როგორ გავაფერადოთ ვარდი სახლის პირობებში
გნებავთ დაბადების დღეზე საჩუქრად ლურჯი ან იისფერ -ყვითელი, ან სულაც მწვანე-ატმისფერი ვარდი მიიღოთ? ბუნებაში ასე ჭრელი ვარდები არ არსებობს, მაგრამ ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა გამოიგონა ასეთი ვარდები, მისი გვარი პიტერ ვან დე ვერკენია, რომელიც თავისუფალ დროს ყვავილებს უთმობდა, ვარდები ძირითადად თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი ან ბორდოსფერია, პიტერის იდეის წყალობით კი დღეს სულ სხვადასხვა ფერის ვარდები შეიძლება მიიღოთ ხელოვნური გზით - ვარდის ფურცლების სხვადასხვაფრად შეღებვით. ამისთვის დაგჭირდებათ: თეთრი ვარდი გრძელი ტოტით, საკვები საღებავები, დანა, წყალი, ჭიქა.
ინსტრუქცია:
1. ვიღებთ თეთრ ან კრემისფერ ვარდს. ასეთ ბუნებრივი ფერის ვარდზე საღებავი უკეთ გამოჩნდება, კატეგორიულად არ შეიძლება მუქი ჯიშების გამოყენება, ღეროც გრძელი და შედარებით მსხვილი უნდა ჰქონდეს, რომელიც ადვილად გაიჭრება.
2. დაჭერით გრძელი ღერო სიგრძეზე რამდენიმე ნაწილად.
3. გაჭერით ღერო დაახლოებით 15 სმ ზე ჯერ 2 ნაწილად, მერე ისინიც 2ად. მეტჯერ არ ივარგებს, რადგან ღერო დასუსტდება და ვაზაში ვარდი არ გაჩერდება, ფლორისტების რეკომენდაციით, ამ საქმისთვის გამოდგება „ვენდელა“ს ჯიშის ვარდი, მას საღებავის უკეთ შეწოვა შეუძლია.
4. აარჩიეთ საღებავი თქვენი გემოვნებით, რომელიც კარგად იხსნება წყალში. არ გირჩევთ ერთი ტონალობის საღებავის გამოყენებას, კონტრასტული ფერების გამოყენებით მართლაც ცისარტყელას ფერების ვარდის მიღებას შესძლებთ. ჩაასხით წყალი ჭიქებში და გახსენით საღებავები. თუ ღერო ორად გაჰყავით, ორი ჭიქა დაგჭირდებათ და 2 საღებავი, თუ 4ად, შესაბამისად 4 ჭურჭელი, 4 საღებავით, რადგან ღეროს თითო ნაწილი შესაბამისად თავის ცალკე ჭურჭელს საჭიროებს.
5.დადგით ჭიქები ერთმანეთთან ახლოს, ღეროს ნაწილები ოდნავ გადაღუნეთ და ჩადეთ საღებავიან ჭურჭლებში.
გახლეჩილი ღერო შეუშვირეთ გამდინარე წყალს, რომ ჰაერის ბუშტულები მოშორდეს , საღებავიან ჭიქებს დაამატეთ ცოტა შაქარი, ასე საღებავს უკეთ შეიწოვს ღერი, და მალე ავა ზემოთ კაპილარების გავლით ფურცლებისკენ და ვარდის ფურცლების ფერიც თანდათან შეიცვლება. 24-28 სთ-ის შემდეგ ფერი დგება, იმის მიხედვით, რამდენად მუქ საღებავს აირჩევთ, თუმცა ფერის ცვლილება უკვე 30 წთ შიც შესაძლებელია. ჯერ ფერი ვარდის ფურცლებზე ჩნდება წერტილების სახით, მერე ზოლები იკვეთება, ასე თანდათან ემატება ფერები
6. როგორც კი ფერის მიღება დასრულდება, ყვავილი უნდა ამოიღოთ და ჩადოთ სუფთა წყლიან ჭიქაში.
შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება ყვითელ ვარდზეც. თუ მას ცისფერ წყალში ჩადებთ, ფურცლები მწვანე ფერს მიიღებს, წითელი კი - იისფერს.
ასევე შეიძლება ფერი შეუცვალოთ სხა ყვავილებსაც - ტიტას, ქრიზანთემას, ჰორტენზიას, ორქიდეას.
ცისფერი ვარდი - გენური ინჟინერიის ემბლემა:
იაპონელმა ბიოლოგებმა გაზარდეს ბუნებრივი ცისფერი ვარდები. თუ აქამდე მათ ხვდებოდით მაღაზიებში, ეს ხელოვნურად შეღებილი ვარდები იყო. ნამდვილი ცისფერი ან ლურჯი ვარდის მიღება ადრე შეუძლებლად მიაჩნდათ. ვარდს ცისფერი პიგმენტი არ გააჩნია ბუნებაში. მაგრამ 20 წლიანმა კვლევებმა და ექსპერიმენტებმა, 30მილიონიან დოლარიანმა ინვესტიციამ თავისი შედეგი გამოიღო, იაპონელებმა ცისფერპიგმენტიანი ყვავილების გენები დაამატს ვარდს - სამფერა იების და დეზურასებრთა ოჯახის ყვავილებისგან, ანუ ჩაატარეს გენური მანიპულაციები. ჯერჯერობით ცისფერი არაა ინტესნსიურად გამოვლენილი ფერი,- ფურცლები უფრო მოცისფრო - მოიასამნისფროა. მაგრამ კომპანია „suntopy“, რომელიც ატარებს ამ კვლევებს, ირწმუნება, რომ მალე გამოუშვებს სულ სხვადასხვა ტონალობის ცისფერ და ლურჯ ვარდებს. უკვე არსებობს მანათობელი ვარდებიც, ფოსფორშემცველი, გენმოდიფიცირებული, რომლებიც სიბნელეში ანათებენ. მათი ღირებულება წარმოუდგენლად მაღალია. კომპანიის აზრით, მათი შეზღუდული რაოდენობის გაყიდვა იგეგმება ყოველწლიურად.ეს ტექსტი იმტერნეტის სიახლეებიდანაა ამოღებული, მასში შეცდომაა გაპარულ-დაფიქსირებული, კერძოდ, სწორედ ცისფერი პიგმენტის არარსებობა ვარდების უთვალავ ჯიშსა თუ სახეობაში იძლეოდა ოცნების განხორციელების შუძლებლობის ვარაუდს, მაგრამ ადამიანები ხომ სწორედ იმისთვის ვართ გაჩენილი, რომ ზღაპარი რეალობად ვაქციოთ, ამ კომპანიის ამბიციაზე კი მიუთითებს არარეალურად მაღალი ფასი, და მხოლოდ რამდენიმე ათეული ვარდის გაყიდვა მდიდარ მყიდველებზე. ასე არ გაგრძელდება დიდხანს, მალე მისი თესლიც გამოჩნდება ბაზარზე. ასე, რომ ეს მხოლოდ სპეკიულაციაა აჟიოტაჟური სიახლით. ახალი ჯიშის გამოყვანას ბევრი დრო უნდა, 20, 30 წელიც კი არაა საკმარისი, აქ კი ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ტონალობის ლურჯ ვარდებზეა საუბარი, ეს ასე მცირე დროში წარმოუდგენელია. კიდევ ცალკე თემაა მანათობელი ვარდები,
თუმცა არსებობს გენური ინჟინერიის სქემები ამ საკითხთან დაკავშირებით. 2010 წლიდან მოყოლებული კეთდება მასმედიაში ასეთი ჩანაწერები: 1. დნმ - მოლელულების ჯაჭვი. ერთი გენი - ერთი თვისება. ვარდს აქვს დნმ კოდში წითელი, თეთრი, ყვითელი ფერის პიგმენტები და არ აქვს ცისფერი. ის, რაც არ შეეძლო სელექციას, შეუძლია თანამედროვე გენურ ინჟინერიას.
2. დნმ -მოლეკულის ჯაჭვი ლურჯ იაში. მასში არის ლურჯი პიგმენტი, ბუნებაში გვხვდება ლურჯი ქრიზანთემა, დეზურა, სამფერა ია,
3.გენური ინჟინრების წყალობით ამოიღეს ლურჯი პიგმენტის გენი - დელფინიდინი,
4. ეს გენი ამოჭრეს იისებრთა ოჯახის ყვავილების დნმ - დან და „გადანერგეს„ ვარდის დნმ ში.
5. ამ ჯიშის ვარდს გაუჩნდა ლურჯი ფერის გენი. ეს კი შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას ცისფერი ვარდი - ბიოტექნოლოგიების სიმბოლო, ანუ საბოლოო ჯამში - გენმოდიფიცირებული ლურჯი ვარდი.
ასე უკვე ნებისმიერი კომბინაციის შესაძლებლობა იქმნება - გენების გადაადგილებით არა მხოლოდ სხვადასხვა სახეობებში და ჯიშებში, მათ შიგნით, ისევე, როგორც ტრადიციული სელექციის მეთოდებში, არამედ ნებისმიერ ბიოლოგიურ სახეობებს შორისაც.
ეს ახალი ცივილიზაციის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს დედამიწის ისტორიაში- ბუნების სრული გარდაქმნა ადამიანის ჩათვლით
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/86-otaxis-vardebis-adaptacia.html