპირი ხაოიანია. ყვავილი მარტივი ან ხუჭუჭა,თეთრი ფერის ვარდისფერი ზოლებით გარედან, აქვთ იის და ციტრუსის სურნელი. ფარისებრი ყვავილედები კი ყველაზე მკვრივია გვარში. კარგი მოვლის პირობებში იგი მთელი წელი ყვავილობს. ფილიპინური კლეროდენდრუმი - ყველაზე არომატულია გვარში, აქვს ჟასმინის და ვანილის სურნელი, რაც ღამით უფრო ძლიერდება. მცენარე შედარებით იშვიათად გვხვდება სახლის კულტურად, თუმცა საკმაოდ უპრეტენზიოა და ყვავილობას მეორე წლიდანვე იწყებს. მშვენიერი სანახავია მისი თეთრ-ვარდისფერი ყვავილები, გრძელი მტვრიანებით, ხუჭუჭა, 3 სმ დამეტრის, შეკრული ფარისებრ ყვავილედებად.
მოვლა: საკმაოდ მარტივი მოსავლელია, ამტანი და უპრეტენზიო. კარგად გრძნობს თავს სახლის პირობებში და ზედმეტ მოვლას არ საჭიროებს. ერთადერთი, რაც სჭირდება, გრილი გამოზამთრება და ჰაერის მაღალი ტენიანობაა. მისი მოვლა დამწყებ მოყვარულსაც შეუძლია და თუ მას ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებს შეუქმნით, იგი არ შექმნის არანაირ პრობლემას.
განათება: ტროპიკული წარმოშობა განაპირობებს მის დამოკიდებულებას განათების რეჟიმსადმი. იგი ტყეში იზრდება, მაგრამ მაქსიმალურად განათებული ადგილი სჭირდება. პირდაპირი მზის სხივების ამ მცენარეს ეშინია, რადგან მზე ფოთლებს უწვავს, ამიტომ ეს უნდა გაითვალისწონოთ ადგილის შერჩევისას, თუმცა საჭიროა მაქსიმალურად განათებულ ადგილზე დადება. მისთვის საუკეთესო ადგილია ფანჯრის რაფა დას. ან აღ, მხარეს. შეიძლება სამხ. მხარეც შუადღეზე ჩამოფარებით.
ტემპერატურა: მცენარეს გავითარების 2 ფაზა აქვს - აქტიური ზრდის და მოსვენების. შესაბამისად, სჭირდება სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმიც. აქტიურ ზრდის ფაზაში, გაზაფხულ-ზაფხულში სჭირდება 18-25 გრ, უფრო მეტი სიცხე დამღუპველია მისი დეკორატიულობისთვის და ყვავილობასაც ხელს უშლის. ამიტომ სიცხეში მას ჰაერის მაღალი ტენიანობაც დასჭირდება. მოსვენების პერიოდში კი შედარებით სიგრილეი უნდა დაიდგას. ყვავილობაც ზამთრის თვეებს ემთხვევა და ამ დროს ტემპერატურა არ უნდა ასცდეს 15 გრ ს.მორწყვა: მისი წარმოშობა გავლენას ახდებს მორწყვაზეც. მას ხშირად და უხვად რწყავენ და მორწყვებს შორის მიწის მხოლოდ ზედა ფენა უნდა შეშრეს. ასე ხდება აქტიური ზრდის ფაზაში. მოსვენების ეტაპზე კი მას ჰაერის ტემპერატურა განსაზღვრავს. რაც უფრო გრილა, მით ნაკლებ სჭირდება წყალი, თუმცა მიწა ბოლომდე არ უნდა შეშრეს. მას რწყავენ რბილი ნადგამი წყლით.
ჰაერის ტენიანობა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, თუმცა ამისთვის სპეც აპარატურა არაა საჭირო და უბრალო პროცედურებზეც თანახმაა. მოსწონს ყოველდღიური დანამვა, სჯობს საღამოს, რბილი ნადგამი წყლით. ზამთარში ესეც არ სჭირდება.
კვება: სჭირდება მხოლოდ აქტიური ზრდის დროს გაზაფხულიდან შემოდგომამდე 2 კვირაში ერთხელ კომპლექსური სასუქის სახით მოყვავილე მცენარეებისთვის. უნივერსალური სასუქი მას არ უნდა - მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებების ბალანსი კლეროდენდრუმის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
გასხვლა: სხვა მოყვავილე ბუჩქოვანი მცენარეების მსგავსად, აუცილებელია მისი გასხვლაც. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იყვავილებს. გასხვლა ხდება ზრდის დასაწყისში. ყველაზე გავრცელებული სახეობას - ტომპსონის კლეროდენდრუმს აშორებენ სუსტ, დაზიანებულ, გამხმარ ტოტებს, დანარჩენებს ამოკლებენ ¼ ზე, დანარჩენ სახეობებს კი აჭრიან ტოტების წვეროებს ან ნახევრამდე ამოკლებენ. ვარჯის ფორმირებისთვის სხვაგვარად იქცევიან: ტოტებს უფრო მეტად ამოკლებენ. შტამბის ფორმირებითსვის გვერდითა ტოტებს აშორებენ, ერთ ძლიერ ტოტს ტოვებენ მხოლოდ 50-70სმ სიმღლისას, და მერე მას აწყვეტენ ტოტებზე თავებს, ასე იქმნება ხისმაგვარი ვარჯი. ლიანისებრი ფორმის მოსაცემად კი სხლავენ სასურველ ზომამდე.გადარგვა: ზრდის ტემპის მიხედვით და სუბსტრატის ათვისების შესაბამისად ირგვება - ახალგაზრდა ყოველ წელს, მოზრდილი კი 2 -3 წელიწადში ერთხელ. ეს უნდა მოხდეს აქტიური ზრდის დაწყებისას, გასხვლის შემდეგ. მიწა სჭირდება ნოყიერი დ სუსტადმჟავე. სუბსტრატი უნდა შედგებოდეს ფოთლოვანი და თიხნარი მიწის, ტორფის და მსხვილი ქვიშისგან. მიწა უნდა გასტერილდეს ჩარგვის წინ ფუნგიციდის, ან დამდუღვრის საშუალებით. გადასარგავი ქოთანი 2-3 სმ ით მეტი უნდა იყოს წინაზე დიამეტრშიც და სიმაღლეშიც. დაახლოებით 3 სმ ფენა დრენაჟს ყრიან ქოთნის ძირში, მცენარე მიწიანად გადააქვთ და მხოლოდ ზედა ფენას ცვლიან. გადრგულ მცენარეს უხვი მორწყვა სჭირდება.
დაავადებები: მას ხშირად ემტერება ფრთათეთრა ან აბლაბუდა ტკიპა, რასაც სასწრაფო რეაგირება სჭირდება ინსექტიციდებით. მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდები არ გამოდგება და პირიქით, ზიანიც შეიძლება მიაყენოს მცენარეს. დაახლოებით 4 პროცედურა სჭირდება 3დღიანი ინტერვალით ან სანამ პრობლემა არ მოგვარდება. . მერე კი პროფილაქტიკის მიზნით კიდევ რამდენჯერმე ასხურებენ ინსექტიციდის შედარებით სუსტ ხსნარს.
პრობლემები: მან შეიძლება არ იყვავილოს თბილი გამოზამთრების გამო.
უყვოთლდება ფოთლები აქტიური ზრდის დროს არასაკმარისი მორწყვის ან ცუდი ხარისხის წყლით მორწყვის გამო, შესაძლოა ქლოროზის გავითარებაც,
ყვავუილობის მერე ფოთოლცვენა ფოთოლმცვენი სახეობებისთვის ბუნებრივი მოვლენაა, გაზაფხულზე და ზაფხულში კი მორწყვის ან კვების რეჟიმის დარღვევის შედეგად.
გამრავლება: მრავლდება თესლით ან კალმით. ითესება თებერვალ-მარტში, ტორფ- და ქვიშანარევ კორდის მიწაში დასათბურებულად კარგ განათებაზე. ამოდის 6-8 კვირაში, პიკირება ხდება 4 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე. გადააქვთ ცალკ - ცალკე პატარა ჭიქებში დიამეტრით 6სმ. და მათაც თავიდან უვლიან ისევე, როგორც ნათესს.
გასხვლის მერე რჩება ბევრი პატარა ტოტი, რომლებსაც ჭრიან 10სმ ნაწილებად,იგი ადვილად ფესვიანდება წყალშიც და მიწაშიც. როცა პირველი ფესვები გამოჩნდება, მას რგავენ პატარა 6სმ იან ქოთანში და დებენ ცელოფნის სათბურში. იგი იზრდება მომატებული ტენიანობის პირობებში,მანამ სანამ არ გამოუვა ახალი ფოთლები და ტოტები. მერე ეს მცენარე გადააქვთ შედარებით დიდ ქოთანში და ზრდიან უკვე სათბურს გარეთ. ახალგაზრდა მცენარეს დასაბუჩქად აწყვეტენ ტოტების წვეროებს ხშირად. - ასე ხდება მათი ფორმირება.