გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ტერარიუმები და ფლორარიუმები

ადრე ინტერიერის სწორად გალამაზებაზე არავინ ზრუნავდა, მცენარეებს მხოლოდ რაფაზე  შეხვდებოდით.  დღეს მათი როლი მკვეთრად შეიცვალა, ისინი დიდ გავლენას ახდენენ მიკროკლიმატზე, გაიზარდა ასორტიმენტი, მათი გამოყენების მეთოდები, ახალ ჯიშებთან და ჰიბრიდებთან ერთად დაბრუნდა ძველიც, გაიხსენეს ძველი ტრადიციებიც და ფლორისტული ხერხები. ერთერთი ასეთი მოძველებული მეთოდი ტერარიუმები და ფლორარიუმებია, ისინი კვლავ მოდური და მოთხოვნილების საგანი გახდა. ეს მეთოდი ვიქტორიანული ეპოქიდან მოდის. ისინი კომპოზიციებია, მცენარეთა მინიმალური რესურსებით, უპირველესად სუკულენტებით, რომლებიც შუშის ჭურჭელშია მოთავსებული. ადრე ფლორარიუმი განიხილებოდა, როგორც სათავსო პრეტენზიული და იშვიათი მცენარეებისთვის, მაგრამ დღეს ტერარიუმებმა დაიბრუნეს ძველი დიდება და არა მარტო ერთეულ კულტურებს, არამედ რამდენიმე მცენარეს ერთად დებენ მასში - აწყობენ მინიატურულ ლანდშაფტურ კომპოზიციებს. ისინი გამოდგება ფიტოდიზაინში, როგორც სახლებში, ისე ოფისში. იქ შერწყმულია ხელოვნება და ბოტანიკა და ცოცხალი ბუნების ნაწილი თქვენს სახლში ან ოფისში იდებს ბინას. ეს პატარა ბაღები მინის ჭურჭელში თვითკმარი ელემენტია, გამწვანებული მინი ტერიტორია თაროზე ან მაგიდაზე. იგი ცვლის მთელ კოლექციასაც ან შესანიშნავი დანამატია  დანარჩენი მცენარეებისთვის. მათ დაბრუნებას ამერიკელ დიზაინერებს უნდა უმადლოდნენ, თანდათან მინის მინიბაღებმა გადაინაცვლეს ჩაის და ყავის მაგიდებზე, საძინებელსა და მისაღებში, კაბინეტებსა და ოფისებში და ლამის გააძევეს იქედან ადრინდელი ვიტრინის ფლორარიუმები.
ფლორარიუმების სახეები: მათი მთავარი უპირატესობაა მიკროკლიმატი, რომელშიც იზრდება პრეტენზიული არასტანდარტული მცენარე რთულად შესაქმნელი პირობებით ოთახში.  მაღალი ტენიანობა, ორპირის და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების არარსებობა - მშვენიერი პირობაა ორანჟერეის და ოთახის ეგზოტიკური მცენარეებისთვის.
ზოგადად, ტერარიუმები პირობების მიხედვით 2 ჯგუფად იყოფა: მშრალ და ტროპიკულ ტერარიუმებად.
მშრალი გამოდგება სუკულენტების და კაქტუსებისთვის. იგი ყველაზე მარტივი გასაკეთებელი და მოსავლელია.  მასში შეიძლება მოაწყოთ მთის, უდაბნოს კომპოზიციები ერთი სუკულენტით მინიმალისტური ფლორარიუმის სახით და შედარებით რთული კომპოზიციებით.
სველი ანუ ტროპიკული - უფრო პრეტენზიული და ტენისმოყვარე მცენარეებისთვისაა, ისინი ან მონოტიპურია მოყვავილე მცენარეებისთვის ან ტყის კომპოზიციების შესაქმნელად. ან გარკვეული სახეობების მცენარეებისთვისაა. ასე შეიქმნა მაგ, ორქიდარიუმები იშვიათი სახეობის ორქიდეებისთვის, მათში მცენარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემებია დამონტაჟებული, ავტომატური მორწყვის, ღამის ტემპერატურის დასარეგულირებლად და სტაბილური ჰაერის ტენიანობის შესანარჩუნებლად. ფლორარიუმები სხვადასხვაა ზომისაა. ოფისებში დიდი კონსტრუქციებია  რაფაზე მოთავსებული  ან კიდევ უფრო დიდი შუშის ტერარიუმები - აკვარიუმები მცენარისთვის, რითაც ოთახის დაყოფა ხდება ზონებად. შიგ რთული ეკოსისტემაა რამდენიმე მცენარისთვის სპეციფიური პირობებით. . მაგრამ დიდი ტერარიუმები უფრო ფუფუნების საგანია, მინი ტერარიუმები კი სულ უფრო პოპულარული ხდება - კომპაქტური, უნივერსალური, ეგზოტიკური შესახედაობის, პატარა კუნძულები ველური სამყაროთი შიგნით, ლამაზი პატარა მცენარით და რაც უფრო პატარა ზომისაა ეს ჭურჭელი,  მით უფრო საინტერესო და ამაღელვებელია.
ტერარიუმები განსხვავდება დეკორატიულობით, ზოგში ველური პეიზაჟის ნაწილია, ზოგის მიზანი სტილისტური გამომხატველობის და დეკორატიულობის მიღწეცვაა. ზოგში სხვადასხვა აქსესუარები და მცენარეები გამოიყენება მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, სადაც მცენარეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ხაზები, ფერები, განათება, სტილი და ფორმა, ზოგში კი ბუნებრივი პეიზაჟის იმიტირება ხდება მცენარეთა ტიპიური შეხამებით.

ბაღი მოვლის გარეშე: ტერარიუმის მთავარი ღირსება მისი მოვლის სიმარტივეა, მასში ყველაზე პრეტენზიული მცენარეც მინიმალურ მოვლას საჭიროებს.  დახურული სველი ტერარიუმები ბევრად სჯობს ღიას:
მინის ქვეშ არ ხვდება მტვერი და ფოთლების წმენდა საჭირო არაა.
წყალი არ ორთქლდება და ტენიანობა დიდხანს ნარჩუნდება იშვიათი მორწყვით.
მათი რამდენიმე დღით და კვირით დატოვება თამამად შეიძლება,
პერიოდულად ესაჭიროება ჰიგიენური მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება გარედან,.
თუ ფლორარიუმი ღიაა, მოვლაც უფრო ინტენსიური სჭირდება. მაგრამ ეს მაინც უფრო ადვილია. ვიდრე ჩვეულებრივ ქოთნის მცენარისთვის:
მორწყვა ხდება მიწის გაშრობის მიხედვით. სუკულენტებს რწყავენ კვირაში ერთხელ, ტენისმოყვარე მცენარეებს კი უმონტაჟებენ ავტომატური მორწყვის სისტემას.
შესხურება სჭირდება ღია მინი ტერარიუმებში ტროპიკულ მცენარეებს, მაგრამ არ სჭირდება სუკულენტებს.
სხვა მოვლის წესები მხოლოდ სისფთავის შენარჩუნებაში, დახურული ტერარიუმების განიავებაში და გამხმარი ტოტების და მოყვავილებული კოკრების მოშორებაში გამოიხატება.
მრავალკულტურული ტერარიუმების  გარდა, გადარგვა სხვებში საჭირო არაა. თუ მათი გაზრდის გამო მჭიდროდ გრძნობენ თავს შიგნით, ეს მცენარეები ცალკ-ცალკე გადააქვთ ორანჟერეაში, ფლორარიუმს კი ახალი მცენარეებით აკომპლექტებენ. მინი ტერარიუმების მოწყობა გემოვნების საკითხია. იგი შეიძლება შეიძინოთ მზა ან თავად  შექმნათ იგი. მინი ფლორარიუმისთვის საჭიროა 4 კომპონენტი:

მინის ჭურჭელი. ნებისმიერი გამოდგება - სპეციალურიდან უბრალო მინის ქილამდე, ადრე იყენებდნენ მინის ზარხუფს, რომელიც იდგმებოდა ხის სადგამზე მჭიდროდ. დღეს კი მინის ჭურჭლის ფართო არჩევანია, ტროპიკული ფლორარიუმისთვის  გამოიყენება მთლიანად დახურული  ჭურჭელი
დრენაჟი აქაც აუცილებელია -  ხის ან გააქტივებული ნახშირის ნაფხვენები, ქვიშა და სპეციალური მაღალნოყიერი სუბსტრატი
დეკორატიული გრუნტი - შემავსებელი, ქერქის ნატეხები, ხრეში ან დეკორატიული კენჭები, მას არა მხოლოდ ზემოდან მოაყრიან მიწას, არამედ ზოგჯერ ფენა-ფენა ყრიან და დრენაჟსაც ცვლიან ხშირად ამით.
მცენარეები - ტროპიკული და ტყის ფლორარიუმში იყენებენ სატაცურს, სუროს, ბეგონიას, მინიგვიმრებს, სელაგინელას, უდაბნოს ტერარიუმისსთვის - კაქტუსებს, სედუმს, აგავას, კალანჰოეს, რძიანას, ეუფორბიას,  კარგად გრძნობს შიგ თავს ხავსიც, მაგრამ მას ტენისთვის წყლიანი რეზერვუარიც სჭირდება შიგნით.
დეკორატიული დამატება - მარჯანი, კენჭები, ტოტები, გირჩები, გამხმარი ყვავილები, ნიჟარები, კერამიკული ფიგურები.
 ტერარიუმის მოწყობა მარტივია. დეზინფექციის შემდეგ ჭურჭელში ყრიან დრენაჟს, , სუბსტრატს, ნახშირს, დეკორატიულ გრუნტს. მერე ფრთხილად სვამენ მცენარეებს პატარა ორმოებში, რომლებსაც ნებისმიერი მოსახერხებელი ინსტრუმენტით იღებენ. მერე მათ ნამავენ ან მიწას რწყავენ, ბოლოს კი შიგნით დეკორატიულ ნივთებს ათავსებენ.
ადგილი ტერარიუმისთვის: მისი მოწყობა მთელი ხელოვნებაა, მერე კი მისთვის ადგილიც უნდა მოიძებნოს. მთავარი ორიენტირი აქ  დასვენების ადგილია. ხშირად მათ დებენ სასადილო მაგიდაზე ან ყავის პატარა მაგიდაზე. თუმცა ამისთვის შეიძლება სხვა ადგილის მონახვაც და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღება: ასეთი პატარა ტერარიუმების მთელი სერიის განთავსება კედელზე, ამპელურად ჩამოკიდება, მათი გამოყენება ინტერიერის ზონირებისთვისაც შესაძლებელია. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/276-crdilis-amtani-mcenareebi.html
25 May 0 8 230

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно